ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • Word
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 09/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 87, 16/07/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
09/07/2009
სსმ, 87, 16/07/2009
300.380.000.16.009.013.285
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/07/2009 - 18/03/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება �12

2009 წლის 9 ივლისი

ქ. ქუთაისი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

1. დამტკიცდეს ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები�.

2. დამტკიცდეს შემდეგი დანართები:

ა) ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება� (დანართი �1);

ბ) ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ� ინფორმაცია (დანართი �2).

3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების� დამტკიცების შესახებ� საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2004 წლის 30 სექტემბრის �10 დადგენილება (სსმ III, 10.10.2004 წ., �112,� �მუხ. 997).

4. ეს დადგენილება ძალაში შედის 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

თავმჯდომარე���� ��� ���� ���� ���� ���� ���� ���� ���� ���� გ. ჩალაგაშვილი

 

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები

თავი I

ძირითადი პრინციპები

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში � წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს.

2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

3. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც � ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონში.

4. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს ურთიერთობა აწარმოონ საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. დაუშვებელია მხარეებს შორის ურთიერთობისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის თავისუფალი მოქმედება შეზღუდულია იმის გამო, რომ მას უჭირავს დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).

6. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში � კომისია) წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.

7. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები, განაწილების ლიცენზიატები და მომხმარებლები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები.

8. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

��� მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

1. მიმწოდებელი ვალდებულია, ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიატს სათანადო მითითება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის აღნიშნული მითითება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით.

2. ბუნებრივი გაზით მომარაგების ძირითადი პრინციპია მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

3. მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სახის მომხმარებელს;

ბ) მოთხოვნისთანავე გააფორმოს მოხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება და უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);

გ) საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე საჯაროდ გამოცხადებულ ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობებითა და ფასით;

დ) დროულად მოახდინოს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა, ქვითრის მიწოდება და დარიცხული საფასურის ამოღება ამ წესების პირობების შესაბამისად;

ე) განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს ბუნებრივი გაზის მოცულობის განაწილების საფასური მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის შესაბამისად. ასევე, ამ წესების თანახმად, უზრუნველყოს თავისივე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისას წარმოქმნილი სხვა ხარჯების დროული ანაზღაურება;

ვ) ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობის, ასევე, მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა და მიღებული ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;

თ) უზრუნველყოს მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;

ი) უზრუნველყოს ამ წესებით, მისი შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების სათანადოდ შესრულება.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს ამ წესების შესაბამისად;

ბ) ოპერატიულად შეასრულოს მიმწოდებლის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;

გ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;

დ) უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთა მუდმივი მომსახურება, მათ შორის, მუდმივმოქმედი 24-საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზით;

ე) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;

ვ) ექსპლუატაცია გაუწიოს და გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გამანაწილებელი ქსელი, ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი (აღრიცხვის კვანძები) და უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა;

ზ) მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;

თ) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება;

ი) უზრუნველყოს ამ წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;

ბ) ირღვევა ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად;

გ) ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან/და შესაბამისი მიმწოდებლის მიერ გაცემულია სათანადო დავალება (მითითება) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

6. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ:

ა) საცალო მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი მასზედ დარიცხული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური;

ბ) საცალო მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;

გ) საცალო მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით ნაკისრ იმ ვალდებულებებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებენ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას;

დ) საჭიროა გეგმური ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

7. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან საცალო მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

8. ამ წესებით განსაზღვრულ მიმწოდებლის ვალდებულებებში არ შედის საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ან აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, გამანაწილებელი ქსელიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება.

��� მუხლი 3. მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები

1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლებამოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს.

3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ან/და განაწილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

4. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის, ასევე, ამ წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ასეთი ხელშეკრულების საცალო მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. მიმწოდებელს ან განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, ან მოსთხოვოს მას ისეთი პირობის შესრულება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

6. განაწილების ლიცენზიატმა და მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული და არგუმენტირებული წერილობითი პასუხი უნდა გასცენ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.

7. საცალო მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა (ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, დარიცხვის კორექტირების, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები), დარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

8. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით მიაწოდონ მას ინფორმაცია დარიცხული საფასურის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდისა და მოცულობის, ასევე, ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით.

9. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შეიმუშაონ და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების (ამ წესების შესაბამისი) ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).

10. ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი � ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი � საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.

თავი II

ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება

��� მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

1. საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიმწოდებელს.

2. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი;

ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი (მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) აბონენტის ნომერი, ასევე, ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) ასევე, სხვა მოთხოვნები, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

3. საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია განაცხადს თან დაურთოს მის მიერ შერჩეული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის სათანადოდ შევსებული და მის მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარი.

4. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს გადახდაზე პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია.

5. მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში გააფორმოს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულება ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.

6. მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.

7. მიმწოდებელი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოს საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მიმწოდებელს ან/და საცალო მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება� (დანართი �1), დამტკიცებული სტანდარტული ფორმით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას საცალო მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დანართი �1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების� სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

8. მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ შესაბამის წნევაზე დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრით (თუ კომისიის მიერ ამ ურთიერთობაზე დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი).

9. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.

11. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

12. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით.

��� მუხლი 5. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება

1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური მოიცავს ბუნებრივი გაზის ფასსა და ყველა იმ მომსახურების (ტრანსპორტირების, განაწილების, მოხმარების დაბალანსების მომსახურების ან/და სხვა მომსახურების) ფასს, რომელიც საჭიროა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მუდმივი და სტაბილური მომარაგებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების პირობების შესაბამისად.

2. ამ წესების შესაბამისად, საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის სათანადო რაოდენობის მიწოდება, საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება არ უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მომარაგებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.

3. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე გაწეული მომსახურების საფასურისა და ხარჯების გადახდა მიმწოდებლის მიერ ხდება ამ საცალო მოხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

4. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

5. საცალო მომხმარებელზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.

��� მუხლი 6. მომსახურების გაწევა

1. საცალო მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

2. საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება.

3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უარი განაცხადოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, ქსელი გაუმართავია ან/და მის გაზის ხელსაწყოებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ საცალო მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება აღნიშნული წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

5. მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არ არიან მომხმარებელს წინასწარ აცნობონ არაგეგმური შემოწმების სავარაუდო თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებთან და სხვა სახის ხელსაწყოებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმისა და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან შემოწმება განახორციელონ ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებულ დროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ჩატარებული წინასწარ ურთიერთშეუთანხმებელი შემოწმება საჭიროებს შემმოწმებლის მიერ წერილობით განმარტებას, შესაბამისად, მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიმართ.

6. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

7. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). განაწილების ლიცენზიატს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს სარეზერვო-ალტერნატიული კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების ან/და სხვა დანიშნულების ობიექტების, ან/და დანადგარების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).

8. განაწილების ლიცენზიატმა დაინტერესებულ პირს (მათ შორის, საცალო მომხმარებელს) უნდა მისცეს იმ დანადგარების დროებით გამოყენების საშუალება (მიერთების მილსადენის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-საექსპლუატაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლების ტექნიკურ რეგლამენტსა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში), რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით:

ა) გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის ხარჯზე განაწილების ლიცენზიატთან წინასწარ შეთანხმებით;

ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე დანადგარის ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დანადგარის (დანადგარების) გამოყენების შედეგად მოხმარებული ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ბუნებრივი გაზის სრული ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის დადგმული სიმძლავრისა და მუშაობის რეჟიმის შესაბამისად, ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი გაუმართავია ან/და გაზდანადგარებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა ან/და სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია შესაბამისი წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიატის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

��� მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა

1. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მიზნით მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო.

3. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია საცალო მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი) მხოლოდ ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

4. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის დანადგარები, დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე, განაწილების ლიცენზიატს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები.

6. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მას სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით და განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

8. თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი, რომ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, საცალო მომხმარებლისა და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი (დამონტაჟებული) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე, მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარებისა და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე).

10. თუ საცალო მომხმარებელს განაწილების ლიცენზიატისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზე.

��� მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებლისგან მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღებისას იმოქმედოს განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

2. განაწილების ლიცენზიატს, მისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება შესაბამის მიმწოდებელს.

3. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიატს (ხოლო ტრანსპორტირების ქსელში ოდორიზაცია და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიატს). განაწილებული ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.

4. ამ წესების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს საცალო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, ამასთან, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება და მოხმარების აღრიცხვა.

5. განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების (ასევე მრიცხველის) დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით.

��� მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი.

3. განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს.

4. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის (დღიური მოცულობის) ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 12-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 1 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება სასამართლოს მიერ დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის უსაფუძვლოდ დატაცების გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხებოდა დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე.

��� მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა

1. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.

2. საცალო მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ლიცენზიატის ან/და მიმწოდებლის წარმომადგენლის დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების აღება.

3. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად).

4. საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

5. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება, ასევე, მომხმარებელზე დარიცხული თანხა მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით, აგრეთვე, მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ხოლო მეორე მხრიდან ქვითარზე მოცემული უნდა იყოს მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, აგრეთვე, დანართი �2-ში მოცემული ტექსტი (,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია�).

6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ისეთი პირობის შეთავაზება, რომლის შედეგადაც მომხმარებელს საფასურის გადახდისას არ დაეკისრება რაიმე სახის დამატებითი საფასურის გადახდის ვალდებულება.

7. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ აძლევს მითითებას განაწილების ლიცენზიატს საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არანაკლებ 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, მოხდება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.

8. ამ წესების მიზნებისთვის საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებად არ ჩაითვლება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა ამ მუხლში მოცემული ქვითრით. შეტყობინება შეიძლება გაკეთდეს ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლისთანავე.

9. საცალო მომხმარებლისთვის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ქვითრის მიწოდება და ამ ქვითარში მითითებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვადა არ ჩაითვლება არსებული დავალიანების გადახდისა და მომარაგების შეწყვეტის გადავადებად.

10. ქვითარი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, შეძლებისდაგვარად, ერთსა და იმავე დროს. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

11. საცალო მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განაწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

12. დავალიანების გადაუხდელობის გამო საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინა დღეს.

13. საცალო მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.

14. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ წესებით გათვალისწინებული ქვითრის გარეშე.

15. მიმწოდებელი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვისა და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიმწოდებელს.

16. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებელის მეშვეობით.

17. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა.

18. საცალო მომხმარებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზის საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ანაზღაურდეს.

19. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცინზიატის მიერ ერთი საცალო მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე, ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე.

��� მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

1. მიმწოდებელს უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ საცალო მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და, დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს წერილობით აცნობოს, საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ (ამ პროცედურის დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებლისაგან დეპოზიტის მოთხოვნა). აღნიშნული შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს ამ მომხმარებლის მიერ დარიცხული თანხის ვადაგადაცილებით გადახდის, შესაბამისი თვის ქვითრის გამოწერისა და ამ ქვითარში მოცემული გადახდის ვადის თარიღებს�� 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.

2. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ:

ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა მის სარგებლობაში დროებით არსებული ქონების მისამართზე;

ბ) საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში � ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული.

4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ:

ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა;

ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).

5. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

��� მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა

1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნიდან, გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია, შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებას ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება არასწორადაა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ჩაასწოროს საცალო მომხმარებლის ანგარიში.

3. ბუნებრივი გაზის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატმა საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელთან ერთად, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღეში, უნდა შეამოწმოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება და შეადგინოს შესაბამისი აქტი.

4. საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

5. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეძენას, შეცვლას, მოხსნას, შემოწმებას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა საცალო მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა � მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;

ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას � მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას � ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) � ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) � ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით.

6. განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს საცალო მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

7. განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც (თუ მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი სხვადასხვა პირია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

8. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

9. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ნებისმიერ ორგანოში, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს გადაიხდის განაწილების ლიცენზიატი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

10. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ შესაბამის ორგანოში მრიცხველის შემოწმების ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

11. საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას საცალო მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი და, შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ზედმეტად მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს (საცალო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს 2 კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან).

12. თუ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.

13. ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებული ორგანოს მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

14. ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების უნებლიე დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება, ფაქტის შესახებ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, ადგილზე შეისწავლოს გარემოება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).

15. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან/და სხვა დაცვის საშუალების დაზიანების შემთხვევაში), მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.

16. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი (მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას) ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად.

17. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 1 კალენდარულ თვეს. მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

18. ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე.

��� მუხლი 13. დავის განხილვა

1. დაუშვებელია საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით). ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.

2. საცალო მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

3. კომისიის ან სასამართლოს მიერ საცალო მომხმარებელს, მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ საცალო მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ბუნებრივი გაზით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან საცალო მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.

5. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით საცალო მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება, შეუწყვიტოს საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება დავის დასრულებამდე.

6. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.

��� მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან აწარმოონ ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრები ამ წესებში მოცემული პირობებისა და კომისიის მიერ მიღებული სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად. საწარმო (მიმწოდებელი, განაწილების ლიცენზიატი) ვალდებულია თითოეულ რეგულირებად საქმიანობაზე განცალკევებულად აწარმოოს ერთიანი რეესტრი ამ წესებში მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

2. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი ასახავს ამ წესებითა და შესაბამისი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ წერილობით, ზეპირ და ტელეფონით განცხადებაზე რეაგირებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციას.

3. ბუნებრივი გაზით მომარაგების ერთიან რეესტრში ინფორმაცია შეიტანება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამის ჟურნალში სათანადო ჩანაწერების საფუძველზე. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატისათვის სავალდებულოა ოპერატიული მართვისა და მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ჟურნალების წარმოება. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილი არიან, ასევე აღნიშნული ჟურნალები აწარმოონ ელექტრონული ფორმით (ამასთან, კომისიის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულებას ამა თუ იმ სახის ჩანაწერის ან/და ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოების ვალდებულების ან აკრძალვის შესახებ).

4. ამ მუხლში მოცემული ჟურნალები (გარდა ელექტრონული ფორმით წარმოებული ჟურნალებისა) უნდა იყოს სათანადოდ აკინძული და დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

5. ჟურნალში ჩანაწერს უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ჟურნალისა და ამ ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა და მოვლენის იდენტიფიცირება.

6. განაწილების ლიცენზიატის მიერ ჟურნალში, სადაც აისახება მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის) ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემები, შეტანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის შესახებ (კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ან მონაკვეთის მითითებით);

ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) დაწყების თარიღი;

გ) ბუნებრივი გაზით ნორმალურად მომარაგების აღდგენის თარიღი (კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ან მონაკვეთის მითითებით);

დ) ბუნებრივი გაზის გაუფრთხილებელი (არაგეგმური) და გეგმური შეწყვეტის შესახებ;

ე) წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრისას (ცვალებადობისას) ბუნებრივი გაზით მომარაგების ტექნიკური მონაცემების შესახებ, კერძოდ, საკონტროლო კვანძებში წნევის ცვალებადობის შესახებ;

ვ) ავარიების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) გამომწვევი მიზეზის ან გარემოების შესახებ;

ზ) თვის განმავლობაში გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების (მათ შორის, ბუნებრივი გაზის თბური შემცველობისა და ოდორიზაციის ხარისხის) შესახებ;

თ) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლების საქართველოში მოქმედი სტანდარტებითა და ტექნიკური რეგლამენტებით დაშვებული მონაცემებიდან გადახრის შესახებ;

ი) ინფორმაცია გეგმური (ასევე, განცალკევებულად არაგეგმური) შემოწმებისა და შემოწმების შედეგების გადამოწმების შესახებ მონაცემები (რომელიც მოიცავს შემოწმებული საცალო მომხმარებლების, გამოვლენილი დარღვევების, გადამოწმების შედეგების, ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტისა და დაჯარიმებული საცალო მომხმარებლების რაოდენობრივ მონაცემებს).

7. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ შესაბამის ჟურნალში ჩანაწერის საფუძველია როგორც შესაბამისი ავტომატური ხელსაწყოს მაჩვენებლები, ასევე დანადგარების რეაგირება ან/და ამა თუ იმ პირის მიერ ზეპირი შეტყობინება (მათ შორის, სატელეფონო შეტყობინება).

8. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) პერიოდის განსაზღვრისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს შესაბამისი ავტომატური დანადგარების მაჩვენებლების, ასევე, დანადგარების რეაგირების ან/და ამ ფაქტის შესახებ ზეპირი (მათ შორის, სატელეფონო) შეტყობინებიდან.

9. შესაბამის ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის ან მიმწოდებლის წერილობითი, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებლის ან მიმწოდებლის განცხადებას მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა. განცხადების საიდენტიფიკაციო ნომერი განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, განცხადების მიღებისთანავე.

10. განცხადებები უნდა დაიყოს კატეგორიებად, განცხადებაში მოცემული საკითხის მიხედვით.

11. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ ჟურნალში, სადაც რეგისტრირდება განცხადებები, უნდა აღინიშნოს (შეიტანება) შემდეგი ინფორმაცია:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) განცხადების რეგისტრაციის ნომერი;

გ) განცხადების მოკლე შინაარსი (მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად);

დ) განცხადებაზე რეაგირების თარიღი;

ე) რეაგირების ფორმა;

ვ) თუ განცხადებაზე მოხდა წერილობითი რეაგირება, წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი;

ზ) შედეგი � მოხდა თუ არა განაცხადის (მოთხოვნის) დაკმაყოფილება.

12. მიმწოდებელმა ჟურნალში განცალკევებულად ასევე უნდა აღნიშნოს (შეიტანოს) შემდეგი:

ა) საჯაროდ გამოცხადებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ტიპური ხელშეკრულებების:

ა.ა) საიდენტიფიკაციო ნომერი, საჯაროდ გამოქვეყნების თარიღი და შეთავაზების პერიოდი;

ა.ბ) ტიპური ხელშეკრულებების განსაკუთრებული პირობები: წნევა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი, საფასურის გადახდის პერიოდი (საფასურის ბუნებრივი გაზის მოხმარების შემდგომ თუ წინასწარი გადახდის პირობა) და სხვა განსაკურებული (დამახასიათებელი) პირობები. ასევე, იმ ჟურნალის მონაცემები, სადაც ინახება საჯაროდ გამოცხადებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ტიპური ხელშეკრულების ასლები;

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ტიპური ხელშეკრულების ასლები, მათი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით;

გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მომხმარებელთა განცხადებები:

გ.ა) განაცხადის განხილვის პერიოდი;

გ.ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისა და დაუკმაყოფილებლობის შემთხვევების რაოდენობები; ასევე, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევებზე � შესული განცხადებების ნომერი, მოთხოვნილი ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი.

13. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადებისთანავე მისი ასლი უნდა ჩაიკრას შესაბამის ჟურნალში. ამასთან, აღნიშნულ ჟურნალში ჩანაწერის თარიღი და ნომერი უნდა ემთხვეოდეს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ტიპური ხელშეკრულების ნომერსა და საჯაროდ გამოცხადების თარიღს.

14. განაწილების ლიცენზიატმა ჟურნალში განცალკევებულად ასევე უნდა აღნიშნოს (შეიტანოს) შემდეგი ინფორმაცია:

ა) შეტყობინება გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის დაწყების სურვილის შესახებ: განცხადების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი; განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები;

ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ შეტყობინება, მისი გაგზავნის ნომერი და თარიღი;

გ) გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ამა თუ იმ მიმწოდებლის მიერ თვის განმავლობაში მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობები;

დ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთების შესახებ, მათ შორის, მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) მშენებლობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის (სხვადასხვა სახის მრიცხველის ღირებულების), შეჭრამონტაჟის სამუშაოების, ამ სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების ვადებისა და საფასურის შესახებ.

15. აღნიშნულ ჟურნალებში დაფიქსირებული მონაცემები ყოველი თვის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში იმგვარად უნდა აისახოს ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში, რომ ჩანაწერის მიხედვით შესაძლებელი იყოს შესაბამისი ჟურნალისა და ამ ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა.

16. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, შეინახონ ყველა ის ჟურნალი, რომელშიც ჩანაწერის საფუძველზე ხდება ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში მონაცემების ასახვა.

17. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიან რეესტრში დაფიქსირებული მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

��� მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

1. თუ გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას, საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 კალენდარული დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია საცალო მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით). მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.

2. თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შესახებაც მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე და მოითხოვოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, რის შესახებაც მან ერთი თვით ადრე მაინც უნდა აცნობოს აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის ერთთვიანი (30-დღიანი) ვადის გათვალისწინებით). ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.

4. ხელშეკრულების შეწყვეტის ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პერიოდში მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.

5. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს საცალო მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

6. საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლისას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს ამ წესებით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ საცალო მომხმარებლის ახალ მისამართზე (განაწილების ლიცენზიატს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).

7. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.

8. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.

9. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, ან საცალო მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი, გარდა იმ გარემოებისა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ვადა (გონივრული ვადა) არ უნდა იყოს სამ თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან დამატებითი ვადის შემცირება, თუ იგი აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.

10. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, საცალო მომხმარებლის კუთვნილი გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.

��� მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება

1. პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი.

2. ბუნებრივი გაზის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. განაწილების ლიცენზიატსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება.

4. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელ ქსელზე ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურებისათვის.

5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელიდან ბუნებრივი გაზის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველი. ამასთან, ინდივიდუალური მრიცხველის გარდა, მოცემულ განშტოებამდე (ამ წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.

6. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლის (აბონენტის) ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დროებითი მფლობელის ბუნებრივი გაზის ქსელის გაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი.

7. მომხმარებლის (აბონენტის) მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ბუნებრივი გაზის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება აღნიშნული ქსელის სხვადასხვა მომხმარებლებზე (აბონენტებზე) განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, რომელიც ამ მომხმარებლისთვის წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და იგი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის იმავე ტარიფით (ან ფასით), რა წნევაზეც ხდება განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან ბუნებრივი გაზის ამ მრიცხველში მიღება-აღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებული არიან:

ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე, ინდივიდუალურად გამოწერონ ქვითარი და საფასური დაარიცხონ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად;

გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად;

დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსირონ მათი პოზიცია;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებელთა საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებაზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება განახორციელონ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება განაწილების ლიცენზიატებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების ურთიერთობებზე.

��� მუხლი 17. აქტის შედგენის წესი

1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი.

2. აქტს განაწილების ლიცენზიატი ანიჭებს ნომერს და აღრიცხავს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.

3. აქტში უნდა აღინიშნოს:

ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი;

ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები (ინფორმაცია);

გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას), ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;

დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;

ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი;

ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი;

გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) მომხმარებლის კუთვნილი დანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში);

ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა � უკანონო მოხმარების შემთხვევაში;

ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.

5. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ადგილზე შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა);

გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი);

დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები;

ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

6. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება:

ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება;

ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში);

გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ;

დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ;

ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში � ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში;

ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი;

ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ;

თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში);

ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა.

7. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტრესებული პირების ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად, აქტთან ერთად, განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.

8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზის შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას, ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.

9. მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე.

10. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.

11. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მომხმარებელს, ხოლო მეორე � განაწილების ლიცენზიატს; ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში კი აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მესამე გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად.

12. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.

13. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან).

��� მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია

1. აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.

3. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.

4. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).

5. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

6. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;

ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);

ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე;

თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

7. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში � ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.

8. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

9. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

10. ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით (დაზღვეული წერილის გაგზავნის ხარჯები ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ).

11. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში � უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპური ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება� (დანართი �1). ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების� დანართი �1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.

12. აბონენტად რეგისტრაციის, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) და ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესების პირობების შესაბამისად, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.

13. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.

14. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

��� მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელის) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მომსახურების მოთხოვნითა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული განაცხადით მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიუთითოს განმცხადებელს განაცხადში ამ წესებთან შეუსაბამო მოთხოვნებისა და უზუსტობების შესახებ.

2. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა ან/და მომსახურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების მე-18 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, თუ ეს მუხლი სხვა პირობას არ ითვალისწინებს.

3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.

4. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.

5. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება.

6. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით საჭიროა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთება, პირმა (ან პირთა ჯგუფმა), რომელსაც სურს მიუერთდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს, სათანადო განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.

7. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზით მომარაგება.

8. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის, ან მესაკუთრის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით მოქმედების საფუძველს. ეს მუხლი ასევე არ ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთების შემთხვევებზე.

9. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.

10. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის ან/და გაზიფიცირების სურვილის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას, ამ ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალების (მილსადენის) მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თვითონ უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით).

11. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მის მიერ ჩასატარებელი შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასური (მრიცხველის განაწილების ლიცენზიატისგან შეძენის შემთხვევაში), ამასთან:

ა) შეჭრა-მონტაჟის საფასური მოიცავს როგორც ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების), ისე მათი გაზმომარაგებისთვის საჭირო ახლად აშენებული მიერთების საშუალების (მილსადენის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო საშუალებების (მრიცხველის გარდა) შეძენასა და დამონტაჟებას;

ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაწილების ქსელზე მიერთების მსურველს შესთავაზოს სხვადასხვა სახისა და კლასის მრიცხველი (მის მიერ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული ფასით), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თვითონ მოიძიოს სასურველი მრიცხველი (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტითა და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს) და მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს დასამონტაჟებლად. აღნიშნული მრიცხველი შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ აკრედიტებულ ორგანოში შემოწმების შემდეგ (ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მრიცხველის მიწოდებისთანავე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესებში მოცემული მრიცხველის შემოწმებაზე გაწერილი პროცედურები. მრიცხველის ლაბორატორიაში შემოწმების საფასურს იხდის მიერთების მსურველი).

12. ობიექტის გაზიფიცირებასა და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საპროექტო თუ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს;

ბ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარების დასაშვებ მოცულობასა და წნევას.

13. არსებულ განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ განმცხადებლისთვის მისი შესრულება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან (თუ აღნიშნული სამუშაოების შესრულება ამ წესების შესაბამისად არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას).

14. ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეესაბამებოდეს განაცხადით წარდგენილი ობიექტის (მიერთების შედეგად, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარება) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაში მიერთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სათანადო შესწორებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით.

15. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის შესაბამის საფეხურზე.

16. არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებელთა (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ობიექტის) გაზიფიცირებისას, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიერთების მსურველმა უნდა აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ, წარუდგინოს დასკვნა ახლად აშენებული მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ და შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის შემდეგ წერილობით მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან შესაბამისი სამუშაოების დასრულება და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება გადახდილი საფასურისთვის განსაზღვრულ ვადაში.

17. გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის:

ა.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში � 100 ლარი;

ა.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში � 70 ლარი;

ა.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში � 40 ლარი.

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის (სამი ან სამზე მეტი მომხმარებლის, ასევე, საყოფაცხოვრემო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში):

ბ.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში � 1000 ლარი;

ბ.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში � 700 ლარი;

ბ.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში � 500 ლარი.

18. შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს როგორც ახლად აშენებული მიერთების საშუალებების (მილსადენის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ისე თითოეული იმ პირის ქსელთან მიერთების სამუშაოებზეც, რომელთაც სურთ გახდნენ განაწილების ლიცენზიატის აბონენტები. ხოლო, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება მხოლოდ ერთი ახალი მომხმარებლის მიერთება, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის შემდეგ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (შეჭრა) და აღრიცხვის კვანძის მოწყობა-მიერთების ღონისძიებები.

19. გადახდილი საფასურის შესაბამისად, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების მოთხოვნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს ერთი თვის განმავლობაში, მოთხოვნილი სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების პერიოდის მიხედვით.

20. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება ასევე დაუშვებელია იმ განმცხადებლის მიმართ, რომლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვისაც საჭირო არ არის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (მათ შორის, შეჭრის) სამუშაოების ჩატარება და განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა, დამონტაჟება.

21. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.

22. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე, ამ ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას, თუ აღნიშნული განხორციელდა მომხმარებლის ხარჯით ან მისგან მოზიდული სახსრების მეშვეობით.

��� მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა

1. საცალო მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს ბუნებრივი გაზის მოხმარების მიერთების ტექნიკური პირობით დასაშვებზე მეტი მოცულობით გაზრდის შესახებ.

2. თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულზე მეტად, იმგვარად, რომ მის მიერ მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი მოხმარების მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა მის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.

3. ბუნებრივი გაზის მოხმარების გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე საცალო მომხმარებლის მიერთების პირობების განსაზღვრა.

��� მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური

1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება.

2. საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება განაწილების ლიცენზიატისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე ტარიფების გაანგარიშებისას.

3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა გარემოების გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება.

��� მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.

2. განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3. გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს საცალო მომხმარებლის არაგეგმური შემოწმებაც, რისთვისაც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს არაგეგმური შემოწმება; მომხმარებლის სახელი, გვარი და მისამართი; აბონენტის ნომერი; გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას. არაგეგმური შემოწმებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.

4. განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი) ვალდებულია განუმარტოს საცალო მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები და საცალო მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ საცალო მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია საცალო მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.

6. საცალო მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება.

7. შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე.

8. ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა.

9. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხი-ლება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად.

თავი III

სახელშეკრულებო ურთიერთობები

��� მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა

1. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელთან ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული (შეთავაზებული) ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საჯაროდ გამოცხადებული სხვადასხვა ტიპური ხელშეკრულების პირობებითა და ფასით. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპიური ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი საჯაროდ გამოცხადების თარიღი (გაფორმების შემთხვევაში, მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი);

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგების ვალდებულებას, მისი მოქმედების პერიოდს, ხელშეკრულების გაგრძელებისა და შეწყვეტის პირობებს, ასევე, გონივრულ ვადას ამ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების ან უარყოფის შესახებ.

გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებსა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მასში მოცემული უნდა იყოს დებულება ხელშეკრულების ამ წესებთან შესაბამისობისა და ამ წესების ხელშეკრულების პირობებთან მიმართებაში უპირატესი მოქმედების (უპირატესი იურიდიული ძალის) შესახებ;

დ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული მომსახურების პირობები არ უნდა შეიცვალოს და მასში ასახული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასი არ უნდა გაიზარდოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მისი საჯაროდ გამოცხადებიდან (შეთავაზებიდან) არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში;

ე) საჯაროდ გამოცხადებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპურ ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ან ფასის შეცვლის შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ახალ ტიპურ ხელშეკრულებას და საჭიროებს ახალი საიდენტიფიკაციო ნომრისა და გამოცხადების თარიღის მინიჭებას, ასევე ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, როგორც ზოგადად ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების საჯაროდ გამოცხადების შემთხვევაში.

3. მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და მასთან შეთანხმების გზით შეცვალოს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (ამ წესებით დაშვებულ ფარგლებში), ხოლო მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე. აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის საფუძველი და არც ამ მომხმარებლის დუმილი ჩაითვლება აქცეპტად (თანხმობად).

4. მიმწოდებელს ასევე უფლება აქვს მიმართოს წინადადებით პირთა განუსაზღვრელ წრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ან ამ ურთიერთობაში ცვლილების შეთავაზებით (აღნიშნული განცხადება წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე). საცალო მომხმარებლს უფლება აქვს თანხმობა განაცხადოს ამ შეთავაზებაზე და მოითხოვოს მიმწოდებლისაგან შეთავაზების პირობების შესაბამისი წერილობითი ფორმით შეთანხმება ან/და ხელშეკრულების გაფორმება.

5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა, ასევე, ერთი სახის მომხმარებელს შესთავაზოს ბუნებრივი გაზის სხვადასხვა პირობა და ფასი.

6. ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქნილობისა და მისი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების მიზნით მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრის პირობებსა და მეთოდებზე.

7. შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების პირობების მისადაგების მიზნით მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს (ხელშეკრულებით შეთანხმების შემთხვევაში) უფლება აქვთ ანგარიშსწორება მოახდინონ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღესა და ყოველი საანგარიშო თვის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დაფიქსირებულ კურსთა შორის სხვაობით მიღებული კოეფიციენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში:

ა) კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს (გავრცელდეს) მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და ტრანსპორტირებისა და განაწილების მომსახურების ტარიფებს შორის სხვაობით მიღებულ სიდიდეზე (ამასთან, ამ ურთიერთობაზე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფის არსებობის შემთხვევაში, კორექტირებით მიღებული სიდიდე (ეროვნულ ვალუტაში) არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფს);

ბ) ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასში ტრანსპორტირებისა და განაწილების მომსახურების წილის გამოყოფა (დაფიქსირება).

8. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებები აშკარად შეიცვალა (მათ შორის, თუ შეიცვალა მიმწოდებლისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის საფასური), მაშინ მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს საცალო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს შეცვლილი გარემოებების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა ხელშეკრულებაში მოცემული პირობის შესაბამისად (რომელიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვეზე, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის � 1 თვეზე ნაკლები). ასეთ შემთხვევაში:

ა) მომხმარებელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს პირობების მიუღებლობის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ);

ბ) მომხმარებელს უფლება აქვს განსაზღვრულ ვადაში აცნობოს მიმწოდებელს თანხმობა სახელშეკრულებო ურთიერთობების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების შესახებ;

გ) მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან განსაზღვრულ ვადაში შეტყობინებისგან ან სხვა ხელშეკრულების გაფორმებისგან თავის შეკავების შემთხვევაში ივარაუდება შეთავაზებულ პირობაზე თანხმობა.

9. თუ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება ან შეცვლილი გარემოებების განსაზღვრა და მათთან მისადაგება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ და მომხმარებელს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოკლებულია სამართლიანობის საფუძველს, მას უფლება აქვს მოითხოვოს შეცვლილ პირობებზე ან/და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მიმწოდებლის განმარტება და ამ განმარტებაზე შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიწოდებული.

10. დაუშვებელია მომხმარებლის იძულება მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეცვლილი საფასურის გადახდაზე, ასევე, სხვა პირობის შესრულებაზე, თუ აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელი წინასწარ არ იყო ინფორმირებული და წინასწარ არ განესაზღვრა გონივრული ვადა აღნიშნული პირობის მიღების ან უარყოფის შესახებ.

��� მუხლი 24. იძულება

თუ მიმწოდებელი ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დარღვევით (მომხმარებლის წინასწარ შეტყობინებისა და მისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე) შეცვლის მომსახურების პირობას (მათ შორის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასს), მომხმარებელს უფლება აქვს, შეცვლილი პირობების (გარემოების) გამოაშკარავებიდან 2 თვის განმავლობაში უარი განაცხადოს ამ პირობების მიღებაზე, გააფორმოს ახალი ხელშეკრულება სხვა მიმწოდებელთან და წერილობით აცნობოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ასეთ შემთხვევაში არანაკლებ 2-თვიან პერიოდზე, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის, საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.

��� მუხლი 25. პირგასამტეხლო

1. დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელსა და მომხმარებელს შეუძლიათ დამატებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ამასთან, ბათილია შეთანხმება, რომელიც მხარეებს აკისრებს აშკარად არათანაბარ და ურთიერთშეუსაბამო ვალდებულებებს.

2. პირგასამტეხლოზე დამატებითი შეთანხმება ხელშეკრულების მხარეებს უნდა აკისრებდეს ორმხრივ ვალდებულებას.

3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს დარღვევის (გადაცდომის) შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებიდან (მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინება მომხმარებელს მიაწოდოს წერილობითი ფორმით).

4. მხარეებს შორის დავალიანების გადახდაზე შეთანხმებით წყდება პირგასამტეხლოს დაკისრება, თუ ხელშეკრულებით მხარეები სხვა პირობას არ გაითვალისწინებენ.

5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს უფლება არა აქვს გააფორმოს პირგასამტეხლოზე შეთანხმება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან.

თავი IV

ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა

��� მუხლი 26. ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმწოდებლებისათვის საცალო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.

2. დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება და შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად.

4. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის, სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ან/და ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით და სხვა არამართლზომიერი და კანონსაწინაარმდეგო ქმედებები.

��� მუხლი 27. განსაკუთრებული მოთხოვნები და პირობები

1. ამ მუხლში მოცემული ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ განაწილების ლიცენზიატზე, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას.

2. განაწილების ლიცენზიატს მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას უფლება არა აქვს მოახდინოს საცალო მომხმარებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით მომსახურების პირობების ცვლილება (მათ შორის, ურთიერთშეთანხმებული ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილება). შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას, ვალდებულია საცალო მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებული პირობებით (ამ თავში განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით).

3. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, რომელიც ასევე ეწევა ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობას და ახორციელებს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის რეალიზაციას, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული საცალო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებაზე, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის.

4. თუ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონი, ეს წესები ან/და აღნიშნული კანონის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტი უშვებს მიმწოდებელსა და ამა თუ იმ სახის (კატეგორიის) მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრას, და თუ ამ ურთიერთობებზე არ დგინდება სამომხმარებლო ტარიფები, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა ან შემცირება (მათ შორის, შეცვლილ გარემოებასთან მისადაგების მიზნით) განახორციელოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოცხადების შემდეგ.

5. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელმა ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა შეიძლება განახორციელოს საცალო მომხმარებელთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 2 თვის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის � 1 თვის შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოაშკარავებიდან არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, საცალო მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საფასურის გაზრდამდე არსებული ფასით.

6. მომხმარებლის მიერ შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება, ან/და სხვა ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთი მოქმედების შედეგად მომხმარებლის თანხმობის მიუხედავად, თუ დადასტურდება ამ პუნქტით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება და მომხმარებელს ზიანის კომპენსაციასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - შეცვლილ გარემოებამდე არსებული, ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით (მიუხედავად იმისა, წარმოებდა თუ არა მხარეებს შორის მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე სხვა საფასურით ანგარიშსწორება).

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა იმ მომხმარებელთან მიმართებაში, რომელთა მიმართ განხორციელდა აღნიშნული პირობებისა და პროცედურების დარღვევა.

თავი V

მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

��� მუხლი 28. გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზი გაანაწილოს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა შესაბამისი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების ან მომარაგების შეწყვეტის შესახებ.

2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გაუგზავნოს მის განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება ამა თუ იმ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად.

3. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს;

ბ) განაწილების მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის) სახელს, მისამართს და საბანკო რეკვიზიტებს;

გ) ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას საპროგნოზო მოცულობების შესახებ;

დ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელში ბუნებრივი გაზის მიწოდების პუნქტის ადგილმდებარეობასა და დასახელებას;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელში მიწოდების სხვა წყაროებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ� და ,,ე� ქვეპუნქტებში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საცალო მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებზე.

5. განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს ამ წესებით განსაზღვრული პირობებით ბუნებრივი გაზით საცალო მომხმარებლის მომარაგების მზადყოფნის შესახებ.

6. ამ მუხლის შესაბამისად, განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შევსებული შეტყობინების განაწილების ლიცენზიატთან წარდგენის შემდეგ, ბუნებრივი გაზის განაწილების შესახებ ინდივიდუალურ ან/და ამ წესებით გაუთვალისწინებელ პირობებზე მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის შეუთანხმებლობის მიუხედავად, შეტყობინების შეტანიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადში მოცემული პირობებისა და მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მითითების საფუძველზე უპირობოდ განახორციელოს ამ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები და იმოქმედოს ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

7. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს უარი უთხრას მიმწოდებელს მისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია განაწილების საფასურის გადაუხდელობით.

8. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია სხვა პირის მიერ მისი განაწილების ქსელში მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, კომისიას წერილობით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინების რეგისტრაციის ნომერი და თარიღი;

ბ) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტები;

გ) შეტყობინებაში მოცემული ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღისა და საპროგნოზო მოცულობების შესახებ;

დ) განაწილების ლიცენზიატის მიერ შეტყობინების საპასუხოდ გაგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი (მის მიერ ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლისთვის მომარაგების მზადყოფნის ან უარის შესახებ), ასევე, ამ წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი.

9. განაწილების ლიცენზიატს ბუნებრივი გაზის განაწილების საფასური უნდა აუნაზღაურდეს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შესაბამისად კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.

��� მუხლი 29. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება

1. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს იმ განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებას, რომლის მეშვეობითაც ხდება საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან/და ფაქტობრივი მოხმარების შევსება.

2. მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებულ ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად მიმწოდებელმა შესაბამის განაწილების ლიცენზიატს უნდა მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საცალო მომხმარებლის დასახელება, მისამართი და იმ აბონენტის ნომერი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება;

ბ) მომხმარებლისათვის მოთხოვნილი წნევა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე მოთხოვნილ იქნეს ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი;

გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

დ) მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მოხმარების (მომარაგების) დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების ასლი).

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად ბუნებრივი გაზის განაწილებასა და შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია საცალო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაწყების ამ წესებთან აშკარად შეუსაბამო ვადები;

ბ) არ არის განსაზღვრული საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალანსების უზრუნველყოფის პირობები.

4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი ამ წესების პირობების გათვალისწინებით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ხელშეკრულების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეს (თუ მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების უფრო გვიანი ვადა არ არის გათვალისწინებული). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს მხარეებს ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების ზუსტი თარიღი მისი განსაზღვრისთანავე.

��� მუხლი 30. მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები

1. ამ წესების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ინდივიდუალური აღრიცხვა (საანგარიშსწორებო მრიცხველის ჩვენების აღება), ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ინფორმაციის განაწილების ლიცენზიატისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება (ანალიზისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის ვადის განსაზღვრით); ხოლო ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ მიღებული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის ანალიზის შემდეგ განახორციელოს საცალო მომხმარებელზე თანხის დარიცხვა (მიწოდებისა და განაწილების მომსახურების წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით), ქვითრის გამოწერა (დაბეჭდვა) და ამ ქვითრის საცალო მომხმარებლისთვის მიწოდება. შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიმწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სათანადოდ შესწავლისა და ანალიზის შემდეგ, განახორციელოს მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად გაწეული განაწილების მომსახურების ღირებულების დარიცხვა, გამოწეროს ანგარიშფაქტურა და განსაზღვრულ ვადაში (რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები) წარუდგინოს იგი მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებლისთვის წარდგენილ ანგარიშფაქტურას თან უნდა ახლდეს დადასტურებული მონაცემები განაწილების ლიცენზიატის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და ღირებულების შესახებ თითოეული მომხმარებლის მიხედვით (განცალკევებულად) და ჯამურად.

2. მიმწოდებელი (განაწილების ლიცენზიატის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საცალო მომხმარებლის მიერ (ქვითარზე მოცემულ ანგარიშზე) გადახდილი თანხა გადაირიცხება მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.

3. საცალო მომხმარებლის მიერ ქვითარში მითითებული ვადის გადაცილებიდან 5 დღის განმავლობაში თანხის გადაუხდელობისას განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებლისათვის განაწილების მომსახურების დავალიანების გადახდის გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უფლება აქვს შესაბამის მიმწოდებელს ასევე მოსთხოვოს საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ გადაიხდის შესაბამისი საცალო მომხმარებლისათვის განაწილებული ბუნებრივი გაზის საფასურს ან ვერ წარადგენს განაწილების ლიცენზიატის მიერ მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მხარეთა შეტყობინების შემდეგ არ დაუშვას მის გამანაწილებელ ქსელში მიმწოდებელი აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებამდე.

5. ამ წესებით განსაზღვრული მიმწოდებლის ქსელში არდაშვების ნორმები (მათ შორის, მიმწოდებლისგან საბანკო გარანტიის მოთხოვნის ნორმები მომდევნო საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის ან/და განაწილების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად) არ მოქმედებს იმ შემთხვევებში, თუ განაწილების ლიცენზიატს გააჩნია მიმწოდებლის მიმართ ფინანსური დავალიანება და მიმწოდებლის მიერ განაწილების ლიცენზიატისთვის თანხა არ იქნა გადახდილი თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისად, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებლისგან ამოღებული თანხით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა (საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი განაწილების ლიცენზიატისთვის განკუთვნილი წილიდან).

6. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; აღნიშნული ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ახორციელებს ან სურს განახორციელოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა.

��� მუხლი 31. მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

1. მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებაზე.

2. მიმწოდებელი, საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს აუნაზღაუროს განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის გაწეული ხარჯები ამ წესების შესაბამისად.

3. თუ ბუნებრივი გაზის მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხელშეკრულება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, ანგარიშსწორება მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ადგილი აქვს განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ბუნებრივი გაზის მოხმარებას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მიმწოდებლისგან მოითხოვოს როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული მისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება;

ბ) როდესაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ საცალო მომხმარებლის (ან მომხმარებლების) მიერ მოხმარებული (მიღებული) ბუნებრივი გაზი ნაკლებია განაწილების ლიცენზიატის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიღებულ და საცალო მომხმარებლისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ გაზზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს საცალო მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასსა და განაწილების მომსახურების ღირებულებას შორის სხვაობით მიღებული.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფში გათვალისწინებული არ არის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ნორმატიული დანაკარგები, ზენორმატიული დანაკარგი შეივსება (ანაზღაურდება) განაწილების ლიცენზიატის მიერ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი ითვალისწინებს ნორმატიული დანაკარგის ანაზღაურებას, მაშინ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეავსოს მიწოდების პუნქტში მიღებული და გამანაწილებელ ქსელში განაწილებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი.

თავი VI

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი

��� მუხლი 32. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და, შესაბამისად, ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მოთხოვნილი წნევა და საპროგნოზო მოცულობები.

3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ბუნებრივი გაზით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთანხმება საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღვრულ პირობებს.

4. განაწილების ლიცენზიატისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში � ნებისმიერ დროს.

5. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ 3 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

6. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:

ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები;

გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.

7. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

თავი VII

ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება

��� მუხლი 33. ღია (საჯარო) ინფორმაცია

1. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეებისა და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის, მათ შორის, განაწილებისა და სამომხმარებლო ტარიფების და მათთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;

გ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულების შესახებ;

დ) აბონენტის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მოცემული აბონენტისთვის);

ე) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;

ვ) გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღია (საჯარო) ინფორმაცია.

2. განაწილების ლიცენზიატი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მიმწოდებლების შესახებ, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების სავარაუდო ფასისა და ამ მიმწოდებლების საკონტაქტო რეკვიზიტების მითითებით (მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე);

ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისა და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრისა (ცვალებადობის) და ამ წესებით გათვალისწინებული ჟურნალის სხვა ჩანაწერები;

გ) ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;

დ) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით (ამ საწარმოების მოთხოვნის შემთხვევაში);

ე) ქსელზე მიერთების მსურველი ახალი მოხმარებლებისთვის შეთავაზებული მრიცხველები და მათი ფასები;

ვ) საცალო მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით).

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსონ (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე) ისე, რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.

��� მუხლი 34. ინფორმაციის გამოცხადება და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სხვა ღია ინფორმაციასთან ერთად ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განთავსება-გამოცხადება, ასევე, უზრუნველყოს მიმწოდებლებისათვის გამოყოფილ ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებგვერდზე), მიმწოდებლების თავისუფალი მოქმედება და მათთვის სასურველი ინფორმაციის დაუბრკოლებლად განთავსება.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიმწოდებლებისთვის (რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ მისი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა) ხელმისაწდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილებისა და მიწოდების (მოხმარების) ერთიანი ბაზა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ პუნქტში მოცემული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნიდან ერთი კვირის განმავლობაში დააკმაყოფილოს მიმწოდებლის მოთხოვნა.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომსახურების ცენტრებში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე, ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.

��� მუხლი 35. ინფორმაციის გამოცხადება და მიმწოდებლის ვალდებულებები

1. მიმწოდებელი ვალდებულია იქონიოს ოფიციალური ვებგვერდი და მოახდინოს მისი განახლება ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. მიმწოდებელი ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განათავსოს (გამოაცხადოს):

ა) საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობების, ასევე მისი ფასისა და თავისუფალი (ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი) მოცულობების შესახებ ინფორმაცია (კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად);

ბ) ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ტიპური ხელშეკრულებები მომსახურების სხვადასხვა პირობებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ფასის მითითებით (მათ შორის, ამ წესების დანართი �1-ით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება�).

3. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის მოცულობებს;

ბ) მოხმარებული ბუნებრივი გაზის შეთავაზებულ ფასს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით (ერთ კუბურ მეტრზე/ლარებში);

4. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაციის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდზე) განთავსება, ასევე წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) ბუნებრივი გაზის შეთავაზებული ფასით მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი �1-ით დამტკიცებული პირობებით გაფორმებაზე.

��� მუხლი 36. ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება

1. საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია, ყოველი კალენდარული წლის სექტემბრის თვეში (ყოველი სექტემბრის თვის პირველი კვირის განმავლობაში), მიმწოდებლების მიერ უნდა გამოქვეყნდეს კომისიის მიერ შერჩეული ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებით.

2. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, კომისიის მიერ შერჩეულ შესაბამის ბეჭდვით საინფორმაციო საშუალებას საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით ყოველი კალენდარული წლის 25 აგვისტომდე.

3. მიმწოდებლების მიერ საინფორმაციო საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაცია საცალო მომხმარებელზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის შესახებ წარმოადგენს მიმწოდებლის შეთავაზებას (ოფერტს) საცალო მომხმარებელთათვის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი �1-ით დამტკიცებული ფორმით გაფორმებაზე.

4. კომისიის მიერ შესაბამისი ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალების შერჩევა მოხდება ინფორმაციის გავრცელებისა და ამ მომსახურების მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად.

��� მუხლი 37. ანგარიშგება

1. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განცალკევებულად აღრიცხოს:

ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებით მიღებული შემოსავალი;

ბ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე, ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით) ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (წნევის და მოცულობების) მიხედვით და ჯამურად;

გ) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები.

2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკევებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე, ყოველკვარტალურად კომისიას მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

3. მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს კომისიას ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი გასული პერიოდის შესახებ (კომისიის მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმის შესაბამისად), ხოლო ამ წესებით განსაზღვრული ჟურნალების ელექტრონული ფორმით წარმოებისას, ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების ერთიანი რეესტრი კომისიას უნდა მიაწოდოს ყოველი თვის ბოლომდე (მისი ელექტრონული ვერსია კომისიის მიერ შემუშავებული ფორმით, დამოწმებული შესაბამისი მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილი პირის მიერ).

თავი VIII

გარდამავალი დებულებები

��� მუხლი 38. აღრიცხვიანობის მოწესრიგება

1. განაწილების ლიცენზიატს, საცალო მომხმარებელთა ინდივიდუალური აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, უფლება აქვს შეცვალოს ამა თუ იმ მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველი სხვა გამართული მრიცხველით, მომხმარებლის მრიცხველის გაუმართაობის საფუძვლიანი ვარაუდის შემთხვევაში (აღნიშნულთან დაკავშირებით დგება აქტი, რომელშიც დამატებით უნდა მიეთითოს ეს მუხლი). განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მუხლის საფუძველზე მრიცხველის გამოცვლის შემთხვევაში, იგი ვალდებულია წერილობით დეტალურად განუმარტოს საცალო მომხმარებელს მისი და თავისი (მიმწოდებლის) ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ.

2. საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელს უფლება აქვს, მრიცხველის შეცვლიდან 2 კვირის განმავლობაში წერილობით მოითხოვოს მოხსნილი მრიცხველის შემოწმება, მისთვის მისაღებ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად). მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დატოვოს ახალი მრიცხველი ან დაიბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 2 კვირის განმავლობაში წერილობით არ მოითხოვს მოხსნილი მრიცხველის შემოწმებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ წესებში მოცემული პირობების შესაბამისად მომხმარებელს დაარიცხოს მასთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ღირებულება. ამასთან, განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს შეამოწმოს მოხსნილი მრიცხველის გამართულობა ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრისა თუ უკანონოდ მოხმარების გარემოების დადგენის მიზნით ან/და გადაიანგარიშოს ამ მომხმარებელზე დარიცხული საფასური რაიმე სახით, ან დაარიცხოს რაიმე სახის საფასური მრიცხველის შეცვლამდე არსებულ პერიოდზე.

3. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან მიმართებაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაადგინოს ინდივიდუალური მრიცხველის გამართულობა და იმოქმედოს მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) მრიცხველის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი აქტი და მოითხოვოს მომხმარებლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მათ შორის, დამონტაჟებული მრიცხველის ღირებულების ანაზღაურება);

ბ) მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში დატოვოს ახალი მრიცხველი ან დააბრუნოს ძველი მრიცხველი ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

4. ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საცალო მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, კომისიამ შეიძლება მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი მრიცხველის შემოწმება მისთვის მისაღებ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში (ამ წესებში მოცემული წესისა და პირობების შესაბამისად), ხოლო მრიცხველის გამართულობის შემთხვევაში, დატოვოს ახალი მრიცხველი ან დააბრუნოს ძველი მრიცხველი ამ მომხმარებელზე ყოველგვარი საფასურის დარიცხვის გარეშე.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მის მიერ შედგენილი აქტი და ამ მუხლის საფუძველზე მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ 3 კალენდარული თვის განმავლობაში.

6. განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს იხელმძღვანელოს ამ მუხლში მოცემული დებულებებით, თუ საცალო მომხმარებელთან დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე აშკარად ადგილი აქვს მრიცხველის განზრახ დაზიანებას.

7. ამ მუხლის მოქმედება განაწილების ლიცენზიატებისთვის განისაზღვროს 2011 წლის 1 იანვრამდე.

��� მუხლი 39. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით � ჩანაწერების მიხედვით.

2. თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.

3. მიმწოდებლები ვალდებული არიან ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვეში დააკმაყოფილონ ამ წესების 33-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნები, იქონიონ ოფიციალური ვებგვერდი და უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება და განახლება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, იმ საცალო მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველსაც გააჩნია მაკორექტირებელი ან ინდივიდუალურად დამონტაჟებული მრიცხველის კორექტორი, ამ წესების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, წერილობით აცნობონ მრიცხველის კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და მასში პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები.

5. ამ წესების III თავით განსაზღვრული წესი და პროცედურები არ ვრცელდება იმ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ (განსაზღვრულ) იქნა კომისიის მიერ.

დანართი �1

ბუნებრივი გაზის ნასყიდობის

ხელშეკრულება �

ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი: 1.

მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:��������������;

ბუნებრივი გაზის �გამყიდველის (მიმწოდებლის) დასახელება ������������������������������������������� ;

 

ბუნებრივი გაზის გამყიდველის წარმომადგენელი ������������������������������������������������������������������������� ;

���������������������� ������������������������������������������������������������������������������������������(თანამდებობა, სახელი, გვარი)

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ������������������������������������������������������������������������������������� ;��

���������������������� �������������������������������������������������������������������(ფიზიკური პირი, სამეწარმეო სუბიექტი ან დაწესებულება)

მისამართი ���������������������������������������������������������� ; ტელ: �������������������������������������������������������� ;

საიდენტიფიკაციო ნომერი ����������������������������������������������������������������������������������������� ;

���������� ���� ���������������������������������������������������������������������������(სამეწარმეო სუბიექტის ან დაწესებულების შემთხვევაში);

მომხმარებლის აბონენტის ნომერი ����������������������������������������������������������������������������������������������������� ;

მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური �������������� კუბურ მეტრებში;

ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების თარიღი �������������������������������������������������������������������� ;

მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება ����������������������������������������������������� ;

გამანაწილებელი ქსელის მფლობელი

განაწილების ლიცენზიატის დასახელება ���������������������������������������� ; �მოთხოვნილი წნევა ����������� ;

 

ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებითგანსაზღვრული პირობებით.

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე ანგარიშსწორება აწარმოოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურით (კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ასეთი ტარიფის არსებობის შემთხვევაში).

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია შეისყიდოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მხოლოდ ����������������������������������������������� (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.

გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური.

გამყიდველი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

 

ბუნებრივი გაზის მყიდველის ( მომხმარებელის) ხელმოწერა:� �����������������������������������������������

 

ბუნებრივი გაზის გამყიდველის ( მიმწოდებლის) წარმომადგენლის ხელმოწერა:� ����������������������������

 

�������� ������������������� 200�� წ.

შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს ბუნებრივი გაზის წნევისა და საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური, თვიური, დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

ინფორმაცია

 

 

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

მომსახურე კომპანიის ან მისი თანამშრომლის მიერ მომხმარებლისთვის რაიმე სახის მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (შესაბამისი სამართლებრივი აქტის, მუხლის ან/და პუნქტის მითითება). მომსახურე კომპანიის თანამშრომლები ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ბუნებრივი გაზით მომარაგების მომსახურებასთან დაკავშირებით, განუმარტონ მომხმარებლისა და საკუთარი უფლება -მოვალეობანი. თუ კომპანიის თანამშრომლები არღვევენ თავიანთ მოვალეობებს და არ რეაგირებენ თქვენს საჩივარზე, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი კომპანიის საჩივრებზე რეაგირების სამსახურს ან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს

 

მისამართი: ქ. ქუთაისი, ო. ჩეჩელაშვილის ქუჩა �26

ტელ: (8 22) 42 01 90; �(8 231) 5 30 94.

ვებგვერდი: http://www.pdci.ge���� ���� ელ.ფოსტა: mail@pdci.ge

 

 

 

33. 28/12/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 29/12/2023 32. 15/11/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 44 - ვებგვერდი, 20/11/2023 31. 18/08/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 19/08/2022 30. 28/12/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 30/12/2021 29. 25/11/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 51 - ვებგვერდი, 30/11/2021 28. 30/09/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 40 - ვებგვერდი, 04/10/2021 27. 19/11/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 25/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 29/04/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 05/05/2020 25. 14/02/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 26/02/2020 24. 24/01/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 29/01/2020 23. 26/12/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 45 - ვებგვერდი, 30/12/2019 22. 25/10/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 31/10/2019 21. 27/06/2019 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 13 - ვებგვერდი, 28/06/2019 20. 18/12/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 24/12/2018 19. 23/08/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 20 - ვებგვერდი, 30/08/2018 18. 16/08/2018 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 20/08/2018 17. 21/07/2017 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 18 - ვებგვერდი, 27/07/2017 16. 26/08/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 30/08/2016 15. 15/04/2016 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 20/04/2016 14. 27/05/2015 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 02/06/2015 13. 31/10/2014 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 04/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 06/02/2014 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 11/02/2014 11. 23/01/2014 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 27/01/2014 10. 27/12/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 28/12/2012 9. 05/07/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 13/07/2012 8. 28/06/2012 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 29/06/2012 7. 08/12/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 21 - ვებგვერდი, 111212028, 13/12/2011 6. 03/08/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 110804010, 09/08/2011 5. 14/07/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 110721001, 21/07/2011 4. 08/06/2011 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 110610051, 13/06/2011 3. 18/11/2010 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 25 - სსმ, 153, 24/11/2010 2. 01/10/2010 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 21 - სსმ, 126, 01/10/2010 1. 18/03/2010 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 4 - სსმ, 31, 24/03/2010