კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს 127-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვები "„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის" უნდა შეიცვალოს სიტყვებით:"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის", ვინაიდან,"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "თ" ქვეპუნქტში, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლში მე-4 პუნქტში, სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

chakhaia's picture
chakhaia (გიორგი ჩახაია)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2012/12/20
ბოლო შემოს: 2018/07/18 23:21:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-2 მუხლის 1 პუნქტის დ ქვეპუნქტის შესაბამისად, დახმარება გაიცემა იმ ოჯახზე, რომლის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვეში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებს შეადგენს. ამ ჩანაწერის შემუშავებისას ყურადღება არ მიექცა შემდეგ გარემოებას რომ, ოჯახი შეიძლება იყოს ერთწევრიანი, ორწევრიანი, სამწევრიანი... 10 წევრიანი და ა.შ. და შესაბამისად ოჯახის 193 ლარზე ნაკლები რაოდენობის მთლიანი შემოსავლიდან, თითოეულ წევრზე საშუალოდ შეიძლება მოდიოდეს 192 ლარი, 96 ლარი, 64 ლარი... 19.2 ლარი და ა.შ. გამოდის რომ ოჯახს მიუხედავად იმისა ერთსულიანია თუ ათსულიანი იმ შემთხვევაში მიეცემა სოციალური დახმარება 200 ლარის რაოდენობით, თუ მათი საერთო შემოსავალი თვეში 193 ლარზე ნაკლებია. მსგავსი „სოციალური“ წესების განსაზღვრისას მთავარია გავითვალისწინოთ ოჯახის თითოეულ წევრს თვეში საშუალოდ რა თანხა აქვს მინიმალური საარსებო უზრუნველყოფისთვის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის საერთო შემოსავალი შეიძლება არათუ 192 ლარი, არამედ 1920 ლარიც კი იყოს, მაგრამ თუ ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 192 ლარი და ათსულიანი ოჯახის 1920 ლარი, ეს „სოციალური“ თვალსაზრისით თითქმის ერთიდაიგივეა. ასევე 1920 ლარი თუ არის დავუშვათ 13 სულიანი ოჯახის საერთო შემოსავალი, ოჯახის თითოეულ წევრზე საშუალოდ მიიღება დაახლოებით 147 ლარი, რაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. საქართველოს პირობებში თითქოსდა ოჯახზე 1920 ლარის შემოსავალი „მკვეთრად ჟღერს“, მაგრამ გააჩნია ეს თანხა რამდენი ადამიანის „გასაყოფია“.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–6 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში მითითებული სიტყვები:"არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის" უნდა შეიცვალოს სიტყვებით: "საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ვინაიდან, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონი ძალადაკარგულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 104–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

eka1310 (ეკა დარასელია)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/04/25
ბოლო შემოს: 2013/05/05 22:32:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბრალდებულს უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს განიხილავენ თუ არა მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები და ეს ინსტიტუტი არ უნდა იყოს იძულებითი......

upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2020/06/29 19:49:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება;" აქ საჭიროა ჩაიწეროს: "დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:
ვ) უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით, ვინაიდან ასეთი ოპერაციები სრულად ექვემდებარება გაუქმებას"

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანების მე–2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტში, დანართში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან. ამასთანავე, ზემოხსენებული ბრძანების დანართის პირველ აბზაცში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი“, ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი გაუქმებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში, მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში, მე-2 თავში, მე-4 მუხლის სათაურში, მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ , „კ“, ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის სათაურში, მე-7 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, ....... სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის "ა"ქვეპუნქტში სიტყვებს: "დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო", უნდა დაემატოს სიტყვები "და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირი", ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებსაც უნდა ჰქონდეთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. მაგალითად:"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, არც ფიზიკური პირია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც დაინტერესებული პირი, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის "ა"ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მხოლოდ იურიდიული და ფიზიკური პირი არის დაინტერესებული მხარე და არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირები.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობათ, შეკრებითობის კანონი მიიღეს თუ არა მესამე მოსმენით და თუ მიიღეს როდის შედის ძალაში ?

