„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 09/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.05.001.004.179
  • Word
3516
21/07/2010
სსმ, 48, 09/08/2010
010.260.050.05.001.004.179
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პრეამბულა ამოღებულ იქნეს.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა.“.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი

1. ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქცი ური დანიშნულება.

2. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგებლის (მერის) მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს შესაბამის საკრებულოს.

3. საკრებულო ძირითადი ქონების გასხვისებაზე თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა

    მუხლი 19 1 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

3. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას, მათ დაფუძნებაში მონაწილეობას და მათში გაწევრიანებას, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების წილების (აქციების) შეძენას, მათთვის ქონების გადაცემას და ქონების მიღებას ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენ-ლობითი ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებას დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.

10. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

11. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

12. თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

13. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ჩატარების, წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.

    მუხლი 19 2 . თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

    მუხლი 19 3 . ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარებული თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარებული თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.

2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად.

4. თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

    მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობის განსაზღვრა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

9. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

10. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

    მუხლი 19 6 . თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაცია და მათი მართვის უფლებით გადაცემა

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაციისა და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით.“.

6. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის მოქმედება 2010 წლის 1 დეკემბრამდე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3516–რს