„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3699-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102010
3699-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
010320000.05.001.102010
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე;“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც განისაზღვრება ამ სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის საკითხები.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3699-XIIIმს-Xმპ