საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 31/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.822
  • Word
2384
18/12/2009
სსმ, 50, 31/12/2009
020.000.000.05.001.003.822
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 1725 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1725. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შემოსული მელოგინის, მისი გაპარვის ან მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შემოსული მელოგინის, მისი გაპარვის ან მელოგინის მიერ ჩვილის მიტოვების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 90-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“;

ბ) 59-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-60 ნაწილი:

„60.   ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2384–IIს