„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1-1/2935
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 177, 12/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.012.464
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/2935
08/12/2008
სსმ, 177, 12/12/2008
310.150.000.22.024.012.464
„ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/12/2008 - 13/02/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.22.024.012.464

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2935

2008 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ

საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე

დანართი

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესები (შემდგომში – წესები“) შემუშავებულია საქართველოს კანონის საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის №227 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომში – ტექზედამხედველობა) დებულების საფუძველზე.

2. წესები“ ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების ტერიტორიის, შენობების, ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ, აგრეთვე, ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის წესს.

3. წესებში“ მოცემული რეგულირება დაპროექტების ნორმებთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ ავტოგასამართ სადგურებსა და ავტოგასამართ კომპლექსებზე, რომლებიც აშენებულია ან ფუნქციონირებენ წესების“ მიღებამდე.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ავტოგასამართი კომპლექსი – ტექნოლოგიური სისტემის, შენობებისა და ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ორი ან სამი სახეობის საწვავის – ბენზინის, დიზელის საწვავის, ძრავის ზეთის (შემდგომ – ნავთობპროდუქტები), გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

2. ავტოგასამართი სადგური – ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

3. აირგასამართი სადგური – სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის ბალონების გამართვას გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით.

4. აირსავსები საკომპრესორო სადგური – სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი ბალონების გამართვას შეკუმშული ბუნებრივი აირით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ტერმინი განიმარტება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შენობა (ნაგებობა) – შენობა (ნაგებობა), რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის განკუთვნილი სამუშაოების შესასრულებლად.

7. მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობა (ნაგებობა) – შენობა (ნაგებობა), რომელიც განკუთვნილია მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებისთვის (სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების მაღაზია, კვების ობიექტი, სანკვანძი).

8. ტექნოლოგიური სისტემა – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ნავთობპროდუქტების, აგრეთვე, აირის მიღებას, შენახვას და გაცემას.

9. შევსების ხაზი – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტით, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით, აგრეთვე მილსადენიდან შეკუმშული ბუნებრივი აირით რეზერვუარის შევსებას.

10. გაცემის ხაზი – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის მიწოდებას რეზერვუარიდან სარიგებელ სვეტამდე.

11. რეცირკულაციის ხაზი – მოწყობილობა, რომელიც ჩასხმა- ჩამოსხმის ოპერაციების დროს უზრუნველყოფს საწვავის ორთქლის ცირკულაციას ჩაკეტილი კონტურით (ატმოსფეროში მოხვედრის გარეშე).

12. ავტოცისტერნა – ნავთობპროდუქტის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი, საწევარი ნახევარმისაბმელით, ავტომატარებელი.

13. რეზერვუარი – ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის შესანახად განკუთვნილი სტაციონარული ჭურჭელი.

14. მარიგებელი სვეტი – მომხმარებელზე ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის მოცემული დოზის გასაცემად განკუთვნილი მარიგებელი სვეტი.

15. მარიგებელი ნაკვეთური – ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია მარიგებელი სვეტის დასაყენებლად.

16. ავტოცისტერნის მოედანი – ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ჩამოსხმის ოპერაციების დროს ავტოცისტერნის დასაყენებლად.

17. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართი მოედანი – ტექნოლოგიური მოედანი, რომელიც განკუთვნილია გასამართი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაყენებლად.

18. მიწისქვეშა რეზერვუარი – რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე, 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს დაგეგმარებით ნიშნულზე.

19. მიწისზედა რეზერვუარი – რეზერვუარი, რომლის განთავსების პირობა არ აკმაყოფილებს მიწისქვეშა რეზერვუარისთვის მოთხოვნილ პირობებს.

20. ორკედლიანი რეზერვუარი – რეზერვუარი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ორკედლიან ჭურჭელს (ჭურჭელი ჭურჭელში).

21. აირმათანაბრებელი სისტემა – მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დეაერაციის საერთო სისტემით გაერთიანებულ რეზერვუარში (რეზერვუარების ჯგუფში) ნავთობპროდუქტის ორთქლიანი ფაზის წნევის გათანაბრებას.

22. დეაერაციის სისტემა – მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.

23. ჩამკეტი არმატურა – მოწყობილობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

24. მილტუჩა შეერთება – რეზერვუარის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია სამაგრი დეტალებით სამჭიდროებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული ბენზინზეთმედეგი შუასადებების შემჭიდროებით.

25. შტუცერი – რეზერვუართან მილსადენის, მილსადენის არმატურის, საზომ- საკონტროლო ხელსაწყოების მისაერთებლად განკუთვნილი ელემენტი.

26. სახშობი – შტუცერის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მის ჰერმეტულად ჩაკეტვას.

27. აირგამომყოფი – რეზერვუარში საწვავის ჩასხმისას, აგრეთვე, მარიგებელი სვეტის ტუმბოს მუშაობისას საწვავიდან ჰაერის გამომყოფი კონსტრუქცია.

28. ფლეგმატიზაციის სისტემა – ფეთქებად და ადვილაალებად ნივთიერებებში მინარევების შემყვანი სისტემა, რომელიც აქვეითებს მათ მგრძნობიარობას გარე ზემოქმედებისადმი ან ამცირებს მათი წვის სიჩქარეს და ზრდის ქიმიურ სტაბილურობას.

29. ორთოგონალური დაშორება – უმოკლესი მანძილი ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების შენობებსა და ნაგებობებს, აგრეთვე, სხვა ობიექტებს შორის.

    მუხლი 3. პასუხისმგებელი პირები

სადგურის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, წესების“ და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა;

ბ) ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე მომხდარი ავარიის და უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტექზედამხედველობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის დანაყოფს.

    მუხლი 4. ტექნოლოგიურ პროცესებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურე პერსონალი

1. სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალი უნდა გაეცნოს წესებს“ და საწარმოო ინსტრუქციას.

2. წინასაგან განსხვავებულ ახალ სამუშაოზე დაშვებამდე მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაში. ინსტრუქტაჟს ატარებს სადგურის ხელმძღვანელი ან მის მიერ ბრძანებით დანიშნული პირი და ამას აფიქსირებს სპეციალურ ბარათში ან ჟურნალში.

3. ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას, აგრეთვე მოთხოვნათა შეცვლის ან უსაფრთხოების ტექნიკის ახალი ინსტრუქციების შემოღებისას, მომსახურე პერსონალმა უნდა გაიაროს ინსტრუქტაჟი.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა

წესების“ დამრღვევი პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 6. დაპროექტება და მშენებლობა

1. ავტოგასამართი სადგურის დაპროექტების დროს მინიმალური მანძილები მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარების მქონე ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის მიიღება პირველი და მე-2 დანართების, ხოლო მინიმალური მანძილები ავტოგასამართი სადგურიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნება ავტოგასამართ სადგურს – მე-3 დანართის მიხედვით.

2. წესებში“ გამოყენებული მანძილები გამოითვლება ობიექტებს შორის ორთოგონალური დაშორებით.

3. ავტოგასამართი სადგურის განთავსებისას დანართებში აღნიშნული მინიმალური მანძილები საჭიროა განისაზღვროს:

ა) საწვავის შესანახი რეზერვუარის, მიწისზედა შენობების (ნაგებობების), მიწისზედა მოწყობილობის (რომელშიც ხდება საწვავის მიმოქცევა), მარიგებელი სვეტის კორპუსის კედლებიდან; ავტოცისტერნის მოედნის საზღვრებიდან; გასაწმენდი ნაგებობის კედლებიდან; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომი მოედნის საზღვრებიდან;

ბ) სკოლამდელი, სასწავლო, სამკურნალო დაწესებულების მიწის ნაკვეთის საზღვრებამდე; საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების საზოგადოებრივი შენობებისათვის – შენობის კედლამდე, ასევე ღიობიან კედლამდე, საწარმოო შენობებისათვის – შენობის კედლამდე ან/და გარეთ დამონტაჟებულ ტექნოლოგიურ დანადგარებამდე.

4. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის მშენებლობის და რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის ტექნოლოგიური ნაწილი შეთანხმებული უნდა იქნეს ტექზედამხედველობასთან ტექნიკური უსაფრთხოების პირობებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 7. ტერიტორია

1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შესასვლელთან დაყენებული უნდა იქნეს ტრანსპორტის მოძრაობის საგზაო ნიშანი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ 10 კმ/სთ-მდე.

2. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს აკრძალულ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლის ამკრძალავი და სხვა შესაბამისი ნიშნები ან ფიზიკურად შეიზღუდოს ასეთ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლა.

3. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა იყოს ცალმხრივი. ამასთან, მის ტერიტორიაზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს განცალკევებული შესასვლელი და გამოსასვლელი.

4. მარიგებელი სვეტების დასაყენებლად განკუთვნილი მარიგებელი ნაკვეთურები და რეზერვუარების ყელის გარშემო მოედნები ამაღლებულ უნდა იქნეს ავტომანქანების გასასვლელ მიმდებარე სავალ ნაწილთან შედარებით სულ მცირე 0,15 მ-ით.

    მუხლი 8. შენობები და ნაგებობები

1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე საქვაბის არსებობისას საწვავის შენახვა და მიწოდება უნდა აკმაყოფილებდეს წესებით“ გათვალისწინებული მიწისქვეშა რეზერვუარის ტექნოლოგიური სისტემისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

2. ავტოგასამართი სადგურის პერსონალისთვის განკუთვნილი სათავსები, საოპერატოროს ჩათვლით, დასაშვებია გათვალისწინებულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობებში. ამასთან, აღნიშნული სათავსები შესრულებული უნდა იყოს ძირითადი შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხის შესაბამისი კონსტრუქციებით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შენობებში სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ტექნიკური მომსახურების სათავსები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს არასაწვავი მასალისგან დამზადებული ტიხრებით.

4. დაუშვებელია ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის, აგრეთვე, თავისუფალი სივრცის მქონე სხვა მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობა.

    მუხლი 9. წყალმომარაგება, კანალიზაცია

1. ავტოგასამართი სადგური აღჭურვილი უნდა იყოს წყალმომარაგების სისტემით და სანიაღვრე კანალიზაციით.

2. კანალიზაციის ჭების სისუფთავეზე დაწესებულ უნდა იქნეს კონტროლი, რათა გამოირიცხოს მათი გასასვლელების დალამვა.

3. რეზერვუარების გაწმენდის დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები არ უნდა ხვდებოდეს კანალიზაციის ქსელში.

4. გამწმენდი ნაგებობების ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 10. გამოცდა და ექსპლუატაციაში მიღება

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობა და მილსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა იყოს გამოცდილი ავტოგასამართი სადგურის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შესაბამისი პერსონალის მიერ.

2. გამოცდა ითვალისწინებს მილსადენების შემოწმებას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის შემოწმებას უქმ სვლაზე და დატვირთვით დამამზადებელი ქარხნის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, რეზერვუარის ტექნიკურ შემოწმებას.

3. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე ტარდება მილსადენების საგულდაგულო გარე დათვალიერება მოწყობილობისა და არმატურის დაყენების სისწორის, ჩამკეტი არმატურის გაღების სიმდოვრის და დაკეტვისას ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით. გამოცდის დროს არმატურა მთლიანად უნდა იქნეს გაღებული, ჩობლები შემჭიდროებული, საზომ- საკონტროლო ხელსაწყოების ყველა შტუცერი – საიმედოდ დახშული.

4. გამოცდის შემდეგ სადგურის ექსპლუატაციაში მიღება წარმოებს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების შესაბამისად.

    მუხლი 11. ექსპლუატაცია

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა უნდა ხდებოდეს მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, წესების“ და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. დასაშვებია სადგურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული იმ საწარმოო-ტექნიკური ინსტრუქციებისა და მეთოდიკების შემუშავება და გამოყენება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესების“ და ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

3. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაცია დაუშვებელია ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესის დროს ნორმატიული და საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისას.

4. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია დანადგარების, მოწყობილობების, ხელსაწყოების გამოყენება გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს.

5. აირმათანაბრებელი სისტემის გამოყენების შემთხვევაში აირული შემოკვრა უნდა აერთიანებდეს ერთნაირი ფიზიკურ- ქიმიური თვისებების მქონე ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს.

    მუხლი 12. ელექტროდანადგარები

1. ავტოგასამართი სადგურის შენობებსა და სათავსებში გამოყენებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მათი დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის მოთხოვნებს. დაუშვებელია არასაქარხნო წესით დამზადებული ელექტროსახურებელი ხელსაწყოების გამოყენება.

2. ავტოგასამართი სადგურის პროექტში ელექტროსქემაზე მითითებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მომხმარებლები (ელექტროძრავები, სანათები, ელექტროხელსაწყოები და სხვ.), აპარატურა (ამამუშავებლები, ასამუშავებელი ღილაკები, ამომრთველები), ელექტროხაზები (კაბელები, სადენები), კაბელებისა და სადენების მარკა და კვეთის ფართობი, მათი გაყვანის მეთოდები.

3. განათების და ძალური წრედის გადამრთველებს, ავტომატურ ამომრთველებს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარწერები გამოსართველი აპარატის დასახელების მითითებით. ელექტროფარებში ღია ტიპის მაგნიტური ამამუშავებლები დახურული უნდა იყოს საიზოლაციო მასალის დამცავი ეკრანით.

4. ავტოგასამართი სადგურზე გამოყენებული დანადგარის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით სარემონტო ან ცალკეული ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების დროს დასაშვებია რეზინის ორმაგი იზოლაციით შესრულებული კაბელებისა და სადენების დროებითი გამოყენება მათი მექანიკური დაზიანების და იზოლაციაზე ნავთობპროდუქტის და მისი ორთქლის ზემოქმედების გამომრიცხავი სავალდებულო პირობების დაცვით.

5. კაბელის გაყვანა უნდა ხდებოდეს ნავთობპროდუქტსადენიდან სულ მცირე 1 მ მანძილზე.

6. ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის ადგილზე ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის მისაერთებლად აფეთქებახანძარსაფრთხიანი ზონის გარეთ დაყენებული უნდა იქნეს ჩამიწების კონტურთან ელექტროგამტარად შეერთებული როზეტი. აფეთქებასაფრთხიანი ზონის ფარგლებში დასაშვებია როზეტის დაყენება იმ პირობით, თუ როზეტი და ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის ჩანგალი აფეთქებაუსაფრთხო შესრულებისაა.

7. სადენის ლითონის გარსის, ჯავშნიანი ან ტყვიის გარსის მქონე კაბელების, საიზოლაციო მილაკების, ფოლადის მილების ზედაპირები შეღებილი ან დაფარული უნდა იქნეს ლაქით. მათი შეღებვის ფერი უნდა განსხვავდებოდეს შენობის შეღებვის ფერისაგან.

8. ავტოგასამართ სადგურზე ელექტრომოწყობილობის რემონტი და ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორების და ელექტროზეინკლების მიერ.

9. ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მოშლა, დაუყოვნებლივ უნდა აღმო ფხვრას.

10. ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები (დიელექტრიკული ხელთათმანები, ბოტები, ხალიჩები, საიზოლაციო ქვესადებები და სხვ.). გამოყენების წინ დამცავი საშუალებები გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს. დაბალი ტემპერატურის დროს გამოყენებული უნდა იქნეს დათბუნებული დიელექტრიკული ხელთათმანები.

    მუხლი 13. ჩამიწება

1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური სისტემა, შენობები და ნაგებობები დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი დარტყმისაგან, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური ინდუქციისაგან.

2. რეზერვუარის კედლებზე და მილსადენებში სტატიკური ელექტრომუხტების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი საიმედო ჩამიწება.

3. ელექტროდანადგარის და მოწყობილობის ლითონის ყველა ნაწილი, რომელიც დენგამტარი ნაწილების იზოლაციის დაზიანებისას შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, საიმედოდ უნდა იქნეს ჩანულებული (ყრუდ ჩამიწებული ნეიტრალის მქონე ქსელებისათვის) ან ჩამიწებული (იზოლირებული ნეიტრალის მქონე ქსელებისათვის).

4. ელექტრომოწყობილობისა და სტატიკური ელექტრობისაგან, აგრეთვე, მეხის პირდაპირი დარტყმის და მეორადი გამოვლენისაგან დასაცავად სადგურს უნდა ჰქონდეს ჩამიწების საერთო კონტური. ჩამამიწებელთა დენის განდინების წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ომს. დაუშვებელია ტექნოლოგიური და სხვა მილსადენების გამოყენება ჩამამიწებლების სახით.

5. მისაბმელიანი ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტების ჩამოსხმისას თითოეული ცისტერნა ჩამიწებული უნდა იყოს სრულ დაცლამდე.

6. ჩამამიწებელი მოწყობილობის დათვალიერება ტარდება ყოველ 6 თვეში, ხოლო ნესტიან შენობებში – 3 თვეში ერთხელ, ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობის ლაბორატორიული შემოწმება კი წელიწადში ერთხელ, აგრეთვე, ყოველი კაპიტალური რემონტის შემდეგ. გაზომვის შედეგები ფორმდება ოქმით.

7. ელექტრომოწყობილობის ყოველი რემონტის შემდეგ აუცილებელია შემოწმდეს მასთან ჩანულებისა და ჩამიწების გამტარების მიერთების საიმედოობა.

8. ჩამამიწებელ მოწყობილობაში დენსარინის ყველა შეერთება შედუღებით უნდა იქნეს შესრულებული.

    მუხლი 14. კონტეინერული სადგურის ექსპლუატაცია

1. კონტეინერული სადგურის ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს წესების“, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.

2. კონტეინერული სადგურის ტექნოლოგიური ნაკვეთური ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარისგან გამოყოფილი უნდა იქნეს ხანძარსაწინაღო ტიხრებით.

3. რეზერვუარის შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სადგურის ტექნოლოგიური სისტემის გადასატუმბი ტუმბოს მეშვეობით. შევსების ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს უკუსარქვლით, აგრეთვე ხაზის ზედა წერტილში (რეზერვუარის თავზე) დაყენებული ავარიული ჩამკეტი არმატურით.

4. ლითონის ყველა დენგაუმტარი ნაწილი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, უნდა იქნეს ჩამიწებული.

5. ნავთობპროდუქტების შესანახად გამოიყენება ორკედლიანი რეზერვუარები. დასაშვებია ერთკედლიანი რეზერვუარების გამოყენება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) რეზერვუარის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მ3-ს;

ბ) რეზერვუარებს უნდა ჰქონდეს ავარიულად დაღვრილი საწვავის შესაგროვებელი შესაბამისი მოცულობა.

6. შიგა რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იქნეს მემბრანებით ან სარქვლებით, რომელთა ამოქმედებისათვის საჭირო წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130 კპა-ს. საწვავის შესანახი კონტეინერის ტექნოლოგიური ნაკვეთური რეზერვუარისგან გამოყოფილ უნდა იქნეს ხანძარსაწინაღო ტიხრებით.

7. დასაშვებია რამდენიმე მარიგებელი სვეტისთვის გამოყენებულ იქნეს საწვავის შესანახი კონტეინერის მხოლოდ ერთი რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის მიწოდების საერთო მილსადენი, ყოველი მარიგებელი სვეტის წინ ჩამკეტი არმატურის დაყენების პირობის დაცვით.

    მუხლი 15. მოძრავი სადგურის ექსპლუატაცია

1. მოძრავი სადგურის ტექნოლოგიური სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს რეზერვუარების მიწისზედა განლაგების მქონე სადგურის ტექნოლოგიური სისტემისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთან:

ა) დაუშვებელია ერთკედლიანი რეზერვუარის და ერთკედლიანი გადახურვის მქონე ორკედლიანი რეზერვუარის გამოყენება;

ბ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს რეზერვუარის დამცავი მემბრანის გამართული ფუნქციონირება;

გ) მოძრავი სადგურის რეზერვუარის აღჭურვა დამცავი სარქვლებით, ნაცვლად მემბრანისა, დაუშვებელია;

დ) სასუნთქი სარქველი მოწყობილი უნდა იყოს რეზერვუარის თავზე და უზრუნველყოფილ იქნეს მისი გარემომცველი სივრცის განიავება.

2. სასუნთქი სარქვლის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს საწვავის დაღვრა სადგურის გადაბრუნების შემთხვევაში.

3. მოძრავი სადგურის ექსპლუატაცია შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე მისაბმელთან ერთად. სადგურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მისაბმელი.

4. მოძრავი სადგური უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ძრავის გამოსაბოლქვი მილი უნდა იქნეს გატანილი რადიატორის წინ მარჯვენა მხარეს და ნაპერწკალსაქრობით აღჭურვილი;

ბ) საწვავის ავზს წინა და უკანა მხრიდან უნდა ჰქონდეს ლითონის ფარები, ხოლო ქვედა მხრიდან – 10 x 10 მმ ზომის უჯრედებიანი ლითონის ბადე;

გ) ელექტრომოწყობილობის ნომინალური ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 24 ვ-ს;

დ) ელექტროგაყვანილობის სადენის კვეთი უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო დენგამტარობას და გამორიცხავდეს მის გადამეტხურებას;

ე) აპარატებთან, სანათ მოწყობილობასთან სადენების მიერთება უნდა ხდებოდეს მანაწილებელ კოლოფში. კოლოფში სადენების შემყვანები საიმედოდ უნდა იყოს შემჭიდროებული, გამოუყენებელი – დახშობილი;

ვ) ელექტროგაყვანილობას უნდა ჰქონდეს საიმედო იზოლაცია, შესრულებული უნდა იყოს ორსადენიანი სქემით და ჰქონდეს მექანიკური დაცვა. ელექტროგაყვანილობა ცისტერნის ზონის ფარგლებში მოთავსებულ უნდა იქნეს ლითონის მილებში. დაუშვებელია კაბელებისა და სადენების გამოყენება პოლიეთილენის იზოლაციით და კაბელების გამოყენება პოლიეთილენის გარსაცმში;

ზ) რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იქნეს სადგურის მოძრაობისას მასში ნავთობპროდუქტის ტალღების წარმოქმნის თავიდან ასაცილებელი მოწყობილობით.

5. მოძრავი სადგურის კონსტრუქცია რეზერვუარის შევსების დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოფდეს ნავთობპროდუქტით მისი შემვსები მილსადენის სრულ დაცლას. შემვსებ მილსადენზე (რეზერვუართან მისი შეერთების ადგილზე) დაყენებული უნდა იყოს ცეცხლგადამღობი. აღნიშნულ მილსადენს უნდა ჰქონდეს ჩამკეტი არმატურა.

6. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად მოძრავ სადგურს უნდა ჰქონდეს:

ა) ცისტერნის კორპუსთან ელექტროგამტარად შეერთებული როზეტი დამცავ გარსაცმში;

ბ) სულ ცოტა 2,5 მმ2 კვეთის და არანაკლებ 20 მ სიგრძის მოქნილი მრავალძარღვიანი სადენი;

გ) არანაპერწკალწარმომქმნელი მასალისგან დამზადებული ჩამამიწებელი ჯაჭვი ან ელექტროგამტარი რეზინის ლენტი, რომელიც უნდა ეხებოდეს ცისტერნის კორპუსსა და მიწას.

7. ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ომს.

8. მანძილი ტექნოლოგიური ნაკვეთურიდან და სასუნთქი სარქვლიდან ძრავის ნაკვეთურამდე, საბაზო ავტომანქანის ძრავის გამოსაბოლქვ მილამდე, ელექტროგენერატორამდე და აკუმულატორამდე უნდა იყოს, სულ მცირე, 3 მ მაინც.

9. დაუშვებელია მოძრავი სადგურის მიტოვება მუშა მდგომარეობაში მძღოლ-ოპერატორის მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე, მისი ექსპლუატაცია დაუყენებელი ჩამიწებით, ჩამამიწებელი ჯაჭვის გარეშე.

10. როგორც მოძრავი სადგურის რეზერვუარის, ასევე ავტოცისტერნის შიგა დათვალიერება დასაშვებია ჩატარდეს მხოლოდ მათი ნეიტრალიზაციის შემდეგ. მუშაობა დასაშვებია მხოლოდ სპეცტანსაცმლით და შლანგიანი ან მამხოლოებელი აირწინაღით. აირწინაღის შლანგი რეზერვუარიდან (ცისტერნიდან) გამოყვანილ უნდა იქნეს სუფთა ზონაში. ამასთან, ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობით. გასანათებლად გამოიყენება მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო სანათი.

11. დაუშვებელია მუშა ოპერაციების შესრულება იმ შემთხვევაში, თუ დაკეტილი ონკანის დროს რეზერვუარში წნევა 0,02 მეგპა-ზე, ან გაუხშოება 0,01 მეგპა-ზე მეტია, რაც მიუთითებს სასუნთქი სარქვლის უწესივრობაზე. დაუშვებელია აგრეთვე ისეთი იარაღების გამოყენება, რომლებმაც დარტყმისას შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა.

    მუხლი 16. მოთხოვნები ავტოგასამართი კომპლექსის განთავსების, ტერიტორიის, სათავსების და ტექნოლოგიური მოწყობილობის მიმართ

1. ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემა განკუთვნილია ორი ან სამი სახეობის საწვავით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასამართად, რომელთა შორის დასაშვებია ნავთობპროდუქტები, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი (გათხევადებული პროპანბუტანი) და შეკუმშული ბუნებრივი აირი.

2. შეკუმშული ბუნებრივი აირის მისაღები, მოსამზადებელი და შესანახი შენობა-ნაგებობების და დანადგარების მოედანს, აგრეთვე, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების მოედანს უნდა ჰქონდეს გარეშე პირთათვის დახურული, არასაწვავი მასალისგან დამზადებული და განიავებადი დამოუკიდებელი შემოღობვა.

3. მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის მიიღება მე-4 დანართის, ხოლო მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კომპლექსს – მე-5 დანართის მიხედვით. მინიმალური მანძილები საჭიროა განისაზღვროს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

4. დანადგარებთან, რომლებშიც ხდება შეკუმშული და გათხევადებული აირის და/ან მისი ორთქლის მიმოქცევა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათთან არანაკლებ 5 მ მანძილზე სახანძრო მანქანებისთვის განკუთვნილი მისასვლელებისა და სადგომების მოწყობა.

5. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ორთქლის საგდებ მილს უნდა ჰქონდეს ისეთი სიმაღლე, დიამეტრი, კონსტრუქცია და განთავსება, რომ ავტოგასამართ კომპლექსს არ- მიკუთვნებული ობიექტების განთავსების, აგრეთვე, კომპლექსის ტექნოლოგიური დანადგარების, შენობა-ნაგებობების ზონაში და მძღოლებისა და მგზავრების ყოფნის შესაძლო ადგილებში გამორიცხული იყოს აფეთქებასაფრთხიანი ნარევების წარმოქმნა.

6. შეკუმშული ბუნებრივი აირის საგდები მილი განთავსებული უნდა იყოს ვერტიკალურად ისე, რომ აირის გაშვება ხდებოდეს ზევით. საგდები მილის ზედა გადანაჭერი, აღნიშნული მილისგან 5 მ-ის რადიუსში განლაგებული შენობა-ნაგებობების სიმაღლეს უნდა აჭარბებდეს, სულ ცოტა, 1 მ-ით მაინც. ამასთან, საგდები მილსადენის სიმაღლე დაგეგმარებითი მოედნის დონიდან არ უნდა იყოს 3 მ-ზე ნაკლები.

7. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი რეზერვუარების თავზე, აგრეთვე ავტოცისტერნის გასამართად განკუთვნილი მოედნის თავზე ფარდულის მოწყობა დაუშვებელია. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი დანადგარების თავზე გაუნიავებელი მოცულობების (უბეების, ჯიბეების) მქონე ფარდულის მოწყობა, გასამართი მოედნის თავზე საერთო ფარდულის ჩათვლით, სადაც ნავთობპროდუქტებით ან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვის გარდა ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირით გამართვაც, დაუშვებელია.

8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ ერთ მოედანზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროული გამართვა. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით გასამართ მოედნებს შორის, აგრეთვე, მათსა და ნავთობპროდუქტებით გასამართ მოედნებს შორის საჭიროა გასამართი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმაღლეზე, სულ მცირე, 0,5 მ-ით მაღალი ბეტონის დამცავი ეკრანების მოწყობა.

9. ავტოგასამართი კომპლექსისათვის დაუშვებელია:

ა) ნავთობპროდუქტებისთვის და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირისთვის განკუთვნილი ავტო-ცისტერნების საერთო მოედნის მოწყობა;

ბ) ერთდროულად სადგურზე ორი და მეტი ავტოცისტერნის ყოფნა;

გ) ნავთობპროდუქტების და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის რეზერვუარების შევსება კომპლექსის მუშაობის გაჩერების გარეშე.

10. დაუშვებელია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოცისტერნის გამოყენება მისაბმელიან ცისტერნასთან ერთად.

11. ავტოგასამართ კომპლექსზე დასაშვებია სტაციონარული სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური სისტემის გამოყენება.

12. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში (სადაც ხდება შეკუმშული ბუნებრივი აირის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და მისი ორთქლის მიმოქცევა) გამოყენებული მილგაყვანილობის ჩამკეტ არმატურას უნდა ჰქონდეს ჰერმეტული საკეტები.

13. ტექნოლოგიური სისტემის კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს მოწყობილობის დემონტაჟის გარეშე როგორც მისი შიგა სივრცის (რომელშიც იმყოფება შეკუმშული ბუნებრივი აირი, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი და მისი ორთქლი), ასევე გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის მოწყობილობის კედელთშორისი სივრცის ხანძარაფეთქებაუსაფრთხო დაცლის ჩატარების და ინერტული აირით გაქრევის შესაძლებლობას.

    მუხლი 17. მოთხოვნები გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის მისაღებად, შესანახად და გასაცემად განკუთვნილი ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემის დამოუკიდებელი უბნის მიმართ

1. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის შესანახად განკუთვნილი რეზერვუარები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ.

2. შენადუღი შეერთებების მქონე რეზერვუარები და მათი აღჭურვილობა (მილყელები, შტუცერები, მილტუჩები, სახშობები და სხვ.), აგრეთვე ყველა დასაშლელი შეერთება პირველ ჩამკეტ არმატურამდე, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარიდან გათხევადებული აირის და მისი ორთქლის გამოსასვლელი ადგილის გადაკეტვას, უნდა იყოს ორკედლიანი.

3. გათხევადებული აირის მილსადენები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მილყელებისა, რეზერვუარების შევსების, გაცემის და რეცირკულაციის ხაზის მილსადენები მთელ სიგრძეზე უნდა იყოს ორკედლიანი (დასაშლელი შეერთებების ჩათვლით) და აღჭურვილი მათი კედელთშორისი სივრცის მუდმივი კონტროლის სისტემით.

4. გათხევადებული აირის შესანახი რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს მათი შევსების ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტების თავიდან ასაცილებელი ავტომატური სისტემით (მათი გეომეტრიული მოცულობის 80-90 %).

5. გათხევადებული აირის რეზერვუარების შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ავტოცისტერნით. ეს რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს ავტოცისტერნაში მათი ავარიული დაცლის ხაზით.

6. გათხევადებულაირიანი მოწყობილობის ტექნოლოგიური ჭები, რეზერვუარის შახტი (თავისუფალი სივრცის არსებობისას), ავტოცისტერნის მოედანი და მარიგებელი ნაკვეთურები აღჭურვილი უნდა იყოს აფეთქებასაფრთხიან კონცენტრაციამდე სიგნალიზატორებით.

7. ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებზე ავტოცისტერნის სახელოსთან და ავტოსატრანსპორტო საშუალების გასამართ მოწყობილობასთან მათი შეერთების ადგილის უშუალო სიახლოვეს საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ატმოსფეროში ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებიდან აირის მოხვედრის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი სპეციალური მოწყობილობა, აღნიშნული სახელოების და გასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისას.

    მუხლი 18. მოთხოვნები შეკუმშული ბუნებრივი აირის მისაღებად, შესანახად და გასაცემად განკუთვნილი ავტოგასამართი კომპლექსის ტექნოლოგიური სისტემის უბნის მიმართ

1. ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მიწისზედა ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იყოს თბოიზოლაციით ან წყლით მორწყვის სისტემით.

2. ჭურჭლის კედლების თბოიზოლაცია ან წყლით მორწყვის სისტემა დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული თანაორმოში არანაკლებ 5 მ სიღრმეზე ჭურჭლის განთავსების შემთხვევაში (მანძილი ვერტიკალის მიხედვით თანაორმოს მიმდებარე მოედნიდან ჭურჭლის ზედა ნაწილამდე). ამასთან, ჭურჭლის ჩამკეტი, მცველი, მარეგულირებელი და საზომი არმატურა განთავსებული უნდა იყოს მასთან მიწისზედა მომიჯნავე ტექნოლოგიური მოედნიდან ადვილად მისადგომ ზონაში.

3. საკომპრესორო დანადგარებზე საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ავტოგასამართ კომპლექსთან ბუნებრივი აირის მიმყვანი მილსადენების ჰერმეტიზაციის დარღვევისას მათი ავტომატური გამორთვის სისტემა და ინდიკაცია.

4. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მოწყობილობა ხანძრის გარე კერის ზემოქმედებისგან დაცული უნდა იყოს ისე, რომ აღნიშნული მოწყობილობიდან აირის მოცილება ხდებოდეს მისი ჰერმეტიზაციის დარღვევამდე.

5. დანადგარების და იმ შენობის თბოიზოლაციის მოწყობისას, რომელშიც ისინი არიან განთავსებულნი, ბუნებრივი აირის ადსორბციის გამომწვევი მასალების გამოყენება დაუშვებელია.

6. ავტოგასამართ კომპლექსზე შეკუმშული ბუნებრივი აირის მიღების, შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური სისტემის უბნის ექსპლუატაციისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (საქტექზედამხედველობა) უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანების უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისთვის დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნები.

    მუხლი 19. ნავთობპროდუქტების მიღება და გაცემა

1. ავტოგასამართ სადგურზე და ავტოგასამართ კომპლექსზე ნავთობპროდუქტები შეიძლება მიღებულ იქნეს როგორც საავტომობილო, ასევე რკინიგზის და მილსადენი ტრანსპორტით.

2. როგორც წესი, ნავთობპროდუქტების მიღება ხდება სპეციალური საავტომობილო ტრანსპორტით (ავტოცისტერნით). მისი საბაზო შესრულება, ცისტერნის (რეზერვუარის) ნებადართული ტევადობა და მათში ნაკვეთურების რაოდენობა, ტუმბოების მწარმოებლურობა და სხვა მექანიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური პირობებისა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

3. როგორც წესი, ნავთობპროდუქტის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ ავტოცისტერნით, რომლის ძრავას გამოსაბოლქვი მილი გატანილია წინა მარჯვენა მხარეს და მისი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ნაპერწკალსაქრობის დაყენების შესაძლებლობას.

4. ცისტერნიდან ან მოწყობილობაში ჟონვის გამოვლენისას დაუშვებელია შეერთებების მოჭიმვა, თუ მილსადენები ან სახელოები წნევის ქვეშაა. ამისათვის საჭიროა წნევის შემცირება ატმოსფერულამდე და მხოლოდ ამის შემდეგ – დეფექტების აღმოფხვრა.

5. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების მიღება ერთდროულად ორი და მეტი ავტოცისტერნით, აგრეთვე, ავტოცისტერნის მოედანზე ფარდულის მოწყობა.

6. ავტოცისტერნიდან სადგურის რეზერვუარში ნავთობპროდუქტის ჩასხმის პროცესი უნდა წარმოებდეს ავტოცისტერნის მძღოლის და სადგურის ოპერატორის თანდასწრებით. რეზერვუარში ნავთობპროდუქტის მვარდნი ჭავლით ჩასხმა დაუშვებელია.

7. რეზერვუარში ავტოცისტერნით მიღებული ნავთობპროდუქტის ჩასხმის წინ საჭიროა შემოწმებულ იქნეს ჩამკეტი არმატურის გადართვის სისწორე და ავტოცისტერნის ჩამიწება.

8. დაუშვებელია რეზერვუარში ნავთობპროდუქტის ჩასხმის დროს და ჩასხმის დამთავრებიდან 20 წთ-ის განმავლობაში მარიგებელი სვეტის მეშვეობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა, აგრეთვე საზომი ლიუკის მეშვეობით სინჯის აღება.

9. ნავთობპროდუქტებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა წარმოებს მხოლოდ მარიგებელი სვეტების საშუალებით.

10. ჭექა-ქუხილის დროს რეზერვუარში ნავთობპროდუქტების ჩასხმა და ავტოტრანსპორტის გამართვა დაუშვებელია.

    მუხლი 20. ნავთობპროდუქტების შენახვა

1. მომხმარებლებისათვის გასაცემი ნავთობპროდუქტების შენახვა დასაშვებია მიწისქვეშა და მიწისზედა ლითონის რეზერვუარებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ, ეკოლოგიურ და ხანძარსაწინაღო მოთხოვნებს.

2. ნავთობპროდუქტის შესანახი რეზერვუარი აღჭურვილ უნდა იქნეს ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტის შევსების ხაზით, რეზერვუარში ნავთობპროდუქტის დონის განმსაზღვრელი ხელსაწყოთი, მარიგებელ სვეტამდე ნავთობპროდუქტის გაცემის ხაზით. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს შემოწმებისა და პერიოდული გაწმენდის ჩატარებისათვის საჭირო ზომის ხახა, აგრეთვე, სასუნთქი სარქველი ექსპლუატაციის პროცესში მის შიგნით მუდმივი მუშა წნევის შენარჩუნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში რეზერვუარზე შეიძლება მოეწყოს ორი ხახა.

3. ნავთობპროდუქტის ჩასასხმელად რეზერვუარების მომზადება უნდა მოხდეს მე-6 დანართში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

4. ნავთობპროდუქტების შენახვისას დაუშვებელია რეზერვუარებში მინიმალურ დონეზე მაღლა პროდუქტქვეშა წყლის არსებობა.

5. ერთკედლიანი რეზერვუარების ჰერმეტულობის პერიოდული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს საზომი ჭოკის, მაღალი სიზუსტის დონესაზომის ან პნევმატიკური გამოცდის მეშვეობით. უკანასკნელ შემთხვევაში გამოცდა ტარდება საწვავისგან დაცლილ რეზერვუარში ინერტული აირის ჭარბი წნევის შექმნით. ამასთან, კედლების და შენადუღი ნაკერების ჟონვა და შენამვა დაუშვებელია.

6. რეზერვუარში ჰაერის ჭარბი წნევის (0,025 მეგპა) დროს საპნის ემულსიით წასმულ შენადუღ ნაკერებზე ჰაერის ბუშტულების არსებობა დაუშვებელია.

7. ორკედლიანი რეზერვუარების კედელთშორისი სივრცის ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორისი სივრცის შემვსები სითხის დონის პერიოდული კონტროლით. შემვსებ სითხედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნივთიერებები, თუ:

ა) მათი სიმკვრივე ნავთობპროდუქტის სიმკვრივეზე მეტია;

ბ) მათი აფეთქების ტემპერატურა 1000 C-ზე მეტია;

გ) არ შედიან რეაქციაში კონსტრუქციაში გამოყენებულ მასალებსა და ნივთიერებებთან, აგრეთვე, ნავთობპროდუქტთან.

8. თუ რეზერვუარის კედელთშორისი სივრცე შევსებულია ინერტული აირით, ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორის სივრცეში ინერტული აირის ჭარბი წნევის შემცირების ავტომატური კონტროლით, წნევის გადამწოდი-სიგნალიზატორის მეშვეობით. ინერტული აირის ჭარბი წნევის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 0,02 მეგპა-ს. მისი გადამეტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამცავი სარქვლის გამოყენება.

    მუხლი 21. ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი

1. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის მოწყობილობის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარება დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ტექნოლოგიური მოწყობილობა, დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილი მუშაობის ვადის გასვლის ან ნავთობპროდუქტების გარკვეული რაოდენობის გაცემის შემდეგ ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მიმდინარე ან კაპიტალურ რემონტს. სხვადასხვა სახის მომსახურების და რემონტის მონაცვლეობა და პერიოდულობა განისაზღვრება მოწყობილობის დანიშნულებით და ექსპლუატაციის პირობებით.

3. ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობაში გამოვლენილი დეფექტები უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ ჟურნალში. ყოველდღიური მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სადგურის მომსახურე პერსონალის მიერ.

4. მარიგებელი სვეტების რემონტის და რეგულირების აუცილებლობის შემთხვევაში მრიცხველ მექანიზმზე დადებული ლუქის მოხსნა და შემდგომ ხელახალი დალუქვა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანების ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად.

    მუხლი 22. ხანძარსაწინაღო ღონისძიებები

1. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ექსპლუატაციისას მკაცრად უნდა იქნეს დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანების საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნები.

2. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ყველა შენობა- ნაგებობისა და ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხანძარქრობის შესაბამისი საშუალებები. ამ საშუალებების რაოდენობა და შემცველობა უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ წესებს.

დანართი 1

მინიმალური მანძილები მიწისქვეშა რეზერვუარების მქონე ავტოგასამართი სადგურის შენობებსა და ნაგებობებს შორის

შენობებისა და ნაგებობების დასახელება

მინიმალური მანძილები შესაბამის შენობებსა და ნაგებობებს შორის, მ

1

2

3

4

5

6

7

1

მიწისქვეშა რეზერვუარები

4

2

3/6

3/6

5/9

2

მარიგებელი სვეტები

4

5

3

3/6

5/9

4

3

ავტოცისტერნის მოედანი

2

5

3/6

3/6

5/9

4

სადგურის საოპერატორო

3/6

3

3/6

3/9

5

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შენობები

3/6

3/6

3/6

3/9

6

მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობები

5/9

5/9

5/9

9/15

7

ატმოსფერული ნალექების, დაბინძურებული ნავთობპროდუქტების გამწმენდი ნაგებობები

 

 

4

 

 

3/9

 

3/9

 

9/15

 

შენიშვნა: 1. მანძილები მითითებულია: მრიცხველში – შენობის კედლებამდე, მნიშვნელში – შენობის ღიობამდე.

2. ბლოკურ სადგურზე, რომლის ტექნოლოგიური სისტემა ითვალისწინებს რეზერვუარის მიწისქვეშა განლაგებას და მარეგულირებელი სვეტის განთავსებას საწვავის შესანახი ბლოკის თავზე, მანძილი მიწისქვეშა რეზერვუარსა და მარიგებელ სვეტს შორის არ არის ნორმირებული და მიიღება კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე.

დანართი 2

მინიმალური მანძილები მიწისზედა რეზერვუარების მქონე ავტოგასამართი სადგურის შენობებსა და ნაგებობებს შორის

შენობებისა და ნაგებობების დასახელება

მინიმალური მანძილები შესაბამის შენობებსა და ნაგებობებს შორის, მ

1

2

3

4

5

1

მიწისზედა რეზერვუარი

8

9

2

მარიგებელი სვეტები

8

8

9

4

3

ავტოცისტერნის მოედანი

8

9

4

სადგურის საოპერატორო

9

9

9

9

5

ატმოსფერული ნალექების, დაბინძურებული ნავთობპროდუქტების გამწმენდი ნაგებობები

 

 

4

 

 

9

 

შენიშვნა: 1. მანძილები აღნიშნული –“ ნიშნით, აგრეთვე, კონტეინერულ სადგურზე მარიგებელი სვეტიდან საწვავის შესანახ კონტეინერამდე და ავტოცისტერნის მოედნამდე ნორმირებული არ არის და მიიღება კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე.

2. მანძილი ნავთობპროდუქტის შესანახ რეზერვუარებს შორის, რომელთა ტექნოლოგიური ნაკვეთურები (ტექნოლოგიური სისტემის შემოზვინული მონაკვეთი, რომელშიც განთავსებულია ტექნოლოგიური მოწყობილობა) განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ, უნდა იყოს, სულ მცირე, 4 მ.

3. მანძილები ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობებამდე მიიღება პირველი დანართის მიხედვით როგორც შენობის ღიობამდე.

დანართი 3

მინიმალური მანძილები ავტოგასამართ სადგურსა და სხვა ობიექტებს შორის

ობიექტის დასახელება

მანძილი სადგურის რეზერვუარებიდან და მარიგებელი სვეტებიდან, მ

1

საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების შენობები (ნაგებობები)

ყრუ კედლებით

ღიობებით

 

 

5/15

15/25

2

მოედნიდან, ხიდიდან, სკვერიდან, პარკიდან, ბაღიდან

25/50

3

ტყის მასივები და ტყეპარკები:

წიწვოვანი და შერეული ჯიშები

ფოთლოვანი ჯიშები

 

25/40

10/15

4

ქალაქისა და დასახლებული პუნქტების საავტომობილო გზა (სავალი ნაწილის კიდემდე)

 

3/15

5

ავტომაგისტრალი (სავალი ნაწილის კიდემდე)

12/15

6

ცენტრალური რკინიგზა (გზის ვაკისის კიდემდე)

25/50

7

ადვილაალებადი მასალების და წვადი ნივთიერებების შესანახი საწყობები

25/30

8

შენობები და ნაგებობები, სადაც ინახება, გამოიყენება საშიშროების I და II კლასის რადიოაქტიური და მავნე ნივთიერებები

50

9

ავტოგასამართ სადგურამდე

40/80

შენიშვნა: 1. მანძილები მითითებულია: მრიცხველში – მიწისქვეშა რეზერვუარების დროს, მნიშვნელში – მიწისზედა რეზერვუარების დროს.

2. მანძილი მიწისზედა რეზერვუარის სადგურიდან, აგრეთვე მიწისქვეშა რეზერვუარის სადგურიდან დასაშვებია (ტექზედამხედველობასთან შეთანხმების საფუველზე) შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 30 %-ით I, II, III ხარისხის ცეცხლმედეგობის და არა უმეტეს 20 %-ით IV, V ხარისხის ცეცხლმედეგობის შენობების (ნაგებობების) შემთხვევაში.

3. მანძილი წიწვოვანი და შერეული ჯიშების ტყის მასივამდე და ტყეპარკამდე შეიძლება შემცირდეს ორჯერ, თუ მათი საზღვრის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიის გასწვრივ მიწა დაფარულია ალის გავრცელების ხელშემშლელი მასალისგან ან მიწის ზოლი გადახნულია, სულ მცირე, 5 მ სიგანეზე, ან მათ შორის გამოყენებულია I, II, III ხარისხის ცეცხლმედეგობის ნაგებობა.

4. ორთქლ-ჰაერის ნარევების აალების და/ან წვის თავიდან ასაცილებელი სისტემებით (მაგ., ფლეგმატიზაციის სისტემით) სადგურის ტექნოლოგიური სისტემის აღჭურვის შემთხვევაში მანძილები შეიძლება შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 25 %-ით.

5. მანძილი ელექტროგადაცემის ხაზიდან, ელექტროქვესადგურიდან, მათ შორის, ტრანსფორმატორული ქვესადგურიდან, მიღებულ უნდა იქნეს ელექტროდანადგარების მოწყობის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

6. ამ დანართში გამოყენებული ტერმინები წესების“ მიზნებისათვის განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 დანართი 4

მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსის შენობებსა და ნაგებობებს შორის

 

შენობებისა და ნაგებობების დასახელება

მინიმალური მანძილები შესაბამის შენობებსა და

ნაგებობებს შორის, მ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

1

გნა-ის მიწისქვეშა რეზერვუარები

*

*

20

20

20

15

9

30

20

15

2

ნპ-ის მიწისქვეშა რეზერვუარები

*

*

10

10

**

15

**

**

20

**

**

3

შბა-ის დანადგარებიანი შენობები (ნაგებობები)

*

*

10

10

6

10

10

9

15

15

10

4

გნა-ის გადასატუმბი მოწყობილობის შენობები (ნაგებობები)

*

*

10

15

20

20

6

15

9

30

30

6

5

გნა-ის სარიგებელი სვეტი

20

10

10

15

4

4

4

9

30

15

10

6

შბა-ის სარიგებელი სვეტი

20

10

6

20

4

8

20

4

8

15

15

10

7

ნპ-ის სარიგებელი სვეტი

20

**

10

20

4

8

20

4

**

10

**

**

8

გნა-ის ავტოცისტერნის მოედანი და გნა-ის გადატუმბვის გარე დანადგარები

15

10

6

20

20

15

9

30

15

15

9

ატმოსფერული ნალექების, დაბინძურებული ნავთობპროდუქტების გამწმენდი ნაგებობები

15

**

15

4

4

4

15

**

4

**

10

ცალკე მდგომი საოპერატორო

9

*

9

9

9

8

**

9

**

9

**

**

11

საქვაბის, ავტომობილების ტექმომსახურების და სამრეცხაო შენობები (ნაგებობები)

30

20

15

35

30

15

10

30

4

9

15

10

12

შენობები და ნაგებობები, გარდა

1-11 პუნქტებში აღნიშნულისა

20

**

15

30

15

15

**

15

**

**

15

**

**

13

ნპ-ის ავტოცისტერნის მოედანი

15

**

10

6

10

10

**

15

**

10

**

შენიშვნა: 1. გნა – გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი; ნპ-ი – ნავთობპროდუქტი; შბა – შეკუმშული ბუნებრივი აირი.

2. -“ ნიშნით აღნიშნული მანძილები ნორმირებული არ არის და განისაზღვრება კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, *“ ნიშნით – უნდა იყოს ყველაზე მაღალი შენობის (ნაგებობის) სიმაღლის არანაკლებ 1,5, **“ ნიშნით – განისაზღვრება პირველი დანართის შესაბამისად.

3. დამცავი ეკრანებით შბა-ის სარიგებელი ნაკვეთურის აღჭურვისას (მსგავსად გნა-ის სარიგებელი ნაკვეთურის დამცავი ეკრანებისა) მანძილი შბა-ის სარიგებელი სვეტიდან ამ დანართის მე-2, მე-3, მე-7, მე-13 პუნქტებში აღნიშნულ შენობებამდე დასაშვებია შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 50 %-ით.

4. ამ დანართში აღნიშნული მანძილები მიწისზედა განლაგების ნპ-ის რეზერვუარებისთვის საჭიროა გაზრდილ იქნეს არანაკლებ 50 %-ით

5. ამ დანართში აღნიშნული მანძილები ცალკე მდგომი საოპერატოროსა და შბა-ს დანადგარებიან შენობებს (ნაგებობებს) შორის, ასევე ცალკე მდგომი საოპერატოროსა და შბა-ს სარიგებელ სვეტს შორის დასაშვებია შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 50%-ით თუ არსებობს რკინაბეტონის ერთიანი 15 სმ სისქის და არანაკლებ 2,5 მ სიმაღლის დამცავი კედელი.

6. ამ დანართში აღნიშნული მანძილები ვრცელდება ასევე დამოუკიდებელ აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებზეც.

დანართი 5

მინიმალური მანძილები ავტოგასამართ კომპლექსსა და სხვა ობიექტებს შორის

 

 

ობიექტის დასახელება

მანძილი სადგურის ტექნოლოგიური სისტემის შენობიდან , ნაგებობიდან და დანადგარიდან ,

გნა - ის არსებობისას

შბა - ის არსებობისას

1

სამრეწველო საწარმოების საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო ობიექტები, ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო შენობები და ნაგებობები

40

20

2

საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების (ნაგებობების) კედლები

40

25

3

მოედნიდან, ხიდიდან, სკვერიდან, პარკიდან, ბაღიდან

50

40

4

ტყის მასივები და ტყეპარკები:

 

 

წიწვოვანი და შერეული ჯიშები

30

30

ფოთლოვანი ჯიშები

20

15

5

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომი ადგილები

25

20

6

ქალაქისა და დასახლებული პუნქტების საავტომობილო გზა (სავალი ნაწილის კიდემდე)

15

12

7

ავტომაგისტრალი (სავალი ნაწილის კიდემდე)

15

12

8

რკინიგზა (გზის ნაყარის კიდემდე)

30

30

9

ხე-ტყის მასალის, ბოჭკოვანი ნივთიერებების, ტორფის, თივის საწყობები

50

30

10

შენობები და ნაგებობები, სადაც ინახება, გამოიყენება საშიშროების I და II კლასის რადიაქტიუ და მავნე ნივთიერებები

100

100

შენიშვნა: 1. გნაგათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირი; შბაშეკუმშული ბუნებრივი აირი.

2. პირველ, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მანძილები შბა-ის ტექნოლოგიური მოწყობილობიდან დასაშვებია შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 50 %-ით, თუ არსებობს რკინაბეტონის ერთიანი 15 სმ სისქის და არანაკლებ 2,5 სიმაღლის დამცავი კედელი.

3. წიწვოვანი და შერეული ჯიშების ტყის მასივის მიმდებარედ სადგურის განთავსებისას მანძილი მასსა და შბა-ის ტექნოლოგიურ მოწყობილობას შორის შეიძლება შემცირებული იქნეს 2-ჯერ, თუ აღნიშნული მოწყობილობა განლაგებულია მიწისქვეშ. ამასთან, ტყის მასივის საზღვრის და სადგურის მიმდებარე ტერიტორიის გასწვრივ მიწა დაფარული უნდა იყოს ალის გავრცელების ხელშემშლელი მასალით ან მიწის ზოლი გადახნული უნდა იყოს, სულ მცირე, 5 სიგანეზე.

4. ორთქლ-ჰაერის ნარევების აალების და/ან წვის თავიდან ასაცილებელი სისტემებით (მაგ., ფლეგმატიზაციის სისტემით) სადგურის ტექნოლოგიური სისტემის აღჭურვისას მანძილები შეიძლება შემცირებულ იქნეს არა უმეტეს 25 %-ით.

5. ამ დანართში აღნიშნული მანძილები ვრცელდება ასევე დამოუკიდებელ აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებზეც.

დანართი 6

რეზერვუარის მომზადება ნავთობპროდუქტის ჩასასხმელად

ჩასასხმელი ნავთობპროდუქტის დასახელება

ადრე ჩასხმული ნავთობპროდუქტის დასახელება

საავტომობილო ეთილირებული ბენზინი

საავტომობილო არაეთილირებუ -ლი ბენზინი

დიზელის საწვავი

ძრავ ს ზეთი

სანათი და ტექნიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ნავთი

1

საავტომობილო ეთილირებული ბენზინი

 

4

 

4

 

3

 

0

 

4

2

საავტომობილო არაეთილირებული ბენზინი

 

1

 

4

 

3

 

0

 

4

3

დიზელის საწვავი

1

2

4

1

4

4

ძრავს ზეთი

3

3

4

4

4

5

ნავთი სანათი და ტექნიკური მიზნებისათვის

 

1

 

3

 

4

 

0

 

4

პირობითი აღნიშვნები: 0 – ჩასხმა აკრძალულია; 1 – უნდა მოცილდეს ნარჩენი, გაირეცხოს ცხელი წყლით სარეცხი ნივთიერების ან გამხსნელის გამოყენებით, შემდეგ ჩაირეცხოს ცხელი წყლით და გამოშრეს ძირი; 2 – უნდა მოცილდეს ნარჩენი, ჩაირეცხოს ცხელი წყლით და გამოშრეს ძირი; 3 – უნდა მოცილდეს ნარჩენი; 4 – გაწმენდა არ ესაჭიროება (ნარჩენი არ უნდა აღემატებოდეს რეზერვუარის ტევადობის 0,25 %-ს).