დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 185 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 14/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.008.260 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.260
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №185
2006 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 94-ე და 95-ე მუხ-ლის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ. 42) დამტკიცებულ ინსტრუქციაში ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დანართი №2-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4
დეკლარაცია ივსება 4 ეგზემპლარად, განსხვავებული ფერის (თეთრი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი) ბლანკებზე და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) თეთრი ფერის ეგზემპლარი რჩება საბაჟო-გამშვებ პუნქტში (საგუშაგოზე), ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, საბაჟო გაფორმების ადგილზე;
ბ) მწვანე ფერის ეგზემპლარი უბრუნდება საქონლის განმცხადებელ პირს;
გ) ყვითელი ფერის ეგზემპლარი ეგზავნება რეგიონალურ საბაჟო ორგანოს და ყოველკვირეულად, შესაბამისი რეესტრით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს;
დ) ლურჯი ფერის ეგზემპლარი ეგზავნება რეგიონალური საბაჟოს ბუღალტერიას“.
2. დანართი №2-ის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11
ფიზიკური პირის (შემდგომში – პირი) მიერ ივსება დეკლარაციის 1-11 გრაფები (გარდა მე-7 გრაფის მე-3 უჯრედისა – ,,საქონლის კოდი სეს სნ-ის შესაბამისად“), ხოლო საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება დეკლარაციის მე-7 გრაფის მე-3 უჯრედი და 12-18 გრაფები.
ა) პირველ გრაფაში – ,,გვარი“ იწერება პირის გვარი პასპორტის შესაბამისად;
ბ) მეორე გრაფაში ,,სახელი“– პირის სახელი პასპორტის შესაბამისად;
გ) მესამე გრაფაში – ,,პასპორტის ნომერი“ – იწერება პირის პასპორტის ნომერი;
დ) მეოთხე გრაფაში – ,,პასპორტის გამცემი ქვეყანა“ – იწერება იმ ქვეყნის დასახელება, ვის მიერაც გაცემული იქნა პასპორტი დეკლარაციის შემვსებ ფიზიკურ პირზე;
ე) მეხუთე გრაფაში – ,,გასვლის ქვეყანა“ – ივსება იმპორტის (ან სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის) შემთხვევაში და იწერება იმ ქვეყნის დასახელება, საიდანაც პირი ჩამოვიდა საქართველოში;
ვ) მეექვსე გრაფაში – ,,შესვლის ქვეყანა“ – ივსება ექსპორტის შემთხვევაში და იწერება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც პირი მიემგზავრება საქართველოს ტერიტორიიდან;
ზ) მეშვიდე გრაფაში – ,,საქონლის აღწერილობა“ – მოცემულია სამი უჯრედი:
ზ.ა) პირველ უჯრედში – ,,საქონლის დასახელება“ – მიეთითება პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის დასახელება;
ზ.ბ) მეორე უჯრედში – ,,რაოდენობა, კგ“ – მიეთითება საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის რაოდენობა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელს გააჩნია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებული დამატებითი ზომის ერთეული, კილოგრამში საქონლის რაოდენობის გარდა მეორე სტრიქონად მიეთითება ასევე რაოდენობა დამატებითი ზომის ერთეულშიც;
ზ.გ) მესამე უჯრედში – ,,საქონლის კოდი სეს სნ-ის შესაბამისად“ – მიეთითება საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად;
თ) მერვე გრაფაში ,,ჯამი“ – იწერება ,,რაოდენობა, კგ“ სვეტში მითითებული საქონლის საერთო რაოდენობა კილოგრამებში;
ი) მეცხრე გრაფაში ,,შევსების თარიღი“ – პირის მიერ იწერება დეკლარაციის შევსების თარიღი;
კ) მეათე გრაფაში – ,,ხელმოწერა“ – პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ლ) მეთერთმეტე გრაფაში – ,,შენიშვნა“ – პირს შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მითითება აღნიშნულ გრაფაში დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის შესახებ;
მ) მეთორმეტე გრაფაში – ,,რეჟიმი“ – მითითებულია სამი საბაჟო რეჟიმის კოდი ,,40“, ,,10“ და ,,75“. საქონლის იმპორტის შემთხვევაში გაიხაზება კოდი ,,40“, საქონლის ექსპორტის შემთხვევაში ,,10“, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის შემთხვევაში ,,75“;
ნ) მეცამეტე გრაფაში – ,,საბაჟო გამშვები პუნქტი (საბაჟო საგუშაგო)“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ,,დასახელება“ – მიეთითება საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) დასახელება, ხოლო მე-2 განყოფილებაში ,,კოდი“ – მიეთითება საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) შესაბამისი კოდი;
ო) მეთოთხმეტე გრაფაში – ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება“ – პირველ განყოფილებაში ,,მარკა“ – იწერება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, რომლითაც დეკლარაციაში გაცხადებული საქონელი გადაადგილდება საბაჟო საზღვარზე. მე-2 განყოფილებაში ,,სახ N“ უნდა ჩაიწეროს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
პ) მეთხუთმეტე გრაფაში – ,,საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება“ – არსებობს ორი განყოფილება:
პ.ა) პირველ განყოფილებაში ,,ვალუტა 000“ მიეთითება ეროვნული ვალუტის კოდი;
პ.ბ) პირველი განყოფილების უჯრედში – ,,საქონლის ღირებულება“ – დეკლარაციის მარცხენა ნაწილში გაცხადებული შესაბამისი საქონლის ღირებულება;
პ.გ) პირველი განყოფილების მეორე უჯრედში – ,,საბაჟო ღირებულება“ – შესაბამისი საქონლის საბაჟო ღირებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
პ.დ) მეორე განყოფილებაში – ,,დარიცხვა“ – არსებობს ოთხი უჯრედი:
პ.დ.ა) პირველ უჯრედში – ,,საბაჟო მოსაკრებელი“ – იწერება შესაბამის საქონელზე დარიცხული საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა;
პ.დ.ბ) მეორე უჯრედში – ,,საბაჟო გადასახადი“ – იწერება შესაბამის საქონლზე დარიცხული საბაჟო გადასახადის ოდენობა;
პ.დ.გ) მესამე უჯრედში – ,,დღგ“ – იწერება შესაბამის საქონელზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა;
პ.დ.დ) მეოთხე უჯრედში – ,,სულ“ – იწერება დეკლარაციაში დარიცხული მოსაკრებლის, საბაჟო გადასახადისა და დღგ-ს თანხების ჯამი, საქონლის როგორც თითოეულ, ასევე ყველა დასახელებაზე ერთად მე-15 გრაფის ბოლო მარჯვენა უჯრედში;
ჟ) მეთექვსმეტე გრაფაში – ,,გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი“ – იწერება ამ მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
რ) მეჩვიდმეტე გრაფა – ,,განსაკუთრებული აღნიშვნები“ – ივსება საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში;
ს) მეთვრამეტე გრაფაში – ,,საბაჟო აღნიშვნები“ – საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით (,,გაშვება ნებადართულია“) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულება გაფორმების თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები