„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის N07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 101/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018356
101/ნ
02/11/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
430210000.22.022.018356
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის N07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №101/ნ

2023 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 6 თებერვლის №07/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018262) დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) შეიმუშავებს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომ - მინისტრი) და უზრუნველყოფს ამ გეგმის განხორციელებას;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორს  თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის მიერ დამტკიცებული ცენტრის საქმიანობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ცენტრის საქმიანობას;“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა

ცენტრის სტრუქტურა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი