დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 16/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.951 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.951
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1133
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1776 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2342) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №18-ის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გილაური
ნაწილი 2. საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორი
კოდი
60000 რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი“
50000 რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი“
69001 საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი“
69002 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“
69003 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლო“
69005 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გუგუთი“
69006 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ახკერპი“
69007 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სამთაწყარო“
69009 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,გარდაბანი“
69010 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხი“
69021 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,მტკვარი“
69101 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“
69301 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ვალე“
69302 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდა“
69401 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ქუთაისის და სენაკის აეროპორტი“
69501 საბაჟო საგუშაგო ,,ფოთისა და ყულევის პორტები“
69601 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“
69602 საბაჟო საგუშაგო ,,ბათუმის პორტი“
69603 საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის აეროპორტი“.
შენიშვნა: აღრიცხვის მოწმობის შევსების დროს კოდები – 50000 და 60000 მიეთითება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი განკუთვნილია დახურული ტიპის საბაჟო საწყობში შესანახად.
რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთი“:
69040 – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7;
69000 – ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
69042 – რუსთავი-,,წითელი ხიდის“ ავტომაგისტრალის 56-ე კმ (შპს ,,რედ ბრიჯის“ ღია საბაჟო საწყობის ტერიტორია);
69014 – ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;
69017 – ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
69026 – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
69200 – ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1;
69027 – მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა;
69300 – საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალეს“ ტერიტორია;
69050 – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა);
69043 – საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე.
69001 – ქ. თბილისის აეროპორტი;
69012 – ქ. თბილისი, ვანის ქ. 1 (შპს „ინტერტრანსის“ საწყობის ტერიტორია);
69015 – ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება (შპს „გაკო ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია);
69016 – ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №4 (შპს „კასპიან კრედო & ჯორჯიას“ საწყობის ტერიტორია).
რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთი“:
69600 – ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია,
შპს ,,ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია;
69605 – ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11;
69400 – წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი“;
69602 – საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“, ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №60
69500 – საბაჟო საგუშაგო „ფოთისა და ყულევის პორტები“ – ქ. ფოთი, ხობის ქ. 7;
69510 – ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტა-მენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმარ-თველოს მე-3 სახაზო განყოფილება;
69502 0 – ხობის რაიონი, სოფელი ყულევი.
69300 ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – ქ. ახალციხე, პ. მიქუტაშვილის ქუჩა №1.
69017 თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – ქ. თელავი, დავითაშვილის ქუჩა №17ა.
69033 ცხინვალის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – სოფელი ქურთა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები