საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.000.073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
316
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
010.120.000.05.001.000.073
საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/10/1997 - 22/07/1999)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

კანონი საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ განსაზღვრავს უცხოელთა (უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა):

ა) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით შემოსვლასა და გასვლას;

ბ) საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას;

გ) უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას;

დ) პასუხისმგებლობას ამ კანონის დარღვევისათვის.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 2

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა, ყოფნა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონით" უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი II

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა და საქართველოდან გასვლა

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 3.

1. უცხოელები საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საქართველოს საზღვარზე არსებული საერთაშორისო კავშირებისათვის ღია გამშვები პუნქტებიდან, საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით, თუ აქვთ საქართველოში შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, საქართველოდან გასვლის ან გასვლა-შემოსვლის ვიზა.

2. ვიზის კატეგორიებია:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ჩვეულებრივი;

დ) ტურისტიული.

3. "ა", "ბ" და "გ" კატეგორიების ვიზების სახეებია – შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლის, გასვლა-შემოსვლის და სატრანზიტო, ხოლო "დ" კატეგორიის ვიზის სახეა – შემოსვლა-გასვლის.

4. ვიზის ტიპებია: ერთჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

 

მუხლი 4.

1. ამ კანონში აღნიშნულ ვიზებს გასცემენ და მათი მოქმედების ვადას აგრძელებენ საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი და მისი წარმომადგენლობები.

2. ვიზების გაცემის წესს ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 5.

1. ამ კანონში აღნიშნული ვიზების გაცემის საფუძველია:

ა) კერძო ვიზიტისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მოწვევა;

 ბ) ტურისტული ვიზიტისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა ან ტურისტული ორგანიზაციის შუამდგომლობა;

 გ) საქმიანი ვიზიტისას – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მოწვევა;

 დ) ოფიციალური ვიზიტისას – სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მოწვევა;

 ე) საქართველოდან გასვლისას ან გასვლა-შემოსვლისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა. გასვლა-შემოსვლის ვიზა მიეცემა იმ უცხოელებს, რომლებიც შემოსვლის ან შემოსვლა-გასვლის ვიზის მოქმედების ვადაში დროებით გადიან საქართველოდან. გასვლა-შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი ვიზის მოქმედების ვადას;

 ვ) სხვა შემთხვევა, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

მუხლი 6.

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიების, დიპლომატიური, საკონსულო ან მათთან გათანაბრებული დაწესებულებების, სავაჭრო წარმომადგენლობების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო მთავრობათაშორისო ორგანიზაციების ან მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებს, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აკრედიტაციის განმავლობაში საქართველოს ვიზა არ სჭირდებათ. ისინი საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათების საფუძველზე.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 7 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 8

უცხოელებს საქართველოში შემოსვლა და საქართველოდან გასვლა ეკრძალებათ "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი III

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა ცხოვრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 9

საქართველოში დროებით მყოფი უცხოელების რეგისტრაციას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 10

რეგისტრაციისაგან თავისუფლდებიან:      

ა) უცხოეთის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, მთავრობისა და პარლამენტის დელეგაციების წევრები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მეთაურები და დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოსული არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მოწვევით, აგრეთვე ამ დელეგაციათა ტექნიკური პერსონალი და ზემოაღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები;

ბ) 18 წელს მიუღწეველი უცხოელები;

გ) უცხოელები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ უქმე დღეებში ან მხოლოდ 3 დღით _ სააგ დღეებში;

დ) კრუიზში მონაწილე უცხოელი ტურისტები;

ე) საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილი წესით ჩამოსული უცხოეთის სამხედრო გემებისა და სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრები.

სამხედრო გემებისა და სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟების წევრები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადმოდიან საქართველოს ნავსადგურში (გარნიზონში) უფროსი საზღვაო (სამხედრო) მეთაურის ნებართვის საფუძველზე შემოსული გემის (სამხედრო თვითმფრინავის) მიღების გეგმის შესაბამისად;

ვ) სამოქალაქო გემის ეკიპაჟის წევრები _ საქართველოს რესპუბლიკის ნავსადგურებსა და სანავსადგურო ქალაქებში დგომისას, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სხვა ქალაქებში საექსკურსიო გასვლის დროს.

ზ) ზემოაღნიშნულ პირთა ნაპირზე ჩამოსვლის ნებართვას გასცემენ სასაზღვრო ჯარების წამომადგენლები დადგენილი წესის შესაბამისად. საერთაშორისო ავიახაზის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და საერთაშორისო მატარებლის ბრიგადის წევრები _ იმ აეროპორტების და რკინიგზის სადგურებში ყოფნისას, რომლებიც მიმოსვლის მოქმედ განრიგში აღნიშნული.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 11

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგისტრაციას ექვემდებარებიან შემდეგი პირები:

ა) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეთაურები, დიპლომატიური პერსოალის წევრები, საკონსულო დაწესებულებათა თანამდებობის პირები, დიპომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალი, სამხედრო ატაშეს აპარატსა და სავაჭრო-წარმომადგენლობებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მეთაურთან მყოფი სტუმრები, თუ ისინი ცხოვრობენ მის რეზიდენციაში, ამ წარმომადგენლობაში ან დაწესებულებაში;

ბ) საქართველოში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსული დიპლომატიური და სამსახურებრივ პასპორტის მფლობელთა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;

გ) საქართველოში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსმული საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაციების თანამდებობის პირები, საქართველოში ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლობების თანამშრომლები, აგრეთვე ასეთ ორგანიზაციებთან აკრედიტებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომელთა შტაბბინაც საქართველოშია და რომლებიც ამ ორგანიზაციების საწესდებო დოკუმეტების ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები ზემოაღნიშნულ პირებს აძლევენ დიპლომატიურ, საკონსულო ან სამსახურებრივ ბარათებს.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 12.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძლევა საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნების სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები და მათი ოჯახის წევრები,როცა ამის შესახებ შუამდგომლობას აღძრავენ ამ პირთა მიმღები და მასპინძელი ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 13 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ უცხოელებმა, რომლებიც არ არიან აღნიშნული ამ კანონის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი IV

უცხოელთა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანზიტო გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა

მუხლი 15

1. უცხოელებს საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლა შეუძლიათ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურებისსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და მისი წარმომადგენლობების მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზით.

2. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

 

მუხლი 16

სატრანზიტო ვიზა გაიცემა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი ან რამდენიმე პუნქტში გაჩერების უფლებით, მეზობელ ქვეყნებში გამგზავრების უმოკლესი მარშრუტის შესაბამისად.

    მუხლი 17

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზოდ სატრანზიტო გავლის უფლება აქვთ:

ა) საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, თუ არსებობს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;

ბ) საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავებით მგზავრობისას შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი საბუთი და ავიაბილეთი, რომელშიც დამოწმებულია საქართველოს იმ აეროპორტიდან გამოფრენის თარიღი, სადაც შუალედური გადაჯდომა ხდება, და როდესაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის დრო არ აღემატება 24 საათს. ამასთან მგზავრებს უფლება არა აქვთ დატოვონ აეროპორტში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიის ფარგლები;

გ) იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველოს რესპუბლიკას აქვს შესაბამისი შეთანხმება.

    მუხლი 18

უცხოელებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის სატრანზიტო გავლა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვა შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო კავშირებისთვის ღია გზებზე.

    მუხლი 19

1. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გამვლელი უცხოელები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებულიყვნენ 72 საათზე მეტ ხანს, ვალდებულნი არიან გააგრძელონ სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა ან მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისათვის აუცილებელი სხვა სახის ვიზა.

2. იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:

ა) სტიქიური უბედურება, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;

ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;

გ) ავადმყოფობა, როდესაც ექიმის დასკვნით ავადმყოფის შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ავადმყოფთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;

დ) როდესაც ფერხდება საკვანძო პუნქტში ერთი სახის ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომა;

ე) სხვა შემთხვევა,როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილდება.

3. სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება უცხოელის პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ან სხვა ორგანოების ცნობის წარდგენით, რომელიც ადასტურებს იძულებით გაჩერების მიზეზსა და ხანგრძლივობას.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი V

(ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

მუხლი 20 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

მუხლი 21 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

    მუხლი 22 (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი VI

საქართველოს რესპუბლიკაში დროებით მყოფ უცხოელთა პასუხისმგებლობა

მუხლი 23

ამ კანონის დარღვევისათვის უცხოელები პასუხს აგებენ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად.

    მუხლი 24

საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელების გაძევება ხდება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120

თავი VII

დასკვნითი დებულება

მუხლი 25

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ამ კანონში გათვალისწინებული წესებისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური    ედუარდ შევარდნაძე

 საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                  ვახტანგ გოგუაძე

 

     თბილისი,

     1993 წლის 27 ივლისი.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №993-Iს-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.120