ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016595
40
26/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
010250020.35.167.016595
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე საქართველოს მთავრობის 2017  წლის 6 ოქტომბრის  №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში  (მისამართი: ქ. გურჯაანი სანაპიროს ქ. №24)
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  საგანგებო მართვის

გ ე გ მ ა


თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება

 

1.1 შესავალი

 წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ.

 

1.2 გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია:

– საგანგებო სიტუაციებისაგან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

– ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;

– საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელ ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; 

– ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;

– ადგილობნრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.

 

1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართი №1-ში წარმოდგენილი ნორმატიულ აქტებსამავე დროს, მუნიციპალიტეტის მერია, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი: კობა კურტანიძე (ტელ.: 591806012)

მერი: ჯონდო მდივნიშვილი (ტელ.:595889099);

მერის მოადგილე: ზურაბ კოჭლამაზაშვილი (ტელ.: 577074708);

ადმინისტრაციის უფროსი: გიორგი მჭედლიშვილი (ტელ.:555355833);

საკრებულოს თავმჯდომარე: კარლო ჯამბურია (ტელ.: 591440041).

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი

 

1. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით – ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფართობია 890, 2 კმ². ტერიტორიის 38 979 ჰა მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, რაც შეადგენს მთლიანი ტერიტორიის 44%-ს. ტყეებს უკავია 41 162 ჰა (46%).

ქალაქი ლაგოდეხი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა რაოდენობა 5, 918. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ .

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°ჩ. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა.

მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 10 მდინარე, 3 ტბა.

უახლოესი აეროპორტი – თელავის აეროპორტი – 85კმ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 15 ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა შეადგენს 41, 678 ადამიანს, ხოლო ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5918 ადამიანს. მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ №2-ში, ხოლო, მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №3-ში.

1. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ №23-ში (საკ.კოდი № 54.01.54.050)

შენობა არის 2 სართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა არის უწვი კონსტრუქციებით განხორციელებული, მე-II ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, გაზი და დენი.

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ეზო იკავებს 1337,1 კვ.მ.-ს ნაწილობრივ შემოფარგლულია. შენობას ესაზღვრება 2 და 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რამოდენიმე საცხოვრებელი კერძო სახლი, სხვა შენობა-ნაგებობა.

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 82 ადამიანი. შენობაში ფუნქციონირებს 4 ორგანიზაცია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური, ა(ა)იპ – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მაჟორიტარი-დეპუტატის ბიურო.

2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური, სასიცოცხლო და სტრატეგიული ობიექტების რაოდენობები და სხვა დეტალური ინფორმაცია მითითებულია გეგმის დანართ №2-ში.

3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო (გაზი, ელექტროენერგია და წყალი) საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №11-ში.

 

1.7 საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები.

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.

 შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი, ან მისგან უფლებამოსილი პირი. შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;

ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;

გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;-

ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთანთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;

ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;

ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;

თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;

კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილი 1-ში.

 

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:

ცხრილი 1

№ 

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი (სახელი, გვარი) რომელთანაც ყოველდღიური მუშობის რეჟიმში შეთავსებულია შტაბის წევრის პოზიცია

შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალკეობა/საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი

1

შტაბის უფროსი

კობა კურტანიძე (სსმს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი)

იხ. დანართი № 4,

პუნქტები №1,

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში

ჯონდო მდივნიშვილი (მუნიციპალიტეტის მერი)

იხ. დანართი № 4,

პუნქტები №2,

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

ილია მაისაშვილი (შსს კახეთის პოლ. დეპარტ. ლაგოდეხის რაიონული სამმართ. უფროსის მოადგილე)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №3

4

შტაბის წევრი

გიორგი მჭედლიშვილი

(ადმინისტრაციული სამსახური)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №4,8

5

შტაბის წევრი

გიორგი ჩალათაშვილი

ინფრასტრუქტურ. სამს)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №5,10,12,13

6

შტაბის წევრი

თამარ ბაღაშვილი

(სოციალური სამსახური)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №6,7

7

შტაბის წევრი

ნათია დათუკიშვილი

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №9

8

შტაბის წევრი

ივანე წიქარიშვილი

(ეკონომიკის სამსახ)

იხ. დანართი №4,

პუნქტი №11

9

შტაბის წევრი

ნინო პოპიაშვილი

(წითელი ჯვარი)

დამხმარე წევრი

იხ. დანართი №4,

პუნქტი №1,2,6,7,12

10

შტაბის წევრი

გელა ლომიძე

(სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური )

დამხმარე წევრი

იხ. დანართი №4,

პუნქტი №1

11

შტაბის წევრი

ლიანა ფოფხაძე (განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური)

დამხმარე წევრი

იხ. დანართი №4,

პუნქტი №1

12

შტაბის წევრი

გიორგი მანგოშვილი

(საფინანსო სამსახური)

დამხმარე წევრი

იხ. დანართი №4,

პუნქტი №1,2,5,7,13

 

1.6. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.

ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს

  • სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას (შტაბის წევრებისთვის)
  • ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) - შენობაში მომუშავე თანამშრომლებისთვის

(საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების სქემა დანართი 5-ის მიხედვით )

მოსახლეობის გაფთხილება ხდება ხმის გამაძლიერებლით და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სასიგნალო მოწყობილობით.

1. ქალაქში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა

2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი 5-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართი 6-ში წარმდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.

4. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება ადგილობრივი ტელემაუწყებლობისა და პრესის საშუალებებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.

მოსახლეობის გაფთხილება ხდება ხმის გამაძლიერებლით და სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სასიგნალო მოწყობილობით.

1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8.

1.8. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი 9-ში.

1.9. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი 10.); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11.)

1.10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

 

II თავიმუნიციპალიტეტის რისკების შეფასება

2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების ანალიზი.

2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის” (ნოემბერი 2015) საფუძველზე.

2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია: წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი, მიწისძვრა. (დარგის სპეციალისტების მრჩეველთა საბჭო)

 

2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.

2.2.1. რისკის შეფასების დრო: 2022 წლის 24 ივნისს, რისკის შეფასების მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგნელები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. 

 

2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2.1 და 2.2მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.

რისკის შეფასების შედეგები და აღწერა

 

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:

  ცხრ. 2.1

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

         

1

წყალმოვარდნა

7

7

49

2

ძლიერი ქარი

6

4

24

3

მიწისძვრა

5

4

20

4

       

5

       

 

ბ) მერიის შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად:

  ცხრ. 2.2

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

         

1

ხანძარი

8

8

64

2

მიწისძვრა

5

6

30

 

III თავირისკების აღწერილობა/სცენარი

 ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

 

დანართი №12  წყალმოვარდნა

დანართი №13  ძლიერი ქარი

დანართი №14  მიწისძვრა

ქვემოთ ჩამოთვლი დანართებში მოცემულია მერიის შენობაში გამოვლენილი შიდა საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები და სათითაო სცენარისათვის თითოეულ დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №15  ხანძარი მერიის შენობაში

დანართი №16  მიწისძვრა მერიის შენობაში

 

IV თავი. გეგმის დანართები

გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 3-ის სახით:

ცხრილი 3.

დან.

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის საკომუნიკაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

სხვა რეაგირების ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

მუნიციპალიტეტის საევაკუაციო რუკები

11

მერიის შენობის ევაკუაციის გეგმა

12

წყალმოვარდნა

13

ძლიერი ქარი

14

მიწისძვრა

15

ხანძარი მერიის შენობაში

16

მიწისძვრა მერიის შენობაში