„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 29/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.004.056
  • Word
3153
29/06/2010
სსმ, 30, 29/06/2010
010.240.010.05.001.004.056
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის;

თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სპორ­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა.“.

    მუხლი 2

1. შეიქმნას საქართველოს სპორ­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში.

4. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის, ასევე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში ჩაითვალოს საქართველოს სპორ­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სპორ­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ვიდრე მათი უფლებამონაცვლე სამინისტროები არ გამოსცემენ ახალ აქტებს. აღნიშნული დებულება ვრცელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ტრანსპორტის სფეროში გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე.

9. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ამ კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციისა და ფუნქციათა გადანაწილების განსახორციელებლად აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტები.

10. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 29 ივნისი.

№3153–რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.