საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 436
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 17/03/1994
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.079
436
17/03/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 17/03/1994
020.000.000.05.001.000.079
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქორწინო და საოჯახო კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა და საქორწინო და საოჯახო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შეახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მეასედზე ნაკლები“.

2. 42-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

3. 43-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

4. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ორმოცდაათი მანეთიდან ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

ამავე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სამას მანეთამდე“, „ორმოცდაათიდან ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

5. 45-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“, ხოლო სიტყვები „ვადით თხუთმეტ დღემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ვადით ოცდაათ დღემდე“.

6. 46-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

7. 47-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

8. 48-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

9. 49-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

10. 491 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

11. 50-ე მუხლში სიტყვები „ათი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.“

შენიშვნაში სიტყვები „ხუთას მანეთს“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

12. 501 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ორ თვემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე“.

13. 51-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

14. 52-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

15. 53-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე”.

16. 54-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

17. 55-ე მუხლში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

18. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 551, 552, 553 მუხლები:

    „მუხლი 551. მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების დაპროექტება, განლაგება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა

მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების დაპროექტება, მშენებლობა, განლაგება და საექსპლუატაციოდ გადაცემა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების სამოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 552. მიწის ნაყოფიერი ფენის აღებისა და შენახვის პირობების შეუსრულებლობა

მიწის ნაყოფიერი ფენის აღებისა და შენახვის პირობების შეუსრულებლობა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების სამოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 553. მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა

მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

19. 56-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ხუთას მანეთამედე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე და მესამე ნაწილში სიტყვები „ათას მანეთამდე“, „ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე,“ „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

20. 561 მუხლში სიტყვები „ათი ათას მანეთამდე“, „თხუთმეტი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღურების ას მინიმალურ ოდენობამდე“.

21. 562 მუხლში სიტყვები „ხუთი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

22. 57-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

23. 58-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ და „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე“ და „შრომის ანაზღაურების ორმოც მინიმალურ ოდენობამდე“.

24. 59-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

25. მე-60-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

26. 61-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზაღურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

27. 62-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.“

28. 63-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

29. 64-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

30. 65-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

31. 66-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

32. 67-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე” შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

33. 68-ე მუხლებში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

34. 70-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

35. 71-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

36. 72-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

37. 73-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

38. 74-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

39. 75-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე", „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე".

40. 76-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

41. 77-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

42. 78-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

43. 79-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

44. მე-80 მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

45. 81-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

46. 82-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

47. 83-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

48. 84-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

49. 85-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

50. 851 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

51. 852 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

52. 853 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

53. 86-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე” შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

54. 88-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

55. 89-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

56. 90-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

57. 91-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

58. 92-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე“.

59. 93-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

60. 94-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“, „ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

61. 95-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“, შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

62. 96-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ათი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

63. 961 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

64. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 97. სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება

სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“.

65. 98-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

66. 981 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

67. 99-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ და „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

68. მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 100. მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა

მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე,

მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებთან და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა ასეთივე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

69. 1001 მუხლში სიტყვები „ათასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით“.

70. 1002 მუხლში სიტყვები „ათასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით“.

ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გაფრთხილებას“.

71. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა

ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების, აგრეთვე ეპიზოოტიასთან ბრძოლის საკითხებზე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებათა დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

72. 103-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

73. 104-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

74. 105-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე“. „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

75. 1051 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

76. 106-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ხუთ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

77. 107-ე მუხლის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ხუთ მანეთამდე“, შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეოთხე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „აგრეთვე მეტროპოლიტენში“.

78. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1071, 1072 , 1073 მუხლები:

     „მუხლი 107 1 . საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შიდა მოწყობილობის დაზიანება

საჰაერო, რკინიგზის და მეტროპოლიტენის ტრანსპორტის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 1072. მეტროპოლიტენში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეიძლება შეაფერხონ მატარებლების მოძრაობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

    მუხლი 1073. მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა

მეტროპოლიტენის გასავლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება, აგრეთვე საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა სათანადო ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ ორმოცდამეათედ მინიმალურ ოდენობამდე.

მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

მეტროპოლიტენის სადგურის, ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე“.

79. 108-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ- მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

80. 109-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

81. 110-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

82. 111-ე მუხლში სიტყვები „ასიდან ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

83. 1111 მუხლში სიტყვები „ათიდან ას მანეთამდე“ და „ოციდან ორას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

84. 112-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“, შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

85. 113-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ხუთ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მესამედ მინიმალურ ოდენობამდე“.

ამოღებულ იქნეს მუხლიდან მეორე ნაწილი, მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეორე ნაწილად.

86. 114-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

87. 115-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

88. 116-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათი მანეთით“, „ოცი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით“, „შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალურ ოდენობით“.

89. 117-ე მუხლში სიტყვები „ასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორი მინიმალური ოდენობით“.

90. 1171 მუხლში სიტყვები „სამასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთი მინიმალური ოდენობით“.

91. 118-ე მუხლში სიტყვები „სამასი მანეთით’ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორი მინიმალური ოდენობით“.

92. 119-ე მუხლში სიტყვები „სამი ათასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით“.

93. 120-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებში ჯარიმა განისაზღვროს შრომის ანაზღაურების ხუთი მინიმალური ოდენობით.

მეორე ნაწილში – შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით,

მეოთხე ნაწილში – შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით.

94. 121-ე მუხლში ჯარიმები განისაზღვროს:

პირველ ნაწილში „შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილში „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეოთხე ნაწილში „შრომის ანაზღაურების ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე“,

მეხუთე ნაწილში „შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით“.

მესამე ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

95. 122-ე მუხლში სიტყვები „ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე“, „ათასი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორი მინიმალური ოდენობით“.

96. 123-ე მუხლში სიტყვები „ათასი მანეთიდან ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

97. 124-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათი მანეთიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ასი მანეთით“ და „სამასი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით“ და „შრომის ანაზღაურების ხუთი მინიმალური ოდენობით“.

98. 125-ე მუხლში სიტყვები „სამასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით“.

99. 126-ე მუხლში სიტყვები „სამასი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით“.

100. 128-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

101. 129-ე მუხლში სიტყვები „ხუთი მანეთით“, „ორი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა“, „სამი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა“, „ხუთი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

102. 130-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ოც მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეორე ნაწილის

პირველ პუნქტში სიტყვები „ხუთი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით“,

მეორე პუნქტში სიტყვები „ათი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მეხუთედი მინიმალური ოდენობით“;

მესამე პუნქტში სიტყვები „ხუთი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით“.

მეოთხე პუნქტში სიტყვები „ათი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით“.

მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

მეოთხე ნაწილის პირველ პუნქტში სიტყვები „ორი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მეოცედი მინიმალური ოდენობით“;

მეორე პუნქტში სიტყვები „ხუთი მანეთით“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით“.

მეხუთე ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში სიტყვები „ერთი მანეთით“, „სამი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

103. 131-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

104. 132-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

105. 133-ე მუხლში სიტყვები „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

მუხლს დაემატოს მეორე ნაწილი:

„იგივე მოქმედება ჩადენილი გაუფრთხილებლობით,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

106. 134-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე“.

107. 135-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე“.

108. 136-ე მუხლში სიტყვები „სამასი მანეთით“, „ათასი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით“, „შრომის ანაზღაურების ოცი მინიმალური ოდენობით“.

109. 137-ე მუხლში სიტყვები „ასი მანეთით“, „სამასი მანეთით“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით“, „შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით“.

110. 138-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

111. 1391 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

112. 140-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“, შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

113. 141-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ხუთ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

114. 142-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

115. 143-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

116. 144-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.

117. 145-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

118. 146-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

119. კოდექსს დაემატოს 1461 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 146 1 . დასუფთავების წესების დარღვევა

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მის ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან და სხვა ადგილებში დაყრა, რაც მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ საამისოდ არ არის გამოყოფილი, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

120. 147-ე მუხლში სიტყვები „ორი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

121. კოდექსს დაემატოს 1471 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1471. დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტების ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება

სათანადო ნებართვით დაწყებული ლოჯიების, ავტოსადგომების, სხვა სათავსოების და ნაგებობების მშენებლობის, მიშენების ან დაშენების, დაუმთავრებელი ან დამთავრებული ობიექტების ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.

122. 148-ე მუხლის დისპოზიციაში სიტყვების „წესების დაუცველობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „წარმოება-დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ტერიტორიის მოუვლელობა, მასზე სამშენებლო და სხვა ნარჩენების თვითნებურად დაყრა“, ამავე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“ „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

123. 149-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

124. 150-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 150. ქალაქის იერსახის დამახინჯება

შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ნარგავებზე პლაკატების, ლოზუნგების გაკვრა, ღობეების შეუღებავად მიტოვება, რაც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე მოქმედება – ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

125. 151-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ხუთას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

ამ მუხლში სიტყვები „სახალხო დეპუტატთა, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოების“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

126. 152-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

127. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1521-ე მუხლი:

     „მუხლი 1521. მშენებლობათა დაპროექტების ნორმებისა და წესების დარღვევა

სეისმურ რაიონებში მშენებლობათა დაპროექტების სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევა,

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

128. 153-ე მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“, „სამი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

129. 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ვაჭრობის მოსაწესრიგებლად დადგენილი წესების დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ“.

130. 155-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

131. 156-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

132. 166-ე მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე“.

133. 167-ე მუხლში სიტყვები „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

134. 170-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

135. 171-ე მუხლში სიტყვები „ოციდან ოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე“.

ამ მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „თხუთმეტ დღე-ღამემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოცდაათ დღე-ღამემდე“.

136. 172-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ხუთასიდან ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

137. 1723 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე”, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

138. 173-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე“, ხოლო სიტყვები „ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე“.

139. 1731 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

140. 1732 მუხლში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვბით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

141. 174-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“. „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

142. 1741 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „თხუთმეტ დღემდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, „ოცდაათ დღემდე“.

143. 1742 მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

144. 1743 მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“. ხოლო სიტყვები „თხუთმეტ დღემდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოცდაათ დღემდე“.

145. 1744 მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

146. 1745 მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ორი ათას მანეთამდე“, შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

147. 1746 მუხლში სიტყვები „ათას მანეთამდე“, „ორი ათას მანეთამდე“, „სამი ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“, შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“.

148. 175-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

149. 176-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

150. 177-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“, „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

151. 1771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1771. საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირებისა და ლიცენზირების წესების დარღვევა.

საქონლის (სამუშაოთა, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო, თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე“.

152. 179-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე" შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

153. 1791 მუხლში სიტყვები „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზრაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.

154. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1792 მუხლი:

     „მუხლი 1792. ფერადი ლითონებისა და მათი შემცვლელი ნაკეთობების შეძენის ან გაყიდვის წესების დარღვევა

ფერადი ლითონების და მათი შემცვლელი ნაკეთობების შეძენის, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხ მინიმალურ ოდენობამდე, ფერადი ლითონებისა და მათი შემცვლელი ნაკეთობების, ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით“.

155. 180-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ოცდაათ მანეთამდე“ და „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

156. 181-ე მუხლში სიტყვები „ხუთიდან ოც მანეთამდე“, „ათიდან ოცდაათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.

157. 182-ე მუხლში სიტყვები „ხუთიდან ოც მანეთამდე შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

158. 183-ე მუხლში სიტყვები „ხუთიდან ოც მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

159. 1831 მუხლში სიტყვები „ათიდან ოცდაათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“, „ოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

160. 185-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

161. 186-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

162. 187-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

163. 188-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნმახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

164. 189-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

165. 190-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“.

166. 191-ე მუხლში სიტყვები „ხუთას მანეთამდე“, „ათას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“ და „შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.

167. 192-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

168. 193-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“, „ორას მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე“.

169. 194-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მესამე, მეოთხე პუნქტები და ბოლო ნაწილი, ხოლო მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო ნაკეთობათა და ასეთ ნაკეთობათა ჯართის, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების საზღვარგარეთ უკანონო გაზიდვა, გადაზიდვა და გადატანა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზრაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ექვს მინიმალურ ოდენობამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით“.

მეხუთე პუნქტი ჩაითვალოს მესამე პუნქტად.

170. 195-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

171. 1962 მუხლში სიტყვები „ათიდან ოც მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

172. 1963 მუხლში სიტყვები „ათიდან ოც მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

173. 1964 მუხლში სიტყვები „ათიდან ოც მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

174. 1965 მუხლში სიტყვები „ათიდან ოც მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

175. 1966 მუხლში სიტყვები „ათიდან ოც მანეთამდე“, „ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

176. 197-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

177. 198-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“, „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“, „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

178. 199-ე მუხლში სიტყვები „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე“.

179. 208-ე მუხლში ციფრების „176-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1771, 1792“ .

180. 209-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის მესამე აბზაცში და მესამე პუნქტში სიტყვები „ორმოც მანეთამდე“ და „ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“ და „შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“.

181. მუხლი 2291 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2291. სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები.

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1791 მუხლით:

სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და დაჯარიმების უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს ერთ მინიმალურ ხელფასამდე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრს ან მის მოადგილეს ხუთ მინიმალურ ხელფასამდე“.

182. 239-ე მუხლში:

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 47-ე, 56-ე, 57-ე, 90-ე, 91-ე, 95-ე, 96-ე, 961 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ სახტექზედამხედველობის ორგანოები.

ამ კოდექსის 47-ე, 48-ე, 49-ე, 491, 56-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, 60 75-ე, 77 83-ე, 84-ე, 89-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოს დაცვის ორგანოები.

ამ კოდექსის 51 55 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ გარემოს დაცვის ორგანოები და მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილი პირები.

ამ კოდექსის 95-ე და 961 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში“.

მეექვსე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილები:

„ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.

ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები“.

მეცხრე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ამ კოდექსის 1521 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ექსპერტები“.

მერვე ნაწილში ციფრების „119-ე, 123-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1771“.

მუხლს ბოლოს დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილი:

„ამ კოდექსის 1791, 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილი პირები“.

183. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრების „103-1051“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1071“, ციფრის „176-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1771, 1791“.

II. საქართველოს რესპუბლიკის 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) 72-ე მუხლში სიტყვები „არანაკლებ ოცი მანეთისა“ შეიცვალოს სიტყვებით „არანაკლებ შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა“.

III. დაწესდეს, რომ ჯარიმები გამოიანგარიშება სამართალდარღვევის ჩადენის დროისათვის საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის მიხედვით.

IV. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე

 თბილისი,

1994 წლის 17 მარტი.

№436 IIს