„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 957
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 31/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.014.055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
957
31/12/2009
სსმ, 160, 31/12/2009
200.090.000.22.033.014.055
„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (31/12/2009 - 22/03/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.014.055

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №957

2009 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე და მე-100 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის/რეგისტრაციის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური):

ა) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ბ) ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

გ) რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

დ) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ე) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ვ) გორის საგადასახადო ინსპექცია;

ზ) თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

თ) ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);

ი) აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია;

კ) გურიის საგადასახადო ინსპექცია;

ლ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, რომელიც ახორციელებს:

ლ.ა) აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის/რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას და აღრიცხვის/რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემას;

ლ.ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეგისტრაციას.

2. დამტკიცდეს:

ა) „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1);

ბ) „გადასახადის გადამხდელის (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ან/და ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა“ (დანართი №2);

გ) „ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ან/და ცვლილების რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა“ (დანართი №3);

დ) „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის ფორმა (დანართი №4);

 ე) „გადასახადის გადამხდელის (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი)“ (დანართი №5);

ვ) „რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულებისათვის განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისათვის“ (დანართი №6);

ზ) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის)/ცვლილების რეგისტრაციის რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი კოდები“ (დანართი №7);

თ) საგადასახადო მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები“ (დანართი №8);

ი) მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ფიზიკურ პირებს საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და მათი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი“ (დანართი №9).

3. „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500–№653 ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცედურებს ახორციელებს ამავე ბრძანების საფუძველზე ერთი ფანჯრის“ პრინციპით საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესების დაცვით.

4. 2006 წლის 1 ივლისამდე საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფი გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე. 2008 წლის 1 ივლისამდე საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფი საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის შეცვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომრის მიხედვით განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2010 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომრის პირადი ნომრით შეცვლის პროცედურების შემუშავება და შემდგომში სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირება რეგისტრაციას დაქვემდებარებული ინდივიდუალური მეწარმეების საიდენტიფიკაციო ნომრების ცვლილების თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №214-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.477

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანება.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 კ. ბაინდურაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №214-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.477

დანართი №1

ინსტრუქცია გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე, 52-ე და მე-100 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) წესს.

2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადასახადის გადამხდელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული „გადასახადის გადამხდელი“ და „საგადასახადო აგენტი“ (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა);

ბ) მარეგისტრირებელი ორგანო – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრები (საგადასახადო ინსპექციები)/საგადასახადო ინსპექციები და მათი შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეულები;

გ) პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

დ) აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე და/ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომლის მოვალეობაში შედის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცედურების განხორციელება და/ან ამ პროცესების ზედამხედველობა;

ე) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) რეესტრი – ამ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების და მათი სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეულების მიერ რეგისტრირებული მონაცემების ერთობლიობა (ელექტრონული ვერსიის სახით);

ვ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) – გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და შემდგომში სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) მონაცემებში ცვლილებების შეტანა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისათვის) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება 9 ციფრისაგან. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომერი (გარდა 2006 წლის 1 ივლისამდე არსებული წესის მიხედვით საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილი ფიზიკური პირისა, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერიც წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებულ ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს);

თ) ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართული ტერიტორიული ერთეული – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება) (შემდგომში – ტერიტორიული ერთეული), რომელიც ჩართულია ადმინისტრირების ერთიან კომპიუტერულ ქსელში და უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების შეტანა.

3. გადასახადის გადამხდელს ენიჭება (ერთი) საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მუდმივია და მისი შეცვლა (გარდა შეცდომით მინიჭებულისა) ან განმეორება (სხვა გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭება) აკრძალულია (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

4. საგადასახადო ორგანო თითოეულ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც უშუალოდ აკისრია გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, ანიჭებს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც გამოიყენება ყველა გადასახადის, მათ შორის, საბაჟო გადასახდელების გადახდისთვისაც.

5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა 2006 წლის 1 ივლისამდე არსებული წესის მიხედვით საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილი ფიზიკური პირისა), უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის პროცედურების გავლის გარეშეც, წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას, ასევე საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).

6. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებში ცვლილების შეტანის უფლება შეიძლება მიენიჭოს სათანადოდ უფლებამოსილ პირს, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 2. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიანი რეესტრი და გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ფორმა

საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიანი რეესტრი არის შემოსავლების სამსახურის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა და სააგენტოს მიერ მოწოდებული რეგისტრირებული პირების მონაცემების დამუშავების კომპიუტერული ვერსიის საფუძველზე შექმნილი გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემა.

    მუხლი 3. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადების წარდგენა

1. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ნებისმიერი პირი საგადასახადო აღრიცხვის/რეგისტრაციის განაცხადის ფორმებით (ან მათი ასლებით ნებისმიერ მატარებელზე) და/ან აღრიცხვასთან (რეგისტრაციასთან) დაკავშირებული სხვა ინფორმაციით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო (გარდა მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წარმონაქმნებისა) და/ან ორგანიზაცია (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავში განსაზღვრული წარმონაქმნებისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

4. ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) შეუძლია გაიაროს ნებისმიერი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. ამასთან, განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირისა, გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად (მისი დადგენილი წესით მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის (რეგისტრაციის) შემთხვევაში) შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით. ამასთან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საგადასახადო ორგანოში, გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესისა, ასევე შეუძლია საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) გაიაროს განცხადების საფუძველზე, რომლის დროსაც მას მარეგისტრირებელ ორგანოში საგადასახადო აღრიცხვისას (რეგისტრაციისას) საიდენტიფიკაციო ნომრად უფიქსირდება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

6. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ პირმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოს იურიდიული მისამართის მიხედვით.

7. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილება წარმოიშობა მხოლოდ მათი შესაბამის რეესტრში შეტანის და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ მოწმობის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გამოცემის მომენტიდან.

8. გადასახადის გადამხდელის (სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა) სახელმწიფო რეგისტრაციაზე და/ან საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა არ ათავისუფლებს მას სახელმწიფო რეგისტრაციამდე და/ან საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ვალდებულებებისგან.

    მუხლი 4. გადასახადის გადამხდელთა (მათ შორის, სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთა) საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

1. გადასახადის გადამხდელების საქმიანობის აქტივობის შეფასების მიზნით დგინდება შემდეგი სტატუსები:

ა) მოქმედი გადასახადის გადამხდელი;

ბ) უმოქმედო გადასახადის გადამხდელი;

გ) ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელი.

2. გადასახადის ყველა გადამხდელს აუცილებლად ენიჭება ჩამოთვლილ სტატუსთაგან ერთ-ერთი. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება მის მიერ დეკლარაციების წარდგენისა და გადასახადების გადახდის ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

3. გადასახადის გადამხდელის სტატუსის განსაზღვრა (სტატუსის მინიჭება, (გარდა ლიკვიდირებული (ან რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელის სტატუსისა) ხორციელდება ავტომატიზებული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ყოველ 3 თვეში ერთხელ (კვარტალის მესამე თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით), ბოლო 12 თვის მანძილზე საგადასახადო ორგანოში ერთხელ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების ან გადასახადის დამადასტურებელი (აღმნიშვნელი) დოკუმენტების საფუძველზე.

4. ლიკვიდირებულ (ან რეორგანიზებულ) გადასახადის გადამხდელებად ითვლებიან:

ა) გარდაცვლილი ფიზიკური პირები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდირებული (მათ შორის, რეორგანიზაციის (შერწყმა, გაყოფა) შედეგად ლიკვიდირებული) იურიდიული პირები ან გადასახადის სხვა გადამხდელები რეგისტრაციის (აღრიცხვის) გაუქმების (ან რეორგანიზაციის) ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 5. გადასახადის გადამხდელის (გარდა მე-6 მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელებისა) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცედურები

1. უცხოური საწარმოები, უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებენ ფილიალის (მუდმივი დაწესებულების, წარმომადგენლობის) შექმნის გარეშე, მარეგისტრირებელ ორგანოებში სავალდებულო საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) არ ექვემდებარებიან. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) გაიარონ ნებისმიერ მარეგისტრირებელ ორგანოში ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული გადასახადის გადამხდელებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელი სრულად შევსებულ საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) განცხადებას (დანართი №2) წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს თავისი ადგილსამყოფლის (მისამართის) მიხედვით, რომელსაც თან უნდა ახლდეს (არსებობის შემთხვევაში) სადამფუძნებლო და საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) სავალდებულო დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) თითო ეგზემპლარი. სხვა შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (თუკი ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით).

3. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) წესდება, ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესდების შემცვლელი დოკუმენტი (ნათარგმნი, აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სათანადო წესით), ამონაწერი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის დოკუმენტებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რწმუნებულება.

4. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესახებ განცხადება დაუყოვნებლივ განიხილება აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად. თუ განცხადების მონაცემები შემდგომ დაზუსტებას აღარ საჭიროებს, ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები. განცხადება დასტურდება აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადების მონაცემები შეიტანება საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში და სარეგისტრაციო ბარათში (ფორმულარში) (დანართი №5), გადასახადის გადამხდელს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. გადასახადის გადამხდელზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) ან უფლებამოსილი პირი.

5. ამ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილებად (რეგისტრირებულებად) ითვლებიან მათი შესაბამის რეესტრში შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესაბამისი მოწმობის გაცემის შემდეგ.

6. ამ მუხლში განხილული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ხორციელდება იმავე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის). განცხადება ცვლილებების თაობაზე შეიტანება მისი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოში.

7. მოცემულ მუხლში მითითებულ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადასახადის გადამხდელს უკვე გავლილი აქვს საგადასახადო აღიცხვა (რეგისტრაცია) და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) განცხადებაში წარმოდგენილი მონაცემები არასრულია და/ან ვერ დგინდება განცხადებაში მოყვანილი მონაცემების სიზუსტე;

გ) არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

8. თუ გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე), მარეგისტრირებელი ორგანო ან მისი სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეული ვალდებულია წერილობით აცნობოს მას უარის თქმის კონკრეტული მიზეზის მითითებით.

    მუხლი 6. ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის – საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად (მისი ამ პუნქტით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირების შემთხვევაში) შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით. ამასთან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს – მარეგისტრირებელ ორგანოში, გარდა ამავე პუნქტით განსაზღვრული წესისა, ასევე შეუძლია საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) გაიაროს განცხადების (დანართი №3) საფუძველზე, რომლის დროსაც მას საიდენტიფიკაციო ნომრად უფიქსირდება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

2. ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირისა, ვალდებულია აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) მიმართოს საქართველოში თავისი საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენამდე, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირი – საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე.

3. იმ ფიზიკური პირისათვის, რომლის საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი არ წარმოადგენს მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №9), ან მისი საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) დადგენილი ფორმის განცხადებას (დანართი №3);

ბ) აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი დასტურდება აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის შესაბამის რეესტრში. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი.

4. იმ ფიზიკური პირისათვის, რომელთა საცხოვრებელ/საქმიანობის ადგილს წარმოადგენს მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №9) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა მარეგისტრირებელი ორგანოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის ადგილსამყოფელს), ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) თაობაზე შესაბამის განცხადებას;

ბ) აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით აღრიცხვას/რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, დასტურდება ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესაბამისი მოწმობა (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი;

გ) გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და მოწმობის გაცემის შემდგომ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის ტერიტორიული ერთეული წარმოდგენილი განცხადების ფორმას თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას (ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად) მონაცემების საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიან რეესტრში შეტანის მიზნით. მონაცემები საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიან რეესტრში შეიტანება მათი წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიან რეესტრში მონაცემთა შეტანის შემდეგ განცხადება უბრუნდება ტერიტორიულ ერთეულს ან შესაბამის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება რეგიონალურ ცენტრში (საგადასახდო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში (ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია განცხადების ფორმების წარდგენა დადგენილ ვადაში), დასაშვებია განცხადების მონაცემები ტელეფონოგრამის, ფაქსის ან სხვა საშუალებებით გადაეცეს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს (დადგენილი პროცედურების ჩატარების მიზნით), რომელიც შემდგომში, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი.

6. ფიზიკური პირის, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა, საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება დაუყოვნებლივ, შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე. აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი იღებს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) თაობაზე. უარის შემთხვევაში განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მოტივირებული გადაწყვეტილება უარის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია ხორციელდება მათი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოში, საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) დადგენილი წესის შესაბამისად. განცხადება ცვლილებების თაობაზე შეიტანება შესაბამის მარეგისტრირებელი ორგანოში.

8. ამ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანილად ითვლებიან მათი შესაბამის რეესტრში შეტანის, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) შესაბამისი მოწმობის გაცემის შემდეგ.

    მუხლი 7. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) და რეესტრის წარმოება

1. არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას) ახორციელებს მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო. აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურების გათვალისწინებით.

2. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ხორციელდება იმავე წესით, რაც გათვალისწინებულია ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლში მითითებულ პირთა საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის).

3. საგადასახადო მიზნებისათვის არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილმდებარეობა, რომლის გამოყენებით ეს პირი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. უცხოური ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვისათვის (რეგისტრაციისათვის) არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.

    მუხლი 8. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) იძულებითი წესით უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. თუ პირი სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია).

2. აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირი არსებული საგადასახადო სამართლადარღვევის ოქმის საფუძველზე ავსებს შესაბამისი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) განცხადების ფორმას, მონაცემები შეჰყავს შესაბამის რეესტრში და ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს.

3. გადასახადის გადამხდელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების ჩატა-რების შემდეგ, დაზღვეული საფოსტო გზავნილით ეგზავნება დადგენილი ფორმის და დადგენილი წესით შევსებული შესაბამისი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა (დანართი №4) და შეტყობინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) განხორციელების თაობაზე.

    მუხლი 9. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელთა ერთი მარეგისტრირებელი ორგანოდან სხვა მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვაზე გადასვლისას (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გადამხდელთა ერთი მარეგისტრირებელი ორგანოდან სხვა მარეგისტრირებელ ორგანოში გადასვლისა), საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ერთიან რეესტრში შესაბამისი ცვლილება (მუნიციპალიტეტის კოდის შეცვლა) უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან შეტყობინების მიღების შემდეგ. ცვლილების განხორციელების შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას უგზავნის გადასახადის გადამხდელის ახალი ადგილმდებარეობის მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლი, ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით, აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელი პირის მიერ ინახება დოკუმენტაციის გამგზავნ მარეგისტრირებელ ორგანოში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საწარმოს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში ან სხვა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანის შემთხვევაში აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეგზავნება მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას ან მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო გადაგზავნილი დოკუმენტაციის ასლი ინახება დოკუმენტაციის გამგზავნ ორგანოში.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მარეგისტრირებელ ორგანოში სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) ადმინისტრაციული საზღვრის (საზღვრების) შეცვლისას (ტერიტორიის ცვლილებისას) იმ გადასახადის გადამხდელთა, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეეხო ცვლილება, საგადასახადო აღრიცხვაზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში აყვანა (გადაყვანა), გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა (გადაყვანა) ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. გადასახადის გადამხდელის ერთი მარეგისტრირებელი ორგანოდან სხვა მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვაზე გადასვლისას გადასახადის გადამხდელზე გაცემული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა ბარდება პირველად მარეგისტრირებელ ორგანოში ხოლო ახალი მოწმობა გაიცემა აღრიცხვაზე ამყვანი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. აღრიცხვის ადგილის მონაცემების ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადების ფორმა გადასახადის გადამხდელის მიერ (გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა) წარედგინება იმ მარეგისტრირებელ ორგანოს, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე, რომელიც ახორციელებს ცვლილების (ცვლილებების) ფაქტის აღრიცხვას (რეგისტრაციას).

5. იმ შემთხვევაში, როცა დგინდება გადასახადის გადამხდელის შეცდომით (განმეორებით) სხვა მარეგისტრირებელ ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის (საიდენტიფიკაციო ნომრის განმეორებით მინიჭების) ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგი პირობების და პროცედურების დაცვით:

ა) თუ გადასახადის გადამხდელი ფაქტობრივად საქმიანობს შეცდომით (განმეორებით) განხორციელებული სახელმწიფო და/ან საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით მარეგისტრირებელ ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე (რაც დასტურდება გადამხდელის წერილობითი განცხადებით), მაშინ მისი პირველადი საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ექვემდებარება გადატანას მისი ფაქტობრივი საქმიანობის ადგილის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ორგანოში, რომელიც ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ცვლილებების შეტანას, დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ამავე საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება შეცდომით (განმეორებით) განხორციელებული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის გაუქმება);

ბ) თუ გადასახადის გადამხდელი წერილობით აფიქსირებს, რომ იგი საქმიანობას აგრძელებს პირველადი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში ფიქსირებული ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით, მისი შეცდომით (განმეორებით) საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ექვემდებარება გადატანას მისი პირველადი აღრიცხვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, რომელიც ახორციელებს გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, ხოლო შეცდომით (განმეორებით) განხორციელებული საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) ექვემდებარება გაუქმებას.

    მუხლი 10. საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გაუქმების პირობები

1. აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) პასუხისმგებელმა პირმა გადასახადის გადამხდელის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) საგადასახადო აღრიცხვა (რეგისტრაცია) შეიძლება გააუქმოს გადასახადის გადამხდელის შეცდომით (განმეორებით) საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) (განმეორებით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერის) შემთხვევაში.

2. გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საგადადასახადო ორგანოში, წერილობით განმარტონ იმ შეცდომით, არასწორად, განმეორებით საიდენტიფიკაციო ნომრის მიღების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომლებიც ქმნიან საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გაუქმების საფუძველს.

    მუხლი 11. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის რეგისტრაცია და საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემთა დამუშავების პროცედურები

1. გადასახადის გადამხდელთა ლიკვიდაციის (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად ლიკვიდაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის (ფიზიკური პირის შემთხვევაში ასევე – სათანადო წესით დამოწმებული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის) და განცხადების (დანართი №2) წარდგენის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში კეთდება სათანადო ჩანაწერი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში, აღნიშვნით – „ლიკვიდირებულია“ ან „ლიკვიდირებულია რეორგანიზაციის საფუძველზე“ და მიეთითება ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი).

2. გადასახადის გადამხდელთა ლიკვიდაციისას აღნიშვნები კეთდება ასევე მათ საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) კომპიუტერულ ბაზაში და რეესტრში.

3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა ლიკვიდაციის (რეორგანზაციის) შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო პირის გარდაცვალებისას – შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება მარეგისტრირებელ ორგანოში და ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად მოთავსდება ლიკვიდირებული (რეორგანიზებული) გადასახადის გადამხდელის საქმეში.

4. პირის ლიკვიდაცია, ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის, ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციას (პირის გარდაცვალებას) ან გადასახადის გადამხდელის ამოშლას გადასახადის გადამხდელთა რეესტრიდან (კეთდება შესაბამისი ჩანაწერი – ლიკვიდირებულია“). მისი საიდენტიფიკაციო ნომრის შემდგომში სხვა პირზე მინიჭება არ ხდება.

    მუხლი 12. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაცია

გადამხდელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ან უფლება აქვს გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, ამის შესახებ აკეთებს წერილობით შეტყობინებას საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო ორგანოში, გადის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვრის №25 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 13. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება, გაუქმება, ჩამორთმევა და ერთიანი რეესტრის წარმოება

შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების წარდგინების საფუძველზე ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება, გაუქმება, ჩამორთმევა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრის წარმოება ხორციელდება „ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელად საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) არსებული წესის დარღვევისათვის

ეკონომიკური საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და საგადასახადო აღრიცხვის გარეშე იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

 

დანართი №4

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობა

 სერია . . . . . .

. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. .

(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

 გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილია

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(რიცხვი, თვე, წელი)

 

გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(იურიდიული მისამართი ან ფიზიკური პირის საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი)

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო

ინსპექციის

დასახელება, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე)

 რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო

ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსი (მოადგილე) ...........................................

ან უფლებამოსილი პირი                                                                         (ხელმოწერა)

 

 . . . . . . . . . . (რიცხვი, თვე, წელი)

 

 

 

დანართი №5

გადასახადის გადამხდელის (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო

აღრიცხვის (რეგისტრაციის) სარეგისტრაციო ბარათი (ფორმულარი)

სერია და ნომერი

სრული სახელწოდება

საიდენტიფიკაციო ნომერი

საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი

მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ

შენიშვნა

სახელი და გვარი

პირადი ნომერი*

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

*უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი

დანართი №6

რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულებისათვის განსაზღვრული შვიდციფრა (მე-2–მე-7 ციფრის ჩათვლით) დიაპაზონები გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისათვის

I

აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია

 

 

1

სოხუმი

4,925,001

5,072,000

2

გაგრა

5,072,001

5,152,200

3

ტყვარჩელი

5,152,201

5,171,600

4

გალის რაიონი

5,171,601

5,251,900

5

გუდაუთის რაიონი

5,251,901

5,306,900

6

გულრიფშის რაიონი

5,306,901

5,364,100

7

ოჩამჩირის რაიონი

5,364,101

5,440,600

8

აჟარა

5,520,601

5,530,600

II

თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

5,720,401

5,770,400

1

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

1

194,300

 

 

943,401

1,132,200

2

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

194,301

288,600

 

 

288,601

381,200

3

ძველი თბილისის რაიონი

437,801

485,100

 

 

381,201

437,800

4

ისანი-სამგორის რაიონი

602,401

814,000

 

 

814,001

943,400

5

ვაკე-საბურთალოს რაიონი

485,101

602,400

 

 

1,132,201

1,267,000

6

დიდგორის რაიონი

5,440,601

5,520,600

III

ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

4,538,301

4,675,400

2

ქედის მუნიციპალიტეტი

4,675,401

4,695,100

3

შუახევის მუნიციპალიტეტი

4,786,001

4,804,700

4

ხულოს მუნიციპალიტეტი

4,804,701

4,838,100

5

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

4,838,101

4,925,000

6

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

4,695,101

4,786,000

IV

ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

1,267,001

1,508,000

2

ონის მუნიციპალიტეტი

3,797,601

3,810,700

3

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

3,872,401

3,939,200

4

საჩხერის მუნიციპალიტეტი

3,939,201

3,986,000

5

ცაგერის მუნიციპალიტეტი

4,256,901

4,272,800

6

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

4,356,701

4,385,400

7

ხონის მუნიციპალიტეტი

4,495,601

4,530,700

8

ვანის მუნიციპალიტეტი

2,964,901

3,002,400

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

3,002,401

3,079,700

10

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

3,194,501

3,238,500

11

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

3,406,501

3,415,700

12

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

1,558,901

1,628,800

13

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

1,961,701

1,998,200

14

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

2,126,701

2,201,400

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

2,293,401

2,309,800

16

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

2,505,201

2,535,700

V

რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

1,628,801

1,787,300

2

წალკის მუნიციპალიტეტი

4,311,901

4,356,700

3

მარნეულის მუნიციპალიტეტი

3,415,701

3,542,800

4

დმანისის მუნიციპალიტეტი

2,888,101

2,927,300

5

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

2,535,701

2,610,900

6

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

2,651,701

2,771,600

7

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

3,079,701

3,116,500

VI

ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

1,508,001

1,558,900

2

სენაკის მუნიციპალიტეტი

3,986,001

4,038,800

3

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

4,226,001

4,256,900

4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

4,272,801

4,311,900

5

მარტვილის მუნიციპალიტეტი

3,542,801

3,589,100

6

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

1,998,201

2,126,700

7

აბაშის მუნიციპალიტეტი

2,243,001

2,271,700

8

ხობის მუნიციპალიტეტი

4,454,701

4,495,600

9

მესტიის მუნიციპალიტეტი

3,589,101

3,603,100

VII

გურიის საგადასახადო ინსპექცია

 

 

1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

3,705,801

3,797,600

2

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

3,364,201

3,406,500

3

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

4,199,301

4,226,000

VIII

გორის საგადასახადო ინსპექცია

 

 

1

გორის მუნიციპალიტეტი

1,787,301

2,201,401

1,961,700

2,243,000

2

მცხეთის მუნიციპალიტეტი

3,603,101

3,668,300

3

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

4,148,300

4,155,400

4

დუშეთის მუნიციპალიტეტი

2,931,953

2,964,900

5

თიანეთის მუნიციპალიტეტი

3,238,501

3,253,900

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

4,088,501

4,149,200

7

ხაშურის მუნიციპალიტეტი

4,385,401

4,454,700

8

კასპის მუნიციპალიტეტი

3,253,901

3,310,100

9

ცხინვალი

5,560,601

5,600,400

10

ცხინვალის რაიონი

5,600,401

5,661,400

11

ყორნისის რაიონი

5,661,401

5,720,400

12

ჯავის რაიონი

4,530,701

4,538,300

13

ქურთა

5,550,601

5,560,600

14

ერედვი

5,530,601

5,540,600

15

თიღვი

5,540,601

5,550,600

16

ახალგორის რაიონი

2,323,401

2,335,100

IX

თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

თელავის მუნიციპალიტეტი

3,116,501

3,194,500

2

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

3,810,701

3,872,400

3

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

4,038,801

4,088,500

4

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

3,310,101

3,364,200

5

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

2,771,601

2,851,800

6

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

2,851,801

2,888,100

7

ყვარლის მუნიციპალიტეტი

4,155,401

4,199,300

8

ახმეტის მუნიციპალიტეტი

2,461,101

2,505,200

X

ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

 

1

ახალციხის მუნიციპალიტეტი

2,406,501

2,461,100

2

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

3,668,301

3,705,800

3

ადიგენის მუნიციპალიტეტი

2,271,701

2,293,400

4

ასპინძის მუნიციპალიტეტი

2,309,801

2,323,400

5

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

2,335,101

2,406,500

6

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

2,610,901

2,651,700

    დანართი №7

საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის)/ცვლილების რეგისტრაციის რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების)/საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი კოდები

I

აფხაზეთის საგადასახადო ინსპექცია

 

1

სოხუმი

087

2

გაგრა

088

3

ტყვარჩელი

089

4

გალის რაიონი

090

5

გუდაუთის რაიონი

091

6

გულრიფშის რაიონი

092

7

ოჩამჩირის რაიონი

093

8

აჟარა

096

II

მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია

094

III

თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

011

1

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

001

2

დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი

002

3

ძველი თბილისის რაიონი

005

4

ისანი-სამგორის რაიონი

007

5

ვაკე-საბურთალოს რაიონი

006

6

დიდგორის რაიონი

012

IV

ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

081

2

ქედის მუნიციპალიტეტი

082

3

შუახევის მუნიციპალიტეტი

084

4

ხულოს მუნიციპალიტეტი

085

5

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

086

6

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

083

V

ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

021

2

ონის მუნიციპალიტეტი

062

3

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

064

4

საჩხერის მუნიციპალიტეტი

065

5

ცაგერის მუნიციპალიტეტი

073

6

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

076

7

ხონის მუნიციპალიტეტი

079

8

ვანის მუნიციპალიტეტი

046

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

047

10

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

050

11

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

055

12

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

023

13

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

026

14

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

028

15

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

032

16

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

038

VI

რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

024

2

წალკის მუნიციპალიტეტი

075

3

მარნეულის მუნიციპალიტეტი

056

4

დმანისის მუნიციპალიტეტი

044

5

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

039

6

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

041

7

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

048

VII

ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

022

2

სენაკის მუნიციპალიტეტი

066

3

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

072

4

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

074

5

მარტვილის მუნიციპალიტეტი

057

6

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

027

7

აბაშის მუნიციპალიტეტი

030

8

ხობის მუნიციპალიტეტი

078

9

მესტიის მუნიციპალიტეტი

058

VIII

გურიის საგადასახადო ინსპექცია

 

1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

061

2

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

054

3

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

071

IX

გორის საგადასახადო ინსპექცია

 

1

გორის მუნიციპალიტეტი

025

2

მცხეთის მუნიციპალიტეტი

059

3

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

069

4

დუშეთის მუნიციპალიტეტი

045

5

თიანეთის მუნიციპალიტეტი

051

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

068

7

ხაშურის მუნიციპალიტეტი

077

8

კასპის მუნიციპალიტეტი

052

9

ცხინვალი

020

10

ცხინვალის რაიონი

013

11

ყორნისის რაიონი

014

12

ჯავის რაიონი

080

13

ქურთა

097

14

ერედვი

098

15

თიღვი

099

16

ახალგორის რაიონი

034

X

თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

თელავის მუნიციპალიტეტი

049

2

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

063

3

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

067

4

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

053

5

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

042

6

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

043

7

ყვარლის მუნიციპალიტეტი

070

8

ახმეტის მუნიციპალიტეტი

037

XI

ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

 

1

ახალციხის მუნიციპალიტეტი

036

2

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

060

3

ადიგენის მუნიციპალიტეტი

031

4

ასპინძის მუნიციპალიტეტი

033

5

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

035

6

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

040

 

დანართი №8

საგადასახადო მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელის სამართლებირივი

ფორმების აღმნიშვნელი შესაბამისი კოდები

ინდივიდუალური საწარმო

01

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

02

კოოპერატივი

03

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

04

სააქციო საზოგადოება

05

კომანდიტური საზოგადოება

06

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

07

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა)

08

სახელმწიფო ორგანოები

09

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

10

უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა), 2008 წლის 10 მაისამდე რეგისტრირებულები)

12

ამხანაგობა, გარდა სამეწარმეო ამხანაგობისა, რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განიხილება „საწარმოდ“)

13

უცხოური, დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციები

14

პოლიტიკური ორგანიზაციები

15

ფიზიკური პირები

16

უცხოური საწარმო

18

არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება

19

უცხოური ორგანიზაცია

20

უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მუდმივი დაწესებულება (გარდა ფილიალისა (წარმომადგენლობისა))

21

 

უცხოური საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება)

26

უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა)

27

 

სამეწარმეო ამხანაგობა

28

სხვა ფორმები, რომლებიც არ არის მითითებული 1–16, 18–21 და 26 – 28 პუნქტებში

17

დანართი №9

მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ფიზიკურ პირებს საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე და მათი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი

1. ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

ა) ხულოს მუნიციპალიტეტი;

ბ) შუახევის მუნიციპალიტეტი;

გ) ქედის მუნიციპალიტეტი.

2. ახალციხის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტი;

ბ) ასპინძის მუნიციპალიტეტი;

გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;

დ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.

3. თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

ახმეტის მუნიციპალიტეტი;

4. რუსთვის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

ა) დმანისის მუნიციპალიტეტი;

ბ) წალკის მუნიციპალიტეტი.

5. გორის საგადასახადო ინსპექცია

ა) თიანეთის მუნიციპალიტეტი;

ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

6. ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი;

ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი;

გ) ონის მუნიციპალიტეტი;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტი.

7. ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მესტიის მუნიციპალიტეტი.

8. გურიის საგადასახადო ინსპექცია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.