„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018770
135/ნ
28/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
430030000.22.022.018770
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №135/ნ

2025 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) 26 - ე მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„9. დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული შეფასების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) 272 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11.საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ დოკუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია წარმოების ფარგლებში და რომელიც განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას. გარემოება, რომელიც არ იყო ასახული დოკუმენტაციაში  ან არ განხილულა ზეპირი მოსმენისას, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.“;

ბ.ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი :

„91. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ იზიარებს დაწესებულების ან/და ექსპერტთა ჯგუფის შეფასებას, რის საფუძველზეც პროგრამას შესაძლოა არ მიენიჭოს აკრედიტაცია ან გაუუქმდეს აკრედიტაცია, საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით და დაწესებულებისგან ან/და ექსპერტთა ჯგუფისგან  მოითხოვოს დამატებითი წერილობითი არგუმენტაციის წარმოდგენა.“;

გ) 27მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი  წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი და სააპელაციო საბჭოების საქმიანობის ეთიკის კოდექსით“  (შემდგომ – ეთიკის კოდექსი) დადგენილი მოთხოვნების და 274 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;“;

დ) 274 მუხლის :

დ.ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საბჭოს წევრი ვალდებულია დაიცვას ეთიკის კოდექსით  დადგენილი მოთხოვნები. საბჭოს წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხი განიხილება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილ ეთიკის კომისიაზე.“;

დ.ბ) მე-5-52 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას;

დ) ამ დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში, დაწესებულებისგან გამოთხოვილ დამატებით დოკუმენტაციას.“;

დ.დ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-15 პუნქტები:

„9. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საბჭოს წევრი არ მონაწილეობს საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის პროცესებში. საბჭოს წევრი ასევე არ არის უფლებამოსილი, რომ საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს დაინტერესებული მხარის – დაწესებულების ან აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის პოზიცია.

10. ინტერესთა კონფლიქტად ითვლება გარემოება, როდესაც საბჭოს წევრი:

ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების დოკუმენტაციის შემუშავებაში;

ე) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი დაწესებულების აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით შეფასების პროცესში;

ვ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში  შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან ან იღებდა ანაზღაურებას  სხვა სახის საქმიანობის ფარგლებში;

ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

თ) მისი ოჯახის წევრი შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

ი) არსებობს სხვა ნებისმიერი სახის პირადი ინტერესი ან/და გარემოება, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს გავლენა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე.

11. ამ მუხლის მიზნებისთვის, ახლო ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

12. აკრედიტაციის საბჭოს წევრი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე და საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრი ვალდებულია ცენტრის მიერ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში პროაქტიულად შეამოწმოს და აცნობოს ცენტრს ხომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს სხდომაზე განსახილველ რომელიმე საკითხთან მიმართებით.

13. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს აკრედიტაციის საბჭოს წევრის აცილების საფუძველი და საბჭოს წევრს არ განუცხადებია თვითაცილება, უფლება აქვს საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე განუცხადოს მას აცილება.

14. აცილების და თვითაცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

15. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს აკრედიტაციის საბჭო ხმათა უმრავლესობით საბჭოს იმ წევრის მონაწილეობის გარეშე, რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. აცილების თაობაზე საბჭომ შესაძლოა მოუსმინოს როგორც დაინტერესებულ მხარეს, რომელმაც განაცხადა აცილება, აგრეთვე საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც აცილების საკითხი იქნა დაყენებული.“;

ე) 275 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ გაიზიარებს ექსპერტების შეფასებას, შეცვლის, დაამატებს ან ამოიღებს რეკომენდაციას, ვალდებულია მკაფიოდ და ნათლად, არგუმენტირებულად დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.“;

ვ) 311 მუხლის:

ვ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. დაწესებულება ან/და სააკრედიტაციო პროცესში მონაწილე სხვა დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი აკრედიტაციის საბჭოსა და სააპელაციო საბჭოს წევრების მიმართ ეთიკის კოდექსით  დადგენილი მოთხოვნებისა და ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. 21 პუნქტით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე