საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის მე -18, მე -20, 21- ე , 22- ე , 24- ე , 25- ე , 30- ე , 33- ე და 41- ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი . საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად .
2. თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, სხვა წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი №3272-სსმI, №2, 07.02.2004წ., მუხ.5
2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის , სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს კონსტიტუციის 63- ე მუხლითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი , თუ :
ა ) კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ;
ბ ) სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით .
[2. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციის 63-ე მუხლითა და კანონით დადგენილი წესით თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი. (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)]
საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან, ამოსაღებია სიტყვები „ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან“, ვინაიდან, აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სხელმწიფოს შეუძლია საზღვრების შეცვლა მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. ალბათ ეს შემთხვევა იგულისხმება.
ბატონო ბესიკ, ზემოხსენებულ საქართველოს კონსტიტუციის 65–ე მუხლის მე–2 პუნქტის "გ"ქვეპუნქტში საზღვრების შეცვლის საკითხი ცალკე არის მითითებული (იხ. "გ" ქვეპუნქტის სრული რედაქცია "გ" ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას), ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად,სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლა ორი სხვადასხვა საკითხია. ამდენად, საქართველოს საზღვრების შეცვლის საკითხის განხილვა არ გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას.
პირველი ნაწილი ორმაგ მოქალაქეებსაც ეხება ? ანუ ვისაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს + საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, შეუძლიათ პრეზიდენტი გახდნენ ? თუ მარტო ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ? როგორ გესმით ეს ნორმა ? იმიტომ ვკითხულობ რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოსო და ეგ ორმაგი მოქალაქეა !
მე-14 მუხლში არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია ! რაც იმას ნიშნავს რომ ზოგიერთ საკითხში ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა ანტიკონსტიტუციური არ იქნება. მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და ეს სრულიად კონსტიტუციურია, თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდასაც ავკრძალავთ შეიძლება თუ არა მასეთი აკრძალვა კონსტიტუციურად ჩავთვალოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ და რა არგუმენტი გაქვთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ?
ჩვენის აზრით ქ.ლაზიკაზე ნაადრევია კონსტიტუციში ლაპარაკი მანამდე სხვა პრიორიტეტეტებს უნდა მივხედოთ, რომლებიც მრავლად არის წარმოდგენილი და სასწლაფო რეაგირება სჭირდება.....
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ გულისხმობს თანასწორობას მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებებისას,არამედ გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე განურჩევლად ყველაფრისა. რა თქმა უნდა, ამ მუხლში ყველა გარემოება ჩამოთვლილი ვერ იქნება. რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც ამ მუხლში არ არის ნახსენები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაგ: ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციურია. მათ შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ამა თუ იმ მუხლის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს. ასევე მინდა შეგახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომელიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომიდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური სულაც არ არის, ეს არ ზღუდავს მათ უფლებას, ჩაატარონ ესა თუ ის მანიფესტაცია. ქორწინების აკრძალვას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია, იმდენად, რამდენადაც კონსტიტუცია აღიარებს ქორწინების უფლებას (36-ე მუხლი) და არ წერია, რომ მაინც და მაინც ქალი და კაცი უნდა დაქორწინდეს. ჰომოსექსუალები, რა თქმა უნდა, ჯვარს ვერ დაიწერენ, რადგან მართმადიდებლური რელიგია კრძალავს ასეთ რამეს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არ არის გამოცხადებული და, შესაბამისად, „ლგბტ“ პირების ქორწინების უფლების შეზღუდვა არ შეიძლება, თუმცა ეს როგორც ჩემთვის, ასევე უმრავლესობისთვის მიუღებელია, მაგრამ სამართლებრივად ეს უფლება მათ უნდა ჰქონდეთ.
სამოქალაქო კოდექსში ქორწინება როგორც ქალის და მამაკაცის კავშირია განმარტებული. გაასაჩივრონ გეებმა საკონსტიტუციოში და საინტერესო ქეისი იქნება.:) სხვათაშორის ევროსასამართლო ჰომოსექსუალური ქორწინების აკრძალვას, ევროპის კონვენციის დარღვევად არ აფასებს და შესაბამისად მეეჭვება საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მასეთი სარჩელი.
