„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2468
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 140.100.000.05.001.003.863
  • Word
2468
25/12/2009
სსმ, 1, 04/01/2010
140.100.000.05.001.003.863
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროკურორს უფლება აქვს, მოტივირებული დადგე­ნილებით მოახდინოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებული დოკუმენტებისა და მასალებისა) განსაიდუმ­ლოება მათი მტკიცებულებების სახით გამოყენების მიზნით, თუ ამ დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოება არ ხელყოფს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნე­ლოვან ინტერესებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერ­თობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროე­ბისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონის­­ძიებები ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძა­ნებით. ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამ­დგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალა­ქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის ან განაჩენის გამოტანის ადგილის მიხედვით. შუამდგომ­ლობას მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და დართული მასალების განხილვის, პროკურორის განმარ­ტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონის­ძიების ჩატარების შესახებ;

ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“;   

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლო­ბისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმი­სათ­ვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნის­ძიების დაწყებიდან 12 საათში (ხოლო თუ ამ ვა­დის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) მიმართოს შუამდგომლობით რაიონული (საქალაქო) სასა­მართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტე­რიტო­რიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან გამოძიების ადგილის მიხედ­ვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთ­ხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საა­­­თის განმავლობაში, დახურულ სასამართლო სხდო­მაზე. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონის­ძიე­ბის კანონიერებას, ასევე აღნიშნული ღონისძიების ჩატა­რების გადაუდებელ აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის    1 თე­ბერ­ვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2468–რს