“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"

  • Word
“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 10/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.22.035.008.151
  • Word
40/ნ
09/02/2006
სსმ, 19, 10/02/2006
470.140.000.22.035.008.151
“შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი" დადგენილი წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შსახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.22.035.008.151

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №40/ნ

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის   21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 215) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) ,,თავი IV-ის” სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი IV. დაავადებებისა და დეფექტების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ 18 წლამდე ასაკის პირთათვის ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” და ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე’’ დადგენის საფუძველს გადამოწმების ვადები”;

ბ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17

1. დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის“ სხვა პირის მუდმივ დახმარებაზე საჭიროების განსაზღვრისას, ამ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში (ფორმა IV- 50/4) კეთდება ჩანაწერი – ,,სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე.’’.

გ) ინსტრუქციას დაემატოს დანართი №1 შემდეგი რედაქციით:

         ,,დანართი №1

დაავადებების და დეფექტების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას

1. ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:

ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დაბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები, ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის; კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;

ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:

ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);

ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);

ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;

ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით).

გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული კრუნჩხვები (ხშირი გენერალიზებული – თვეში 5 შეტევაზე მეტი, ხშირი მცირე ან პარციალური ეპილეფსიური შეტევები, პოლიმორფული, რეზისტენტული ანტიკონვულსანტებით თერაპიის მიმართ);

დ) შიზოფრენია და სხვა ენდოგენური ფსიქოზები (გახანგრძლივებული ფსიქოტური მდგომარეობები 6 და მეტი თვის ხანგრძლივობით).

ე) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თან ერთვის სმენის, მხედველობის, მეტყველების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სხვა ორგანოების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევები და ქცევის პათოლოგიური ფორმები;

ვ) სხვადასხვა გენეზის ოლიგოფრენია ან ჭკუასუსტობა, რომელიც შეესაბამება ღრმა, მძიმე ან საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხს.

2. მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,04 და ნაკლები (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 100-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.

3. შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:

ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;

ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);

დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;

ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);

ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების II ხარისხის ქრონიკული უკმარისობით.

4. ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:

ა) ხერხემლისა და გულმკერდის III-IV ხარისხის დეფორმაცია, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევით, ან სუნთქვის II ხარისხის უკმარისობით, ან სისხლის მიმოქცევის II ხარისხის უკმარისობით;

ბ) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, პათოლოგიური მდგომარეობები, განვითარების მანკები (პოლიართრიტი, კოლაგენოზი, მძიმე ფორმის ოსტეომიელიტი და სხვა), რომლებიც იწვევენ არანაკლებ ორ კიდურზე სახსრების III ხარისხის ფუნქციონალურ უკმარისობას, გადაადგილების და თვითმომსახურების მნიშვნელოვან მოშლას;

გ) ორი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;

დ) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;

ე) კუჭის ტოტალური ან წვრილი ნაწლავის 2/3 რეზექცია, ნაწლავთა ქრონიკული შეხორცებითი გაუვალობა მრავლობითი ფისტულებით, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ ექვემდებარება კორექციას, ხელოვნური საყლაპავი, გასტროსტომა;

ვ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი, შარდ-განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ მკურნალობას განსაზღვრულ ვადაში.

5. ონკოლოგიური დაავადებები:

ა) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების II სტადია, კომბინირებული ან კომპლექსური მკურნალობის შემდეგ;

ბ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

6. ენდოკრინული დაავადებები:

ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);

ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);

გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;

დ) ენდემიური ჩიყვი კრეტინიზმით.

7. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:

ა) მწვავე და ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;

ბ) ლიმფოგრანულომატოზი;

გ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო-  და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);

დ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³).

8. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:

ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლ-მდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;

ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე „ცივი” აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;

გ) აივ – ინფექციის გაშლილი სურათი.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი