დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 08/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030010.22.022.018426 |
|
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 15/12/2023) შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით (სსმ, №8, 23/01/2006, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.010.22.022.008.037) დამტკიცებულ „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო).“ю 2. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები