დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 12/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.009.965 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.965
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №96
2007 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ-რობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების დანართი №19-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2
პირველ მუხლში მითითებული დეკლარაციით საბაჟო დამუშავების ოპერაციას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებული, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი (საქონელთა ჯგუფი), გარდა იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ყველა ის საქონელი, რომლის იმპორტიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველის პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;
დ) ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ 1998 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონელი.”;
ბ) ბრძანების დანართი №19-ის 2705 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ) მეთორმეტე გრაფაში – ,,რეჟიმი“ – მითითებულია ორი საბაჟო რეჟიმის კოდი ,,40“ და ,,10“. საქონლის იმპორტის შემთხვევაში გადაიხაზება კოდი ,,40“, ხოლო საქონლის ექსპორტის შემთხვევაში – ,,10“.“;
გ) ბრძანების დანართი №20-ის მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. 40 10“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები