,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1085
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 138, 04/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.884
  • Word
1085
28/09/2007
სსმ, 138, 04/10/2007
200.250.000.22.033.010.884
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.884

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1085

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის:

ა.ა) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიბეჭდოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ცისფერი ეგზემპლარი დამატებით სხვა ენაზეც.“;

ა.ბ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დეკლარაციების კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო საქონლის შემოტანის შემთხვევაში ინახება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

გ) ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს.“;

ა.გ) მე-6 მუხლის 35-ე პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ბ) საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოში წარმოდგენისას თავდაპირველი საბაჟო დეკლარაცია ექვემდებარება ცვლილებას. დეკლარანტს ეგზავნება მოთხოვნა დეკლარაციის ცისფერი ფურცლის წარმოდგენის (დაბრუნების) თაობაზე, აგრეთვე შეტყობინება დარიცხულ საბაჟო ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობას და აღნიშნულ თანხაზე დარიცხულ საურავს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. დეკლარირებული საბაჟო გადასახდელების და შეტყობინებით დარიცხული საბაჟო ვალდებულებების გადახდის (მათ შორის, გარანტიის თანხის ჩამოჭრის) დადასტურების შემთხვევაში უფლებამოსილი საბაჟო მოხელე ახორციელებს ცვლილებებს საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში და დეკლარაციის კომპლექტის სამივე ფურცელზე საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გადასახდელების გრაფებში დეკლარაციას ანიჭებს ,,K“ ნომერს და ,,C“ გრაფაში აკეთებს აღნიშვნას ,,გაშვება ნებადართულია“. გარანტიით გაშვებული საქონლის შემთხვევაში ,,C“ გრაფაში აღნიშვნა ,,გაშვება ნებადართულია გარანტიით“ იცვლება აღნიშვნით ,,გაშვება ნებადართულია.“;

ა.დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8.

1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 49, 50, 54, B.

2. გრაფა ,,A“. გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორი) დანართი №18-ის შესაბამისად.

3. გრაფა 1. ,,დეკლარაცია“ – გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – იმპორტი – ,,იმ“, მეორეში – ციფრული კოდი ,,4“.

4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.

5. გრაფა 3. ,,ფორმები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).

6. გრაფა 5. ,,საქონლის რაოდენობა“ – გრაფაში მიეთითება წარმოდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.

7. გრაფა 6. ,,ადგილების რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. თუ დეკ-ლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება ,,1“. საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთე-ბით, ქვეშით (,,პოდონი“) და ა.შ. მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი.

8. გრაფა 7. ,,საცნობარო ნომერი“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.

9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების შესახებ მონაცემები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა). არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი ფიზიკური პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

10. გრაფა 9. ,,ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი“ – გრაფაში აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები. თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია იურიდიული პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი. თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია ფიზიკური პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი. გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით: XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ., თუ პირადობის მოწმობაში არის Nგ0251194, მაშინ ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.

11. გრაფა 11. ,,მოვაჭრე ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

12. გრაფა 12. ,,დაწვრილებითი ღირებულება“ – გრაფაში აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე.

13. გრაფა 13. ,,მოსაკრებლის გაანგარიშება“ – გრაფაში მიეთითება საბაჟო მოსაკრებლის გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,საბაჟო მოსაკრებლების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორის“ მე-5 ნაწილის შესაბამისად.

14. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში ,,N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8“.

15. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.

16. გრაფა 15ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

17. გრაფა 16. ,,წარმოშობის ქვეყანა“ – გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – ,,უცნობია“.

18. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

19. გრაფა 17-ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

20. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.

21. გრაფა 19. ,,კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაცის 31-ე გრაფაში;

ბ) თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.

22. გრაფა 20. ,,მიწოდების პირობები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 8-ის შესაბამისად. მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი.

23. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

24. გრაფა 22. ,,ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად, ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში.

25. გრაფა 23. ,,ვალუტის კურსი“ – გრაფაში აღინიშნება 22-ე გრაფის მარცხენა განყოფილებაში მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის დღისათვის.

26. გრაფა 24. ,,გარიგების სახე“ – გრაფაში აღინიშნება გარიგების სახე კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 9-ის შესაბამისად.

27. გრაფა 25. ,,ტსს კოდი“ – გრაფაში ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატარნსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 10-ის შესაბამისად.

28. გრაფა 26. ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – გრაფაში აღინიშნება მე-18 გრაფაში მითითებული სატარანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 10-ის შესაბამისად.

29. გრაფა 28. ,,ფინანსური და საბანკო მონაცემები“ – გრაფაში აღინიშნება მე-9 გრაფაში მითითებული პირის საბანკო რეკვიზიტები:

ა) ფინანსური და საბანკო მონაცემები, კოდი – მიეთითება ბანკის (ფილიალის კოდი), სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში;

ბ) ბანკი (ფილიალი) – მიეთითება ბანკის (ფილიალის) დასახელება, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში.

30. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე“ – გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის მიხედვით.

31. გრაფა 30. ,,საქონლის ადგილმდებარეობა“ – იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო საწყობში (ღია ან დახურული), დროებით შენახვის საწყობში (ღია ან დახურული) ან საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილებში განთავსებულ საქონელზე, გრაფაში აღინიშნება სამნიშნა ციფრული კოდი მე-18 დანართის მე-13 ნაწილის შესაბამისად.

32. გრაფა 31 ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა – გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები. კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“, აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებ-ლები (სტანდარტი, ხარისხი, მარკა, მოდელი, არტიკული, საფირმო დასახელება და ა. შ.), რომლებიც იძლევიან საქონელთა საბაჟო იდენტიფიცირებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად თერთმეტნიშნა ქვეპოზიციით კლასიფიცირების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გრაფაში ვერ ხერხდება ყველა მონაცემის შეტანა, მაშინ ჩაიწერება ძირითადი ინფორმაცია, ხოლო გრაფის ბოლოს მიეთითება ,,იხ. დანართი“. დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გაიშვება მიზნობრივი დანიშნულებით, მაშინ გრაფაში ჩაიწერება სიტყვები ,,მიზნობრივი დანიშნულებით“.

33. გრაფა 32. ,,საქონელი“ – გრაფაში მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი. მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა.შ. ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.

34. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.

35. გრაფა 34. ,,წარმოშობის ქვეყნის კოდი“ – გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

36. გრაფა 35. ,,ბრუტო წონა (კგ)“ – გრაფაში მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.

37. გრაფა 36. ,,პრეფერენციები“ – იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელი წარმოშობილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში, გრაფა არ ივსება;

ბ) საქონელი წარმოშობილია სხვა ქვეყნებში, გრაფაში აღინიშნება კოდი 900;

გ) საქონელი წარმოშობილია ქვეყანაში, რომელთანაც დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებას, გრაფაში აღინიშნება ამ ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.

38. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,40“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი ,,გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდის კლასიფიკატორის“ მე-6 ნაწილის შესაბამისად.

39. გრაფა 38. ,,ნეტო წონა (კგ)“ – გრაფაში მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ-ზე ნაკლებია (მაგ., ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.

40. გრაფა 39. ,,კვოტა“ – ივსება კვოტირებულ საქონელზე. ამ გრაფაში აღინიშნება კვოტის ნაშთი მიღებული ნებართვით გათვალისწინებული რაოდენობიდან გამომდინარე (მაგალითად: ნებართვის თანახმად გამოყოფილი კვოტა შეადგენს 1000000 ცალს). საქონლის პირველ პარტიად დეკლარირებულია 400000 ცალი, დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება 400000 ცალი; 39-ე გრაფაში – 1000000. საქონლის შემდგომი პარტიის დეკლარირებისას, რომელიც წარმოებს ამავე ნებართვით გამოყოფილი კვოტის ფარგლებში, 39-ე გრაფაში ჩაიწერება 600000.

41. გრაფა 40. ,,საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.

42. გრაფა 41. ,,დამატებითი ზომის ერთეული“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა იმ განზომილებაში, რომელიც სეს ესნ-ში შეესაბამება საქონლის თერთმეტნიშნა კოდს (მაგალითად: საქონლის დასახელება – ,,წნეხამკრეფები“, საქონლის კოდი – 8433 40 100 00, მისი ზომის დამატებითი ერთეული სეს ესნ-ის მიხედვით – ცალი, რაოდენობა – 10. გრაფაში ჩაიწერება – 10). თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება.

43. გრაფა 42. ,,საქონლის ღირებულება“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის 31-ე გრაფაში მოცემული საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელი სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, 22-ე გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად. თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.

44. გრაფა 43. ,,ს.ღ.კ.“ – გრაფაში ჩაიწერება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი.

45. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია“ – გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად.

46. გრაფა 45. ,,კორექტირება“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი.

47. გრაფა 46. ,,საბაჟო ღირებულება“ – გრაფაში აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში. გადაანგარიშება ხდება დეკლარაციის საბაჟო ორგანოში პასუხისმგებელი პირის მიერ რეგისტრირების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.

48. გრაფა 47. ,,გადასახდელების გამოთვლა“ – საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე:

ა) გრაფის პირველ სვეტში – ,,სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 4-ის შესაბამისად;

ბ) გრაფის მეორე სვეტში – ,,დასაბეგრი ბაზა“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) გრაფის მესამე სვეტში – ,,განაკვეთი“ – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი;

დ) გრაფის მეოთხე სვეტში – ,,თანხა“ – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა;

ე) გრაფის ქვედა ნაწილში ,,ჯამი“-ის გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – ,,თანხა“ – გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.

49. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.

50. გრაფა 50. ,,პრინციპალი“ – 50-ე გრაფაში, მე-8 გრაფაში აღნიშნული პირი (ან მისი წარმომადგენელი) ხელმოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

51. გრაფა 54. ,,ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. 54-ე გრაფაში, მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.

52. გრაფა ,,B“ ,,დაწვრილებითი გამოანგარიშება“ – გრაფაში აღინიშნება:

ა) ,,მოსაკრებელი სულ“ – აღინიშნება დეკლარირებული საქონლის პარტიაზე გადასახდელი მოსაკრებელი;

ბ) ,,გადახდილია სულ“ – აღინიშნება დეკლარირებულ საქონლის პარტიაზე გადასახდელების ჯამი.“;

ა.ე) მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. გრაფა 18. ,,სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლებზეც საქონელი დაიტვირთება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გამშვებ პუნქტზე) მისატანად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“; დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები; მაგალითად: 01 ა/მ 33-09 ГГА. 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე. გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ქვეყნის კოდის მაგივრად ჩაიწერება – ,,000“.

8. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტობრივად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება – ,,000“. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“. დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.“;

ა.ვ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრში ჩაიწერება – ,,11“, მეორე ორი ციფრი აღნიშნავს წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ ნაწილი 1-ის შესაბამისად. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი – ,,002“ ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორების“ ნაწილი 6-ის შესაბამისად.“;

ბ) ,,ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის:

ბ.ა) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დეკლარაციების კომპლექტი შედგება 3 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი და ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;

ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;

გ) ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს.“;

ბ.ბ) მე-10 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ – მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშულების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე“; დეკლარაციის სამივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე.“;

ბ.გ) მე-10 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი“ – აღინიშნება საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ, აქციზური საქონლის დეკლარირებისას – თერთმეტ ნიშნამდე სიზუსტით.“;

გ) ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზისა და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის საქონლის აღრიცხვის, წინასწარი ოპერაციების, საბაჟო დეკლარაციის ფორმის, შევსების, წარდგენისა და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. გრაფა 16. ,,საქონლის სესსნ კოდი“ – ჩაიწერება საქონლის თერთმეტნიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით. სტრუქტურულად კოდი იწერება მიყოლებით, ყოველგვარი გამყოფი ნიშნების გარეშე.“;

დ) ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2“-ის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4.

დეკლარაცია ივსება 3 ეგზემპლარად, განსხვავებული ფერის (თეთრი, მწვანე და ლურჯი) ბლანკებზე და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) თეთრი ფერის ეგზემპლარი რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე;

ბ) მწვანე ფერის ეგზემპლარი უბრუნდება საქონლის განმცხადებელ პირს;

გ) ლურჯი ფერის ეგზემპლარი ეგზავნება რეგიონალურ საბაჟოს.“;

ე) დანართი №18-ის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

,,ნაწილი 6. გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი

კოდი

დასახელება

000

დამხმარე კოდი

001

საქონლის ექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება, აქციზის და დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი)

002

საქონლის რეექსპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

003

საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

004

საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

005

საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

006

საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტების შესახებ ხელშეკრულებით (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

007

საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტებით, რომლებიც შეიცავს გრანტის ელემენტს არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

008

საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

009

,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

010

საქონლის დროებითი შემოტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვაისწინებულ შემთხვევებში (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

011

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

012

ბავშვთა კვების პროდუქტების და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას; რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

013

საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები, აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საწვავი და საპოხი საშუალებები (საბაჟო გადასახადისაგან და აქციზისაგან გათავისუფლება, დღგ-ს ნულოვანი განაკვეთი )

014

,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

015

უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში ან საკუთრებაში (საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება)

016

ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

017

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროს იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

019

განძეულობის, ჩამორთმეული ან/და უპატრონო საქონლის, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ მემკვიდრეობით მიღებული საქონლის იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში (დღგ-სგან გათავისუფლება)

020

საექსპორტო პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების, აგრეთვე ტარა-შესაფუთი მასალის იმპორტი ფაქტობრივად ექსპორტირებული მზა პროდუქციის მოცულობის ფარგლებში (დღგ-სგან გათავისუფლება)

021

საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარებისა და ქიმიური რეაქტივების იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

022

ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად (დღგ-სგან გათავისუფლება)

023

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

024

ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

025

ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტროსადგურებისათვის) ბუნებრივი აირის იმპორტი (დღგ-სგან გათავისუფლება)

026

ფიზიკური პირის მიერ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან, აქციზისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

027

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული (აქციზისაგან გათავისუფლება)

028

,,ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი (აქციზისაგან გათავისუფლება)

030

გადასახადებისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

031

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი (საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება)

034

დღგ-სა და აქციზის გადახდა საქონლის დროებითი შემოტანის რეჟიმის დროს

051

მხოლოდ საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

052

მხოლოდ აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

053

მხოლოდ დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

054

საბაჟო გადასახადისა და აქციზისაგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

055

საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

056

აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

057

საბაჟო გადასახადის, აქციზისა და დღგ-სგან გათავისუფლება (თუ სხვა კოდის გამოყენება შეუძლებელია)

102

საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

202

სამედიცინო, საპროტეზო-ორთოპედიული ნაწარმი და სამედიცინო ტექნიკა

203

სამეცნიერო ლიტერატურა, დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები და საბავშვო ლიტერატურა

207

სანაშენე ცხოველები, შინაური ფრინველი, ხარის სპერმა, მინერალური სასუქები, ქიმიკატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები

208

ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია

209

დღგ-სა და აცქიზისაგან გათავისუფლებული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

304

საზღვარგარეთ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქცია

313

აქციზური და სხვა სპეციალური ქართული მარკების იმპორტი

332

საქონლის დროებითი შემოტანა, სხვა

333

საქონლის დაბრუნება

540

აქციზის გარანტია საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს

550

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი

604

საბაჟო გადასახადისაგან და დღგ-სგან გათავისუფლება

605

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმპორტირებული საქონელი

609

წონის მიხედვით

612

სამკურნალო (ფარმაცევტული) ნედლეული და სუბსტანციები

613

ჩამოსასხმელი ღვინოები

614

სიგარეტი 30-ღერიანი კოლოფებით

615

თამბაქოს წარმოებისათვის ნედლეული (,,ტრაბზონის ჯიშის თამბაქოს გარდა)

651

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში მითითებული საქონლის იმპორტი

703

ბორტზე მიწოდება შიდა რეისებისათვის

704

საბაჟო გარანტია სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებისას შემცვლელი პროდუქტის წინასწარ შემოტანის დროს