დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3116 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/06/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 29/06/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.004.055 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
,მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14410 მუხლი:
„მუხლი 14410. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება
1. ფილმის დემონსტრატორის მიერ ფილმის (მათ შორის, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრირების ან გახმოვანების პირობის დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ ან მეტჯერ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–491, 501–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 922, 94-ე, 95-ე, 961, 964, 97-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
3. 239-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 18 ივნისი.
№3116–Iს
დოკუმენტის კომენტარები