,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 19/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.458
  • Word
655
15/06/2007
სსმ, 84, 19/06/2007
200.250.000.22.033.010.458
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.458

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №655

2007 წლის 15 ივნისი

 ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1776 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2342) დამტკიცებულ ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ (დანართი №1) ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა აკრძალულია, თუ:

ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ქვეყნის ან/და საბაჟო ღირებულების შესახებ დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა;

ბ) საბაჟო ორგანომ უკვე გაუშვა საქონელი.“;

ბ) მე-6 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,35. როდესაც საბაჟო მოხელე ახდენს საბაჟო ღირებულების კორექტირებას ან განსხვავებული მეთოდით დადგენას ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის კონტროლის წესების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ადგენს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების აქტს“, რომელიც ეგზავნება დეკლარანტს, ამასთან:

ა) თუ დეკლარანტი იხდის სხვაობას კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარირებულ (გადახდილ) საბაჟო გადასახდელებს შორის, საბაჟო მოხელის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კორექტირების შემდეგ წარმოადგენს კორექტირებულ დეკლარაციას;

ბ) თუ დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირების აქტის მონაცემებს, მაგრამ დამატებით წარმოადგენს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ არანაკლებ 2-თვიან გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული (გადახდილი) საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობისა, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე საბაჟო დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე C გრაფაში აკეთებს აღნიშვნას _ ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“, უსვამს ,,A“ ნომერს და უშვებს საქონელს დეკლარაციაში ,,K“ ნომრის დასმის გარეშე;

გ) კორექტირების აქტის დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში:

გ.ა) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარმოდგენისას, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე საბაჟო დეკლარაციას ანიჭებს ,,K“ ნომერს, ,,C“ გრაფაში კეთდება აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია“. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში ,,C“ გრაფაში აღნიშვნას ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“ გადაესმება ხაზი და კეთდება აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია“, ხოლო ელექტრონულ ვერსიაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება;

გ.ბ) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარმოდგენისას თავდაპირველი საბაჟო დეკლარაცია ექვემდებარება ცვლილებას. დეკლარანტს ეგზავნება მოთხოვნა დეკლარაციის ცისფერი ფურცლის წარმოდგენის (დაბრუნების) თაობაზე, აგრეთვე შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას და აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ საურავს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. დეკლარირებული საბაჟო გადასახდელების და შეტყობინებით დარიცხული საბაჟო ვალდებულებების გადახდის (მათ შორის, გარანტიის თანხის ჩამოჭრის) დადასტურების შემთხვევაში უფლებამოსილი საბაჟო მოხელე ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში და დეკლარაციის კომპლექტის ოთხსავე ფურცელზე საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გადასახდელების გრაფებში დეკლარაციას ანიჭებს ,,K“ ნომერს და ,,C“ გრაფაში აკეთებს აღნიშვნას ,,გაშვება ნებადართულია“. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში ,,C“ გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“ იცვლება აღნიშვნით ,,გაშვება ნებადართულია.“;

გ) მე-6 მუხლის 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,43. დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ წერილობითი მოთხოვნის დეკლარანტისათვის გაგზავნის (გადაცემის) მომენტიდან საბაჟო დამუშავებისათვის დადგენილი დროის ათვლა ჩერდება მოთხოვნილი დოკუმენტების დეკლარანტის მიერ ოფიციალურად წარმოდგენამდე.“;

დ) მე-6 მუხლის 48-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შესახებ.“;

ე) მე-6 მუხლის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,54. საბაჟო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში საბაჟო მოხელე დოკუმენტების პაკეტს დაურთავს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და პირადად წარუდგენს დეკლარანტს ხელმოსაწერად.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი