ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 26/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.110.030.22.024.010.849
  • Word
1-1/1416
20/09/2007
სსმ, 134, 26/09/2007
010.110.030.22.024.010.849
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.010.849

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1416

2007 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ადგი­ლობ­­რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირ­დაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე დ. ნატროშვილი

დებულება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქო­ნების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს.

2. „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მი­ყიდ­ვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზა­ნია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რო­მე­ლიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დად­გე­ნილ პირობას (პირობებს) ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდ­ვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის სა­ფუძ­ველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტე­რესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ადგი­ლობ­რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკუ­რენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირო­ბებს).

4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით ადგილობრივი თვით­­მმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძ­ლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომ­­ლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწი­ლეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძ­ლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის სა­ფუძ­ველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით.

6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთ­რებაში არსებული ქონების კონკურენტული შერ­ჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქარ­თვე­ლოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, ხოლო სა­კითხს ამზადებს შესაბამისი ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

7. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ადგილობ­რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:

ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;

ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

9. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართვე­ლოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონის­ძიებების გატარების თაობაზე.

10. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვე­ტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერე­სებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძ­ლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯა­როობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

11. საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაც­ხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და­სა­ბუ­თებულ წინადადებებს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

12. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდა­პირი მიყიდვის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებემდე, ქონების პრივატიზების პირო­ბების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესე­ბული პირი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივა­ტი­ზებო ქონების ღირებულების 5%-ი. თუ შემოთავაზე­ბული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივა­ტიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცუ­ლობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთ­ხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება: ადგილობრი­ვი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

13. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კონ­კურენტული შერჩევის საფუძველზე, ქონების პირდა­პირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

    მუხლი 2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება

პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ადგი­ლობ­რივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეს­ყიდ­­ვის მსურველი განცხადებით მიმართავს ადგი­ლობრი­ვი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორ­განოს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იური­დიუ­ლი პირის შემთხვევაში);

გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთ­ხოვ­ნილ იქნეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნ­ველყოფის დოკუმენტები). დამატებით დოკუმენტები წარ­მოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილ ვადაში.

    მუხლი 3. გარიგებათა გაფორმების წესი

1. პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვე­ტის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ­ლის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს შესაბა­მის ღონისძიებებს ხელშეკრულების დასადებად.

2. შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერ­თეუ­ლის აღმასრულებელი ორგანო მყიდველთან ნასყი­დო­ბის ხელშეკრულებას (შემდგომში – ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდ­ველი ნასყიდობის თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორ­მებიდან საქართველო პრეზიდენტის მიერ დადგე­ნილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები;

გ) შეძენილი ქონების დასახელება;

დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა;

ე) ნასყიდობის ფასი და გადახდის ვადები;

ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეუ­ლის ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენ­ტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;

ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

თ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ასევე, ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორცილების გრაფიკი;

ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულების სპე­ცი­­ფიკის გათვალისწინებით;

კ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქო­ნების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლე­ბა გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამა­დას­ტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალ­დებულების შერულების პირობით.

    მუხლი 4. მყიდველის პასუხისმგებლობა

1. თუ მყიდველი ადგილობრივი თვითმმართველი ერ­თეუ­ლის ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაო­ბაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის ფასს, მას არ გადაეცემა საკუთ­რების უფლება ქონებაზე.

2. მყიდველი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენე­ბისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ­ლე­ბები (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქ­მე­­დი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვ­ნები და მათ შესრულებაზე, 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდ­ველს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვა­ლისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.

3. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადას­ტურებამდე მყიდველს უფლება არ აქვს, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია გადაცემული ქონე­ბის მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლე­ბის დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმე­დების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონე­ბის გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებუ­ლია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პი­რო­ბებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრუ­ლებელ ორგანოსა და მყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შესაბამისი ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრუ­ლებელ ორგანოს.

5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეს­რუ­ლებულად ითვლება შესაბამისი ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუს­რუ­ლებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილო­ბით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირ­გა­სამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხ­დელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგა­დაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებ­ლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვეს­ტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადა­გადა­ცილებულ დღეზე.

გ) მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენ­ტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის სა­ფუძ­ველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრუ­ლებ­ლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკ­რულებით

8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესე­ბულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა შესაბა­მი­სი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმას­რუ­ლებელი ორგანოს მიერ განიხილება ხელშეკ­რუ­ლების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.

    მუხლი 5. გარიგებათა ბათილად ცნობა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირ­დაპირი მიყიდვის საფუძველზე) მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.