გეთანხმებით, მართლაც საკმაოდ საინტერესო ქეისი იქნება, რომ გაასაჩივრონ. რამდენად დააკმაყოფილებს, არ ვიცი, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს კოსნტიტუციის შესაბამისად იღებს და თუ არაკონსტიტუციურად სცნობს მაგ მუხლს, ვერც ვერავინ შეედავება. :)
64 მუხლის 1 პუნქტში წერია "an offence" მაშინ როდესაც ქართულ ორიგინალში წერია "დანაშაული". დანაშაული არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც "criminal offence" ან "crime". გთხოვთ, გაასწოროთ.
ა) ამ მუხლში გარკვევით არის დაფიქსირებული რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა ! ბ) 73-ე მუხლში ასევე ნათლად არის დაფიქსირებული რომ პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. გ) 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვა უმაღლესი, რაც პირდაპირ უსმევს ხაზს იმას რომ პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ! ( ყოველივე აქედან გამომდინარე რამდენად კონსტიტუციურია დღევანდელი პრეზიდენტის ამბიციები, თავად განსაჯეთ ).
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით .1921წ კონსტიტუციიდან განსხვავებით
( ამოღებულია წარმოშვებით) გეოყოფათ ქართველი ერის გენოციდი ამ თქვენი კოლონიალური კონსტიტუციით დაამატეთ ( წარმოშვებით ) როგორც იყო სუვერენულ 1921წ კონსტიტუციაში
არსებობ თუ არა ამ ფრაზის ზუსტი, უტყუარი და შინაარსის შესაბამისი განმარტება? "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს" - ეს კითხვა ყველას უნდა უჩდებოდეს და იქნებ მიმითითოთ თუ გაქვთ პასუხი.

საბრალდებო დასკვნა ამოსაღებია, აღარ არსებობს ეგეთი რაღაცა ბუნებაში.

მუხლი 30, პუქტი 1 არასწორადაა თარგმნილი. გთხოვთ, გამოასწოროთ შეცდომა.
me 5 punqti kai normaaa
64 მუხლის 1 პუნქტში წერია "an offence" მაშინ როდესაც ქართულ ორიგინალში წერია "დანაშაული". დანაშაული არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც "criminal offence" ან "crime". გთხოვთ, გაასწოროთ.
კარგი მუხლია
ა) ამ მუხლში გარკვევით არის დაფიქსირებული რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა ! ბ) 73-ე მუხლში ასევე ნათლად არის დაფიქსირებული რომ პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. გ) 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვა უმაღლესი, რაც პირდაპირ უსმევს ხაზს იმას რომ პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ! ( ყოველივე აქედან გამომდინარე რამდენად კონსტიტუციურია დღევანდელი პრეზიდენტის ამბიციები, თავად განსაჯეთ ).
ვრცელდება თუ არა 22-ე მუხლის 3-ე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე?
რას ერჩოდნენ 3/5-ს ? რატომ 3/4 ?
№ას-972-1008-2011 14 ივლისი, 2011 წ., ქ. თბილისი
რომელი კანონით არის დაცული დედათა ბავშვთა უფლებები?
მამათა უფლებებს რომელი კანონი იცავს?
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით .1921წ კონსტიტუციიდან განსხვავებით
( ამოღებულია წარმოშვებით) გეოყოფათ ქართველი ერის გენოციდი ამ თქვენი კოლონიალური კონსტიტუციით დაამატეთ ( წარმოშვებით ) როგორც იყო სუვერენულ 1921წ კონსტიტუციაში
არსებობ თუ არა ამ ფრაზის ზუსტი, უტყუარი და შინაარსის შესაბამისი განმარტება? "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს" - ეს კითხვა ყველას უნდა უჩდებოდეს და იქნებ მიმითითოთ თუ გაქვთ პასუხი.
შეგიძლიათ თუ არა ამ ფრაზის ზუსტი განმარტების წყაროს მითითება "ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას"
არის ამაში ლოგიკა მგონი და ვინმე თუ გვეხმაურება? თუ აქ წერა კითხვისთვის ვინტერესდებით?
ormag moqalaqeobaze
Bursa logo bayisi İlk olarak öncelikle teşekkür ediyorum . Sağolun.
37ე მუხლის მეოთხე პუნქტში წელი-ს მაგივრად წერია წელს
დიდი არაფერი მარა შეასწორეთ თვალს უხარია :D