კომენტარები

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2024/04/15 18:11:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №2 ) :

პირმა 2012 წელს შეიძინა 3 კომპიუტერი 1800 (თითო 600) ლარად, მათგან მხოლოდ ერთი გამოიყენა 2012 წელს. დანარჩენი 4 კომპიუტერი გაუხსნელ მდგომარეობაში ინახება საწყობში.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
რეგ. თარ: 2012/06/22
ბოლო შემოს: 2024/04/15 18:11:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაგალითში აშკარად შეცდომაა, თუ 3 იყიდა და 1 გამოიყენა, 2 კომპიუტერი უნდა ინახებოდეს გაუხსნელ მდგომარეობაში, გთხოვთ ჩაასწოროთ. პატივისცემით აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2018/11/29 18:36:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

განსხვავებული მიდგომაა ბიოლოგიურ აქტივთან მიმართებაში. ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ წელს როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №4) :

გადასახადის გადამხდელმა 2012 წელს შეიძინა 200 000 ლარის ღირებულების საჯიშე პირუტყვი, აქედან 150 000 ლარი გადაიხადა ამავე წელს. ამასთან, 2012 წელსვე შესყიდული და ანაზღაურებული იქნა 5000 ლარის საკვების ღირებულება.
2013 წელს გარკვეული რაოდენობა საჯიშე პირუტყვისა გაყიდა 10 000 ლარად.
შედეგი:

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას:

მიუხედავად იმისა, რომ პირი შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელმა 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ხარჯი 155 000 (150 000 + 5000) ლარის ოდენობით , ხოლო 2013 წელში 10 000 ლარი აიღოს ერთობლივ შემოსავალში.

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/08
ბოლო შემოს: 2018/11/29 18:36:01
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სსკ-ის 111 მუხლის მიხედვით ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. ხარჯების ფაქტობრივად გაწევას კი არეგულირებს სსკ-ის 142-ე მუხლი, კერძოდ პირველი ნაწილი რომლის მიხედვითაც „დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;
ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;
გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.“ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შემოსავლების სამსახურის დასკვნა კი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ამ დებულებებთან, ვინაიდან ფაქტობრივად ხარჯის გაწევა გაიგივებულია თანხის გადახდის მომენტთან და უგულებელყოფილია 142-ე მუხლი. შესაბამისად აღნიშნული დაკვნა მოდის კოდექსის დებულებებტან წინააღმდეგობაში.