დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.265 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.265
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №393
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ.2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განაცხადი“ (დანართი 14);“;
ბ) ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის:
ბ.ა) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ყვითელი ფურცელი ეგზავნება შემოსავლების სამსახურს;“;
ბ.ბ) მე-6 მუხლის 35-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) თუ დეკლარანტი ერთი თვის ვადაში წარმოადგენს მტკიცებულებებს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოში და ეს მტკიცებულებები ჩაითვლება საკმარისად, საბაჟო ორგანო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამმართველოს დასკვნის საფუძველზე აუქმებს წარმოდგენილ გარანტიას, ხოლო თავდაპირველ საბაჟო დეკლარაციას მიენიჭება ,,K“ ნომერი და ,,C“ გრაფაში აღნიშვნას ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“ გადაესმება ხაზი და კეთდება აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია“;
ბ.გ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
,,11. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ,,D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან.“;
,,ბ.დ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ,,D,, გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან“.
ბ.ე) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების რეჟიმში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ,,D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – ,,მოხსნილია კონტროლიდან.“;
გ) დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
საბაჟო ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“.
დ) ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ყვითელი ფურცელი ეგზავნება შემოსავლების სამსახურს;“;
ე) დანართი №6-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსავლების სამსახური
ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია “.
ვ) ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზისა და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც, გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების, აქციზური საქონლის ბარათის გაცემის, საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის:
ვ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.
აკრძალულია საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დამოწმებული ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზისა და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის“ (შემდგომში – სსსდ, დანართი №13) გარეშე დანართი №12-ით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.“;
ვ.ბ) მე-4 , მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
სსსდ-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგენს დეკლარანტი, საქართველოს საბაჟო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 5.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა, ამის შესახებ წინასწარ წერილობით უნდა განაცხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში და წარადგინოს სსსდ, რომელიც არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანის და შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ორგანოში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის საფუძველი.
2. სსსდ-ის დასამოწმებლად შემოსავლების სამსახურს წარედგინება:
ა) განაცხადი (დანართი №16), რომელიც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება და აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში;
ბ) სსსდ და საქონლის რაოდენობის, სახეობის, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები ან მათი ასლები;
გ) სსსდ-ში დაფიქსირებული საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება, ანგარიშფაქტურა). აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) აქციზური საქონლის შემოტანის და/ან გატანის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის აქციზური საქონლის ბარათი (დანართი №15);
ე) საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 6.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს სსსდ-ში დაფიქსირებულ საქონლის ღირებულების და დარიცხული საბაჟო გადასახდელების წინასწარ შემოწმებას ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს საბაჟო ღირებულების და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორეს აკონტროლებს საბაჟო დამუშავების ოპერაციის საბოლოო საბაჟო ორგანო.“;
ვ.გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსსდ ივსება ოთხ ეგზემპლარად. პირველი რჩება შემოსავლების სამსახურში, მეორე ეგზავნება შემომშვებ საბაჟო ორგანოს ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებით ან საქონლის შემომტანის ან მისი უფლებამოსილი პირის სურვილისამებრ – მის მიერ ადგილზე ჩატანით. მესამე განკუთვნილია საქონლის შემომტანის ან მისი უფლებამოსილი პირისათვის, მეოთხე კი იმ საბაჟო ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს საქონლის საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციას.“;
ვ.დ) მე-9 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სსსდ-ის შემოსავლების სამსახურში დამოწმების შემდეგ შეიცვალა საქონლის რაოდენობა (მეტობის შემთხვევაში), საქონლის მესაკუთრე ან სხვა ძირითადი მაჩვენებლები;“;.
ვ.ე) მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10.
ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის ,,ა“ ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა შემოსავლების სამსახურში გასაუქმებლად უნდა წარადგინოს ძალადაკარგული სსსდ-ის მე-3 და მე-4 ეგზემპლარი და მიიღოს საქონლის შემოტანის ახალი პირობების მიხედვით შედგენილი სსსდ, რაც წარმოადგენს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის უფლებას.
მუხლი 11.
საქონლის საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციას ახორციელებს ის საბაჟო ორგანო, რომელიც ყველაზე ახლოს არის განლაგებული საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილიდან, ან საქონლის შემომტანის ან მისი უფლებამოსილი პირის განაცხადის და შემოსავლების სამსახურის თანხმობის საფუძველზე ის საბაჟო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეა რეგისტრირებული საქონლის შემომტანი, სსსდ-ს წარმოდგენის, მისი მონაცემების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის სავალდებულო საბუთების მონაცემებთან შედარების და იმპორტიორის მიერ იმპორტთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანის შემთხვევაში გადახდის მომენტად ითვლება საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის დასკვნით დაფიქსირდა წინასწარ გადახდილი თანხის ზედმეტობა, იმპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში მისი განკარგვა განხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ვ.ვ) მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული კანონით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმებში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანის შესახებ საქონლის შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა წინასწარ წერილობით უნდა განაცხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. უნდა წარმოადგინოს მისი სახეობის, რაოდენობის და საქონლის ღირებულების დამოწმებისათვის შესაბამისი დოკუმენტები ან მათი ასლები, აგრეთვე აქციზური საქონლის ბარათი. წარმოდგენილი დოკუმენტების, იმპორტის საბაჟო გადასახდელების გადახდის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის საფუძველზე შემოსავლების სამსახური ახდენს სსსდ-ის დამოწმებას. ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში გადმოგზავნა შესაძლებელია ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით. სსსდ ან შესაბამისად დამოწმებული ასლი წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის/გატანის და გადაადგილების საფუძველს:
ა) საქონლის (გარდა თამბაქოს ნაწარმისა) ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში სსსდ-ის დამოწმების საფუძველს წარმოადგენს საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის საბაჟო ორგანოში მითითებული რეჟიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების გადახდისა და საქონლის ღირებულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმებით საქონლის (თამბაქოს ნაწარმის დროს ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შემთხვევაში) შემოტანისას ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით გადაგზავნილი სსსდ-ის ორიგინალი შემომშვებ-გამშვებ და/ან საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის საბაჟო ორგანოს გადაეგზავნება იმავე წესით, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის შემოტანისას;
გ) თუ რეექსპორტის, ტრანზიტის, საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული საქონლის შემთხვევაში დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული რეჟიმის პირობები, საქონელი ექვემდებარება იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევას, ხოლო საბაჟო გადასახდელების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულ ტრანზიტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე სსსდ-ის წარდგენის დროს საბაჟო გადასახდელები არ გადაიხდევინება და გარანტიები არ წარედგინება.
მუხლი 14.
,,აქციზური საქონლის ბარათი“ (შემდგომში – ასბ-ი) წარმოადგენს სპეციალურ აღრიცხვის ბარათს, რომელიც სავალდებულოა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) შემოტანის/გატანის და საბაჟო დამუშავების პროცედურების დაწყებისათვის. ასბ-ის გაცემა და აღრიცხვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში.“;
ვ.ზ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე აქციზუ-რი საქონლის მფლობელი წინასწარ აცხადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საქონლის შემოტანის ან გატანის შესახებ, რის შემდეგომ ღებულობს ასბ-ს.“;
ვ.თ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველი ფურცელი რჩება შემოსავლების სამსახურში და ინახება სპეციალურ არქივში;“;
ვ.ი) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მეოთხე ფურცელი წარედგინება იმ საბაჟო ორგანოს, რომელმაც უნდა მოახდინოს საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაცია. საბაჟო დამუშავების საბოლოო ოპერაციის დასრულების და 28ა გრაფის დამოწმების შემდგომ აღნიშნული ეგზემპლარი უბრუნდება შემოსავლების სამსახურს შემდგომში სპეციალურ არქივში შესანახად.“;
ვ.კ) 21-ე მუხლის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. გრაფა 29. ,,შევსების ადგილი და თარიღი“ – მიეთითება სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი და უნდა დაისვას შემოსავლების სამსახურის დამღა ,,წინასწარი კონტროლი“. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.“;
ზ) დანართი №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
თ) დანართი №14-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განაცხადი“;
ი) დანართი №15-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,შემოსავლების სამსახურის ეგზემპლარი
საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია“;
კ) ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ყვითელი და ლურჯი ფერის ეგზემპლარები ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოს, რომელთაგან ყვითელი ფერის ეგზემპლარები ყოველკვირეულად, შესაბამისი რეესტრით გადაეცემა შემოსავლების სამსახურს“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №12
საქონლის ნუსხა
,,საქონლის ნუსხა
1. ნედლი ნავთობი – 2709 00 900 00;
2. ბიტუმი – 2713 20 000 00; 2713 90 900 00;
3. ზეთები – 3403 19 100 00; 3403 19 910 00; 3403 19 990 00; 3403 99 100; 3403 99 900;
4. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტი-ლატები- 2710 11 110 00-2710 99 000 00;
5. თხევადი გაზი – 2711 11 000 00-2711 19 000 00; 2901 10 100 00-2901 29 800 00;
6. პიროლიზური ფისი – 3911 10 000 00-3911 90 990 00;
7. მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი – 2707 10 100 00-2707 60 600 00, გარდა ნაფტალინისა 2707 40 000 00; 2902 11 100 000-2902 43 000 00; 2905 11 000 00-2905 16 800 00; 3811 11 100 00-3811 90 000 00; 3814 00 100 00, 3814 00 900 00; 2712 20 000 00, 2712 20 900 00.
8. თამბაქოს ნაწარმი (თამბაქოს ნედლეულის გარდა):
– სიგარა, სიგარელა, გადაჭრილი ბოლოებით და სიგარელა (წვრილი სიგარები), რომლებიც შეიცავენ თამბაქოს – 2402 10
– ფილტრიანი სიგარეტი – 2402 20
– ყველა დანარჩენი უფილტრო სიგარეტი და პაპიროსი – 2402 20
– სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები; თამბაქო ,,ჰომოგენიზირებული“ ან ,,აღდგენილი“, თამბაქოს ექსტრატები და ესენციები 2403 (გარდა 2403 10 900 00, 2403 99 900 00)“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები