დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ

  • Word
დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 281/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.854
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
281/ნ
25/09/2007
სსმ, 137, 01/10/2007
470.230.000.22.035.010.854
დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2007 - 17/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.854

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №281/ნ

2007 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის და 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის“ თანდართული წესი (დანართი №1).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №232/ნ ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2003 წ., №118, მუხ. 970). 

3. იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და საავადმყოფო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 6 ოქტომბრის №232/ნ ბრძანებით დამტკიცებულ და მიმოქცევაში არსებულ საავადმყოფო ფურცელს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

დ. ტყეშელაშვილი

დანართი 1

დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი არეგულირებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 2. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანი და ამოცანები, მის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირები

1. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანია დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დადგენა, დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება.

2. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ძირითადი ამოცანებია:

ა) დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის, მისი მომდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა;

ბ) დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) გაცემა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში;

გ) რეკომენდაციების გაცემა იმ დასაქმებულებზე, რომლებიც არ არიან ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ დროებით ან მუდმივ გადაყვანას სხვა შესაფერის სამუშაოზე;

დ) რეკომენდაციების და დასკვნის გაცემა მოსწავლეებზე (სტუდენტებზე), რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ ფაკულტეტის შეცვლას, აკადემიურ შვებულებას ან სწავლის სხვა  სპეციალური პირობების შექმნას.

3. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა ტარდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში სერტიფიცირებული ექიმის/ექიმების მიერ.

    მუხლი 3. საავადმყოფო ფურცლის ფორმა, ცნება და გაცემის საფუძვლები

1. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს თანდართული ფორმის (დანართი 11), დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა:

ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო;

ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

გ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;

დ) კარანტინის გამო;

ე) შრომისუუნარობისას დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო;

ვ) პროთეზირების გამო.

2. საავადმყოფო ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

    მუხლი 4. საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირობები და მის გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულებები

1. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოელებზე, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2. პირებს, რომლებიც დროებით შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას, ან გაგზავნილი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ, პროთეზირებისათვის, ადგილზე გაცემული შესაბამისი საბუთების საფუძველზე მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მკურნალობის, კონსულტაციის, პროთეზირებისათვის მთელ პერიოდზე. მკვეთარდ გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლის ასაკამდე ბავშვების გამცილებლებზე საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამავე წესით.

3. პირებს, რომლებიც შრომისუუნარონი გახდნენ არამუდმივ საცხოვრებელ ადგილზე (მივლინება, შვებულება და ა.შ.) საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ (გაუგრძელდებათ) ამ წესის შესაბამისად, ხოლო მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მკურნალობის დასრულებაზე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში იმ დღეების გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა მუდმივ საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.

4. საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფების სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ მომსახურებას, მიუხედავად ამ დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა.

5. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა პირის მიერ მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენისას.

6. საავადმყოფო ფურცლის გაცემა და გაგრძელება ხდება პაციენტის პირადი გასინჯვის საფუძველზე და დასტურდება სამედიცინო საბუთებში სათანადო ჩანაწერებით.

თავი II

საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაფორმების წესი

    მუხლი 5. საავადმყოფო ფურცლის გაცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო

1. დაავადების ან დასახიჩრების გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.

2. მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად და ერთდროულად – 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით (ძნელად მისადგომ სოფლის, დაბის ამბულატორიებში, სადაც მუშაობს ერთი ექიმი) მკურნალ ექიმს უფლება აქვს ერთპიროვნულად გასცეს და გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი, შრომისუნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე.

4. გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს მკურნალ ექიმს, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით  უფლება აქვს გააგრძელოს საავადმყოფო ფურცელი არა უმეტეს 4 თვისა, ხოლო კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის არსებობისას, შრომისუნარის სრულ აღდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. ცალკეულ შემთხვევაში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზისას– არა უმეტეს 10 თვისა, პერიოდული გაგრძელებებით ყოველი 30 დღის შემდეგ.

5. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღეს, მათ შორის, უქმე დღეებზე მორიგე ექიმის მიერ. არ შეიძლება საავადმყოფო ფურცლის გაცემა გასულ დღეებზე, როცა პაციენტი არ იყო შემოწმებული ექიმის მიერ. გამონაკლის შემთხვევაში  საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს გასულ პერიოდზე:

ა) თუ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაეწია სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ ღამის საათებში. ასეთ შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;

ბ) თუ დასაქმებული საზღვარგარეთ მივლინებით ყოფნის პერიოდში ავადმყოფობის გამო ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ, რაც დასტურდება შესაბამისი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით;

გ) პირზე, რომელიც დროებით შრომისუუნარობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაიგზავნა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში და გაცემული დასკვნის საფუძველზე ცნობილ იქნა დროებით შრომისუუნაროდ ან შრომისუნარიანად;

დ) თუ დადგინდა, რომ საავადმყოფო ფურცელი ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად დროულად არ გაიცა სამედიცინო დაწესებულების პერსონალის მიზეზით.

6. პაციენტებზე, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მკურნალი ექიმი გასცემს ღია საავადმყოფო ფურცელს და სათანადო მიმართვას მკურნალობის გასაგრძელებლად.

7. შრომისუუნარო პირები, რომლებიც იგზავნებიან კონსულტაციაზე (გამოკვლევაზე, სამკურნალოდ) საცხოვრებელი ადგილის (თვითმმართველი ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი, დაბა, ქალაქი, თემი) ფარგლებს გარეთ, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ იმ დღეების გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა მგზავრობისათვის, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა.

8. სტაციონარიდან გამოწერისას საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მკურნალობის მთელ პერიოდზე. სხვა საცხოვრებელი ადგილიდან (თვითმმართველი ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი, დაბა, ქალაქი, თემი) ჩამოსულებს საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. თუ შრომისუუნარობა გრძელდება, გაიცემა ღია საავადმყოფო ფურცელი იმდენი დღით, რამდენიც საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაცხადებლად, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა.

9. თუ შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებებით თრობა), საავადმყოფო ფურცელი გაიცემა და კეთდება აღნიშვნა ამ ფაქტის შესახებ როგორც ავადმყოფობის ისტორიაში (ამბულატორიულ ბარათში), ისე საავადმყოფო ფურცლის გრაფაში ,,შრომისუუნარობის სახეობა“.

10. პირებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გაგზავნილ იქნენ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე და ცნობილ იქნენ შრომისუუნაროდ, საავადმყოფო ფურცელი მკურნალი ექიმის მიერ მიეცემათ ექსპერტიზაზე მიმართვის დღიდან.

11. პირებს, რომლებიც მკურნალობენ ამბულატორიულად, ინვაზიური მეთოდით გამოკვლევის და მკურნალობის პერიოდში (ენდოსკოპიური გამოკვლევა ბიოფსიით, ქიმიოთერაპია, ჰემოდიალიზი და სხვა) საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ წყვეტილად, სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების დღეებზე.

12. თუ შრომისუუნარობა დაიწყო ანაზღაურების გარეშე შვებულების ან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში და ხანგრძლივად გრძელდება, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შვებულების დამთავრების დღის შემდეგ.

13. ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

14. საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა:

ა) პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი;

ბ) სამხედრო ვალდებულებზე და წვევამდელებზე, აგრეთვე პირებზე, რომლებიც გადიან გამოკვლევებს სამედიცინო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო განყოფილების, საგამომძიებლო ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს მიმართვით;

გ) სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების – ავადმყოფობის შემთხვევაში;

დ) უცხოელებზე, რომლებიც არ მუშაობენ საქართველოს საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნულ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა.

    მუხლი 6. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მეანგინეკოლოგის მიერ (თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ) ერთდროულად 126 კალენდარული დღით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირიდან. ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი შეიძლება გაიცეს ორსულობის 26-ე კვირამდეც.

3. გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა 140 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

4. გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში, თუ მშობიარობის მომენტისათვის გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა უზრუნველყოფს საავადმყოფო ფურცლის გაგრძელებას 14 კალენდარული დღით.

5. თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა ერთდროულად 126 კალენდარული დღით, ხოლო გართულებული მშობიარობისას ან ორი და მეტი ბავშვის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღით.

6. მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემა მამას ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელს 126 კალენდარული დღით, გამოყენებული დღეების გამოკლებით.

7. ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარის მიერ მოთავსების დღიდან ორსულობის ფაქტის დადგენამდე.

8. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა საერთო წესით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე პირველი დღიდან ამ წესის მე-6 მუხლში მოცემული წესების მიხედვით:

ა) თვითნებური აბორტის დროს, რომელიც მოხდა ორსულობის 22 კვირის /154 დღის/ გასვლამდე;

ბ) ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) ოპერაციისას.

    მუხლი 7. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის

1. მკურნალი ექიმის მიერ ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა:

ა) 15 წლის ასაკის ზევით ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის, რომელიც მკურნალობს ამბულატორიულად, 3 კალენდარული დღის ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში  გრძელდება 7 დღემდე;

ბ) 7 წლამდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მკურნალობისას მწვავე დაავადების მიმდინარეობის მთელ პერიოდზე; ქრონიკული დაავადების გამწვავებისას – რემისიის დადგომამდე; 7 წლის ასაკის ზევით ბავშვის მოვლისათვის – არა უმეტეს 20 დღის ვადით, აუცილებლობის შემთხვევაში დანარჩენ პერიოდზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა;

გ) 7 წლამდე ასაკის ბავშვის სტაციონარული მკურნალობისას – მკურნალობის მთელ პერიოდზე, 7 წლის ასაკის ზევით – მოვლის საჭიროებისას, მოვლის მთელ პერიოდზე;

დ) 15 წლამდე ასაკის ბავშვების მოვლისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან იმუნოდეფიციტის ვირუსით, სისხლის მძიმე დაავადებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, დამწვრობით – სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე.

2. 3 წლამდე ასაკის ბავშვის მოვლისათვის, შვებულებაში მყოფი დედის დაავადების შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცელს ბავშვის უშუალოდ მომვლელზე გასცემს 5 დღით ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობს დედა. საავადმყოფო ფურცელი გრძელდება სამედიცინო დაწესებულების  ხელმძღვანელთან შეთანხმებით 30 კალენდარულ დღემდე.

3. თუ პირი შრომისუუნარო გახდა არამუდმივ საცხოვრებელ ადგილას, საავადმყოფო ფურცელი მისი მოვლისათვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, გაიცემა იმ პირზე, რომელიც უშუალოდ უვლის პაციენტს, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

4. საავადმყოფო ფურცელი ავადმყოფის მოვლისათვის არ გაიცემა:

ა) ქრონიკულ ავადმყოფებზე რემისიის პერიოდში;

გ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში;

ბ) ანაზღაურებად ან ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდში.

    მუხლი 8. საავადმყოფო ფურცლის გაცემა კარანტინის დროს

1. საავადმყოფო ფურცელი კარანტინის დროს გაიცემა ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ინფექციონისტის მიერ, თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ:

ა) პირებზე, რომელნიც იმყოფებოდნენ კონტაქტში ინფექციურ ავადმყოფებთან და ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით არიდებულნი არიან სამუშაოს ან თვითონ არიან ბაცილმტარებლები, დღეების იმ რაოდენობით, რაც დადგენილია მოცემული ინფექციური დაავადებისათვის ან საჭიროა სანაციისათვის;

ბ) ოჯახის ერთ-ერთ წევრზე (მეურვეზე), 7 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ბავშვის მოვლისათვის, სკოლამდელ დაწესებულებებზე ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, კარანტინის მთელ პერიოდზე.

2. კვების პროდუქტების მწარმოებელი და გამსაღებელი ობიექტის, წყალმომარაგების და ბავშვთა დაწესებულებების მუშაკებზე გაიცემა საავადმყოფო ფურცელი, თუ მათ ჰელმინთოზი აღმოაჩნდათ, ან დაუდასტურდათ ბაქტერიომტარებლობა – დეჰელმენთიზაციის ან სანაციის მთელ პერიოდზე.

    მუხლი 9. საავადმყოფო ფურცლის გაცემა სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის დროს

დროებით შრომისუუნაროებს, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის  გაუარესების  გარეშე შეუძლიათ სხვა სამუშაოს შესრულება, საავადმყოფო ფურცელი მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არა უმეტეს 3 კალენდარული თვისა წლის განმავლობაში.

    მუხლი 10. საავადმყოფო ფურცლის გაცემა პროთეზირებისათვის

საპროთეზო-ორთოპედიულ სტაციონარში ჰოსპიტალიზაციისას, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სტაციონარში ყოფნის მთელ პერიოდზე მგზავრობისათვის საჭირო დღეების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა. ამბულატორიულ პირობებში პროთეზირებისათვის, საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა.

    მუხლი 11. დასაქმებულთა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნის წესი

1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად იმავე ან სხვა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იგზავნებიან პაციენტები, ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ან მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად:

ა) გამოხატული არაკეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს, მიუხედავად დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობისა, მაგრამ არა უგვიანეს 4 თვისა;

ბ) კეთილსაიმედო კლინიკური და შრომითი პროგნოზის დროს არა უგვიანეს 6 თვისა;

გ) ცალკეულ შემთხვევაში (ტრავმები, რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდგომი პერიოდი) – 8 თვისა, ტუბერკულოზისას არა უგვიანეს 10 თვისა;

დ) მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები შრომითი რეკომენდაციის შეცვლის მიზნით.

2. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი იხურება ამ სტატუსის დადგენის დღიდან.

3. პირებს, რომელთაც არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი და უგრძელდებათ დროებითი შრომისუუნარობა, საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდებათ შრომის უნარის აღდგენამდე ან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზაზე განმეორებით გაგზავნამდე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. პირებს, რომლებსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შრომისუნარიანად ცნობის გამო არ დაუდგინდებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, საავადმყოფო ფურცელი ეხურებათ ამ  გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

5. პაციენტებს, რომლებმაც უარი განაცხადეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე ან არ გამოცხადდნენ დანიშნულ ვადაში არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი არ გაუგრძელდებათ შესაბამისად უარის თქმის დღიდან, ან ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დადგენილი ფორმის (№IV-50/1) რეგისტრაციის დღიდან, რაც აღინიშნება საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – ,,აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ“.

    მუხლი 12. საავადმყოფო ფურცლის გაფორმების წესი

1. საავადმყოფო ფურცლის გაცემისას ექიმი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო საბუთში (ამბულატორიული, სტაციონარული) ჩაწეროს საავადმყოფო ფურცლის ნომერი, გაცემის თარიღი და შემდეგი გაგრძელება.

2. საავადმყოფო ფურცლის გახსნისას, ფურცლის ზემო, ხოლო დახურვისას – ქვემო მარჯვენა კუთხეში ისმება სამედიცინო დაწესებულების ბეჭედი.

3. პირებზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან რამდენიმე ადგილზე, მათი მოთხოვნით საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ცალ-ცალკე.

4. საავადმყოფო ფურცელში ჩანაწერები კეთდება სახელმწიფო ენაზე, გარკვევით:

ა) გრაფებში – ,,პირველადი“, ,,გაგრძელება“ – სათანადოს გაესმება ხაზი, ხოლო გაგრძელებისას ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – ,,პირველადი“, ჩაიწერება პირველადი საავადმყოფო ფურცლის ნომერი;

ბ) გრაფაში – ,,გაცემის თარიღი“, გაცემის რიცხვი და თვე აღინიშნება სიტყვებით;

გ) გრაფაში – “დიაგნოზი”, ჩაიწერება დიაგნოზი, რომლის საფუძველზეც გაიცა საავადმყოფო ფურცელი;

დ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის გაცემულ საავადმყოფო ფურცელში – გრაფაში – ,,დიაგნოზი“, ჩაიწერება – ,,ავადმყოფის მოვლისათვის“;

ე) გრაფაში – ,,შრომისუუნარობის სახეობა“, შრომისუუნარობის სათანადო სახეობას გაესმება ხაზი; ამასთან, ავადმყოფის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცლის გაცემისას მიეთითება პაციენტის ასაკი და დიაგნოზი, კარანტინის გამო – ავადმყოფობა, რომელმაც კარანტინი გამოიწვია;

ვ) გრაფაში – ,,სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გაგზავნის თარიღი“ აღნიშნული თარიღი იწერება ექიმის მიერ;

ზ) გრაფაში – ,,სსე დასკვნა“, ჩანაწერს ახდენს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება;

თ) გრაფაში – ,,სამუშაოდან გათავისუფლება“, ,,რომელი რიცხვიდან“ – რიცხვი, თვე და წელი იწერება ციფრებით, ხოლო გრაფაში – ,,რომელი რიცხვის ჩათვლით“ – რიცხვი და თვე იწერება სიტყვებით;

ი) საავადმყოფო ფურცლის დახურვისას, გრაფაში – ,,შეუდგეს მუშაობას“ – რიცხვი და თვე იწერება სიტყვიერად, ხოლო საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების შემთხვევაში ამავე გრაფაში ჩაიწერება – ,,შრომისუუნარობა გრძელდება” და ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის ნომერი და სერია;

კ) სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის დროს არ შეივსება გრაფა ,,სამუშაოდან გათავისუფლება“ და შეივსება გრაფა ,,გადაყვანილ იქნეს დროებით სხვა სამუშაოზე“;

ლ) გრაფაში ,,ექიმის თანამდებობა და გვარი“ მიეთითება ექიმის დაკავებული თანამდებობა და გვარი გარკვევით. გრაფაში “ექიმის ხელმოწერა” – ხელს აწერენ ექიმები, რომლებსაც ამ წესის შესაბამისად ევალებათ საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების გადაწყვეტილების მიღება.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, ის საავადმყოფო ფურცელს ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდის დასმით გრაფაში ,,ექიმის ხელმოწერა“.

6. ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება: ამბულატორიულ მიღებაზე, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე დანიშნულ დღეს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ექიმთან მიღებაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, ექიმის ნებართვის გარეშე სხვა დასახლებულ პუნქტში წასვლა ან სამუშაოზე გასვლა, სტაციონარის უნებართვოდ დატოვება. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – ,,აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ“, ჩაიწერება რეჟიმის დარღვევის სახე და დღეები.

7. შრომისუუნაროს, რომელიც დანიშნულ დღეს არ გამოცხადდა ექიმთან არასაპატიო მიზეზით, საავადმყოფო ფურცელი უგრძელდება ექიმთან გამოცხადების დღიდან. თუ შრომის უნარი აღდგენილია, გრაფაში – ,,შეუდგა მუშაობას“; ჩაიწერება – ,,გამოცხადდა შრომისუნარიანი“, თარიღის აღნიშვნით.

8. რეჟიმის დარღვევად არ ითვლება ჰოსპიტალიზაციაზე, სამედიცინო გამოკვლევაზე ან სამკურნალო პროცედურის ჩატარებაზე უარის თქმა.

9. საავადმყოფო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, გაიცემა დუბლიკატი სამუშაოდან წარმოდგენილი ცნობის (რომ მოცემულ პერიოდზე დასაქმებულს დახმარება არ მიუღია) საფუძველზე. საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ ჩანაწერი კეთდება სამედიცინო საბუთში (ამბულატორიული, სტაციონარული). საავადმყოფო ფურცლის დუბლიკატის გრაფაში – ,,სამუშაოდან გათავისუფლება“, შრომისუუნარობის ყველა დღე იწერება ერთ სტრიქონში. დუბლიკატის გაცემის თარიღი უნდა შეესაბამებოდეს დუბლიკატის შევსების თარიღს. დუბლიკატის ზემო, მარჯვენა კუთხეში აღინიშნება – ,,დუბლიკატი“.

10. ამა თუ იმ მიზეზით საავადმყოფო ფურცლის გაუქმების შემთხვევაში (ფურცლის დასვრა, გაფუჭება და ა.შ.) ფურცელი გადაიხაზება ჯვარედინად, მასზე დიაგონალურად იწერება, – ,,გაუქმებულია“. გაუქმებული ფურცელი ბარდება აღრიცხვაზე და შენახვაზე პასუხისმგებელ პირს, სათანადო დავთარში კეთდება ჩანაწერი – ექიმის გვარი და ინიციალები, გაუქმებული ფურცლის ნომერი და სერია, ჩაბარების თარიღი.

11. გაუქმებული საავადმყოფო ფურცლის განადგურება წარმოებს სათანადო აქტის შედგენით, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) წერილობითი ბრძანებით.

თავი III

პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის დარღვევის შემთხვევაში და საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების გასაჩივრების წესი

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის დარღვევის შემთხვევაში

1. საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური, ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს.

2. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან  ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე პასუხისმგებელ სხვა პირს.

 

 

დანართი 11

საავადმყოფო ფურცლის ფორმა

რჩე

ბა სამე

დიც

ინო დაწე

სებ

ულე

ბაში

             

            საავადმყოფო ფურცელი                          

            პირველადი-გაგრძელება                       სერია 000     N000000

                    (ხაზი გაესვას)

 

 სახელი და გვარი -------------------------  ექიმი ---------------------------------  

                                                                                              (სახელი და გვარი)

 მისამართი ----------------------  ავადმყოფობის ისტორიის N ------------------

 

 მუშაობის ადგილი -------------------------------------------------------------------

                                                             (სრული დასახელება)

გაცემის თარიღი ------ ------ -------- 200  წ.      მიმღები  --------------

                                                                                                (ხელმოწერა)

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოსაჭრელი ხაზი

 

 

ივ

სე

ბა სამედიცინო დაწესებულების ექ

იმ

ის მიე

საავადმყოფო ფურცელი

პირველადი N --------------- ფურცლის გაგრძელება

 

 

სერია 000 

 

 

 

 

 

 

 

N000000

 

                   (ხაზი გაესვას)

 

 

 

 

 

 

 

სამედიცინო დაწესებულება --------------------------------------------

(სრული დასახელება, მისამართი)

გაცემის თარიღი --------------------------- 200 წ.

          (სიტყვიერად)

 

სახელი და გვარი ----------------

--------------------------------

 --------------------------------

-----------------

 

 

 

ასაკი ----------      

   

------------

 

სამედი

ცინო დაწესებუ

ლების  ბეჭედი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მამრ

მდედრ

 

 

 

 

მუშაობის ადგილი და თანამდებობა ----                                             

 

----------------------------------

    (სრული დასახელება)  

 

------------

 

სათანადოს ხაზი გაესვას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოზი:

 

 

დასკვნითი დიაგნოზი:

 

      შრომისუუნარობის სახეობა (დაავადება, უბედური შემთხვევა წარმოებაში ან ყოფაცხოვრებაში, კარანტინი, ავადმყოფის მოვლა, პროთეზირება,შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

                        ---------------------------------------------------------------------------                                                       

                                             (სათანადოს ხაზი გაესვას)

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

რეჟიმი:

 

აღნიშვნები რეჟიმის დარღვევის შესახებ:

 

 

სტაციონარში ყოფნის პერიოდი ------------------ დან

                                                                  (თარიღი)     

                                       ------------------------------- მდე

                                                      (თარიღი)

გადაყვანილ იქნას დროებით სხვა სამუშაოზე ----------------

--------------- დან

        თარიღი     

                                 ------------------------------- მდე

                                                  თარიღი

 

 სამედ. დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა ------------------------------

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზაზე  გაგზავნის თრიღი

 

ექიმის ხელმოწერა

სსე დასკვნა

   ---------------------

 

 

 

     ბ. ა. ხელმოწერა   ---------                

 

 

ს ა მ უ შ ა ო დ ა ნ              გ ა ნ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა

 

რომელი რიცხვიდან

(რიცხვი, თვე, წელი)

რომელი რიცხვის ჩათვლით

(რიცხვი, თვე სიტყვიერად)

ექიმის თანამდებობა,

სახელი და გვარი

ექიმის ხელმო

წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეუდგეს მუშაობას ----------------------------------------------------- დან

                                                  (რიცხვი და თვე სიტყვიერად)               

 

გაცემულია ახალი ფურცელი (გაგრძელება) სერია -----------

 N-----------------    ------------------------------------------------------------------------------------

                                                     (ექიმის თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)

 

 

 

 

სამე

დიცი

ნო დაწე

სებუ

ლების ბეჭედი

ივსება საწარ

მოს, დაწე

სებუ

ლების, ორგა

ნიზა

ციის ბუღალ

ტრის მიერ

 

_________________________________                                    ______________________

საწარმოს, დაწესებულების,                                                                  თანამდებობა

ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი

 

 

                                

დახმარება გაიცემა ---------------- დან ---------------მდე პერიოდზე

______________________________________

  პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი                                  

____________________________________

დახმარებაზე უარის თქმის მიზეზი

 

 

                                                                        დახმარების გაანგარიშება

 

თვეები

დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზა

საშუალო დღიური ხელფასი

გაცდენილი სამუშაო დღეების რაოდენობა

დახმარების თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

დახმარების თანხა ----------------           შეტანილია ----------------------------------- თვის

                              (სიტყვიერად)                                          საგადასახადო უწყისში

 

მთ. ბუღალტერი ---------------------------------------

                                         (ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.