antivirus444's picture
antivirus444 (გიორგი კეკენაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2011/09/27
ბოლო შემოს: 2016/04/27 11:08:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტი წინააღმდეგობაში მოდის
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის მე-4 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, პარტია არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო გიორგი, სავსებით გეთანხმებით იმ საკითხში, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტი, რომლითაც პარტია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი (კოდექსი), კერძოდ:„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიულ პირი. ამასთანავე, კანონმდებლობაში არსებული ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.

upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2020/06/29 19:49:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;" აქ უნდა ჩაიწეროს: "ა) არარეზიდენტი პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა)მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;"

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-6 პუნქტი ძალიან უაზრო და გაუგებარია. დაუსაბუთებელი აცილება გულისხმობს იმას, რომ არ სახელდება აცილების მიზეზი და მოტივი. ხოდა თუ არ სახელდება, მოსამართლემ როგორ უნდა გაიგოს მე მსაჯულობის კანდიდატს დისკრიმინაციული ნიშნით ვიცილებ თუ არადისკრიმინაციულით ? უნდა დაესიზმროს ???

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ფაქტობრივად მე-6 პუნქტი დაუსაბუთებელი აცილების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას შეუწყობს ხელს.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობათ,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა პირდაპირ სააპელაციოში შეგვაქვს თუ სააპელაციო საჩივრის მსგავსად საქალაქო სასამართლოში ?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე შეკრებითობის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ვაპირებ შუამდგომლობის შეტანას და ალბათ განაჩენის დართვა საკმარისი იქნება ხომ ? თუ საქმის გაცნობა დაჭირდათ თვითონ სააპელაციოს ხომ შეუძლია გამოთხოვა ?

prokura's picture
prokura (ლევანი ვეფხვაძე)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/05/09
ბოლო შემოს: 2015/11/13 15:40:58
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით"

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

და ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ან იურისტი რატომ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული ? რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა ეს წესი და რა მოტივით შეუზღუდა ამ პროფესიის პირებს ნაფიცი მსაჯულობა? აშშ-ში ან ბრიტანეთში არ არის ესეთი შეზღუდვები და ამათ საიდან გადმოიღეს ?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბრალდებულს თუ მოწმის ვალდებულებები ექნება, მაშინ ცრუ ჩვენებისთვის შეიძლება დაისაჯოს. მართალია პრაქტიკში არ ისჯებიან ბრალდებულები ცრუ ჩვენებისთვის, მაგრამ თეორიულადაც არ უნდა არსებობდეს ესეთი საფრთხე !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

შვილმკვდარ დედას რომ შვილის მკვლელობის საქმის გასაჩივრების უფლება არ ექნება ეს არის სრულიად ამორალური მიდგომა და ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის სამარცხვინო ხარვეზი !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-3 ნაწილი როგორ გესმით : თუ მასალა სრულად არ გადმოგვცა პროკურორმა, მხოლოდ გადაუცემელი მასალა ჩაითვლება დაუშვებლად თუ მთლიანად მასალა (მათ შორის გადაცემულიც)? იმიტომ რომ თუ შინაარსს სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით გავიგებთ "ამ მასალაში" იგულისხმება მთლიანად მასალა და არა მხოლოდ გადაუცემელი მასალა !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-14 პუნქტი ძალიან უსამართლოა. 5000 ლარით დამაჯარიმოს და მე გასაჩივრების უფლებაც არ მქონდეს ??? სრულიად უსამართლოდ რომ დამაჯარიმოს ვინ აღადგენს ჩემს დარღვეულ უფლებას თუ გასაჩივრების უფლება არ მექნება ??? არა ეს კოდექსი საფუძვლიანად არის გადასახედი !!!

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ძველი კოდექსი გაცილებით უფრო ჰუმანური იყო. დაზარალებულიც ადამიანია და მის ინტერესებსაც ჭირდება დაცვა. უნდა ჰქონდეს მას შეწყვეტის სასამართლოში გასაჩივრების უფლება, ისევე როგორც განაჩენის გასაჩივრების უფლება !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს არასაპატიმრო საქმეების განხილვის ვადა დადგენილი ! არ შეიძლება პიროვნებას ბრალდებულის სტატუსი წლების განმავლობაში ჰქონდეს. ეს მის ღირსებას და მშვიდად ცხოვრების უფლებას ხელყოფს. მქონია შემთხვევები როდესაც სასმართლოში საქმის შესვლიდან 7-8 წლის შემდეგ დაიწყო სასამართლომ განხილვა ! წინასასამართლო სხდომამდე რომ ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადაა დადგენილი კარგია, მაგრამ სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს რაიმე ვადა დადგენილი.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საზოგადოებრივ მაუწყებლობას თუ არ ჭირდება დასაბუთებული მოთხოვნა სხვა ტელევიზიებს რატომ უნდა ჭირდებოდეთ ? და დასაბუთება რა საჭიროა საერთოდ, თუ ღიაა სასამართლო სხდომა ყველა აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უნდა ჰქონდეთ გადაღების უფლება. დასაბუთებაში რა უნდა ჩაწეროს, თუ რატომ აინტერესებს ესა თუ ის პროცესი ?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამ მუხლის მე-3 პუქტის წყალობით ფაქტიურად უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება აღარ აქვს მსჯავრდებულს. იმედია ამ მარაზმს მალე შეცვლიან. თუმცა სამწუხაროდ სსსსკ-ს ცვლილებების პაკეტში ეს საკითხი საერთოდ არ მოხვდა.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეორე ნაწილში სიტყვა "ან" სიტყვა "და"-თი რომ შეიცვალოს უმჯობესია, იმიტომ რომ ზოგიერთი მოსამართლე პრაქტიკაში ერთი კანონიერ წარმომადგენლის გარდა სხვა ახლო ნათესავებს არ უშვებს ხოლმე. ბაბუას ან და-ძმას რომ არასრულწლოვანის პროცესზე არ დაშვება, უაზრობაა.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეტისმეტად ნელა შემოაქვთ ნაფიც მსაჯულთა სისტემა. 110-114-ე მუხლებს ძალიან იშვიათად აქვს ადგილი ცხოვრებაში. მაგას ჯობდა დამთავრებული 108-ე შემოეღოთ თბილისში ! თუ სამოხელეო დანაშაული შემოაქვთ 108-ს შემოღებას რა უშლის ხელს ? უფრო კლასიკური დანაშაულია და უფრო ადვილად არის აღსაქმელი უბრალო მოქალაქეებისთვის, ვიდრე რთული და ჩახლართული სამოხელეო საქმეები.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თან არჩევის უფლებასაც ტოვებენ და დარწმუნებული ვარ არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ნაფიც მსაჯულებს არ აირჩევს. ალბათ 3 პრიმა პუნქტი მხოლოდ ფურცელზე დარჩება. :)

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სხელმწიფოს შეუძლია საზღვრების შეცვლა მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. ალბათ ეს შემთხვევა იგულისხმება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ბესიკ, ზემოხსენებულ საქართველოს კონსტიტუციის 65–ე მუხლის მე–2 პუნქტის "გ"ქვეპუნქტში საზღვრების შეცვლის საკითხი ცალკე არის მითითებული (იხ. "გ" ქვეპუნქტის სრული რედაქცია "გ" ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას), ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად,სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლა ორი სხვადასხვა საკითხია. ამდენად, საქართველოს საზღვრების შეცვლის საკითხის განხილვა არ გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქმე სააპელაციო სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოითხოვოს და მე სხვა ახალ მტკიცებულებებსაც დავურთავ ამ შუამდგომლობას რათა საჯელის შემცირებასთან გამართლებაც მოვითხოვო...

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ახლაც არის საშიში პრაქტიკა, რაც გამოიხატება შემდეგში: არასასურ ველ ადვოკატს ჯერ ამ საქმეზე კითხავენ მოწმის სახით, ხოლო მერე რადგან ამ საქმეზე მოწმის სახითაა დაკითხული გამომძიებლის დადგენილებით აცილებენ საქმიდან - სამწუხაროდ ეს არის ამ კანონის უკუღმართი გაგება

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/08
ბოლო შემოს: 2018/11/09 12:59:59
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ადვოკატი არ შეიძლება მოწმის სახით დაიკითხოს იმ საქმეზე, სადაც ის არის ადვოკატი.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პრაქტიკოს იურისტებთან მაქვს შეკითხვა : როდესაც დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა ერთდროულად არის სახეზე ორივე შემთხვევაში გამოიყენებს სასამართლო შთანთქმის პრინციპს ? ანუ ორივე განაჩენში შეკრებილია სასჯელები და მერე თავად ეს განაჩენებია შეკრებილი. ჯერ ბოლო განაჩენის შიგნით უნდა მოხდეს შთანთქმა და მერე შთანთქმით მიღებულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენი ხომ ?

lament's picture
lament (დავით ნამთალაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/04/26
ბოლო შემოს: 2021/04/27 13:10:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვთვლი რომ მე-6 მუხლში უნდა ჩაიდოს დამსაქმებლის ვალდებულება, ვაკანსიის გამოცხადებისას წინასწარ განსაზღვორს მინიმალური ხელფასის ოდენობა, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკიდან გამომდინარე, დამსაქმებლები ცდილობენ შეამცირონ სახელფასო სარგო დამსაქმებლისათვის მისაღები ხელფასის კითხვით. შესაბამისად დასაქმებულები თავს იზღვევენ და ითხოვენ ნაკლებ ხელფასს რასაც ბოროტად იყენებს დამსაქმებელი.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მართლაც ამ ცვლილებით შესაძლებელია ადამიანის ძირითადი უფლებები შეიზღუდოს ორივე მხარის მხრიდან და/ან ერთი მხარის მიერ ამოღებული მტიცებულებით წაერთვას უფლება მეორე მხარეს მტიცებულების მოპოვების.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

და მინიმალური ხელფასის ოდენობა (რომელიც) არ უნდა იყოს თვეში დადგენილ საარსებო მინიმუნზე ნაკლები.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2012/11/29
ბოლო შემოს: 2014/09/14 20:11:12
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ზოგიერთი მოხელის მოქმედებანი იმდენად არის შენიღბული, რომ დანაშაულის ნიშნების არსებობისას ძნელდება სათანადო მტკიცებულებების მოპოვება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ნაფიც მსაჯულების დიდი ალბათობით გამამართლებელი ვერდიქტის მიღება, ამიტომ ასეთ საქმეებზე ასეთი მოხელეები სავარაუდოდ აირჩევენ ნაფიც მსაჯულებს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტი "თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს." უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის პირველი მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებების(საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16) შესაბამისად, "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილება შეიცვალა საკუთარი უფლებამოსილებით, ხოლო "კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილება ამოღებული იქნა კანონიდან. ამდენად, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტში სიტყვები "ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "საკუთარი უფლებამოსილებების".

archil's picture
archil (არჩილ ფულარიანი)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2013/05/14
ბოლო შემოს: 2018/06/08 03:06:57
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პროკურორს აძლევს საშვალებას თავის ინტერესები განახორციელოს. ჩემ შემთხვევაში არ მცნო დაზარალებულაად და თავის ჭკუით მიკძალავსს დავის გაგძელებას.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილი „ გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. ეს დადგენილება სასამართლოში არ საჩივრდება. იგი დაზარალებულმა შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ამდენად, დაზარალებულს უფლება უნდა ქონდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება გაასაჩივროს სასამართლოში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით. ეს დადგენილება საჩივრდება სასამართლოში."

upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2011/02/01
ბოლო შემოს: 2020/06/29 19:49:34
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება." იმის გათვალისწინებით, რომ „გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება“ და "საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება" (ნებისმიერ შემთხვევაში) ნიშნავს პირის საბანკო ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოწერეას, სსკ-ს 54-ე მუხლის პრველი ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს ჯერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება, ხოლო შემდგომ გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება."

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლში სიტყვები „ადგილობრივი მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან. ამდენად, “საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "3. გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი.".

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველი ნაწილი ორმაგ მოქალაქეებსაც ეხება ? ანუ ვისაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს + საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, შეუძლიათ პრეზიდენტი გახდნენ ? თუ მარტო ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ? როგორ გესმით ეს ნორმა ? იმიტომ ვკითხულობ რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოსო და ეგ ორმაგი მოქალაქეა !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-14 მუხლში არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია ! რაც იმას ნიშნავს რომ ზოგიერთ საკითხში ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა ანტიკონსტიტუციური არ იქნება. მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და ეს სრულიად კონსტიტუციურია, თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდასაც ავკრძალავთ შეიძლება თუ არა მასეთი აკრძალვა კონსტიტუციურად ჩავთვალოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ და რა არგუმენტი გაქვთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საბრალდებო დასკვნა ამოსაღებია, აღარ არსებობს ეგეთი რაღაცა ბუნებაში.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.