„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017758
420
13/11/2023
ვებგვერდი, 14/11/2023
230210000.22.033.017758
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №420

2023 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დროებით შენახვის დეკლარაცია ივსება:

ა) ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1;

ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (გარდა საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლისა) დროებით შენახვის შემთხვევაში, როდესაც ამ საქონლის ტრანზიტის პროცედურაში მოქცევა განზრახულია საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით –  დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო პროცედურის (გარდა ექსპორტისა) ან რეექსპორტის განსაზღვრის შემდეგ საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში – 120 კალენდარულ დღეს.

3. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ იმ საქონელზე (როგორც საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრამდე, ასევე იმ საქონელზე, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი), რომელზეც დროებით შენახვის ვადა განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დროებით შენახვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის გამოყენებით საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 360 კალენდარულ დღეს.“;

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. დროებით შენახვის დეკლარაციის შევსების ზოგადი წესი

1. დროებით შენახვის დეკლარაცია ივსება სატრანსპორტო დოკუმენტებში ან/და ზოგადი დეკლარირებისათვის წარსადგენ დოკუმენტებში ან/და წინმსწრებ დოკუმენტში, ხოლო საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას – ასევე ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემების საფუძველზე. ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ექვემდებარება სრულ დათვალიერებას და დროებით შენახვის დეკლარაცია ივსება დათვალიერების შედეგების საფუძველზე.

2. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.

3. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია, ერთ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული საქონლის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.

4. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ით დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არაუმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი საქონლის საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არაუმეტეს 100 დასახელების საქონელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2.

6. დროებით შენახვის დეკლარაცია გაიცემა 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი განკუთვნილია საქონლის მფლობელისათვის, მეორე – საბაჟო საწყობისათვის.“;

ე) მე-8 მუხლის:

ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის გრაფების შევსების წესი“;

ე.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის შევსებისას საბაჟო საწყობის (დროებით შენახვის ადგილის) მფლობელის ან დეკლარანტის (საქონლის მფლობელის ან/და მესაკუთრის) მიერ ივსება შემდეგ გრაფები: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 37, 38, 40, 42, 43, 44, 45, 46, 49, 50, 54.“;

ე.გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრაფა „A“ – აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება ამ ბრძანებით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) (შემდგომში — კლასიფიკატორი) მე-2 ნაწილის შესაბამისად. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის  რეგისტრაციას ნომრისა და თარიღის მინიჭებით ახორციელებს დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი, აგრეთვე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის შევსების თაობაზე.“;

ე.დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა 3 „ფორმები“ – პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დროებით შენახვის დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).

6. გრაფა 5 „საქონლის რაოდენობა“ – მიეთითება წარმოდგენილ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ში გაცხადებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.“;

ე.ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გრაფა 7 „საცნობარო ნომერი“ – აღინიშნება დროებით შენახვის დეკლარაციის შემვსების მიერ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.“;

ე.ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გრაფა 14 „დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – აღინიშნება სისტემაში დაშვებული პირის (დეკლარანტი, ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი). იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1 ივსება საბაჟო ორგანოს მიერ, მიეთითება „000000000“.“;

ე.ზ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. გრაფა 17 „დანიშნულების ქვეყანა“ – ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ში ასახულ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“;

ე.თ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. გრაფა 19 „კტ“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის 31-ე გრაფაში ან ამავე დეკლარაციის ველზე „თანმხლები დოკუმენტები“;

ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.“;

ე.ი) 30-ე და 31-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„30. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ –

ა) ეთითება საქონლის (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების, ან აქციზური საქონლის გარდა) კოდი სეს ესნ-ის შესაბამისად:

ა.ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდგომ ეთითება ორი ციფრი „00“;

ა.ბ) ოთხნიშნა დონეზე – იმ საქონელზე, რომლის შემოტანას/გატანას ესაჭიროება ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი;

ა.გ) ხუთზე მეტი საქონლის მითითების აუცილებლობისას, მიეთითება 5 საქონლის კოდი და შემდეგ სიტყვა „სხვადასხვა“;

ბ) ქვედა ნაწილში საჭიროების შემთხვევაში ეთითება: საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. აქვე აღინიშნება „იხილეთ თანდართული დოკუმენტები“, რომლებიც აიტვირთება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის შესაბამის ველზე – „Scan.Doc“.

31. გრაფა 32 „საქ. №“ – მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი. მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა.შ. ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.“;

ე.კ) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დროებით შენახვას და ჩაიწერება „79“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან რეექსპორტს ან წინმსწრები დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება „000“.“;

ე.ლ) მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-თთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის შესაბამისად.“;

ე.მ) 44-ე – 46-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. გრაფა 50 „პრინციპალი“ – მე-9 გრაფაში აღნიშნული პირი (ან მისი წარმომადგენელი) ხელმოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

45. გრაფა 54 „ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის შევსების ადგილი და თარიღი. 54-ე გრაფაში, მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ხელისმოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

46. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება გრაფა „B“ – გრაფაში აღინიშნება შეფასების ნომერი და მისი მინიჭების თარიღი. აღნიშნულთან ერთად დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ს ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“;

ვ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის გრაფების შევსების წესი

1. დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსებისას დეკლარაციის გრაფები A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 11, 14, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 32, 40, 42, 43, 44, 45, 49, 50, 54 ივსება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის შევსების წესის შესაბამისად.

2. გრაფა 8 „იმპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) როცა განსაზღვრულია საქონლის მიმღები და თუ იგი წარმოადგენს:

ა.ა) იურიდიულ პირს ან სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.ბ) ფიზიკურ პირს, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება პირადი ნომერი;

ა.გ) არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამასთან, დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების მიზნებისათვის, სისტემის მიერ ავტომატურად განისაზღვრება არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა ციფრული კოდი, რომლის პირველ ციფრად მიეთითება „8“;

ა.დ) არარეზიდენტ იურიდიულ პირს, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება „0“, ხოლო ქვედა ნაწილში მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის ნომერი. ამასთან, დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების მიზნებისათვის, სისტემის მიერ ავტომატურად განისაზღვრება არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა ციფრული კოდი, რომლის პირველ ციფრად მიეთითება „8“;

ბ) თუ არ არის განსაზღვრული საქონლის მიმღები, გრაფის ზედა ნაწილში „№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება „0“, ხოლო ქვედა ნაწილში „–“.

3. გრაფა 16. „წარმოშობის ქვეყანა“ – ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის (დანართი №19)  მე-3 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, რომელთაც წარმოშობის განსხვავებული ქვეყნები აქვთ, გრაფაში ჩაიწერება „სხვადასხვა“, ხოლო თუ დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის ძირითადი ფურცლის 34a გრაფაში მითითებულია „999“, მე-16 გრაფაში საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელების ნაცვლად აღინიშნება „999“.

4. გრაფა 31 „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზოგადი აღწერილობა სეს ესნ-ის 11-ნიშნა სასაქონლო ქვესუბპოზიციის დონეზე ან საქონლის დასახელება, ხოლო რაოდენობაში – „1“;

5. გრაფა 33 „საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი სეს ესნ-ის მიხედვით.

6. გრაფა 34a „წ.ქ. კოდი“ – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში მიეთითება – „999“.

7. გრაფა 34b „წ.ქ. კოდი“ – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყნის ასოითი კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-3 ნაწილის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფა არ ივსება.

8. გრაფა 35 „ბრუტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.

9. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს დროებით შენახვას და ჩაიწერება „76“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან რეექსპორტს ან წინმსწრები დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვას და ჩაიწერება შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება „000“.

10. გრაფა 38 „ნეტო (კგ)“ – მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. საჭიროების შემთხვევაში, საქონლის ზუსტი წონა (კგ) შესაძლებელია გამოისახოს ათწილადებში, მძიმის შემდეგ ორ ციფრამდე სიზუსტით.

11. გრაფა 46 „სტატისტიკური ღირებულება“ – აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.

12. გრაფა „B“ – აღინიშნება შეფასების A ნომერი. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხ-კოდი.“.

2. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო პროცედურა განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით ან ხორციელდება დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის გამოყენებით დროებით შენახული საქონლის ტრანზიტი;“.

3. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-16 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „10“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „10“, ხოლო მეორე ორი ციფრის ადგილზე – „51“. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექსპორტში ექცევა უკან დაბრუნების პირობით, პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „74“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი „004“ კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

გ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „34“, მეორე ორ ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) პირველი ნაწილის შესაბამისად ან დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაციით არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

დ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად „საბაჟო პროცედურას“ და ჩაიწერება „51“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ე) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება - „61”, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ვ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრაფა 37 „საბაჟო პროცედურა“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო პროცედურას და ჩაიწერება „45“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო პროცედურას/რეექსპორტს ან საქონლის დროებით შენახვას დეკლარაციით და ჩაიწერება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) პირველი ნაწილის შესაბამისად ან დროებით შენახვის დეკლარაციით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“. თუ წინმსწრები საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი ან დროებით შენახვის დეკლარაცია არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის (დანართი №19) მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ზ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები საბაჟო პროცედურის კოდი („74“ – საწყობის პროცედურიდან რეექსპორტის შემთხვევაში და „34“ – დროებით შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში) ან საქონლის დროებით შენახვის კოდი – „76“ ან „79“;“.

4. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნაწილი 1. საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის და დროებით შენახვის კლასიფიკატორი

დასახელება

კოდი

1

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება

40

2

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება „ოქროს სიის“ მონაწილეთათვის

44

3

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

45

4

ექსპორტი

10

5

ექსპორტი დაბრუნების პირობით

12

6

რეექსპორტი

11

7

ტრანზიტი

80

8

საბაჟო საწყობი

74

9

თავისუფალი ზონა

71

10

დროებით შემოტანა

34

11

შიდა გადამუშავება

51

12

გარე გადამუშავება

61

13

დროებით შენახვა (დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №1-ის გამოყენებით)

79

14

დროებით შენახვა (დროებით შენახვის დეკლარაცია ფორმა №2-ის გამოყენებით)

76

“.         

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი