დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1622-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.103107 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 188 და 189 პუნქტები:
„188. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის წევრს (გარდა ამ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული სამსახურის პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელისა) უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო სფეროში ამავე სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 189. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის დაწესებულებაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკს/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველს და ფსიქოლოგს/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველს (გარდა ამ დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა) უფლება აქვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, განახორციელონ ანაზღაურებადი საქმიანობა ამავე სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებაში, შესაბამისად, სოციალურ მუშაკად/სოციალური მუშაკის პროფესიულ ზედამხედველად ან ფსიქოლოგად/ფსიქოლოგის პროფესიულ ზედამხედველად შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის პირთა შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 28 მაისი 2026 წ. N1622-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები