საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 17/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.742
  • Word
2110
20/11/2009
სსმ, 40, 17/12/2009
060.000.000.05.001.003.742
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს.“.

2. 134-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის) დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.“.

3. 2171 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმის არსებითი განხილვა იწყება მოსამართლის მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე მოხსენების შემდეგ მოსამართლეს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს შეკითხვები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. მტკიცებულებათა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. საქმის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობითა და რეპლიკით.“.

4. 221-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 221. მხარეთა შეკითხვები

მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ანდა სასამართლოს – კოლეგიურად, როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

2110–IIს