კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული ბრძანებულების სამართლებრივი საფუძველია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი გაუქმებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 68–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამასთანავე, ბრძანებულებაში მითითებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს "რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ"საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის N702 ბრძანებულება.

diadia's picture
diadia (diana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/03/26 11:22:02
კონტაქტი - ყველა კომენტარი

aRniSnuli muxlis chanaweri "saaqmeebs ganixilavs mosamarTle an sasamarTlos Sesabamisi moxele" warmoadgens afsoliturad araswor chanaWers da im shemtxvevashi tu aq magistri mosamarTle igulisxmeba rogorc sasamarTlos shesabamisi moxele, sakitxavia magistri rogorc shesabamisi moxele romaa ratom schans am muxlshi da meore praqtikashi es muxli warmoshobs ashkara ukanonobis gancdas mashin rodesac faqtiurad erti da imave sakitxs ganixilavs ertidaigive instanciis ori mosamartle da shemdegi gadawyvetileba rogorc "chveulebrivi" mosamartlis mier ganxiluli sachivrdeba kerZo sachivrit saapelacio sasamartloshi, mashin rodesac sxva msgavs shemtxvevas magistri mosamartlis ganxiluli saqmeebis mimart kanonmdebloba ar adgens

diadia's picture
diadia (diana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/03/26 11:22:02
კონტაქტი - ყველა კომენტარი

aRnishuli muxlis pirveli nawili sadac miTiTebulia vada da piroba sarCelis miReba ar miRebis taobaze dasaxvewia, amave kodeqsis 186-e muxlit dadgenil wesTan - sarCelis miRebaze uaris tqmis taobaze vadasTan

real madrid's picture
real madrid (georgia)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2015/02/16 14:09:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვისაც აქვს ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ნამსახურობის წლებად განესაზღვროს 20 წელი ეს როგორ უნდა გავიგოთ?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების (22 მარტი 2013 წ. N386-IIს) შესაბამისად, აღნიშნული კანონის 77–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა 1 1 პუნქტი „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“. ზემოხსენებული პუნქტით სამსახურებრივი დაწინაურების საკითხის განხილვისას იზღუდება იმ საჯარო მოხელეთა უფლებები, რომლებიც მუშაოებენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81–ე მუხლისა და 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გავლილი აქვთ ატესტაცია, მაგრამ არ არიან დანიშნული კონკურსის წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ერთერთი ძირითადი პრინციპია საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. ამდენად, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებაში ერთ წელზე მეტი ვადით და გავლილი აქვთ ატესტაცია, იგივე უფლება უნდა ჰქონდეთ სამსახურში დაწინაურების, როგორც იმ პირებს, რომელთაც ერთი წელი მაინც აქვთ ნამსახურები და დანიშნული არიან კონკურსის წესით.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის მე–13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 77–ე მუხლის 1 1 –ე პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1 1. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით ან გავლილი აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაცია და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.“

tako gegelia (tako gegelia)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/02/25
ბოლო შემოს: 2014/01/15 21:32:25
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ყველგან სადაც ექსტრადიიიიცია უნდა ეწეროს წერია ექსტრადაააააცია :) ცუდი თარგმანია. სირცხვილია!

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე–3 პუნქტი "3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, გარდა პრეზიდენტის თანაშემწისა და მრჩევლისა, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ." ეწინააღმდეგება, ამავე, კანონის 29–ე და 30–ე მუხლებს, რომლითაც პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 30–ე მუხლი თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, შემცვლელს უფლებას არ აძლევს უკონკურსოდ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებულმა მოხელემ. ამასთანავე, ამავე, კანონის 29–ე და 30–ე მუხლებში 2012 წლის 29 ივნისის კანონით (№6611) შეტანილ იქნა ცვლილებები და პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე–3 პუნქტი ეწინააღმდეგება ამავე კანონის 29–ე და 30–ე მუხლებს და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–3 პუნქტი ამოსაღებია.

gia_1973's picture
gia_1973 (givi tyemaladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/02
ბოლო შემოს: 2021/03/10 17:24:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

როგორ შეიზლება ეს...გული მწყდება უბრალოდ ვისთვის ვიბრძოდი სამართლლიანობისთვის.. თუ ისევე 19 საუკუნის კაპიტალისტური ჩაგვრისკენ წავალთ ანდა 20 საუკუნის კომუნისტური წყობილებისკენ?... ეს კანონი მიიღეს უკვე?... თუ საზღვარგარეთ შესაძლებელია დაცული იყოს მუშა კაცის უფლებები რა გახდა ეს ქვეყანა იმისთანა რომ აქ ბოლომდე უნდა გადათელონ ეს უფლებები... ზეგანაკვეთურ საათებზე არაფერი წერია ნორმალურად არც ანაზღაურება როგორი იქნება და სართოსდ რა არის ეს... მოდით ტქვენ იმუშავეთ აქ იმ ხელფასზე და იმ ნერვების წყვეტით და მერე ნახავთ რაც ხდება და როგორია.. თქვენ ხომ ისწავლეთ და მარტო თქვენტვის ხომ არ ისწავლეთ ეს სწავლა საქართველოს უნდა მოახმაროთ მე ესე ვფიქრობ , ცჰვენ ვსრომობთ და მარტო ჩემი ოჯახისთვის არ ვსჰრომობ საქართველოსთვის ვშრომობ ხომ დოვლათი რომ შეიქმნას და თუ თქვენ ნასწავლმა ხალხმა, რომლებსაც ჩაგაბარეთ ეს უფლება რომ შექმნათ კანონები არ გაითვალისწინეთ ის რომ უბრალო მუშა კაცის ინტერესები რაღა ოჯახია ეს მაშინ.. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ოჯახია ეს ჩვენი სამშობლო...ესაა მთვავარი,,, გთხოვთ გაითვალისწინოთ მუშა კაცის ბედი.. რომელიც დღე და ღამე იმის ფიქრსჰია ოჯახში რა შეიტანოს და პატიოსნად როგორ იშრომოს, რომ მისი ოფლი ოფლად ღირდეს.. გთხოვთ...

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 36. შრომითი ურთიერთობის შეჩერება - საერთოდ ეს შეჩერება ძალიან არასწორი ტერმინია ეიჩარულად, ინგლისურში ქვია suspension of duties რა შეიძლება მოხდეს დისციპლინარული გადაცდენის დროს სანამ გამოძიება არ დასრულდება. უნდა იყოს განმარტებული რას ნიშნაბს შეჩერება, შეჩერების დროს ყოველწლიური შვებულების ბალანსი უგროვდება თანამშრომელს? თუ დეკრეტში სამი თვე , ანყ 6 თვე არ უნდა დაუმატო???? ეს მუხლი ან არ უნდა არსებობდეს ან ძალიან კარგად უნდა გამინარტოს. ჟობის მუხლს ერქვას რადროს არ ხდება ანაზღაურების გადახდა იმიტომ რომ 4 პუნტქტი საერთოდ აბსურდია, იყო აბსურდი წინა კოდექსში და დარა

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 36, 4 პუნქტით გამორიდ რომ ანაზღაურება შიეძლება არ გიაციეს დროებითი უუნარობის დროს. ანუ როცა ავად არის, იმიტომ რომ თუ შეჩერებულია როცა დროებითი უუნარებოა არ აღემატება 40 კალენდარულ დღეს და მე 4 პუნქტი იძახის რომ ანაზღაურება არ გაიცება მაგ დროს, ნიშნავს რომ მოულეტენ მაგ წესით არ უნდა აანაზღაურო

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კარგი იქნებოდა თუ დაიწერებოდა, რომ ანაზღაურებადი დრებითი შრომიუუნარობა შეადგენს არა ნაკლება 30 კალენდარულ დღეს კალენდარული წლის განმავლობაში, ხოლო არასრული წლის შემთხვევაში განისახღვრება პროპორციულად სამუშაოს დაწყებიდან.გადშემდეგ წელზე დაგროვილი გამოუყენებელი sick leave არ შეიძლება.

irma okropiridze (ირმა ოქროპირიძე)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/13 10:04:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ასევე წლიურ შვებულაბაზე ყოველთვის არის დავა სრულ და ნახევ შტატიან თანამშრომლებზე. ზოგი დამსაქმებელი აძლებს ნახევშტატიანს 12 სამუშაო დღე შვებულებას, და ვერ ხვდება რომ სამუშაო რე ამ შემთვევაში არის ნახევადღე და უნდა მისცე მას 24 სამუშაო დღე ( ოღონდ ნახევ შტატიანსითვის ეს დღე არის ნახევარი დღე). უნდა იყოს კოდექსში ესეთი რამ განმარტებული. პრობლემა არის რო იურისტები წერენ და არ არის HRპროფესიონალებთან განხილვა, ანუ მათთან ვისაც უწევს მერე მუშაობა და იცის ყველა რეალური სცენარი.

ხათუნა896 (ხათუნა მაისაია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/07 19:09:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე როგორც მივხვდი თუ არარეზიდენტმა ექსპედიტორმა განახორციელა საერთაშორისო გადაზიდვის ორგანიზება,შემოსავალი ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.მე მაინტერესებს თუ არარეზიდენტი ექსპედიტორი ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვას ფიზიკური პირისთვის ამ შემთხვევაში როგორ ხდება?მინდა კომპანიის დაარსება ბრიტანეთში რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებისთვის გზავნილების გამოგზავნას.(საფოსტო გზავნილები)ასევე საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა,რომელიც მიიღებს ტვირთს და მიაწვდის ფიზიკურ პირს.ამ შემთხვევაში დაიბეგრება წარმომადგენლობა? და თუ დაიბეგრება როგორ?

ხათუნა896 (ხათუნა მაისაია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/07
ბოლო შემოს: 2013/04/07 19:09:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

არარეზიდენტი საწარმოს მომსახურების გაწევა იწყება მთავრდება ფაქტიურად ჩემ შემთხვევაში ბრიტანეთში.გზავნილის მიწოდებას ანხორციელებს უკვე დროებითი წარმომადგენლობა.

ikoteli (levani)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/01
ბოლო შემოს: 2013/10/06 13:20:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მაუწყებლობის სესახებ კანონის მე-10 მუხლი ითვალისწინებს ცნობების უარყოფის დავალდებლებას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ეწინააღმდეგება გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას? მასინ როდესაც ბოდიშის მოხდის იძულება დაუშვებელია, რატომ ვაიძულებთ გამოაქვეყნოს ის ინფორმაცია, რომლის სანდოობისაც მას შეიძლება არ სჯეროდეს?! : )) :-)

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის , აზრის , სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის , აზრის , აღმსარებლობის ან რწმენის გამო , აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა , თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს, ე.ი თუ სიტყვის , აზრის, სინდისის , აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება ლახავს სხვა პირის უფლებას მაშინ საქართველოს კონსტიტუცია იძლევა ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვის უფლებას.

george (გიორგი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/03/03
ბოლო შემოს: 2014/01/16 11:39:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოკლედ ალბათობის ახალი ინტერპრეტაციით ახალი თავსატეხი შემოგაქვთ,რატომ? როცა წერთ "თანაფარდ და დამაჯერებელი" ამ სიტყვებ აფსურდია, ვინაიდან იქ წერია რომ ეს მტკიცებულებები უნდა იყოს მოსამართლისთვის "დამაკმაყოფილებელი" და აი ეს სიტყვა გულ;ისხმობს იმ დამაჯერებლობას და თანაფარდობას რაც თქვენ ზედმეტად ჩააკვეხეთ. უბრალოდ ვწუხვარ რომ ასე ერთი ხელის მოსმით და გაუაზრებლად შეგაქვთ ცვლილებები.

takvareliadato@gmail.'s picture
takvareliadato@gmail. (Dato)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2013/03/04
ბოლო შემოს: 2021/06/23 10:23:32
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გ) საჯარო საქმიანობა – ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა;

lasha rtevladze's picture
lasha rtevladze (ლაშა რთველაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2011/07/02
ბოლო შემოს: 2024/03/26 21:06:09
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით

სასჯელისაგან გათავისუფლების ამ მუხლით დადგენილი საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.

მე-40-ე მუხლში საერთოდ არ არის „კ“ ქვეპუნქტი:

მუხლი 40. სასჯელის სახეები
1. სასჯელის სახეებია:
ა) ჯარიმა;
ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
დ) გამასწორებელი სამუშაო;
ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;
ვ) თავისუფლების შეზღუდვა;
ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;
ი) ქონების ჩამორთმევა.
2. იურიდიული პირის სასჯელის სახეები განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი

ხარვეზია თუ საქართველოს კანონის (2000 წლის 5 დეკემბერი.
№649–Iს) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თანახმად სადაც საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მე-40 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებად.

74-ე მუხლის მე-6 ნაწილში სადაც წერია „კ“ ქვეპუნქტი იგულისხმება „ი“?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-7, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-19, 22-ე, 24-ე 32-ე მუხლებში სიტყვები „საქართველოს კულტურის სამინისტრო" შესაცვლელია სიტყვებით “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“ ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. “მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-15 მუხლში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში წერია:- ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანუ იმის გასაჯაროებას უზრუნველყოფს, რომ ეს ინფორაცია საჯაროა? :-)

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული მუხლის 'გ' ქვეპუნქტი ცალკედ გამოყოფს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ცალკედ აღნიშნავს ღირსების პატივისცემის თაობაზედ; ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა ჩამოყალიბებულიყო ეს პუნქტი შემდეგი სახით:"ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა :-) "

Tinatin Chanturia's picture
Tinatin Chanturia (თინათინ ჭანტურია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/10
ბოლო შემოს: 2020/09/12 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

27–ე მუხლის მე–2 პუნქტთან დაკავშირებით ხშირად დასაქმებულები აწყდებიან პრობლემებს, რადგან დამსაქმებლებს მიაჩნიათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი თანხა, რომელიც 600 ლარს არ აღემატება საკმარისია და თვითონ დამსაქმებელს ხელფასის ანაზღაურების მოვალეობა არ გააჩნია. გაუგებარია ჩემთვის რატომ განმარტავენ ასე ამ მუხლს?! ალბათ უფრო მეტად უნდა დაკონკრეტდეს და მეტად იმპერატიული ხასიათი უნდა მიეცეს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქალბატონო თინათინ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია.
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

tatijanelidze (tatia tati janelidze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/16
ბოლო შემოს: 2013/05/10 17:37:40
კონტაქტი - ყველა კომენტარი

:-)

temur.lachkepiani's picture
temur.lachkepiani (თემურ ლაჭყეპიანი)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/16
ბოლო შემოს: 2020/12/04 23:58:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"5.2 მაწანწალა ცხოველებისათვის გალიების მოწყობა და მათი შენახვა (პროგრამული კოდი 06 03)" ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, რომელიც თითქოსდა ამ სფეროში ჰუმანურად უნდა დახარჯულიყო, თუმცა ფაქტები იმას ამტკიცებენ რომ გორში კვლავ იმ ე.წ. "ტრანგალეტკა"-თი ხდება უსახლკარო ცხოველთა დატუსაღება, ლითონის მაშებით. შარშან საერთოდ ხციდან ჩამოფრენილებივით მუშაობდნენ, არც კი იყო თანხები გამოყოფილი, ვისი დავალებით მოქმედებდნენ ისინი? ეს უნდა კვალიფიცირდეს როგორც მათთვის დამვალებელის უფლებამოსილების გადაჭარბება. ისევე როგორც ცხოველების დახოცვა-განადგურება, სადისტურად დაჭერა, დასახიჩრება და ა.შ. არის სისხლის სამართლის კოდექსის 259ე მუხლისა და ცხოველთა დაცვის საერთაშორისო კონცვენციების დარღვევა!

Tinatin Chanturia's picture
Tinatin Chanturia (თინათინ ჭანტურია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/01/10
ბოლო შემოს: 2020/09/12 10:14:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს მართლაც ასეა, რომ დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს 126 დღე. ვფიქრობ, ისედაც ჩვენს ძალზედ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას ეს უფრო მეტად გააუარესებს, რადგან შეუძლებელია ქალისათვის ახალშობილთან ერთად თვეში 150 ლარი საკმარისი იყოს. ამის გამო ბევრი ქალბატონი თავს შეიკავებს შვილის გაჩენისაგან. საქართველოს შრომის კოდექსის მუხლი 29–ის შესაბამისად "ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე." სავარაუდოდ სსიპ–ების შემთხვევაშიც იგივე იქნება არა? მართალია სსიპ–ის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მას მაინც საკუთარი ბიუჯეტი აქვს, ამასთან აქ საქმე გვაქვს არა საჯარო მოხელესთან, არამედ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელთან. ასე, რომ თუ კეთილი დირექტორი არ ჰყავს ადამიანს შეუძლია თვეში 150 ლარიანი პენსიით დაკმაყოფილდეს. დიდი მადლობა ჩვენს პარლამენს!

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დადგენილების პრეამბულაში გასასწორებელია ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ: სიტყვები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების" შესაცვლელია სიტყვებით "სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ"საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების", ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით.

ikoteli (levani)
სხვა
რეგ. თარ: 2011/06/01
ბოლო შემოს: 2013/10/06 13:20:52
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გეთანხმები ბერდია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტურ უფლებატა კატეგორია, თუმცა იძილება გამოთქვას ის, რისიც მას არ სჯერა, ეწინააღმდეგება როგორც, ევროპულ, ისე ამერიკულ დოქტრინას გამოხატვის თავისუფლების სფეროში(მაგ: აშშ-ს კონსტიტუცია იცვას მოსწავლეებს იძულებისგან ფიცი დადაონ ჰიმნის ფორნზე, ან მასწავლებლებს-ასწავლონ ის, რისიცარ სწამთ), ასევეა საქართველოს კანონმდებლობითაც, ბოდიშის მოხდის დავალედებულების დაუშვებლობის შემთხვევაში.

dmanisi's picture
dmanisi (მერაბ ოქრიაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/01/13
ბოლო შემოს: 2024/03/22 12:31:36
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დიდი მადლობა

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან, ამოსაღებია სიტყვები „ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან“, ვინაიდან, აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

tarika (ტარიელ კაცაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/03/30
ბოლო შემოს: 2013/04/21 15:08:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ეწევიან სურსათით ვაჭრობას, ისინიც უნდა დარეგისტრირდნენ ბიზნეს ოპერატორად?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ტარიელ, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" მე–2 მუხლის "რ" ქვეპუნქტის შესაბამისად,ბიზნესოპერატორი არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორად და პასუხისმგებელია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, ე.ი.ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან და არა სურსათით ჩვეულებრივ ვაჭრობასთან. ამასთანავე, ამავე, კოდექსის პირველი მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი.

koba nadiradze's picture
koba nadiradze (Koba Nadiradze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/27
ბოლო შემოს: 2024/03/19 11:15:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. გაურკვეველია რას ნიშნავს ინვალიდობის გამო სარგებლობა?

koba nadiradze's picture
koba nadiradze (Koba Nadiradze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/27
ბოლო შემოს: 2024/03/19 11:15:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

2. სოციალური დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად ტერმინი "ინვალიდი" შეიცვალა ტერმინით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად ტექსტში "ინვალიდობის" უნდა შეიცვალოს ტექსტით - "შესაძლებლობათა შეზღუდულობის".

koba nadiradze's picture
koba nadiradze (Koba Nadiradze)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2011/03/27
ბოლო შემოს: 2024/03/19 11:15:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში" ჩანაწერი ნიშნავს თუ არა განმეორებით შემთხვევას თუ პირველად შემთხვევაშივე ჩამოერთმევა?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო კობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (პირველ შემთხვევაში) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და არ იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. ამასთანავე, ამავე მუხლის, მე–4 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში , – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო ამავე, მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.

diadia's picture
diadia (diana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/03
ბოლო შემოს: 2024/03/26 11:22:02
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული მუხლის "ბ" ქვეპუნქტი - "იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა" არის აფსულიტურატ პრიმიტიული ჩანაწერი /თუნდაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თავი რომ დავანებოთ ამავე სსსკ-ის კოდექსს/, არაფერი დაშავდებოდა, რომ წერებულიყო იცის სახელმწიფო ენა... /აღნიშნული კოდექსი მრავალ ნაკლოვანებას შეიცავს, თუმცა, ესეთი ზედაპირული ჩანაწერები მაინც რომ იყოს შედარებით სწორედ არაფერი დაშავდება/

N1991 (ნათია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/22
ბოლო შემოს: 2013/04/22 12:13:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ ვინმემ დამაკვალიანეთ. მიიღეს თუ არა ეს კანონი და განაჩენთა ერთობლიობის დროს მოხდება თუ არა შეკრებითობის მოხსნა

tamazi tamazi (tamazi tamazi tamazi)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/02/07
ბოლო შემოს: 2013/04/22 07:24:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები და დამატება
მუხლი 35-ში ჩაემატოს:
ა) დასაქმებულმა ზუსტად უნდა შეასრულოს წარმოების და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გამოყენების ისნტრუქციები.
ბ) დასაქმებული პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
გ) დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს შეუქმნას უსაფრთო სამუშაო გარემო, უზრუნველყოს დასაქმებული უსაფრთხო წარმოების საშუალებებით და აღჭურვის პერსონალური უსაფრთხოების საშუალებებით.

N1991 (ნათია)
სხვა
რეგ. თარ: 2013/04/22
ბოლო შემოს: 2013/04/22 12:13:39
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე როგორც ვიცი უკვე მიიღეს 77 ხმით სადღაც წავიკითხე და ტელევიზიითაც გადმოსცეს და ვერ ვხვდები რას ნიშნავს განაჩენთა ერთობლიობა და სასჯელთა ერთობლიობა. თუ იცით 179 მუხლის 1 და მესამე ნაწილით ერთად ნასამართლევი რომელ კატეგორიაში გადის?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 1 - ე მუხლის
"ბ" ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით "ბ). საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, ითვალისწინებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას და ზემოხსენებული ორგანული კანონის 32 1 ე მუხლში ანაზღაურებად თანამდებობათა შორის უნდა იყოს მითითებული საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, ამასთანავე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საკრებულოს სხვა თანამდებობის პირთა საქმიანობა ანაზღაურებადია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013) მე–10 მუხლის მე–8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს პროფესიული სახელმწიფო თეატრის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი) სამხატვრო ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით, მაგრამ კანონში არ არის დაკონკრეტებული, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოსთან (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) შეთანხმებით ნიშნავს მინისტრი პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ამდენად, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ტ“, „უ“, „ფ“ „ჩ“ ქვეპუნქტებში, მე–5 მუხლის პირველი, მე–2, მე–5, მე–6, ქვეპუქტებში, მე–10 მუხლის მე–7 პუნქტში, მე–10 მუხლის მე–8 პუნქტის „გ“ ქვეპუქტში, მე–10 მუხლის მე–9 პუნქტში, მე–10 მუხლის მე–12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე–10 მუხლის მე–15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში უნდა დაკონკრეტდეს, თუ, რომელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) ვრცელდება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/01/29
ბოლო შემოს: 2013/04/24 18:04:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვეთანხმები გიორგი მგელაძეს ზეგანაკვეთურ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით... და მაინტერესებს , თუ არ ვცდები არაფერია ნათქვამი კოდექსის პროექტში ავადმყოფობის გამო ანაზღაურებასთან დაკავშირებით...

eka1310 (ეკა დარასელია)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/04/25
ბოლო შემოს: 2013/05/05 22:32:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მუხლი 226. ჩემი აზრით და არამარტოჩემი აზრით-

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არჩევანი არა სასამართლოს ან პროკურატურას, არამედ ბრალდებულს ეკუთვნის. ამაზე თავად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი საუბრობს, რა აზრთა სხვა და სხვაობაც არ ურდა იყოს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში წინადადება "დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს ხელმძღვანელი;" უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი დაწესებულების შინაგანაწესს ამტკიცებს ხელმძღვანელი;", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაწესებულების– გამგეობის (მერიის) ხელმძღვანელი არ არის საკრებულოს თავმჯდომარე, კერძოდ:"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 38–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი), ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ნ" ქვეპუნქტთან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში უნდა ჩაიწეროს სიტყვები "თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 73–ე მუხლის მე–2 პუნქტში წინადადება "ასლი ეგზავნება შრომის ინსპექციას დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით და მოსამსახურეთა წარმომადგენლობით ორგანიზაციას."უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით "ასლი ეგზავნება მოსამსახურეთა წარმომადგენლობით ორგანიზაციას.", ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა შრომის ინსპექციას არ ითვალისწინებს. ძალადაკარგული "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის" 237 1 –ე მუხლი ითვალისწინებდა შრომის ინსპექციას, ხოლო დღეს მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი" არ ითვალისწინებს შრომის ინსპექციას. ამასთანავე, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შრომის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 16 ნოემბრის №310/ნ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის N177/ნ ბრძანებით გაუქმდა შრომის ინსპექცია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები"2. ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას." უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:"2. თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას.", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე და არა მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირი, კერძოდ: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მე–3 პუნქტის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად,გამგეობის (მერიის) მოსამსახურეებს სამსახურში ღებულობს გამგებელი(მერი).ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ო" ქვეპუნქტთან, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 75–ე მუხლის მე–2 პუნქტში უნდა ჩაიწეროს სიტყვები "თუ, კანონით სხვა არ არის დადგენილი".