,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 138/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 24/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.228
  • Word
138/ნ
20/04/2007
სსმ, 56, 24/04/2007
470.010.000.22.035.010.228
,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.010.228

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №138/ნ

2007 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 15) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

1. 2 წლის ვადით ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) ნერვული სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებები და დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები:

ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი; ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში.

ა.ბ) ზურგის ტვინის დაზიანებით განპირობებული მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის გამოხატული დარღვევები:

ა.ბ.ა) შარდის შეუკავებლობა (რეფლექტორული, პარადოქსული, ტოტალური);

ა.ბ.ბ) მოშარდვის აქტის დარღვევა (შარდის ბუშტის მუდმივი დრენირება ურეთრიდან კათეტერით ან ბოქვენზედა ფისტულით, შარდის გამოყოფა ურეთროკუტანეოსტომიის ან ნეფროსტომიის დახმარებით);

ა.ბ.გ) განავლის ტოტალური შეუკავებლობა;

ა.ბ.დ) დეფეკაციის აქტის დარღვევა (სრულებით არ არსებობს – სწორი ნაწლავის დაცლა ოყნებით და სხვა მეთოდებით);

შენიშვნა: მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის დარღვევა დგინდება ქვეჯგუფებში მოცემული ცალკეული ნიშნების ერთობლიობის მიხედვით (ნებისმიერი კომბინაციით), მაგალითად: მიელოდისპლაზია, პარადოქსული იშურია, დეფეკაციის შეგრძნების არარსებობა, განავლის შეუკავებლობა, სწორი ნაწლავის დაცლა ოყნების მეშვეობით.

ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფტიფორმული მდგომარეობა (თვეში ერთი ან მეტი დიდი შეტევა), ან ხშირი მცირე, ან კრუნჩხვების გარეშე შეტევები (კვირაში ორ-სამჯერ);

შენიშვნა: ეპილეფტიფორმული კრუნჩხვების ქვეშ იგულისხმება ეპილეფტური შეტევები, კრუნჩხვები ეპილეფსიის დროს.

ა.დ) ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით, აგრეთვე სხვა ფიზიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობანი;

ა.ე) ორგანული პიროვნული აშლილობა;

ა.ვ) შიზოფრენია, ბავშვთა ტიპი;

ა.ზ) მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (12 წლის ასაკიდან), რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს;

ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 12 წლის ასაკამდე, სადაც ჩამორჩენის ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია;

ბ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დაზიანებები:

ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;

გ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები და დაზიანებები:

გ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები გულის შეგუბებითი უკმარისობის II და მეტი ხარისხით, ან გამოხატული ქრონიკული ჰიპოქსემია;

გ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ.გ) ბრონქული ასთმა, მძიმე მიმდინარეობის (ჰორმონოდამოკიდებული);

გ.დ) ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზი, გამოხატული ინტოქსიკაციით, ან სუნთქვის II და მეტი ხარისხის უკმარისობით;

გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;

გ.ვ) კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ან სანაღვლე გზების დაავადებები და განვითარების მანკები, საჭმლის მონელების ან/და ღვიძლის ფუნქციის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევებით (ღვიძლის ციროზები, ქრონიკული აგრესიული ჰეპატიტი, წყლულოვანი დაავადებები ხშირი რეციდივებით, ტერმინალური ილეიტი და სხვა);

გ.ზ) თირკმლების და შარდგამომყოფი ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები, თირკმლების ქრონიკული უკმარისობით;

გ.თ) წელიწადში ერთზე მეტი ანემიური კრიზები, ჰემოგლობინის 100გ/ლ-ზე ნაკლები დაქვეითებით, სისხლის თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადებების დროს;

დ) სმენის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) საშუალო და მძიმე ხარისხის (ინფექციური, ტრავმული ან სხვა გენეზის), ასევე შერწყმული სხვა დაავადებებთან (გადამოწმების ვადით).“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16

1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ ერთჯერადად დადგენის საფუძველს 18 წლის ასაკის მიღწევამდე წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები:

ა) ნერვული სისტემის დაავადებები და დაზიანებები*:

ა.ა) ერთი ან მეტი კიდურის დამბლა ან ღრმა პარეზი;

ა.ბ) გენერალიზებული ჰიპერკინეზები (ორმაგი ათეტოზის, ქორეო-ათეტოზის ტიპის), კოორდინაციის მნიშვნელოვანი დარღვევები.

ბ) ფსიქიკური დარღვევები:

ბ.ა) დემენცია სხვაგან უკვე მოყვანილი, სპეციფიკური დაავადებების დროს (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);

ბ.ბ) საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);

ბ.გ) მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება);

ბ.დ) ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (18 წლის ასაკამდე. 18 წლის ასაკში გადამოწმება).

გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროვება უკეთმხედველ თვალში 15-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.

დ) შინაგანი ორგანოების და სისტემების დაავადებები:

დ.ა) გულის ინკურაბელური დაავადებებით განპირობებული გულის შეგუბებითი ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;

დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;

დ.გ) ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში.

ე) ონკოლოგიური დაავადებები:

ე.ა) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

ვ) ენდოკრინული დაავადებები:

ვ.ა) შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული ფორმა);

ვ.ბ) იცენკო-კუშინგის დაავადება (გამოხატული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, რომელიც იწვევს ძვლების მოტეხილობებს);

ვ.გ) თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა (ადისონის დაავადება, ტოტალური ადრენალექტომიის შემდგომი მდგომარეობა, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია); ჰიპოფიზალური ნანიზმი; თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმა; ჰიპოპარათირეოზი; IV სტადიის გაცხიმოვნება;

ზ) სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები:

ზ.ა) ქრონიკული ლეიკოზი, მიელოლეიკოზი;

ზ.ბ) სისხლწარმოქმნის თანდაყოლილი და შეძენილი ჰიპო- და აპლასტიური მდგომარეობები (ჰემოგლობინი 100გ/ლ ნაკლები, თრომბოციტები 100 ათასზე ნაკლები 1 მმ³, ლეიკოციტები 4 ათასზე ნაკლები 1 მმ³);

ზ.გ) ქრონიკული თრომბოციტოპენიური პურპურა (ვერლჰოფის დაავადება), უწყვეტი რეციდიული მიმდინარეობით, მძიმე ჰემორაგიული კრიზებით (თრომბოციტების რიცხვი სისხლში 50 ათასი და ნაკლები 1 მმ³);

ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი III – IV სტადია.

თ) თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები:

თ.ა) აგამა (ჰიპოგამაგლობულინემია), პლაზმური იმუნოგლობულინების ჯამური კონცენტრაციის დაქვეითებით 300 მგ/ლმდე ან იმუნოგლობულინების დონის დაქვეითებით 200 მგ/ლ-მდე 1 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში;

თ.ბ) ქრონიკული გრანულომატოზული დაავადება; ქრონიკული სეპტიური მდგომარეობა, მათ შორის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების აბსცესით; E – ჰიპერიმუნოგლობულინემიის სინდრომი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ფილტვების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მორეციდივე ,,ცივი“ აბსცესის თანხლებით, სისხლის შრატში E – იმუნოგლობულინის 1000 KED/ლ-ზე მეტი კონცენტრაციით;

თ.გ) აივ-ინფექციის გაშლილი სურათი.

ი) ორთოპედიული და ქირურგიული დაავადებები:

ი.ა) ერთი ან მეტი კიდურის უქონლობა ნებისმიერ დონეზე;

ი.ბ) განავლისა და შარდის მუდმივი შეუკავებლობა, განავლოვანი და შარდ-სასქესო ფისტულები, როცა რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციების შემდგომ ქირურგიული მკურნალობა მიჩნეულია უპერსპექტივოდ;

კ) სმენის ორგანოების დაავადებები და დეფექტები: თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე (კონსერვატული მკურნალობისთვის რეზისტენტული ფორმები).“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებული          ი. გიორგობიანი