ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელოს პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

დოკუმენტის ნომერი ნ-7
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 22/05/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016137
ნ-7
22/05/2024
ვებგვერდი, 23/05/2024
260000000.64.076.016137
ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელოს პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-7

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელოს პროფესიონალი ბუღალტრებისთვის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ მიღებული და გამოცემული ხარისხის მართვის, აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო დოკუმენტების ცნობარით (2022 წლის გამოცემა) გათვალისწინებული:

ა) ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი);

ბ) აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომ – სტანდარტი).

2. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი (2023 წლის გამოცემა) ეთიკის საერთაშორისო კოდექსის სახელმძღვანელო  პროფესიონალი ბუღალტრებისთვის (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტანდარტები და  პროფესიული ეთიკის კოდექსი განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).

4. სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის კოდექსის თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე