საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.001.909
  • Word
1768
23/06/2005
სსმ, 38, 15/07/2005
020.080.000.05.001.001.909
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 222. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–892, 103-ე-1031, 1461, 151-ე და 1582 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 47-ე–491, 51-ე–512, 514-515, 52-ე, 53-ე, 531-532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე–603, 611–792, 82-ე–86-ე, 89-ე–892, 103-ე-1031, 1461, 151-ე და 1582 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები.“;

ბ) მე-5 და მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე–152-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“.

3. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში.“.

4. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის თანამდებობის პირებს – გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში.“.

5. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნივთების გასინჯვა შეუძლიათ აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საბაჟო ორგანოების, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

1768–რს