„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024589
195
14/06/2024
ვებგვერდი, 17/06/2024
300160070.10.003.024589
„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2024 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2017, 300160070.10.003.020186) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“:

1. მე-3 მუხლს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი:

ვ.ა) 2026 წლის პირველ იანვრამდე, სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხარაჩოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან  შესაბამისობის დადგენის მიზნით, „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულების და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული A მოდულის შესაბამისად მწარმოებლის მიერ შექმნილი შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი, გარდა ამ მოდულის 4.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა;

ვ.ბ) სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი ხარაჩოს EN 12810-1 სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „შესაბამისობის შეფასების მოდულების, ქვემოდულებისა და მათთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №134 დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული H მოდულის შესაბამისად მწარმოებლის მიერ შექმნილი შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი,  გარდა ამ მოდულის 5.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნისა ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების დანართით განსაზღვრული იმპორტირებული ქვეყნებიდან უფლებამოსილი/ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე. დამცავი მოაჯირი აწყობილი უნდა იყოს EN 13374 სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ან აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დამცავი მოაჯირების EN 13374 სტანდარტის შესაბამისად მონტაჟისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი კლასი და ტიპი, ხოლო დამცავი მოაჯირის სერტიფიკატი/პასპორტი უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც ხდება მოაჯირის მონტაჟი;“;

ბ) „გ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი მოაჯირებით;“;

გ) „გ.პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ჟ“ ქვეპუნქტი:

„გ.ჟ) ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამუშაო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ხარაჩო უნდა იყოს სწორად დაპროექტებული, EN 12810-1 სტანდარტით ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული/ აწყობილი, ასევე სათანადოდ მოვლილი, რათა გამოირიცხოს მათი ჩამოშლა ან შემთხვევითი გამოძრავება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ EN 12810-1 სტანდარტთან ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც უნდა ინახებოდეს იმ სამუშაო სივრცეში, სადაც განთავსებულია ხარაჩო.

12. მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს ჩანაწერები მისი ექსპლუატაციის შესახებ. ასეთი ჩანაწერები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხარაჩოს ექსპლუატაციის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხარაჩო გამოსაყენებლად განთავსებულია სამუშაო სივრცეში.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია ხარაჩოს აღმართვა, შეცვლა ან მოხსნა პასუხისმგებელი პირის ან მის მიერ დანიშნული პირის ზედამხედველობის გარეშე. ხარაჩოს გამოყენებული მასალები გამოყენებამდე ყოველ ჯერზე უნდა მოწმდებოდეს.“;

დ) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ნაწილობრივ მოხსნილი ან დაუსრულებელი სახით ხარაჩოების დატოვების შემთხვევაში (როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს), შემდეგი სახის ზომები უნდა იქნეს მიღებული: ნაწილობრივ მოხსნილ ან დაუსრულებელ ხარაჩოებთან თვალსაჩინო ადგილებზე უნდა იყოს განთავსებული ამკრძალავი/გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის №457 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამ ხარაჩოებთან მიმავალი გზები უნდა იყოს გადაკეტილი შესაბამისი სახის მოაჯირებით.

19. ხარაჩოს აწყობა/დაშლა (დემონტაჟი), შეცვლა და სარემონტო სამუშაოების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ  პასუხისმგებელი პირის ან მის მიერ დანიშნული პირ(ებ)ის უშუალო მონაწილეობით.“;

ე) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 − 27-ე პუნქტები:

„20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად ხარაჩოს შემოწმების თაობაზე მზადდება შემოწმების ანგარიში (წერილობით), რომელიც უნდა ინახებოდეს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან.

21. სამუშაო სივრცეში განთავსებული ნებისმიერი ხარაჩოს:

ა) დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტით გათვალისწინებულ ნორმას;

ბ) გამოყენებისას მასზე არსებული ტვირთი უნდა იყოს დაბალანსებული იმგვარად, რომ არ მოხდეს ხარაჩოს გადატვირთვა;

გ) გამოყენებისას მასალის გადაადგილება ან განლაგება უნდა ხორციელდებოდეს ხარაჩოს რყევისა და გამოძრავების გარეშე;

დ) გამოყენებისას ხარაჩოზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად არის აუცილებელი.

22. დაუშვებელია:

ა) ხარაჩოს გამოყენება, თუ მისი რომელიმე დეტალი არის გაბზარული, გატეხილი, დეფორმირებული ან აღენიშნება სხვა სახის დაზიანება (ნებისმიერი დაზიანება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი);

ბ) გადასატანი ხარაჩოს სტაციონარულ ხარაჩოზე განლაგება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სივრცე საკმარისად ფართოა, ხოლო საყრდენი ბოძები პლატფორმაზე მყარად არის დამაგრებული;

გ) ხარაჩოს გამოყენება ცუდი ამინდის პირობებში (ძლიერი ქარი, წვიმა და ა. შ.), რამაც შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს ხარაჩოს მდგრადობაზე.

23. სამუშაო ადგილებზე ხარაჩოების, გალიების, კალათებისა და მსგავსი აღჭურვილობის გამოყენებისას ამ აღჭურვილობის შემოწმება უნდა მოახდინოს პასუხისმგებელმა პირმა ან მის მიერ დანიშნულმა პირმა, შემდეგი პერიოდულობით:

ა) ექსპლუატაციაში შესვლამდე;

ბ) ექსპლუატაციისას, პერიოდულად − არანაკლებ 10 დღეში ერთხელ;

გ) დაუყოვნებლივ, აღჭურვილობის მოდიფიკაციის, გარკვეული პერიოდით მოცდენის, ცუდი ამინდის, სეისმური რყევების ან ნებისმიერი სხვა გარემოების დადგომის შემდეგ, რომელსაც მის ტვირთამწეობაზე ან მდგრადობაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;

დ) თუ ხარაჩოს ექსპლუატაცია შეჩერებული იყო (არ გამოიყენებოდა) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

24. სავალდებულოა, ხარაჩოზე მომუშავე ნებისმიერ პირს სამუშაოების დაწყებამდე წინასწარ ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება-ინსტრუქტაჟი.

25. სავალდებულოა ხარაჩოს აწყობამდე ან დაშლამდე (დემონტაჟამდე) სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება.  

26. ხარაჩოს აწყობამდე უნდა განხორციელდეს ხარაჩოს განთავსების/ აწყობის წინასწარი გეგმის შემუშავება, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია:    

ა) ხარაჩოს ტვირთამწეობის, მაქსიმალური სიმაღლის, დატვირთვისა და ა. შ. შესახებ;

ბ) საყრდენი ანკერების განლაგების, ანკერის ელემენტებისა და კონსტრუქციული ელემენტების შესახებ;

გ) საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია აწყობასთან/დაშლასთან (დემონტაჟთან) ან სხვა კონსტრუქციულ ცვლილებებთან;

დ) საგანგებო სიტუაციების, სამაშველო პროცედურებისა და პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ე) ხარაჩოს სრულად შეფუთვის პროცედურების თაობაზე (მტვრისგან დაცვისა და ნივთების ვარდნის თავიდან ასაცილებლად).

27. ხარაჩოს აწყობა/დაშლა (დემონტაჟი), შეცვლა და სარემონტო სამუშაოების შესრულება უნდა ხდებოდეს წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩამჭიდებს არ უნდა გააჩნდეთ კოროზია, გამძლე საფარი და ყველა ზედაპირი უნდა ჰქონდეთ გლუვი, დამჭერი მოწყობილობის კონტაქტში მყოფი ელემენტების დაზიანების გამოსარიცხად.“.

7. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია კუსტარულად დამზადებული კიბეების გამოყენება.“.

8. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლი:

მუხლი 18. გარდამავალი დებულება

2026 წლის პირველი იანვრიდან, სამუშაო სივრცეში განთავსებულ და გამოყენებული უნდა იქნეს სიმაღლეზე სამუშაოებისათვის განკუთვნილი მხოლოდ ის ხარაჩო, რომელსაც გააჩნია EN 12810-1 სტანდარტთან შესაბამისობის ტექნიკური დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე