„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017724
277
20/07/2023
ვებგვერდი, 21/07/2023
230210000.22.033.017724
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №277

2023 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:

„13. საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭება  ხორციელდება:

ა) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ;

ბ) თუ შეფასების ნომრის მინიჭება ვერ ხერხდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

ბ.ა) გაფორმების ორგანოს მიერ, გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ.გ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში იქმნება შესაბამისი მომხმარებელი.“.

 

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა დეკლარაციისათვის შეფასების „A“ ნომრის მინიჭებით:

ბ.ა) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან

ბ.ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

3. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებით საქონლის გაშვება ხორციელდება:

ვ.ა) საბაჟო გამშვები პუნქტიდან, თუ:

ვ.ა.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ვ.ა.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დასტურდება იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურთან  გაფორმებული „შემოსავლების სამსახურის მიერ პირებისათვის გასაწევი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით გათვალისწინებულ საბანკო დაწესებულებაში (შემდგომში – საბანკო დაწესებულება) გადახდის შემთხვევაში – ამ დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

ვ.ა.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ვ.ბ) გაფორმების ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილების დასრულებამდე ან გაფორმების ორგანოში საქონლის არასამუშაო დროს მიტანისას, თუ სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და აღნიშნული დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით.“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის შემოტანამდე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაშვება, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ ხორციელდება, საქონლის გაშვების მიზნით საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, თუ სრულდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა;

ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, თუ გაფორმების ორგანოს დანიშნულებით საქონლის გადაადგილების დასრულებამდე ან გაფორმების ორგანოში საქონლის არასამუშაო დროს მიტანისას:

ბ.ა) წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან

ბ.ბ) სრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან

ბ.გ) იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) გაფორმების ორგანოს მიერ, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებისა და საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარანტს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებით.“.

4. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებით:

ვ.ბ.ა) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ, „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ან

ვ.ბ.ბ) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

ბ) 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებასა და დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დერეფნის შერჩევას უზრუნველყოფს საბაჟო გამშვები პუნქტი ან საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ განსაზღვრული გაფორმების ორგანო), მწვანე ან ლურჯ დერეფანში მოხვედრილი დეკლარაციების, აგრეთვე მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო ყვითელ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციების დასრულებას, რომელთა დასრულება ვერ ხერხდება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს  მიერ, უზრუნველყოფს ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“;“;

გ) 26-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ.ა) დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას წითელი ან ყვითელი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში დეკლარაციას შტრიხ-კოდი მიენიჭება შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მიერ „გაშვება ნებადართულია“ ღილაკის აქტივაციის შედეგად;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი