„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017759
423
14/11/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
230210000.22.033.017759
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №423

2023 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ ინსტრუქციის №2-I-01 და №2-I-02 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება;“;

ბ) 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და მობილური ვიდეოკამერების გამოყენებით მიღებული ინფორმაცია განეკუთვნება საბაჟო საიდუმლოებას და მისი გამოყენება ან სხვა პირისათვის გადაცემა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) შესაბამისად.“.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის მიტანა და დროებით შენახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს, საქონლის დროებით შენახვის დასრულების შემდგომ, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საკუთრების უფლების გადაცემის ან დათვალიერების მიზნით საბაჟო საწყობის დანიშნულებით შემდგომი გადაადგილებისათვის მიტანის ვადა განსაზღვროს არაუმეტეს 1 კალენდარული დღით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამოწურულია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ვადა).“;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქონლის საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.“;

ა.დ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლის გადაზიდვა ხორციელდება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სარკინიგზო ვაგონი) მეშვეობით, ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მიტანის ვადა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულ საქონელთან მიმართებაში აითვლება ცალ-ცალკე.“;

ბ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;“;

გ) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის  დადასტურება  ხდება  საქონლისა  და  სატრანსპორტო  საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.“;

დ) მე-14 მუხლის 27-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) „დროებით შენახვა დასრულებულია“ – ტვირთი აღარ იმყოფება დროებით შენახვაზე და შესაძლებელია სარკინიგზო ვაგონში/კონტეინერში განთავსებული ტვირთის შემდგომი გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;“.

3. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განსაზღვრამდე საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დღისათვის ამ საქონელზე არ არის ამოწურული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადა.“;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-6 პუნქტის:

ბ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე:

ა.ა) საბაჟო-გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული აღრიცხვის მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის ან ზოგადი დეკლარირების საფუძველზე სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან;

ა.ბ) სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან;

ა.გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – ზოგადი დეკლარირებიდან;

ა.დ) ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი არ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის თარიღიდან;

ა.ე) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე, ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების და საქონლის რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;

ა.ვ) რომელზეც განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი – დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან;

ა.ზ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საბაჟო ორგანოში წარდგენის თარიღიდან;“;

ბ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან (მათ შორის, ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულ) საქონელზე – დროებით შენახვის დეკლარაციის ან „eCustoms“-ს პროგრამაში აღრიცხვის მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების, ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების დამოწმების, ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების/სარკინიგზო ზედნადების დამოწმების თარიღიდან ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან;“;

ბ.ა.გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობები, აგრეთვე საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საბაჟო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) ან საქონლის მფლობელს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის ან საქონლის მფლობელის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.“.

4. „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს;“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებით შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით ან ელექტრონული მოწმობისათვის „დროებით შენახვა დასრულებულია“ სტატუსის მინიჭებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომელთა გადაადგილება განახლდება იმავე ბაზაში მონაცემების ასახვით.“.

5. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ საქონლის დროებით შენახვა განხორციელდა ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ საქონლის ან/და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

6. „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დროებით შემოტანილი საქონლის მიმართ სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ან საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების, ან/და ამ საქონლის ჩამორთმევის/ამოღების შემთხვევაში, ან/და საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, თუ განსაზღვრულ ვადაში ვერ ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება შესაბამისი გარემოების აღმოფხვრამდე.“.

7. დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19) მე-5 ნაწილით გათვალისწინებული „გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ 625-ე კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„625

2026 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება)“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი