დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/433 2025 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) 2025 წლის 31 ოქტომბრის N3328-გ განცხადება – ფონდისათვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: უმაღლესი დონის საფეხბურთო, სარაგბო, საკონცერტო, საკონვენციო და სხვა მასობრივი სახის ღონისძიებების მოსაწყობად ფონდს ქ. თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის), საქართველოს მთავრობის განკარგულების (N942) საფუძველზე, დაგეგმილი აქვს უეფას მეოთხე კატეგორიის 70000 მაყურებლიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტის განხორციელება. ინიციატივა ქვეყანას საშუალებას მისცემს განახორციელოს საერთაშორისო ასპარეზზე პოტენციურ მასპინძელ ქვეყნად პოზიციონირება და შესაბამისად, იქცეს საერთაშორისო დონის სპორტული და გასართობი ღონისძიებების მასპინძლად. მსგავსი მასშტაბური პროექტის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს გლობალურ სპორტულ რუკაზე საქართველოს რეგიონულ ცენტრად ქცევა, რაც ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის წარმოჩენასა და დაეხმარება სპორტისა და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და წახალისებას. არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ტექნიკური და ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდული რესურსების პირობებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – 70 000 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელების მიზნით, ფონდმა გააფორმა ხელშეკრულება ნიდერლანდურ საკონსულტაციო კომპანიასთან „The Stadium Consultancy B.V.“, რომელსაც დაევალა რამდენიმე შეთავაზებული ალტერნატიული არეალიდან შესაფერისი ტერიტორიის შერჩევა, საერთაშორისო მოთხოვნებისა და არსებული ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და ურბანული კრიტერიუმების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ უეფას სტანდარტების მიხედვით, საფინალო მატჩის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, სტადიონის ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 70 000 მაყურებელს. ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭა იმ ფაქტორს, რომ სტადიონისათვის განკუთვნილი ტერიტორია უზრუნველყოფილი იყოს კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. კერძოდ, საავტომობილო წვდომა მთავარი გზატკეცილით, სარკინიგზო კავშირი და საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დამატებით მაღალი დონის კონფერენციების, ღონისძიებებისა და გამოფენების ჩატარებას. ასევე, მათი რეკომენდაციით („The Stadium Consultancy B.V.) აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დამსწრეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება სტადიონის ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ მოითხოვს მასშტაბური ავტოსადგომის მოწყობას. ამასთანავე, დამატებით აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს სტადიონის სიახლოვეს თავისუფალი ტერიტორიის არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება მსოფლიო მასშტაბის სხვადასხვა მედია-ცენტრების განთავსება, ღონისძიების პირდაპირი გადაცემის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის მიერ, პოტენციური არეალებიდან, ერთადერთ შესაფერის ალტერნატივად გამოიკვეთა და პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული კახეთის გზატკეცილზე მდებარე ტერიტორია (ლუგარის ლაბორატორიასა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის). შერჩეული ტერიტორია არამხოლოდ უზრუნველყოფს საჭირო სივრცეს მოთხოვნილი ინფრასტრუქტურისთვის, არამედ სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების უფრო ფართომასშტაბიან მიზნებთან – სპორტის, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. პროექტის განხორციელების მიზნით საჭიროა პროექტის არეალში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან, ფონდის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ: ნაზმი ილმაზის (პ/ნ 47591000006 C/N 00943387) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და მის საუწყებო რადიოსადგურებს შორის (ნაკვეთი N28 ს.კ N01.19.25.001.045) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; რუშდი ალბატელის (დაბ.03/01/1985, P.N 0-3695282-8 C/N 33651628) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურის მიმდებარედ (ნაკვეთი 70, ს.კ N01.19.25.001.284) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; იაჰია ჰანი იაჰია მუბარაკის (დაბ. 31/03/1991) CN: 05961243) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურების მიმდებარედ (ნაკვეთი 62, ს.კ N01.19.25.001.140) მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; შპს „ზენიტ ფროფერთის“ (ს/ნ 206337793) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N17-ში (ს.კ N01.19.25.001.170) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე; ნასერ ალტორის (დაბ.01/01/1982, P/N: 0-4625747-3 C/N: 35111362) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N1-ში (ს.კ N01.19.25.001.230) მდებარე 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფონდმა მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და ფონდს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ქ. თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის), საქართველოს მთავრობის განკარგულების (N942) საფუძველზე, ხორციელდება უეფას მეოთხე კატეგორიის 70000 მაყურებლიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და მის საუწყებო რადიოსადგურებს შორის (ნაკვეთი N28, ს.კ N01.19.25.001.045) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნაზმი ილმაზი (პ/ნ 47591000006 C/N 00943387). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნაზმი ილმაზის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და მის საუწყებო რადიოსადგურებს შორის (ნაკვეთი N28, ს.კ N01.19.25.001.045) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურის მიმდებარედ (ნაკვეთი 70, ს.კ N01.19.25.001.284) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა რუშდი ალბატელი (დაბ.03/01/1985) P.N 0-3695282-8 C/N 33651628). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა რუშდი ალბატელის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურის მიმდებარედ (ნაკვეთი 70, ს.კ N01.19.25.001.284) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურების მიმდებარედ (ნაკვეთი 62, ს.კ N01.19.25.001.140) მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა იაჰია ჰანი იაჰია მუბარაკი (დაბ. 31/03/1991) CN: 05961243.; დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა იაჰია ჰანი იაჰია მუბარაკის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურების მიმდებარედ (ნაკვეთი 62, ს.კ N01.19.25.001.140) მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში N17-ში (ს.კ N01.19.25.001.170) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს „ზენიტ ფროფერთი“ (ს/ნ 206337793). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს „ზენიტ ფროფერთის“ (ს/ნ 206337793) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N17-ში (ს.კ N01.19.25.001.170) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N1-ში (ს.კ N01.19.25.001.230) მდებარე 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნასერ ალტორი (დაბ.01/01/1982) P/N: 0-4625747-3 C/N: 35111362). დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნასერ ალტორის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N1-ში (ს.კ N01.19.25.001.230) მდებარე 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის. ვინაიდან, ფონდის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 9 დეკემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ქ. თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის), უეფას მეოთხე კატეგორიის 70000 მაყურებლიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1.1 ნაზმი ილმაზის (პ/ნ 47591000006, C/N:00943387) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და მის საუწყებო რადიოსადგურებს შორის (ნაკვეთი N28, ს.კ N01.19.25.001.045) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 1.2 რუშდი ალბატელის (დაბ.03/01/1985, P.N 0-3695282-8 C/N 33651628) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის, მის საუწყებო რადიოსადგურის მიმდებარედ (ნაკვეთი 70, ს.კ N01.19.25.001.284 ) მდებარე 540 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 1.3 იაჰია ჰანი იაჰია მუბარაკის (დაბ.31/03/1991) CN: 05961243) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და აეროპორტში მიმავალ გზას შორის მის საუწყებო რადიოსადგურების მიმდებარედ (ნაკვეთი 62, ს.კ N01.19.25.001.140) მდებარე 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 1.4 შპს „ზენიტ ფროფერთის“ (ს/ნ 206337793) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N17-ში (ს.კ N01.19.25.001.170) მდებარე 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 1.5 ნასერ ალტორის (დაბ.01/01/1982) P/N: 0-4625747-3 C/N: 35111362) საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, შალვა ლოლაძის პირველ ჩიხში, N1-ში (ს.კ N01.19.25.001.230) მდებარე 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები