დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018771 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ, №20, 13/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ამტკიცებს ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 ცენტრის სტრუქტურა 1. ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების შესრულებას ცენტრი უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. ცენტრის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტი; გ) პროექტების მართვის დეპარტამენტი; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ე) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტი; ვ) მასწავლებელთა, ზოგადი უნარების და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტი; ზ) სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტი; თ) აუდიტის და ინსპექტირების სამსახური; ი) სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 26 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები