დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016457 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 9210020010.35.103.016259) |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და მოსაკრებლის გადახდის წესი
მუხლი 1. მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მესტიის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრავს დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. 3. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირებისთვის ტერიტორიის დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანისათვის ყოველთვიური გადასახადი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ჯამში - ოჯახში სულადობის მიუხედავად – არაუმეტეს 4 ლარისა. 5. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის (ი/მ, შპს და სხვა) მოსაკრებელი განისაზღვროს დაგროვილი ნარჩენის მოცულობის ან/და დაგროვების ნორმის ნარჩენის სახეობის მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის მომხმარებელთა რაოდენობის (ადგილი, საწოლი, სკამი, მოსწავლე), მიღებული სხვა საბინაო და კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების), დაგროვილი ნარჩენის წონისა და ნარჩენის წარმომქმნელის ადგილიდან მისი ნარჩენის დამუშავების ან საბოლოო განთავსების ადგილამდე მანძილის მიხედვით. 6. მოსაკრებლის გადახდა შეიძლება მოხდეს შეტყობინებების, მიღება-ჩაბარების აქტის და ასევე ქვითრის საფუძველზე, რომელიც მომზადდება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ხელმძღვანელი პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური ან თხევადი ნარჩენი. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება. მუხლი 2. მოსაკრებლის განაკვეთი 1. 1მ3 ნარჩენის შეგროვება – ტრანსპორტირება და გაუვნებლობის-გადაფარვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 10 ლარით. 2. მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან: ა) ეკლესია-მონასტრები; ბ) ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები; გ) პირველი ჯგუფის ინვალიდები; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის 57 000 ან 57000-ზე დაბალი); ე) მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე ასაკის ხუთი და მეტი შვილი). 3. მოსაკრებლის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 4. დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის ჩარიცხვა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან ქვითრის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ან ერთჯერადი ხელშეკრულების საფუძველზე მთელი წლის განმავლობაში, მოსახლეობისათვის შეტყობინებების საფუძველზე. მუხლი 3. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე 200122900, სახაზინო კოდი 300413189. ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია (დანართი №3): ა) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; ბ) დაწესებულების კატეგორიიდან გამომდინარე ზომის ერთეული (მ2), სკამი, ლოგინი, დასაქმებული, მოსწავლე და ა.შ.); გ) ერთეულის მთლიანი რაოდენობა; დ) გადასახდელი თანხა; ე) დარჩენილი გადასახადი; ვ) კრედიტი. 3. გადამხდელს შეუძლია გადასახადი გადაიხადოს წინასწარ. 4. წინამდებარე დადგენილება ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის ამოქმედდეს მომსახურების გაჩენის მომენტიდან. 5. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე და სხვა ნებისმიერი სახის ობიექტებიდან და ასევე დაწესებულებებიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა განისაზღვროს ნარჩენების წარმოქმნის ადგილსა და საბოლოო განთავსების ადგილს შორის მანძილის მიხედვით. ერთი კილომეტრის მანძილზე მომსახურების ღირებულების მინიმალური ზღვარი შეადგენს 1.50 ლარს (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი). აღნიშნული მომსახურების საფასური შესაძლებელია გაიზარდოს მომსახურების სირთულიდან გამომდინარე და ეხება მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც დასუფთავების მომსახურების სერვისი არ მიეწოდება. 6. მოსახლეობაში გადასახადი დაწესდეს ნაგვის კონტეინერიდან არაუმეტეს 100 მეტრის მანძილზე მდებარე კომლებისათვის. 7. სამშენებლო ნარჩენებზე მომსახურების ტარიფი განისაზღვროს გადაზიდული ნარჩენების რაოდენობით, დაბის ტერიტორიაზე 1მ3 10 ლარი, განთავსების გადასახადი 1მ3 ნარჩენზე - 5 ლარი. ცვლილებით – სამშენებლო ნარჩენებზე მომსახურების ტარიფი განისაზღვროს გადაზიდული ნარჩენების რაოდენობით დაბის ტერიტორიაზე 1მ3 ნარჩენზე 30 ლარი, განთავსების გადასახადი 1მ3 ნარჩენზე – 10 ლარი. მუხლი 4. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები (ურნები) და მათი გამოყენების წესი საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში განლაგებული ურნები არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება. მუხლი 5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისას უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 2. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება. 3. ნარჩენების მოსათავსებელ ურნებს შორის მანძილი განისაზღვროს მინიმუმ 100 მ-ით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ან ნარჩენების წარმომქმნელი ობიექტების სიმჭიდროვე. მუხლი 6. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და განთავსება მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები ხელმისაწვდომი გახადოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის ნარჩენების შეგროვების სისტემის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მუნიციპალური, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით (ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით), ტერიტორიის ცხოველის სხეულის ნარჩენებით დაბინძურება, ასევე მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავდანადგარში დაწვა გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, რაც განსაზღვრულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ X თავით. მუხლი 8. სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება სამედიცინო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 9. სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება 1. სამშენებლო ნარჩენების წარმომქნელია პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა–ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ ან მესამე პირის მიერ სრულდება სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნით. 2. მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნარჩენები შეაგროვოს ერთად მისსავე ტერიტორიაზე. თუ სამშენებლო ნარჩენის ამ წესით შეგროვება შეუძლებელია, მშენებლობის მწარმოებელს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე, შეუძლია გამოიყენოს ქუჩის სავალი ნაწილი, ტროტუარი ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ნაწილი. 3. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ამ ნარჩენის წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯებით. მუხლი 10. პასუხისმგებლობა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული წესების დარღვევაზე, წესების დაცვის კონტროლი და მექანიზმი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. ნარჩენების კონტეინერის მითვისება, მოპარვა, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ამ წესების დარღვევის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით. 4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ ამ წესის დარღვევით ზიანი მიადგა მესამე პირს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ წესის დარღვევით მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. 6. ამ წესის დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებს ა(ა)იპ „მესტია დასუფთავება“, რომელსაც ევალება ტერიტორიის დაგვა, დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია აცნობოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული მე-2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M=N x C x K :12, სადაც M – არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბ. მეტრი) წელიწადში 1 კვადრატულ მეტრზე ან ერთ მომხმარებელზე თვეში; N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში; C – 1 მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება; K – დაკავებული ფართობი ან მომხმარებელთა რაოდენობა; მაგ. M= 0,04 x 10 x 1 : 12 M= 0.03 (1მ2-ზე ან ერთ მომხმარებელზე) შესაბამისად - M, ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართობზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე (ადგილი, საწოლი, მოსწავლე).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები