ევრო-კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ

  • Word
ევრო-კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 28/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.911
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-152
28/09/2007
სსმ, 139, 28/09/2007
340.120.000.22.032.010.911
ევრო-კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/09/2007 - 22/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.010.911

საქართველოს სოფლის მეურნეობის

 მინისტრის ბრძანება №2-152

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნები, თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1–3).

2. ბრძანებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

პ. ცისკარიშვილი

დანართი №1

ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი ითვალისწინებს საქართველოში რეგისტრაციისათვის წარდგენილ იმ პესტიციდებისა და აგროქმიკატების შესახებ დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.

2. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი/აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრირდება დოკუმენტური ექსპერტიზის საფუძველზე, გამოცდების გარეშე და შეიტანება პესტიციდებისა და აგროქიმკატების სახელმწიფო კატალოგში.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. რეგისტრანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეაქვს განაცხადი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციისათვის.

2. სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.

3. პესტიციდები (მცენარეთა დაცვის საშუალებები) – რომლებიც შეიცავენ ერთ ან რამდენიმე მოქმედ (აქტიურ) ნივთიერებებს და მზა პრეპარატული ფორმებს, მომხმარებლის მიერ გამოსაყენებლად გამიზნულ ფორმაში.

4. პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებები – პესტიციდის ბიოლოგიურად აქტიური ნაწილი, რომლებსაც სხვადასხვა პრეპარატული ფორმით გამოყენებისას გააჩნიათ საერთო ან გარკვეული მოქმედება მავნე ორგანიზმებზე ან ცოცხალ მცენარეებზე, ცოცხალი მცენარის ნაწილებზე და მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე.

5. სარეკლამო ფურცელი – პესტიციდის/აგროქიმიკატის თანმხლები ბეჭდვითი საინფორმაციო მასალა, მათი ეფექტური გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით.

    მუხლი 3. ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნები

1. ევროკავშირის ქვეყნებში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდის/აგროქიმიკატის საქართველოში რეგისტრაციისათვის უნდა იქნეს წარდგენილი წარმოშობის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პესტიციდი/აგროქიმიკატი ან პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერება ამ რეგისტრაციის დროისათვის შეტანილია 91/414 ECC დირექტივის პირველ დანართში ან აშშ-ში EPA-ს (ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო) მიერ დარეგისტრირებული აქტიური ნივთიერებების სიაში.

2. პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერება და პესტიციდი/აგროქიმიკატი დაცულ უნდა იქნეს პატენტით. რეგისტრანტი სარეგისტრაციო ორგანოს წარუდგენს პატენტის ასლს რეგისტრაციაზე/ხელახალ რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისას და მწარმოებლის მიერ გაცემულ საბუთს რეგისტრაციის უფლების შესახებ.

3. თუ პატენტის ვადა ამოწურულია, რეგისტრანტი წარმოადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ამ პესტიციდში/აგროქიმიკატში შემავალი მოქმედი (აქტიური) ნივთიერება უკვე რეგისტრირებულია; იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პესტიციდი/აგროქიმიკატი რეგისტრირებულია იგივე დანიშნულებით, რომელიც მითითებულია საქართველოში რეგისტრაციაზე განაცხადში და მისი გამოყენების რეკომენდაციებს.

4. სარეგისტრაციო ორგანოს წარედგინება პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებებისა და პესტიციდების/აგროქიმიკატების შესახებ მონაცემები, კერძოდ:

ა) პესტიციდების მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პრეპარატული ფორმის საველე გამოცდების შედეგების შესახებ, რომელიც ჩატარებულია მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, სადაც ეკოლოგიური, მ.შ. ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები, მავნე ორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობა, გავრცელება, რიცხოვნება, განვითარების ინტენსივობა და სხვა ბიოლოგიური თავისებურებები, შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშობრივი შემადგენლობა, პესტიციდის გამოყენების სფერო, პესტიციდის დაშლის დინამიკა, მომხმარებელთა კვების თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პირობები, აგროტექნიკური წესები, ფონი, კულტურის მოყვანის ტექნოლოგია, მცენარეთა დაცვის სისტემები საქართველოს მსგავსია;

ბ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის ადამიანისათვის საშიშროების კლასის მიკუთვნების შესახებ;

გ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის გარემოს ცოცხალი ორგანიზმებისათვის საშიშროების შესახებ და მათი დაცვის რეკომენდაციებს;

დ) ევროკავშირის ქვეყნებში და EPA-ს მიერ პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის მიმართ დაწესებული ჰიგიენური ნორმატივების შესახებ (სადღეღამისო დასაშვები დოზის, ნიადაგში, წყალში, ატმოსფერულ და სამუშაო ზონის ჰაერში და მცენარეული წარმოშობის პროდუქციაში ნარჩენების ზღვრულად დასაშვები კონცეტრაციების ჩვენებით);

ე) წარმოშობის ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურის (პესტიციდების/აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანო) რეკომენდაციები ქვეყანაში პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის გამოყენების შესახებ;

ვ) პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის რეგისტრაციის დროის შესახებ;

ზ) ტარის ეტიკეტის (რისკის ფრაზებისა და უსაფრთხოების ფრაზების ჩვენებით) და სარეკლამო ფურცლის შესახებ;

თ) პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის უსაფრთხოების შესახებ (MSDS – ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი);

ი) პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის რეგისტრაციის ისტორიისა და რეგისტრაციის შესახებ, №2-3 დანართების შესაბამისად.

დანართი №2

პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის რეგისტრაციის ისტორია

 პესტიციდების/აგროქიმიკატების ევივალენტური პროცედურის მქონე ქვეყნების დასახელება

პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერების რეგისტრაციის წელი

ქვეყნის ბაზარზე პესტიციდის/აგროქიმიკატის შესვლის წელი

დანართი №3

პესტიციდის მოქმედი (აქტიური) ნივთიერებისა და პესტიციდის/აგროქიმიკატის რეგისტრაციის დამადასტურებელი მონაცემები

 

ქვეყნის დასახელება

სარეგისტრაციო მოწმობის №

გაცემის თარიღი

სასოფლო-სამეურნეო კულტურა

მავნე ობიექტი