„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანონიბ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანონიბ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.001.641
  • Word
808
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
140.100.000.05.001.001.641
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანონიბ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარება საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როდესაც შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ მისი დაწყებიდან 24 საათის ვადაში უნდა ეცნობოს შესაბამის პროკურორს. ასეთ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 48 საათში, პროკურორი ვალდებულია შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის საერთო სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში დახურულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონის შესაბამისად ჩატარებას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოების გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.“.

3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო ქვედანაყოფებს;

ვ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№808–რს