დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1751 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 01/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016725 |
|
,,საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლებისსამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2): ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული დავალიანება/მოსაკრებელი;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დანართის პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება, ხოლო შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან.“; გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების (ამ დანართის მიზნებისთვის შემდგომში – მიმართვის განცხადება) წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცი(ებ)ის ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება), როდესაც დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხა (რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს სანქციის გამოანგარიშება) არ აღემატება პირველადი მონაცემებით დარიცხული თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული მონაცემებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება. ხოლო შესწორებული დეკლარაციით ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება) დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს დაზუსტებული მონაცემებისა და ამ მონაცემების წინ დაზუსტებული მონაცემების სხვაობის თანხიდან.”; ე) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ამ დანართის მიზნებისათვის, თუ წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (იმავე სახის და საანგარიშო პერიოდის)/მიმართვის განცხადება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას /პირველად მონაცემებს წარმოადგენს ის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/პირველადი მონაცემები, რომლის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება.“; ვ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 52 პუნქტი: „52. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი და იმავე საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/მიმართვის განცხადება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, მომსახურების დეპარტამენტი ამ დანართით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს, როგორც იმ დეკლარაციით/გაანგარიშებით/მიმართვის განცხადებით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, რომელზეც წარდგენილია საჩივარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლების შესახებ.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები