„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 369
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024764
369
28/10/2024
ვებგვერდი, 29/10/2024
470000000.10.003.024764
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №369

2024 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი– პროგრამული კოდი: 27 03 02 01) მე-8  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 152.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,800.0

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

66.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

313.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი, მ.შ., ტრენინგების ჩატარება არაუმეტეს 50 ათასი ლარის ოდენობით

73.0

5

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

900.0

 

სულ:

3,152.0

.“.

2. №2 დანართის („იმუნიზაცია“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26 682.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

19,142.0

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

160.0

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

4,090.0

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

3,090.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

0.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

100.0

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

 

სულ:

26.682.0

.“.

3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 03) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3,900.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

1,435.0

 

მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება არაუმეტეს

855.0

2

კოღოებით, ტკიპებით, ფლებოტომუსებით და სხვა ვექტორებით გადაცემადი პარაზიტული და ვირუსული (მალარია, ლეიშმანიოზი, დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო და სხვა) დაავადებებისა და ალიმენტური პარაზიტული* (პროტოზოოზები, ჰელმინთოზები) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

1,760.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

30.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

5.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

35.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მათ შორის, საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს  12 000 ლარისა)

635.0

სულ:

3,900.0

.“.

4. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13 193.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 13 200 ლარი თვეში)

4,100.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

1,362.2

3

სტაციონარული მომსახურება

4,800.0

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

0.0

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს  80%-ის შესყიდვა

2,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

393.0

 

სულ:

13,193.0

.“.

5. №9 დანართის („ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 09) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 475.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

2,752.0

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

7,141.0

2.1

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,922.6

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

50.0

6

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

310.0

7

პროგრამის ეფექტიანობის შეფასება

0.0

 

სულ:

12,475.6

.“.

6. №10 დანართის („ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 10) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 915.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

თამბაქოს კონტროლის გაძლიერება

600.0

2

ფსიქოლოგიური დახმარება

55.0

3

ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული სერვისების პოპულარიზაცია და გაძლიერება

1,253.0

4

პროგრამის მართვა და ადმინისტრირება

7.0

 

სულ:

1,915.0

 .“.

7. №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 191.1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

9,101.8

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

134.0

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151.0

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

3,182.4

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

24,028.1

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,054.1

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,793.4

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

10

საცხოვრისების განვითარება

0.0

 

სულ:

40,191.1

.“.

8. №13 დანართის („დიაბეტის მართვა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 23 440.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,100.0

1.1

18 წლამდე ასაკის პირთა კომის გარეშე მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის სტაციონარული მომსახურება

450.0

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

470.0

3

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა საანალიზო ტექნიკური საშუალებებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მათ შორის:

21,100.8

3.1

სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებითა და სენსორებით უზრუნველყოფა

7,887.1

4

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

284.6

5

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

415.0

6

CGM სისტემასთან თავსებადი ტელეფონით (სმარტფონით) უზრუნველყოფა (არაუმეტეს 400 ერთეული)

70

 

სულ:

23,440.4

.“.

9. №14 დანართის („ორგანოთა ტრანსპლანტაცია“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 03) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 993.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია; ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები; ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა

9,080.4

2

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

1,913.1

 

სულ

10,993.5

.“.

მუხლი 2
  1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  
  2. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 2 ნოემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე