დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 03/06/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.150.000.47.052.011.870 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.011.870
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №74
2008 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებით (სსმ III, 09.11.2007, №158, მუხლი 1744) დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) XIII. განსაკუთრებული აღნიშვნები, რაც ითვალისწინებს სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნის დონეს, სხვადასხვა შეზღუდვებს და/ან უფლებებს;“.
ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) XIII პუნქტში, ქართულ და ინგლისურ ენებზე, იწერება ცნობები სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნის დონეზე, განსაკუთრებულ უფლებებსა და შეზღუდვებზე, როგორიცაა: პილოტ-ინსტრუქტორის უფლებამოსილება, საერთაშორისო ფრენებზე დაშვება, ამინდის მინიმუმი და სხვა. სარადიოტელეფონო კავშირის ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებული ცნობები აღინიშნება პილოტების, აერნაოსნის, ბორტრადისტის და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობაში.“.
2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.პ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.პ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია ვფწ-ით ფრენისას; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
3. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ტ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყა-ლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ტ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.შ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.შ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ნ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ნ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
7. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ჟ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ჟ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
8. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ნ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამო-ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე.“.
9. 27-ე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;
ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „სმ მეთვალყურის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:
საჰაერო სამართალი
ბ.ა) სმ მეთვალყურეზე შეფარდებული წესები და დებულებები;
სმმ-ის აღჭურვილობა
ბ.ბ) სმმ-ის აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები, გამოყენება და შეზღუდვები;
ზოგადი ცოდნა
ბ.გ) ფრენის პრინციპები; სხ-ების, ძრავებისა და სისტემების მოქმედებისა და ექსპლუატაციის პრინციპები; სხ-ების ის მახასიათებლები, რომლებიც სმმ-ის საქმიანობას უკავშირდება;
ადამიანის შესაძლებლობები
ბ.დ) ადამიანის შესაძლებლობები სმ მეთვალყურესთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);
მეტეოროლოგია
ბ.ე) საავიაციო მეტეოროლოგია; მეტეოროლოგიური საბუთებისა და ინფორმაციის ცოდნა და გამოყენება; ფრენის უსაფრთხოებაზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები; სიმაღლის გაზომვა;
ნაოსნობა
ბ.ვ) აერნაოსნობის პრინციპები; სანაოსნო სისტემებისა და ვიზუალური საშუალებების მოქმედების პრინციპები, შეზღუდვები და სიზუსტე;
საექსპლუატაციო წესები
ბ.ზ) საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სარადიოტელეფონო კავშირისა და ფრაზეოლოგიის წესები (საშტატო, არასაშტატო და ავარიული); შესაბამისი საავიაციო საბუთებით სარგებლობა; ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკული ხერხები;
სარადიოტელეფონო კავშირი
ბ.თ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა, სულ ცოტა, მე-4 დონეზე;
გ) გამოცდილება – კანდიდატმა წარმატებით დაამთავრა პირველადი მომზადების კურსი და, სათანადოდ ატესტირებული სმ მეთვალყურის ზედამხედველობით, სულ ცოტა, სამი თვე მუშაობდა სმ მეთვალყურის ოსტატობის აღნიშვნების მისაღებად;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს III კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. თაქთაქიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები