დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016504 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/12/2023 - 26/06/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის 33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/12/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.113.016482). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 37250,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 33029,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 315,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3904,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 34625,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2510,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3010,0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 114,9 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 2624,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით:
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება შესაბამისი წლის განმავლობაში. ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 287,4 ათას ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 172,5 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 6 315 000 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 173 000 ლარი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების დროებით თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 8 546 000 ლარი.
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 6 790 000 ლარი
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 834 600 ლარი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2023 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
დოკუმენტის კომენტარები