,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 15/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.109
  • Word
209
14/03/2007
სსმ, 35, 15/03/2007
200.250.000.22.033.010.109
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.109

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №209

2007 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებით (სსმ III, №172, მუხ. 2342) დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორებში“ (დანართი №18) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დანართი №1-ის მე-8 მუხლის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. გრაფა 30 _ ,,საქონლის ადგილმდებარეობა“ – იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო საწყობში (ღია ან დახურული), დროებით შენახვის საწყობში (ღია ან დახურული) ან საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილებში განთავსებულ საქონელზე, გრაფაში აღინიშნება სამნიშნა ციფრული კოდი მე-18 დანართის მე-13 ნაწილის შესაბამისად.“;

ბ) დანართი №18-ის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნაწილი 2. საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორი

 კოდი                       

60000  რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი“

50000  რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი“

69001  საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი“

69002  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“

69003  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო“

69005  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გუგუთი“

69006  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ახკერპი“

69007  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სამთაწყარო“

69009  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი“

69010  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“

69021  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მტკვარი“

69101  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“

69301  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვალე“

69302  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“

69401  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ქუთაისის              აეროპორტი“

69501  საბაჟო საგუშაგო ,,ფოთის პორტი“

69504  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სენაკის                 აეროპორტი“

69601  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“

69602  საბაჟო საგუშაგო ,,ბათუმის პორტი“

69603  საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის               აეროპორტი“

 

შენიშვნა:

1. აღრიცხვის მოწმობის შევსების დროს კოდები – 50000 და 60000 მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად.

2. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სენაკის აეროპორტის“ კოდი 69504 მოქმედებს 2007 წლის პირველ აპრილამდე.

რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი“:

69040 – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7;

69000 – ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;

69042 – რუსთავი-,,წითელი ხიდის“ ავტომაგისტრალის

       56-ე კმ (შპს ,,რედ ბრიჯის“ ღია საბაჟო

     საწყობის ტერიტორია);

69014 – ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;

69017 – ქ. თელავი, ერეკლე II–ის გამზ. №1;

69026 – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

69200 – ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1;

69027 – მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ.№105ა;

69300 – ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი;

69050 – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის             საპატრულო პოლიციის მთავარი    სამმართველოს შენობა);

69043 – საქართველოს საბაჟო საზღვრიდან  ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სად-               

             გურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-

              ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო

              სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო                         მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის  

               მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია

               განხორციელდება  უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო  

              პროცედურის ჩატარების ადგილზე. 

69001 – ქ. თბილისის აეროპორტი.

რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი“:

69600 – ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია,    შპს ,,ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია;

69605 – ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11.

69400 – წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი,    ,,საბაჟო-კემპინგი“.

69602 – საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი, ,,ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №60;

69500 – საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტი“ –     ქ. ფოთი, ხობის ქ. №7;

69510 – ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს საპატრულო პოლიციის             დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო   სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო                 განყოფილება.“;

 

გ) დანართ №18-ს დაემატოს მე-13 ნაწილი შემდეგი რედაქციით:

 

,,ნაწილი 13. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული) და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორი

  1. საბაჟო საწყობებისა (ღია ან დახურული) და დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული) კლასიფიკატორი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლერივი აქტით, რომელიც ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად.

 2. საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილები.

 

კოდი

სახელწოდება

მისამართი

066

საქართველოს ეროვნული ბანკი

-

 067

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილე­­ბისა და საქმიანობის წე­სის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბუ­ლება

-

068

უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება

-

 

069

იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს (ადამი­ა­ნის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვი­ლე­ბი, ღეროვანი უჯრედი; რადი­ა­ცი­ული, საშიში, არაგაბა­რიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვ­­ნულ სასაქონლო ნომენ­კლა­ტურის 0407 00 (ფრინ­ვე­­ლის კვერცხი ინკუ­ბირე­ბი­სთვის), 0511 91 901 00(თევზის განაყოფიერებული ქვი­რითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოვე­ლები) აღნიშნული საქონლის შენახვი­სთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესა­ტ­ყვისი საბაჟო საწყობი და საქონლის მიმღების (იმ­პორ­ტიორის) მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილია სა­ქარ­თველოს ფინანსთა მინის­ტრის 2006 წლის 20 დეკემ­ბრის 1767 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათა­ვისუფ­ლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის გან­საზღვრის წესების შესა­ხებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრუ­ლი საბაჟო გარანტია

-

070

ფოთის საზღვაო ნავსადგური (იმ შემთხვევაში, თუ ამ ტერი­ტორიაზე არსებული საქონ­ლის განთავსებისთვის განკუ­თვნი­ლი შენობა-ნაგებო­ბის, ან/და ღია მოედნის მფლო­ბელი აკმაყოფილებს „სა­ქონლის დროებითი დასაწ­ყო­ბებისა და საბაჟო საწ­ყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქ­ციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მი­ნის­­ტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქ­ციის 29-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს)

-

071

ბათუმის საზღვაო ნავსადგუ­რი (იმ შემთხვევაში თუ ამ ტერი­ტორიაზე არსებული საქონ­ლის განთავსებისთვის განკუ­თვნი­ლი შენობა-ნაგებო­ბის, ან/და ღია მოედნის მფლო­ბელი აკმაყოფილებს „სა­ქონლის დროებითი დასაწ­ყო­ბებისა და საბაჟო საწ­ყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქ­ციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მი­ნის­­ტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1759 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქ­ციის 29-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს)

-

072

სასაზღვრო სარკინიგზო სად­გუ­რებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიები, საიდანაც ხორციელდება სა­ერ­თაშორისო მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო სადგური ესაზღვრება საზ­ღვაო ნავსადგურს, საიდანაც ხორციელდება საერთა­შორი­სო მიმოსვლა – ამ რკინიგზის სადგურიდან საზღვაო ნავ­სად­­გურის შემოფარგლულ ტერი­­­ტორიამდე არსებულ სალი­ანდაგო ტერიტორიაზე.

-

 

შენიშვნა: შესაბამისი საბაჟო დოკუმენტების შევსების დროს მიეთითება მე-13 ნაწილის 066-072 კოდების შესაბამის სტრიქონებში აღნიშნული კონკრეტული ორგანიზაციების მისამართები.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი