საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36-111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.22.033.012.727
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
36-111
30/01/2009
სსმ, 11, 30/01/2009
010.040.000.22.033.012.727
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2009 - 26/02/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.22.033.012.727

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №36–№111

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:       

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

ნ. გილაური

ი. მერაბიშვილი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს, ამ ორგანოების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების წესს და მათ შორის თანაშრომლობის პრინციპებს.

    მუხლი 2.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით;

გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები – ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები;

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საბაჟო კოდექსით, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

    მუხლი 3.

საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო საბაჟო ორგანოს (შემდგომში – საბაჟო ორგანო) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა).

თავი II

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 4.

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – ,,ანულირებულია“;

ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინარული ვიზის ბაჟის გადახდევინება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღდამღის დასმა ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე.

    მუხლი 5.

საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სადახლო“, ,,სარფი“ მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლების და აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე მგზავრების) სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო ორგანო, ხოლო სხვა საავტომობილო სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

თავი III

საქართველოს ფინასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო საბაჟო ორგანო

    მუხლი 6.

1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სადახლო“, ,,სარფი“ საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისთვის ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრა და თარიღ-დამღის დასმა ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე, შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება;

ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე (,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სადახლო“, ,,სარფი“) მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირებზე.

თავი IV

ზედამხედველობა და თანამშრომლობა

    მუხლი 7.

ამ წესით საბაჟო ორგანოების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამგზავრო დოკუმენტების ინფორმაციის ამსახველ მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში საბაჟო ორგანოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა დაშვების წესი და დონეები.

    მუხლი 8.

1. საბაჟო ორგანოთა თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

    მუხლი 9.

ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრულ შემთხვევებში, სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნები საბაჟო ორგანოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება განახორციელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელმა.

    მუხლი 10.

საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილისა და დეტალური პროცედურების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა.