„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ

  • Word
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 22/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
18/09/2008
სსმ, 140, 22/09/2008
300.280.000.16.009.012.194
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2008 - 03/10/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.194

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის დადგენილება �20

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

�ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების� დამტკიცების შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტრო�ენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმ�ძლავრის ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწეს�რიგების მიზნით, �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებ�რივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხ�ლის პირველი პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის �დ� და �თ� ქვეპუნქტების საფუძველზე, ვადგენთ:

1. დამტკიცდეს �ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები�.

2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:

ა) �ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება� (დანართი �1);

ბ) �მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ� ინფორმაცია (დანართი �2);

გ) �მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგა�რიშო საათების ცხრილი� (დანართი �3).

3. �ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები� არ ვრცელდება იმ ურთიერ�თობებზე, რომლებსაც არეგულირებს �ელექტროენერ�გიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარე�ბული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროე�ბითი წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს ენერ�გეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისი �9 დადგენილება (სსმ III, 01.06.2007 წ., �77, მუხლი 835);

4. �ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები� არ ვრცელდება იმ ურთიერ�თობებზე, რომლებსაც არეგულირებს �სს �ეი-ი-ეს თელასის� სააბონენტო სექტორის მომხმარებ�ლები�სათ�ვის (მოსახლეობისათვის) 1999 წლის 4 იანვრის შემ�დეგ წარმოქმნილი ვალის რესტრუქტურიზაციის წესის�, �სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა� და �ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესის� დამტკი�ცების შესახებ� საქართველოს ენერგეტიკის მარე�გული�რებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 31 დეკემბერი � 15 დადგენილების (სსმ III, 31.12.2001 წ., �138, მუხლი 994), მე-2 მუხლით დამტკიცებული �სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდი�კის� მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი და ამ პუნქტით გათვალისწინებული დანართი �3 (�სს �ეი-ი-ეს თელასის� აბონენტების დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარი�შო საათების ცხრილი�) სს �თელასის� იმ საყოფაც�ხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებაში, რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ განხორციე�ლებულა ამ დადგენილების ამოქმედებამდე.

5. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა�კარგულად გამოცხადდეს �სს �ეი-ი-ეს თელასის� და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის �ელექ�ტრო�ენერგიის მიწოდების, მომსახურების და მოხმა�რების პირობების� დამტკიცებისა და ქ. თბილისის უწყვე�ტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ� საქართველოს ენერგეტიკის მარე��გუ�ლირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2001 წლის 20 სექტემბრის �10 დადგენილება (სსმ III, 2002 წ, �102, მუხ. 743).

6. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში � წესები) არეგუ�ლირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტრო�ენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებუ�ლებების დაკისრება აკრძალულია.

3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონში.

4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარე�გულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში � კომისიის) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

5. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსე�ბულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებ�რივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამარ�თლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეო�ბით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდე�ბულებების შეუსრულებლობით.

��� მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბა�მისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბა�მისად.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გაუწიოს მომსახურება ყველა სახის მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგე�ნილი ნორმები და წესები;

გ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახუ�რება � მათ შორის მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატე�ლეფონო ცხელი ხაზით მომსახურება;

დ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;

ე) მოახდინოს საცალო მომხმარებელზე ელექტრო�ენერგიის რეალიზაცია (ამ წესებით დადგენილი პირო�ბების შესაბამისად);

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტრო�ენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექ�ტრულ ქსელამდე;

ზ) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირო�ბებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შეს�რულება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვ�ნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთე�ლობას ან მის ქონებას;

ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფ�რთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;

გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გაცემუ�ლია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარა�გების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, კანონ�მდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:

ა) მომხმარებელის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური;

ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;

გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგე�ნილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალის�წინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებ�ლობის შესაბამისად ითვალისწინებს ელექტრო�ენერგიით მომარაგების შეწყვეტას;

დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომ�ხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგაროშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

��� მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებუ�ლებას გადაიხადოს მიღებული ელექტრო�ენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებ�ლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზ�ღვრუ�ლი პირობები.

2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგუ�ლირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავ�რის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4. განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსა�ხურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერი�ლობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).

5. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამე�ბოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით გან�საზღვრულ მოთხოვნებს.

6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრუ�ლება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

7. განაწილების ლიცენზიატმა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა მომხმარებლის განცხადებას, და�საბუ�თებული და არგუმენტირებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.

8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუ�შაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).

9. ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი � ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი � საყო�ფაც�ხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

��� მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენ�ტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგებისას, სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

2. ელექტროენერგიის მომხმარებელი ვალდებულია ელექტროენერგია გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

3. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენ�ტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალის�წინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენ�ზიატთან.

5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებ��ლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთ�რის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწი�ლე�ბის ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარე�გისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწი�ლების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესე���ბით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიც�ხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოითხოვოს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგის�ტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენ�ზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

6. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესა�ხებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მოქმედი კანონ�მდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირო�ბებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლი�ცენ�ზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგის�ტრა�ციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდე�ბულებას განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარა�გებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალის�წინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწი�ლების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბო�ნენტს) უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართალებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგის�ტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს, ელექტრო�ენერგიით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციე�ლებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვა�ლისწინებული.

8. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახუ�რების გაწევა და ელექტროენერგიით მომარა�გება;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი (საყოფაც�ხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში:

ზ.ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ�ლების გაფორმება;

ზ.ბ)�� ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომა�რა�გების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე დასწრება;

თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა. ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებ�ლობაში ფლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განა�წილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგის�ტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ელექტროენერგიით მომარაგება ამ წესებით განსაზ�ღვრული პირობების დაცვით.

11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორ�ციე�ლებისთანავე, აბონენტის ელექტროენერგიით მომა�რა�გების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც, განაცხადში ასახული მონაცემების გარდა, უნდა აღინიშნოს ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებ�ლთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში). განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს ხელ�შეკ�რუ�ლების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ �ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების� (იხ. დანართი �1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმა�რებელს უფლება აქვს მოითხოვოს �ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების� სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

13. აბონენტად რეგისტრაციის, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების (მომხმარებ�ლის სურვილის შემთხვევაში) და ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმა�რებ�ლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ელექტროენერგიის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალის�წინებული.

��� მუხლი 5. მომსახურების გაწევა

1. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნების�მიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარები და მათი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

3. განაწილების ლიცენზიატი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმე�ბის თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალ�დებუ�ლია, დაუშვას განაწილების ლიცენზიატის წარმომად�გენელი მის მფლობელობაში არსებულ ელექტრო�დანადგარებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი �დო�კუ�მენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.

4. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარა�გების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, ელექტროენერგიის მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

5. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭი�როებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწი�ლების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო კვებით უზრუნველ��ყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორ�მებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტო�ფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშ�ნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტრო�ენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებ�ლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნ�და განხორ�ციელდეს განცალკევებულად).

6. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყო�ფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსა�ხორ�ცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწი�ლების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნ�ქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:

ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინ�ტე�რესებული პირის მიერ განაწილების ლიცენ�ზიატთან წინასწარ შეთანხმებით;

ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივი�დუალური აღრიცხვის გარეშე ელექტროდანადგარის (დენმიმღების) ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარე�ბული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროდანადგარის (ელექტროდანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორ�ციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრის, მისი გამოყენების საანგარიშო 0.5 კოეფიციენტის და დღის განმავლობაში 8-საათიანი გამოყენების ნამრავლის საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ ელექტროდანადგარების (დენმიმღებების) გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიით მომარა�გების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

��� მუხლი 6. აღრიცხვის კვანძის მოწყობა

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმა�რებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება აღრიცხოს ინდივიდუალურად, ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკე�თოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიც�ხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტრო�დანადგა�რები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენ�ზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალი�სწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიც�ხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიც�ხველი). ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყო�ბილობები, მათ შორის ელექტროდანადგარები.

3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწ�ყობზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელექტრო�დანადგარები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეც�ვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართვე�ლოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარ�ტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.

6. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟ�დეს (შესაბამისად აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტო�რიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწი�ლების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთან�ხმებით სხვა პირობა არ არის გათვალის�წინებული.

8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტრო�ენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმა�რებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიც�ხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტრო�ენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნი�კურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგე�ნაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენ�ზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტრო�დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწი�ლების ლიცენზიატი თავისი ხარჯით;

ბ) საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამო�სილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საცხოვ�რებელი ბინის სადარბაზოში მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიატის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადი�ნების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტრო�ენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტრო�ენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმარ�თულებით).

11. თუ მომხმარებელს განაწილების ლიცენზია�ტისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი ტრანსფორმატორის საშუა�ლებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონ�ტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.

��� მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

1. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის სიხშირე, ძაბვა და სხვა პარამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ ნორმებს და სახელ�მწიფო სტანდარტებს. ელექტროენერგიით მომარაგებისას განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგე�ბელია ელექტროენერგიის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ.

2. ამ წესების შესაბამისად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ელექტროენერგიის გამანაწი�ლებელ ქსელს და მის შემადგენელ ელექტრო�დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიც�ხველებს) და სხვა სახის ელექტრო�მოწყობი�ლობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმა�რებე�ლის ელექტრომომარაგება.

3. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსე�ლის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, ელექტროდანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტ�რო�ენერგიის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ელექტრო�ენერგიის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწი�ლებელი ქსელის გაფართოებისთვის � მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუ�ნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებ�ლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბა�მისად).

��� მუხლი 8. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულის��ხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ელექტროენერგიის მრიც�ხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება. მათ შორის, ელექტრო�ენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზ�ღვრული შემთხვევებისა).

2. ელ�ექტროენერგიის უკანონო მოხმარების გამოვ�ლე�ნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ელექ�ტროენერგიით მომარაგება შესაბამის მომხმა�რებელს. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარა�გების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინას�წარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).

3. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4. მომხმარებლის მიერ ელექტროქსელზე ელექტრო�ენერგიის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემ�თხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ელექტროენერგიის დატა�ცების, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარე�შე ელექტროენერგიის არასანქცირებული მოხმარე�ბის შემთხვევაში, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ელექტრო�ენერგიის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე�ნობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძ�ველზე შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარე�ბული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის დადგე�ნა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო�ენერგიის რაოდენობის ან ელექტროენერგიის მრიცხვე�ლის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღი�დან (მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა).

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტრო�ენერგიის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოით�ვლება, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენ���დარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმა�რე�ბაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსე�ლიდან მოხმარების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელთან არსებული ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, დარღვევის პერიოდის განმავ�ლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება ამ წესების �3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღებების საორიენ�ტაციო სიმძლავ�რისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათე�ბის ცხრილის მიხედვით (ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს).

დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტრო�ენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხ�მა�რებული ელექტროენერგიის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გაიანგარიშება, ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან მოხმარების სიმძლავრის გამრავლებით, კალენდარული დღის განმავლობაში 8-საათიან მოხმარებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქსელიდან მოხმა�რების სიმძლავრის გაზომვა ან გაზომილი სიმძლავრე მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ მომხმარებელ�თან არსებუ�ლი ელექტროდანადგარების დადგმულ სიმძლავრეზე, უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენო�ბის დადგენა ხდება ერთი თვის პერიოდში, ამ წესების �3 დანართში მოცემული, მომხმარებლის დენმიმღე�ბების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილის მიხედვით.

ე) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არასაპატიო (დაუსაბუთებელი) მიზეზით არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დადგმული სიმძლავრის დასადგენად და ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ ამ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლას, მაშინ განაწილების ლიცენზიატს, მომხმარებ�ლის წერილობითი გაფრთხილებიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ უფლება აქვს, დაარიცხოს შემყვანზე (სადენზე) დასაშვები მაქსიმალური დატვირთვისას ძაბვის, დენისა და სიმძლავრის კოეფიციენტთა ნამრავლის (ნომინა�ლური სიმძლავრის) 15-დღიანი გამოყენების დაანგა�რიშებით.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის �ე� ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდის გამოყენების შემდეგ მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერი�ლობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 3 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომად�გენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემ�თხვევაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენ�დარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ელექ�ტრო��დანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის �დ� ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ელექ�ტრო�დანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ელექტროდანადგარები, რომელიც მიერთე�ბულია ქსელზე ან მზად არის ქსელზე მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.

7. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებ�ლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება სასამართლოს მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ�ღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრა�ციული სახდელი.

8. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს ამ წესების შესაბამი�სად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირე�ბულება.

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწი�ლვადებაზე.

��� მუხლი 9. ელექტროენერგიის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტრო�ენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივი�დუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2. მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველ�თვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად).

3. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ელექ�ტრო�ენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კა�ლენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

4. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება, ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებე�ლია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა. ხოლო მეორე მხრიდან ქვითარზე მოცემული უნდა იყოს და�ნარ�თი �2-ში მოცემული ტექსტი (იხ. დანართი �2 �მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ�).

5. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი წყვეტს შესაბა�მისი მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებას. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ელექ�ტროენერგიის მომარაგების შეწყვეტისას გაითვა�ლის��წინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიო�დი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პრო�ცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად მოხდება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.

6. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმა�რებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალ�დებულებისაგან.

7. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

8. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებ�ლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინა დღეს.

9. მომხმარებელმა დარიცხული საფასური უნდა გადაიხადოს ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრში ან მისი დაფარვა უზრუნველ�ყოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

10. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.

11. მომხმარებელს უფლება აქვს განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშ�სწო�რებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზ�ღაურ�დეს განაწილების ლიცენზიატს.

12. დაუშვებელია განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

��� მუხლი 10. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

1. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმა�რებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნი�ლი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხუ�ლი დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ:

ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული ქონების მისამართზე;

ბ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადა�ცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში;

გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტრო�ენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის.

2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწი�ნებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენო�ბაზე მეტი. მომხმარებლისაგან, დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყო�ფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:

ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;

ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინ�დისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებუ�ლებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებ�ლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა);

4. თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებუ�ლია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოით�ვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტრო�ენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმა�რებლის ელექტრო�ენერგიის მრიცხველის რეალუ�რი ჩვენების შესაბამისად.

5. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე, თუ განაწილების ლიცენზიატმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგა�დაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდე�ლობას, ამასთან არ არსებობს ამ დავალიანების გადახ�დის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილ�დეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან.

��� მუხლი 11. ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა

1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის�თანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეად�გინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხვე�ლი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, განაწილების ლიცენ�ზიატი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარი�ში.

3. ელექტროენერგიის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატმა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღეში უნდა შეამოწმოს ელექტროენერგიის მრიცხვე�ლის ჩვენება და შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექ�ტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცი�ლებულია.

5. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება �გაზომვათა ერთიანობის უზრუნველ�ყოფის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტრო�ენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწ�მება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმი�ლი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგ�მურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტე�ბით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემ�თხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონ�მდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

8. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწ�მდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საქარ�თველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრე�დიტებულ ნებისმიერ ორგანოში. ასეთ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყო�ბის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიც�ხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის უკანონო მოხმარე�ბის შემთხვევებისა).

9. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნ�ველყოს ამ მომხმარებლის ან მისი წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლა�მენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ შესაბამის ორგანოში მრიცხველის შემოწმების ზუსტი დროს შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

10. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექ�ტრო�ენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებ�ლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდე�ბულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაას�წოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთ�ხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდო�მილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვი�ლისამებრ);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმა�რებლის სასარგებლოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხვე�ლის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედმეტად მიწოდებული ელექტრო�ენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარე�ბელს;

11. თუ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

12. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებ�ლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატე�ლეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენ�ზიატი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილო�ბით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვ�ნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტრო�ენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედე�ბები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებ�ლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძ�ლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

13. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეუ�ლი პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექ�ტრო�ენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექ�ტრო��ენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), მომხმა�რებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმა�რების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდ�ში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე�ნობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონუ�რობის გათვა�ლის�წინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

14. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალ�დებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხ�სნის��თანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი (მიუხე�დავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.

15. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემ�თხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტრო�ენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიც�ხველის საშუალე�ბით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტრო�ენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზო�ნურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომ�ხმარებ�ლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხვე�ლი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

16. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.

��� მუხლი 12. დავის განხილვა

1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ელექტროენერ�გიით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის შემთხვე�ვაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2. კომისიის ან სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე, მომხმარებლი�სათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმა�რებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

4. დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებ�ლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართვე�ლოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვე�ვისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქა�ლაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვე�ტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველ�ყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავა�ლიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამო�სილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმა�რებლისგან მოით�ხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინე�ბა � შეუწ�ყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.

5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავი�სუფლებს მომხმარებელს ელექტროენერგიის მოხმარე�ბისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

��� მუხლი 13. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აწარ�მოოს ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახუ�რების ერთიანი რეესტრი ამ წესებში მოცემული პირო�ბებისა და კომისიის მიერ მიღებული სათანადო ინ�სტრუქციების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურე�ბის ერთიანი რეესტრი ასახავს ამ წესებითა და შესაბა�მისი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებელთა ელექტროენერგიით მო�მარა�გების შესახებ წერილობით, ზეპირ და ტელე�ფონით განცხადებაზე რეაგირებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას.

3. ელექტროენერგიით მომარაგების ერთიან რეეს�ტრში ინფორმაცია შეიტანება განაწილების ლიცენ�ზიატის მიერ შესაბამის ჟურნალში სათანადო ჩანაწე�რების საფუძველზე. განაწილების ლიცენზია�ტისათვის სავალდებულოა ოპერატიული მართვის ცენტრებ�ში, მის კუთვნილ სადგურებსა და ქვესადგუ�რებში, ასევე მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ჟურნალების წარმოება. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ასევე აწარმოოს აღნიშნული ჟურნალები ელექტრონუ�ლი ფორმით (ამასთან, კომისიის მიერ დამტკიცებული ინ�სტრუქცია შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებუ�ლებას განაწილების ლიცენზიატის მიერ ამა თუ იმ სახის ჩანაწერის ან/და ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოების შესახებ).

4. ამ მუხლში მოცემული ჟურნალები (გარდა ელექტრონული ფორმით წარმოებული ჟურნალებისა) უნდა იყოს სათანადოდ აკინძული და დამოწმებული განაწილების ლიცენზიატის მიერ.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ჟურ�ნალ�ში ჩანაწერს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ჟურნალის და ამ ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა და მოვლენის იდენტიფიცირება.

6. ჟურნალში, სადაც აისახება მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის) ელექტროენერგიით მომარაგებასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემები, შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შესახებ (კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ან მონაკვეთის მითითებით);

ბ) ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალება�დობის) დაწყების თარიღი;

გ) ელექტროენერგიით ნორმალურად მომარაგების აღდგენის თარიღი (კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ან მონაკვეთის მითითებით);

დ) ელექტროენერგიის გაუფრთხილებელი (არაგეგ�მიური) და გეგმური შეწყვეტის შესახებ;

ე) ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრისას (ცვალებადობისას) ელექტროენერგიით მომარაგების ტექნიკური მონაცემების შესახებ, კერძოდ საკონტროლო კვანძებში ძაბვის მნიშვნელობების დადგენილი ინტერვა�ლების ცვალებადობის შესახებ;

ვ) ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის ან ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადო�ბის) გამომწვევი მიზეზის ან გარემოების შესახებ.

7. ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალება�დობის) შესახებ შესაბამის ჟურნალში ჩანაწერის საფუძ�ველია, როგორც შესაბამისი ავტომატური ხელსაწყოს მაჩვენებლები, ასევე ელექტროდანადგარების რეაგირება, ან/და ამა თუ იმ პირის მიერ ზეპირი შეტყობინება (მათ შორის სატელეფონო შეტყობინება).

8. ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალება�დობის) პერიოდის განსაზღვრისას, დროის ათვლა უნდა დაიწყოს შესაბამისი ავტომატური ელექტრო�დანადგარების მაჩვენებლების, ასევე ელექტრო�დანადგარების რეაგირების ან/და ამ ფაქტის შესახებ ზეპირი (მათ შორის სატელეფონო) შეტყობინებიდან.

9. შესაბამის ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის წერილო�ბითი, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. განაწი�ლების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის გან�ცხა�დებას მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა. განცხადების საიდენ�ტიფიკაციო ნომერი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, განცხადების მიღებისთანავე.

10. განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებელთა განცხა�დებები უნდა დაყოს კატეგორიებად, განცხადებაში მოცემული საკითხის მიხედვით.

11. ჟურნალში, სადაც რეგისტრირდება მომხმარებ�ლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) განცხადებები უნდა აღინიშნოს (შეიტანება) შემდეგ ინფორმაცია:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) განცხადების რეგისტრაციის ნომერი;

გ) განცხადების მოკლე შინაარსი (მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად);

დ) განცხადებაზე რეაგირების თარიღი;

ე) რეაგირების ფორმა;

ვ) თუ განცხადებაზე მოხდა წერილობითი რეაგირება, წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი;

ზ) შედეგი � მოხდა თუ არა განაცხადის (მოთხოვნის) დაკმაყოფილება.

12. აღნიშნულ ჟურნალებში დაფიქსირებული მონაცე��მები, ყოველი კალენდარული თვის დამთავრები�დან ორი კვირის განმავლობაში უნდა აისახოს ელექ�ტრო�ენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში, ისე რომ ჩანაწერის მიხედვით შესაძლებელი იყოს შესაბამისი ჟურნალისა და ამ ჩანაწერის რიგი�თობის განსაზღვრა.

13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, არანაკლებ სამი წლის განმავლობაში შეინახოს ყველა ის ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერის საფუძველზე ხდება ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში მონაცემების ასახვა.

14. ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახუ�რების ერთიან რეესტრში, დაფიქსირებული მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

��� მუხლი 14. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

1. თუ გეგმური სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას, მომხმარე�ბელს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 3 დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით) � მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.

2. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედი�ზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან, მას უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმა�რებელს ელექტროენერგიით მომარაგება. მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწი�ლე�ბის ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამ შემთხვევაში მომხმარე�ბელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშს�წორება (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ამ წესების 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე).

4. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომ�ხმა�რებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფა�სურის გადახდის ვალდებულებისაგან.

5. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავა�ლიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამარ�თზე (ამ განაწილების ლიცენზიატის არეალში მომხმა�რებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართე�ბაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალის�წინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარე�ბის შემთხვევაზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმა�რებული ელექტროენერგიის დარიცხვა არ უნდა განხორ�ციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინე�ბულია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში.

��� მუხლი 15. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება

1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენ�ზია�ტი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდე�ბულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებ�ლობა და გაატაროს ელექტროენერგია.

2. ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქარ�თველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლო�ბელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარა�გების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება.

4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს სხვი�სი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბ�ვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის.

5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ელექტროქსელიდან ელექტროენერგიის სხვა მომხმა�რებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივი�დუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივი�დუა�ლური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოე�ბამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.

6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებ�ლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლო�ბელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგის�ტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.

7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთ�რის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა მომხმა�რებ�ლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიც�ხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიც�ხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, განაწი�ლების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზ�ღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად გამოწეროს ქვითარი და საფასური ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად დაარიცხოს;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიც�ხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწ�ვეული სხვაობა, გადაანაწილოს მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორ�ციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავში�რებით დავის შემთხვევაში, შეისწავლოს საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგა�რიშ��სწორებო) და ინდივიდუალური მრიცხვე�ლების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებ�ლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტრო�ენერგიით მომარაგება განახორციელოს იმ მომხმარებ�ლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. განაწი�ლების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

��� მუხლი 16. ღია (საჯარო) ინფორმაცია

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახუ�რების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემ�თხვევაში);

ბ) განაწილების, გატარების და სამომხმარებლო ტარიფების და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;

გ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მოცემული აბონენტისთვის);

დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტი�ციო პროგრამის შესახებ;

ე) ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალება�დობის) და ამ წესებით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ჩანაწერები;

ვ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების შესახებ, მათ შორის, ელექტროენერგიის სავარაუდო ღირებუ�ლე�ბისა და საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ამ მიზ�ნით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.

2. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდე�ბულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადოს) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებ-გვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა) � ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომსახუ�რების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

��� მუხლი 17. აქტის შედგენის წესი

1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექ�ტრო��ენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედე�გად ელექ�ტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.

2. აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენი�ჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორ�ციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

3. აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;�

ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებ�ლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები;

გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმა�რებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;

დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;

ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრუ�ლებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებუ�ლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;

ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;

გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვე�ვაში);

დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);

ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწო�რება.

5. ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვან�ძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა;

ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა;

გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცე�მები;

დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა � ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო;

ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი;

ვ) სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემ�თხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.

6. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიც��ხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;

ბ) ბრჯენის ნომერი;

გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი;

დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).

7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმა�რებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიც�ხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო�ენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორა�ტორიაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, შედგე�ნილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

9. მიღებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ორი ან მეტი ელექტროენერგიის მრიცხველის საშუა�ლებით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.

10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელ�თაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმა�რებელს, მეორე � განაწილების ლიცენზიატს; ხოლო ელექტრო�ენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად � ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.

12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემ�თხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმარ�თაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).

��� მუხლი 18. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა

1. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტრო�ენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზია�ტისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ�ლია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნ�ველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტრო�ენერგიის მიწოდება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძ�ლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლე�ბელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახუ�რების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუ�თებული გარემოების გამო.

5. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესე�ბით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებ�ლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახუ�რების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახუ�რება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცე�დურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.

6. საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბა�მისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიც�ხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექ�ტრო�ენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმა�რებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლო�ბელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემ�თხვე�ვებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმ�ძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელ�შეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალის�წინებული.

7. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგები�სათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრუ�ლებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტი�რების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

8. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშ�ვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექ�ტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

9. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმა�რებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექ�ტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტი�სათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.

10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.

11. საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კა�ნონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზა�ციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.

��� მუხლი 19. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექ�ტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალის�წინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებისა და ყველა იმ მომსახურების (გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის და სხვა მომსახურების) ღირებუ�ლებას, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მუდმივი და სტაბილური მომარაგე�ბისთვის მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.

2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის სათანადო რაოდენობისა თუ სიმძლავ�რის მიწოდება, საცალო მომხმარებელის ელექტროენერგიით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ამასთან, საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მცირე სიმძლავრის ელექტრო�სად�გურის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

��� მუხლი 20. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცა�ლო მომხმარებელს შორის გაფორმებული ელექ��ტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესრუ�ლებისათვის საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზია�ტისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომ�ხმა�რებლისათვის ელექტროენერგიის გატა�რება, ფაქტობრივი მოხმარების შევსება ან/და სიმ�ძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფა.

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ელექტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საცალო მომხმარებლის დასახელება და მისამარ�თი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარა�გება;

ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი სიმძლავრე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვე�ვაში, შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ელექტრო�ენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;

გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურეობის შესახებ ხელშეკრულებები;

ე) საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფის პირობები.

3. განაწილების ლიცენზიატი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ვალდე�ბულია, ელექტროენერგიის ნასყიდობის კონკრე�ტუ�ლი ხელშეკრულების შესაბამისად ელექტრო�ენერგიის გატარებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;

ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის პირობები;

გ) არ არის განსაზღვრული მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურის მიერ ელექტროენერგიის მიწოდე�ბის თარიღი და სავარაუდო სიმძლავრეები;

დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ არ არის რეგისტრირებული შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემის მომსახურების შესახებ.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექ�ტრო�სადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმა�რებ�ლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 40 კალენ�დარულ დღეს (თუ მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორ�მებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ�რუ�ლების ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწი�ლების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.

5. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ელექტრო�ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი უნდა იყოს კალენდარული თვის დაწყების თარიღი.

6. თუ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს და მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.

7. თუ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მი�ერ საცალო მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდება ისე, რომ არ ხდება ან ტექნიკურად შეუძ�ლებე�ლია ამ საცალო მომხმარებლის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატების მეშვეობით ელექტრო�ენერგიით მომარაგება, მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექ�ტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შესრუ�ლებისათვის არ საჭიროებს განაწილების ლიცენ�ზიატისათვის მიწოდებასა და განაწილების ლიცენზია�ტის მეშვეობით სიმძლავრის სასისტემო რეზერვით უზრუნველყოფას. განაწილების ლიცენზიატს არ შეიძ�ლება დაეკისროს რაიმე სახის ვალდებულება ამ პუნ�ქტით განსაზღვრული საცალო მოხმარებლის ელექ�ტროენერგიით მომარაგებიდან გამომდინარე.

��� მუხლი 21. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოხმარების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი არეზერვებს (ქმნის) სიმძლავრის სასისტემო რეზერვს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლის სიმძლავრის სასისტემო რეზერვის უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება.

2. განაწილების ლიცენზიატი (მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრუ�ლება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მცირე სიმძლავრის ელექტროსად�გურისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებ�ლის მიხედვით. მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგური და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრუ�ლებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3. იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა ქვითარში მითითებულ ვადაში არ გადაიხადა შესყიდუ�ლი ელექტროენერგიის ან/და მომსახურების ღირებუ�ლება, განაწილების ლიცენზიატი ამ საცალო მომხმა�რებლის მიმართებაში ვალდებულია იმოქმედოს ელექ�ტრო�ენერგიის განაწილებისას ანალოგიურ შემთხვევებზე ამ წესებით გათვალისწინებული პირობე�ბის შესაბამისად (მათ შორის, უზრუნველყოს ამ მომ�ხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა), ამასთან, საცალო მომხმარებლის მიერ ქვი�თარ�ში მითითებული ვადის გადაცილებიდან 10 დღის განმავლობაში თანხის კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში, ატყობინებს მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურს და განუსაზღვრავს მისი დავალია�ნების გადახდის გონივრულ ვადას, განსაზ�ღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს ასევე მოსთხო�ვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგიის ან/და გატარების მომსა�ხურების ღირებულების დაფარვის უზრუნველ�საყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სიმძლავრის ელექ�ტროსადგური არ გადაიხდის გატარებული ელექტრო�ენერგიის საფასურს ან/და შესაბამისი საცალო მომხმა�რებლის დავალიანებას ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მხარეთა შეტყობინების შემდეგ, არ დაუშვას გამანაწილებელ ქსელში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აღნიშ�ნული პირობების დაკმაყოფილებამდე. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმ�ძლავ�რის ელექტროსადგურის შესაბამის მომხმარებელს გაუწიოს განაწილების მომსახურება ამ წესებით დად�გენილი პირობების შესაბამისად.

��� მუხლი 22. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან საცალო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

2. გატარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა განაწილების ლიცენზიატს უნდა მიმართოს შესაბამისი განაცხადით.

3. ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის (მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურის) რეკვიზიტებს;

ბ) ელექტროენერგიის გატარების საფასურის გადახ�დაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივი�დუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვი�ზიტებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად, ელექტროენერგიის გატარებისა და საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნ�ველ�ყოფის მომსახურებიდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარჯების გადახდაზე მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურის თანხმობას.

დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ელექტროენერგიის მიწოდების პუნქტების ადგილმდე�ბარეობასა და დასახელებას;

ე) მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის საპროგ�ნოზო მიწოდების წლიური, თვიური, დღიური გრაფი�კები, ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობების, წყაროებისა და შესაბამისი სიმძლავრეების მითითებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის �ე� ქვეპუნქტში მოცემუ�ლი მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმა�რებ�ლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყი�დობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადში ან გატარების ხელშეკრულებაში ცვლი�ლებას.

5. განაწილების ლიცენზიატი ელექტროენერგიის გატარების შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა ვალდებულია გააფორმოს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურთან ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების თაობაზე.

6. განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის შესაბა�მისად შევსებული განაცხადის წარდგენის შემ�დეგ განაცხადით მოთხოვნილი პირობები აისახება ელექ�ტრო�ენერგიის გატარების ხელშეკრულებაში.

7. ელექტროენერგიის გატარების შესახებ ინდივი�დუა�ლურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ განაცხადში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ელექტროენერგიის გატარება და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და საცალო მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით.

8. ელექტროენერგიის გატარების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიწოდებისა და მოხმარების დაბალანსების პირობები, მათ შორის, მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურის მიერ ელექტროენერგიის შესაბამისი სიმძ�ლავ��რის მიუწოდებლობითა და სხვა უარყოფითი გარე�მოებებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილების პირობები, ასევე, იმ გარემოებებში მოქმედე�ბის პირობები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექ�ტროენერგიის გამანაწილებელ სისტემაში მომხმა�რებელთა იძულებითი შეზღუდვა.

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარე��ბაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით.

10. განაწილების ლიცენზიატს ელექტროენერგიის გატარების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელო�ბაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბა�მისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

��� მუხლი 23. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებუ�ლია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიუწოდებ�ლობის შემთხვევაში მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგური ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზ�ღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგე�ბისათვის გაწეული ხარჯები ამ წესებისა და ხელშეკ�რულების შესაბამისად.

3. თუ ელექტროენერგიის გატარების შესახებ ხელ�შეკ�რულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშ�სწორება მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურსა და განაწილების ლიცენზიატს შორის მოხდება შემდეგი წესით:

ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ�ნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის მოხმარებას, განაწი�ლების ლიცენზიატს უფლება აქვს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან მოითხოვოს როგორც მიყენე�ბული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემ�თხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა�რებული მისი კუთვნილი ელექტროენერგიის სამომხმა�რებლო ტარიფით ანაზღაურება;

ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩ�ნდება, რომ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმა�რებული (მიღებული) ელექტროენერგია ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებული და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტროენერგიის ღირებულება, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკ�რულებით გათვალისწინებული, ელექტრო�ენერგიის მოხმარების ფასსა და გატარების მომსახურე�ბის ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული ფასით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარე�ბის ტარიფში გათვალისწინებული არ არის ელექტრო�ენერგიის ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორ�მატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწი�ლების ლიცენზიატის მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გატარების ტარიფი ითვალის�წინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელ�ში გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი.

��� მუხლი 24. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილ სალტეზე ელექტროენერგიის შესყიდვა

1. საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სალტეზე ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, ამ წესებით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის გატარებისა და ელექტროენერგიით მომარაგებისას აღნიშნულ საცალო მომხმარებელზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები და ვალდებულებები, რაც გათვალისწი�ნებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიმართ საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შემთხვევაში.

2. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სალტეზე ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელი ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს ელექტროენერგიით მომარაგებისათვის კანონმდებ�ლობით გათვალისწინებული შეთანხმებისა თუ ხელ�შეკრულებების გაფორმება.

��� მუხლი 25. საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება

1. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია მის მფლობელობაში არსებული მცირე სიმძლავრის ელექ�ტროსადგური (რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 100 კვტ-ს) უფასოდ მიუერთოს განაწი�ლების ლიცენზიატის ქსელს და განახორციელოს მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ხელი შეუწ�ყოს ამა თუ იმ ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოე�ბელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესე�ბით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. საცალო მომხმარებელი, რომელიც ფლობს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 100 კვტ-ს, უფლება აქვს მოითხოვოს მის მიერ წარმოებული და განაწილების ლიცენზიატის ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების გაქვითვა (განაწი�ლების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე თანხის შესაბამისი წესით დარიცხვის შემდეგ), მის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული (მოხმარე�ბული) ელექტროენერგიის ღირებულებიდან, ან/და თანხის უკან დაბრუნება განაწილების ლიცენზიატთან შემდგომი ანგარიშსწორებისას.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას გაითვალისწინოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ წარმოებული და განაწი�ლების ლიცენზიატის ქსელში მიწოდებული ელექ�ტროენერგიის რაოდენობა; ანგარიშსწორების ქვითარში, საცალო მომხმარებლის მიერ შესაბამის ანგარიშსწორების პერიოდში მოხმარებული ელექტრო�ენერგიის ღირებულებასთან ერთად, აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია ვალდებულების შესრულების შესახებ.

4. საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამანაწილებელ ქსელში მიწოდების შემთხვევაში ურთიერთობა წარმოებს ამ წესებისა და განაწილების ლიცენზიატისა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5. თუ განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომ�ხ�მა�რებელს შორის სხვა პირობა არ არის შეთან�ხმებული, ანგარიშსწორებისას ვალდებულებები უნდა შესრულდეს შემდეგი წესით:

საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულე�ბის გაქვითვა მოხდება მის მიერ განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან მიღებული (მოხმარებული) ელექტროენერგიის ღირებულებიდან, სადაც საცალო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდე�ბუ�ლი ელექტროენერგიის ფასი ტოლი იქნება მის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული (მოხმა�რებული) ელექტროენერგიის ტარიფსა და ელექტრო�ენერგიის განაწილების ტარიფებს შორის სხვაობისა.

6. განაწილების ლიცენზიატს არ მოეთხოვება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა, ამ მიერთები�სათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების შეძენა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება (მათ შორის რევერსული მრიცხველის შეძენა-დამონტა�ჟება). ამასთან, იგი ვალდებულია მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში შეიმუშაოს და უფასოდ გასცეს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის განაწილების ლიცენ�ზია�ტის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, რომ�ლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 100 კვტ-ს. აღნიშნული ტექნიკური პირობის შემუშავებისას განაწი�ლების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ისე, რომ მცირე სიმძლავრის ელექტრო�სადგურისთვის მისი შესრულება დაკავშირებუ�ლი იყოს შესაძლოდ მცირე ხარჯებთან (ფაქტობრივი გარემოე�ბების გათვალისწინებით).

��� მუხლი 26. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთება საჭიროებს ამ წესებითა და მის შესაბამისად გამო�ცემული სამართლებრივი აქტებით გათვალის�წინებულ შემთხვევებში, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდას. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.

2. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთე�ბის შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხა�დებელი) ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერ�თების მოთხოვნით და ამ წესების მე-4 მუხლით გათვა�ლის�წინებული განაცხადით მიმართოს შესაბამის განა�წი��ლების ლიცენზიატს. ამასთან, განაწილების ლიცენ�ზიატი ვალდებულია მიუთითოს განმცხადებელს განაც�ხადში ამ წესებთან შეუსაბამო მოთხოვნებისა და სამარ�თლებრივი უზუსტობების შესახებ.

3. ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ელექ�ტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთე�ბისათვის საჭირო პროცედურების განხორციე�ლების აუცილებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენ�ზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების მე-4 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, თუ ეს მუხლი სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

4. განაწილების ლიცენზიატი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ელექ�ტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში კისრულობს ვალდებულებას გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) უზრუნველყოს ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებ�ლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხა�დოს ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზ�ღვრული პირობები.

5. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომ�ხმა�რებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონის�ძიებების განმეორებით განხორციელება.

6. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება.

7. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებუ�ლი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით საჭი�როა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებ�ლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსე�ლის) მიერთება, პირს (ან პირთა ჯგუფს), რომელსაც სურს მიუერთდეს გამანაწილებელ ქსელს, სათანადო განაც�ხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) კანონიერად ელექტროენერგიით მომარაგება.

9. მომხმარებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის ან მესაკუთრის შეცვლა მომხმა�რებლისათვის (ან ახალი მომხარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომ�ხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტრო�დანადგარებისა თუ ობიექტების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება.

10. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერ�თების საფასური 380/220 ვ. ძაბვის საფეხურზე დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის ერთ ერთეულზე (1 კვტ.).

11. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ელექტრუ�ლი ქსელის) მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.

12. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელი ქსელის 10(6) კვ. ძაბვაზე და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გამანაწილებელ ქსელზე მიერ�თების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიერთების წერტილს;

ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;

გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბა�მისად).

13. გამანაწილებელი ქსელის 10(6) კვ. ძაბვაზე და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთ�ხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონი�ლობიდან გამომდინარე ისე, რომ განმცხადებლისთვის მისი შესრუ�ლება დაკავშირებული იყოს შესაძლოდ მცირე ხარჯებთან.

14. გამანაწილებელი ქსელის 10(6) კვ. ძაბვაზე და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გამანაწილებელ ქსელ��ზე მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეესა�ბამებოდეს განაცხადით წარდგენილ სამშენებლო საპ�როექტო დოკუმენტაციას. სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციაში მიერთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სათანადო შესწორებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებელსა და განაწი�ლების ლიცენზიატს შორის ურთიერთ�შეთანხმებით.

15. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთე�ბის განაცხადის განხილვისას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი, მოთხოვნილი მისაერთებელი სიმძლავრის გათვალის�წინებით, განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე.

16. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე, სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებას, განაწილების ლიცენზიატისთვის მიერთების საფასური გადახდილ უნდა იქნეს არსებულ გამანაწილებელ ქსელზე სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილი (განსაზღვრული) მისაერ�თებელი სიმძლავრისა და ამ წესებით განსაზ�ღვრული პირობების შესაბამისად.

17. ამ წესების პირობების გათვალისწინებით, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთე�ბის საფასური არ გადაიხდება, თუ განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება და ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება არ საჭიროებს განაწი�ლების ლიცენზიატის მიერ ელექტრული ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას, დამონტაჟებას.

18. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, ამ ახლად აშენე�ბუ�ლი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მომხმა�რებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიც�ხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალური მრიცხველის მეშვეობით.

19. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანა�წი�ლებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი გამოიყენოს მიზნობ�რივად, ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოს და მომსახურების, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქონების შეძენის დაფინანსების მიზნით.

20. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექ�ტრული ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებუ�ლება, ასევე ამ ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას განაწი�ლების და გატარების ტარიფის გაანგარიშებისას.

��� მუხლი 27. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა

1. მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლი�ცენ��ზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწი�ლებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ.

2. თუ 380/220 ვ. ძაბვის გამანაწილებელ ქსელზე მიერ��თებული მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზ�რდილი სიმძლავრე აღემატება12 კვტ-ს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური (კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი მისაერთებელი სიმძლავრის საფასურით).

3. თუ 380/220 ვ. ძაბვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებელი, რომლის მისაერთებელი სიმ�ძლავრე (პროექტის შესაბამისად) აღემატება 12 კვტ-ს და ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის წინასწარ განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის 30%-ზე მეტით, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მის მიერ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმ�ძლავრის მიხედვით გადაიხადოს საფასური, რომე�ლიც გამოითვლება შემდეგი წესით:

ა) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმ�ძლავრის მისაწოდებლად ელექტროენერგიით მომარა�გების მიზნით საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონ�ტაჟება, მომხმარებლის მიერ გადახდილ უნდა იქნეს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთე�ბის საფასური, რომელიც დადგენილია შესაბამის მისაერთებელ სიმძლავრეზე;

ბ) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავ�რის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას, მომხმარებ�ლის მიერ გადახდილ უნდა იქნეს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური მის მიერ გაზრდილ (მოთხოვნილ) ყოველ კვტ. სიმ�ძლავრეზე (შესაბამისი მისაერთებელი სიმძლავრის საფასურით).

4. თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმა�რებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწო�დებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექ�ტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონ�ტაჟება (მიუხედავად იმისა, გაზარდა თუ არა ამ მომხმა�რებელმა გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმ�ძლავრე 30%-ზე მეტით), მომხმარებლის მიერ გადახ�დილ უნდა იქნეს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომ�ხმა�რებლის მიერთების საფასური, რომელიც კომისიის მიერ დადგენილია შესაბამის მისაერთებელ სიმ�ძლავრეზე.

5. თუ 6-10კვ. ძაბვის გამანაწილებელ ქსელზე მიერ�თებული მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობ�რივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკუ�რი პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმ�ძლავ���რეზე მეტით ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმა�რებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონ�ტაჟება, ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ელექტრო�მომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა და ამ მომხმა�რებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმა�ყოფილება.

6. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.

��� მუხლი 28. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები (განაწილების ლიცენზიატის გარდა) უფლე�ბამოსილნი არიან შეწყვიტონ ელექტროენერგიის ნასყი�დობის ხელშეკრულება ელექტროენერგიის სხვა პირი�სგან შესყიდვის მიზნით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ელექტრო�ენერგიის მყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექ�ტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება შესა�ბამისი მხარის (მხარეების) ერთი თვით ადრე მაინც გაფრთხი�ლების შემდეგ.

2. ელექტროენერგიის გამყიდველი ელექტროენერ�გიის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებისთანავე ვალდე�ბულია განსაზღვროს მისი მომსახურების შეწყვე�ტის თარიღი (განაწილების ლიცენზიატთან შეთანხმე�ბით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენ�დარულ თვეს და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ხელ�შეკრულების დანარჩენ მხარეებს, ასევე ელექტრო�ენერგიის განაწილების ლიცენზიატს.

3. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ან/და მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფ�ლებს მხარეებს გაწეული მომსახურების ან/და მოხმარე�ბული ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან.

��� მუხლი 29. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოხმა�რებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხ�დელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს, ელექტრო�ენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტრო�ენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.

2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექ�ტრო�ენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება განაწილების ლიცენზიატის მიერ პირო�ბითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებ�ლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღ�დგენის საფასური წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას.

3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს 50 თეთრის ოდენობით.

4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფა�სურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომა�რა�გების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტრო�ენერგიით მომარაგება.

��� მუხლი 30. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაც�ხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარ�დგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის მოთხოვნილი სიმძლავრე და საპროგნოზო რაოდენობები.

3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრა�ვი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ელექტროენერგიით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილო�ბითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება, საკონ�ტრო�ლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

4. განაწილების ლიცენზიატისთვის ელექტროენერ�გიის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყო�ფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში � ნებისმიერ დროს.

5. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეუ�ლი პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლე�ბელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდ�ზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალის�წინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:

ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდე�ნობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებ�ლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლი�ლებების გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ელექტრო�ენერგიის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხ�მა�რებული ელექტროენერგიის რაოდენობის დად�გენა, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოით�ვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმა�ლური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმა�რებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზო�ნურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომა�რეობაში მყოფი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

7. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა შეუძ�ლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლება�მოსილ წარმომადგენელს.

��� მუხლი 31. ანგარიშგება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალ�კავებულად აღრიცხოს:

ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი;

ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით), ცალ-ცალკე ახალი მომხმა�რებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად;

გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებუ�ლი ელექტროენერგიის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე ყოველკვარტალურად კომისიას მიაწო�დოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსე�ლებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას��� ელექტროენერგიით მომარაგე�ბისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიო�დის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშა�ვებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ელექტროენერგიით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწო�დოს ყოველი კალენდარული თვის დამთავრებამდე (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიატის მიერ და მისი ელექტრონული ვერსია).

��� მუხლი 32. გარდამავალი დებულებები

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანონ ამ წესებთან.

2. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველების გეგმური შემოწმე�ბის პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ელექტრო�ენერგიის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით - ჩანაწერების მიხედვით.

3. თუ მომხმარებელი ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებ�ელია განხორციელდეს დაბალი ძაბვის მხარეს მოწყო�ბილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2009 წლის 1 იანვრამდე. ასეთ შემთხვევაში აღრიცხული ელექ�ტროენერგიის რაოდენობას უნდა დაემატოს მომხმარებ�ლის ტრანსფორმატორში და მის კუთვნილ ხაზებში დანაკარგები. ამასთან, განაწილების ლიცენ�ზიატები ვალდებულნი არიან 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნ�ველყონ აღრიცხვის კვანძის მაღალი ძაბვის მხარეს გადატანა ელექტრული ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმა�რებლის მფლობელობაში იმყოფება მაღალი ძაბვის ტრანსპორ�მატორი.

4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკ�რულება ახალ მომხმარებელსა და ელექტრო�ენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.

5. სს �ენერგო-პრო ჯორჯია� ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების (ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების) დამონტაჟება ამ წესებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად (აღნიშნული გეგმა წარმოადგენს საინვესტიციო პროგრამის ნაწილს). სს �ენერგო-პრო ჯორჯია� ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემების მოწყობის გეგმა ამ წესების ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში.

დანართი 1

ელექტროენერგიის ნასყიდობის

ხელშეკრულება N_ _ _

 

�ელექტროენერგიის გამყიდველის დასახელება _______________________

ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენელი __________________________ .

�(თანამდებობა, სახელი, გვარი)

ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებლი) _________________________________, (იურიდიული/ფიზიკური პირი)

მისამართი _________________________________________ ; ტელ: ______________ ;

საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________

(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);

მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საფასური __ _კვტ.სთ.

(მხოლოდ მყიდველის (მომხმარებელის) მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში)

ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების თარიღი ______________________ ;

მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგება _______________________ ;

 

გამანაწილებელი ქსელის მფლობელი

განაწილების ლიცენზიატის დასახელება _____________; მოთხოვნილი სიმძლავრე _____ ;

 

ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და �ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით� განსაზღვრული პირობებით.

ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს:

მცირე სიმძლარის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურით.

განაწილების ლიცენზიატისგან ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში _ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.

ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ელექტროენერგია მხოლოდ _________________ (საყოფაცხოვრებო ან არა საყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.

გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

ელექტროენერგიის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

გამყიდველი ვალდებულია, ელექტროენერგიის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

ელექტროენერგიის მყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა: _____________

ელექტროენერგიის გამყიდველის წარმომადგენლის ხელმოწერა: ______________

��__________________ �200__ წ.

 

შენიშვნა:��� არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით, შეიძლება დაერთოს ელექტროენერგიის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა- გრაფიკი.

 

დანართი 2

 

 

�მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ�

ინფორმაცია

 

ელექტროენერგიის მომხმარებელთ საყურადღებოდ!

 

მომსახურე კომპანიის ან მისი თანამშრომლის მიერ მომხმარებლისთვის

რაიმე სახის მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის, მუხლის ან/და პუნქტის მითითება). მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ელ.მომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებით, განუმარტონ მომხმარებლისა და საკუთარი უფლება-მოვალეობანი. თუ კომპანიის თანამშრომლები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ რეაგირებენ თქვენს საჩივარზე, შეგიძლიათ

მიმართოთ თქვენი კომპანიის საჩივრებზე რეაგირების სამსახურს ან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ

ეროვნულ კომისიასთან არსებულ

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს

 

მისამართი: ქ. ქუთაისი, ო. ჩეჩელაშვილის ქუჩა N26

ტელ: (8 22) 42 01 90; (8 231) 5 30 94.

ვებგვერდი: HTTP://www.pdci.ge������ ელ.ფოსტა: mail@pdci.ge

 

 

დანართი 3

 

მომხმარებლის დენმიმღებების საორიენტაციო სიმძლავრისა და ამ სიმძლავრის გამოყენების საანგარიშო საათების ცხრილი

 

N

დენმიმღები

მუშა საათების რაოდენობა დღე-ღამეში, სთ

მუშა საათების რაოდე-ნობა თვეში,

�სთ

დადგმული სიმძლავრე, კვტ.

 

 

ზაფხულის პერიოდი

(აპრილი-ოქტომბერი)

ზამთრის პერიოდი

(ნოემბერი-მარტი)

ზაფხულის პერიოდი

(აპრილი-ოქტომბერი)

ზამთრის პერიოდი

(ნოემბერი-მარტი)

 

 

1.

ელექტროქურა:

- სტაციონალური

- გადასატანი

 

1

 

2

 

30

 

60

 

3,0

1,0

 

2.

ავზიანი წყალგამაცხელებელი

2

3

60

90

2,0

 

3.

გამდინარე წყალგამაცხელებელი

1

1

30

30

5,0

 

4.

კონდიციონერი �ზაფხული�

2

-

60

-

1,0

 

5.

კონდიციონერი �ზაფხული-ზამთარი�

2

2

60

60

1,5

 

6.

წყლის ტუმბო

-

-

20

20

0,5

 

7.

სარეცხი მანქანა

-

-

10

10

1,0

 

8.

კომპიუტერი

2

2

60

60

0,4

 

9.

გამათბობელი ელექტრორადიატორი

-

4

-

120

1,5

 

10.

ელექტრომადუღარა

0,1

0,1

3

3

1,0

 

11.

ელექტროუთო

0,1

0,1

3

3

1,0

 

12.

ელექტროგანათება

4

6

120

180

0,1

 

13.

ვენტილატორი

2,0

-

60

-

0,05

 

14.

მაცივარი

6

4

180

120

0,13

 

15.

ტელევიზორი

4

4

120

120

0,1

 

 

შენიშვნა: ცხრილის დადგმული სიმძლავრის სვეტში მოცემული სიმძლავრეების გამოყენება შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცნობია დენმიმღების საპასპორტო მონაცემი.

 

 

36. 19/11/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 25/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 13/08/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 47 - ვებგვერდი, 14/08/2020 34. 18/06/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 26/06/2020 33. 29/04/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 05/05/2020 32. 14/02/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 26/02/2020 31. 24/01/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 29/01/2020 30. 27/12/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 47 - ვებგვერდი, 30/12/2019 29. 25/10/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 31/10/2019 28. 08/08/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 12/08/2019 27. 27/06/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 28/06/2019 26. 31/05/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 05/06/2019 25. 14/03/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 18/03/2019 24. 18/12/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 24/12/2018 23. 23/08/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 30/08/2018 22. 22/06/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 28/06/2018 21. 21/07/2017 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 27/07/2017 20. 19/04/2017 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 20/04/2017 19. 26/08/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 30/08/2016 18. 03/05/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 10/05/2016 17. 17/03/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 21/03/2016 16. 24/12/2015 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 41 - ვებგვერდი, 30/12/2015 15. 25/09/2015 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 02/10/2015 14. 31/10/2014 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 06/11/2014 13. 26/09/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 28/09/2012 12. 23/08/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 27/08/2012 11. 02/08/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 03/08/2012 10. 19/07/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 26/07/2012 9. 05/07/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 11/07/2012 8. 28/12/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 30/12/2011 7. 08/12/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 111212027, 13/12/2011 6. 16/11/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 111117010, 21/11/2011 5. 28/07/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 110804009, 09/08/2011 4. 01/06/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 110606001, 07/06/2011 3. 01/10/2010 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 22 - სსმ, 126, 01/10/2010 2. 12/11/2009 - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 20 - სსმ, 141, 18/11/2009 1. 03/10/2008 - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 28 - სსმ, 147, 07/10/2008
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.