კომენტარები

vardzia2012's picture
vardzia2012 (ნათია ჩხეტიანი)
სხვა
რეგ. თარ: 2020/05/25
ბოლო შემოს: 2020/05/25 16:11:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჩვენ არ გვაძლევენ წელიწადში 24 კალენდარულ დღეს.ცელს გვაწერინებენ 10 სამუშაო დღეზე ზამთარში და 10 იც ზაფხულში,თუმცა ზამთრის შვებულების დღეებში ესენი უქმე დღეებსაც ანგარიშობენ

kap.wkap's picture
kap.wkap (kap)
სხვა
რეგ. თარ: 2020/07/14
ბოლო შემოს: 2020/07/14 17:02:16
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ და მიუთითოთ კოდექსში ხელფასის მინიმალური ოდენბობა და იმედია ეს მინიმალური 200 არ იქნება )))

METERING3's picture
METERING3 (Davit Dvali)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2019/07/01
ბოლო შემოს: 2024/03/28 20:10:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

37 მუხლი პირველი და მე-3 პუნქტები ვერ გავიგე. რამე განმარტება არ არსებობს ამ თემაზე?

teanem's picture
teanem (თეა ნემსიწვერიძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
რეგ. თარ: 2021/02/17
ბოლო შემოს: 2021/02/17 13:46:41
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ აქვს კერძო დაწესებულებას უფლება თანამშრომელს წაართვას ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება იმ მოტივით, რომ მისი ხელფასი არ არის ფიქსირებული,არამედ გამოითვლება გამომუშავებით?

natia batiashvili's picture
natia batiashvili (ნათია ბატიაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2020/04/02
ბოლო შემოს: 2022/09/30 11:26:28
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ და განმარტოთ ან მიმითითოთ - რას გულისხმობს უწყვეტი სამუშაო რეჟიმი ან სად შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია უწყყვეტი სამუშაოს განმარტებასთან დაკავშირებით.

თამო@@'s picture
თამო@@ (თამარი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2021/07/01
ბოლო შემოს: 2021/07/01 08:52:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გამარჯობათ, გთხოვთ გამაგებინოთ..8 საათიანი სამუშაო გრაფიკიო....ამაში შედის ჩემი დასვენების 1 საათი? თუ 8 საათი ვმუშაობ და + 1 საათი შესვენება. მაშინ გამოდის რომ 9 საათი ვარ სამსახურში და 48 საათი კვირაში აღარ გამოდის....

თამო@@'s picture
თამო@@ (თამარი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2021/07/01
ბოლო შემოს: 2021/07/01 08:52:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

8 საათიანი სამუშაო გრაფი..მე ვიცი მაგ: დილის 9 დან 5 საათამდეა.,(1 სათი შესვენებიანად) ესე გამოდის კვირაში 48 საათი და არა 9 დან 6 საათამდე

xatunia05's picture
xatunia05 (ხათუნა)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
რეგ. თარ: 2021/07/15
ბოლო შემოს: 2021/07/15 15:03:00
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სკოლის მასწავლებლების შვებულების დაანგარიშების დროს მოლო სამი თვის განმავლობაში თუ მასწავლებელი იმყოფებოდა ბიულეტინზე, ბიულეტინის დღეების ანაზღაურება შევა ხელფასში?

anutebi's picture
anutebi (akopova ana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/31
ბოლო შემოს: 2024/02/03 20:11:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დახმარება,ხელშეწყობა

anutebi's picture
anutebi (akopova ana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/31
ბოლო შემოს: 2024/02/03 20:11:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საიდან შეიძლება დამსაქმებელი ფლობდეს ინფ-ს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირზე თუ ნასამართლობა გაქარწყლებული ან გასულია!

anutebi's picture
anutebi (akopova ana)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2013/05/31
ბოლო შემოს: 2024/02/03 20:11:49
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-3 პუნქტი დამსაქმებელსა სათავისოდ პირობების მორგგების დიდ შესაძლებლობას აძლევს

coco's picture
coco (coco)
სხვა
რეგ. თარ: 2012/04/18
ბოლო შემოს: 2022/01/10 17:30:05
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოგესალმებით,მაინტერესებს ამ მუხლის დეფინიციით კომპანია (არა საჯარო)ვალდებულია დააზღვიოს თანამშრომელი ჯანმრთლობის მინიმალური სადაზღვევო პაკეტით?( მე-8 მუხლი გასაგებია ,რაზეც მიღებულია 2018 წლის დადგენილება . )

iqarumashvili1's picture
iqarumashvili1 (იოსებ ქარუმაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2018/01/30
ბოლო შემოს: 2024/02/26 23:01:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

37- ე მუხლის მე-3 პუნქტში სავარაუდოდ ხარვეზია, 604 დღე თუ სტანდარტული შვებულების დროს იყენებს მაშინ ლოგიკურია რომ 587 დღის ნაცვლად მეტი დღეებით უნდა ისარგებლოს გართულების შემთხვევაში

koknaria's picture
koknaria (irakli akhvlediani)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2012/12/24
ბოლო შემოს: 2024/03/18 16:36:48
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სპეც სამუშაოზე ხო არის შესაძლებელი,რომ + 8 საათი გამოიყენოს დამსაქმებელმა და შაბათი დღეც ამუშავოს დასაქმებული?

ნანაnana's picture
ნანაnana (ნანა მღებრიშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/11
ბოლო შემოს: 2023/05/11 15:23:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მე-5 პუნქტში, თუ შეიძლება განმიმარტოთ, რას ნიშნავს ,,შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად"?

ნანაnana's picture
ნანაnana (ნანა მღებრიშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2023/05/11
ბოლო შემოს: 2023/05/11 15:23:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ანუ გაანგარიშებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მომდევნო თვეების სამუშაო დღეების რაოდენობით?

ირმა კაკიაშვილი's picture
ირმა კაკიაშვილი (ირმა კაკიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
რეგ. თარ: 2020/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/21 11:22:38
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უბოროტესი ჩანაწერი კანონში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს მუხლი საშუალებას აძლევს დამსაქმებელს გამოუკლოს შესვენების დრო დასაქმებულს და ამ გვარად შეუმციროს საათების რაოდენობა, რომელიც წესით უნდა აუნაზღაუროს.

tatiana sulaberidze's picture
tatiana sulaberidze (ტატიანა )
სხვა
რეგ. თარ: 2023/07/07
ბოლო შემოს: 2023/07/14 10:51:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

barisiter

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუსიდან დგინდება, რომ ადვოკატი შუამდოგომლობიოთ მიმართავს პროკორორს საგამოძებო ექსპერიიმენტის ჩატარების პროცესში, ჩართული იყოს თვითონ და ბრალდებული. ადვოკატი უთითებს რომ პატიმრობაი მყოფი ბლადებულის ჩართულობა საგამოძებო მოქმედებებში, აუცილებელს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართვა პროკურორის მხრიდან არ იქნა დაკმაყოფილებული ბრალდებულის საგამოძებო მოქმედებაში ჩართვის შესახებ. პირადად ადვოკატს კი საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვის შესახებ რამოდენიმე წუთით ადრე ეცნობა. მოცემული ქეისის ფაბულის მხიედვით, პროკურორის უარი ადვოკატის მიმართ, არასამართლიანია რაც გამომდინარეობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან. გამომდინარე აქედან, პროკურორის მხრიდან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულ მტიკცებულებებს არ ექნება სამართლებრივი ძალა, ვინაიდან ის არ იქნა კანონის გათვალისწინებით მოპოვებული.ასევე, პროკურორის მხრიდან უარი პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიმართ, საგამოძიებო მოქმედებაში ჩართვის შესახებ არ არის კანონიერი , ვინაიდან არსებულ საქმეში ბრალდებულის მონაწიელობა აუცილებელ ფაქტორს წარმოაგდენს, რათა სასმართლოს მხრიდან გამოტანილი იქნას სამართლებრივი განაჩენი.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუსიდან დგინდება რომ გიორგი ერაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ 127-ე მუხლის მიხედვით რაშიც იგულისხმება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა იარღათან დაკავშერებული უფლებების შეზღუდვა. არსებულ საქმედსთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნული მხული არ ითვალისწინებს დამატებითი სასჯელის სახით დანიშვნას იარაღთან დაკაშირებული უფლებების შეზღუდვას.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუდის ფაბულის მხიედვით სახეზე გვაქვს დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ რაც გათვალისიწნებულია სსკ-ს 126ე პრიმა მუხლით 11 მუხლე მითითებით, ასევე აღნიშNული კაზუსი ფაბულიდან ნათლად ჩანს ფაქტი როდესაც კეილამ თვითმკვლელობა ცადა. არსებული ქმედება უნდა დაკცვალიფიცირდეს სსკს 115-ე მუხლით 11 მულხზე მითითებით. არსებულ კაზუსში ასევე იკვეთება ფაქტ როდესაც ლეილა ქმარს გაშორდა და მშლობელის ბინაში გადავიდქა, მიუხდედვად ამისა ლეილას ქმარი შალვამივიდა ლეილას მშობლების სახლში, თუმცა იქ არავინ დახვდა. ამის შემდეგ, შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობელთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა, რომ სახლს გადაუწვავდა, არსებული ფაქტი უნდა შეფასდეს სსკ-ს 151-ე მუხლით , 11 მუხხლზე მითითებით, რაშიც იგულისხმება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰოპოთეზა
1. ქმედების შემადგენლობა
ობიქეტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - ბ-ს სიცოცხლე
ქმედება - გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ გასროლაში
შედეგი - 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა, ბ გარდაიცვალა.
მიზეზობრივი კავშირი - ას ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ვინაიდან გასროლი გარეშე მსხვერპლი არინქბეოდა.
ობიექტური შერაცხვა - ა-მ გასროლით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.
სუბიექტური შემადგენლობა - ა-ს გასროლის მომენტშ სურდა ბ-ს მოკვლა . შესაბამისად ის მოქმედება პირდაპირი განზრახვით.
2. მართლწინააღმდეგობა - ა-ს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.
3. ბრალი
4. დასკვნა.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სასამართლომ გიორგი ერაძეს სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა. მსჯავრდებულმა თავი აარიდა ჯარიმის გადახდას, რის გამოც ჯარიმა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.

სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო?

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს ბ-ს განზრახ მკვლელობისატვის
ქმედების შემადგენლობა
ქმედების ობიქეტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - ბ-ს სიცოცხლე
ქმედება - გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ ხიდიდან გადაგდებაში
შედეგი - 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა, ბ გარდაიცვალა.
მიზეზობრივი კავშირი - ას ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ვინაიდან ხიდიდან გადაგდების გარეშე მსხვერპლი არ იქნებოდა.
ობიექტური შერაცხვა - ა-მ ხიდიდან გადაგდებით შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.
სუბიექტური შემადგენლობა - ა-ს ხიდიდან გადაგდების მომენტში სურდა ბ-ს მოკვლა . შესაბამისად ის მოქმედება პირდაპირი განზრახვით.
2. მართლწინააღმდეგობა - ა-ს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და კაზუსში არ იკვთება მართლწინააღმდეგობი გამომრიცხავი გარემოებები.
3. ბრალი - ა-ს ქმედება არის ბრალეული ქმედება და არ გვაქვს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.
4. დასკვნა - ა დაისჯება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით , რადგან ის მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს ბ-ს განზრახ მკვლელობისათვის
ქმედების შემადგენლობა
ქმედების ობიქეტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - ბ-ს სიცოცხლე
ქმედება - გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ მანქანის თხოვებაში
შედეგი - 108-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა, ბ გარდაიცვალა.
მიზეზობრივი კავშირი - ას ქმედება არ იქნება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთნ ,რადგან ა-ს რომც ეთქვა ბ-სთვის მანქანის გაუმართავობის შესახებ, ბ მაინც გარდაიცვლებოდა და შედეგი მაინც დადგებდა.
დასკნა - ა არ დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის, რადგან მისი ქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლეად მძიმე დაზიანებისთვის. სსკ-ს 118-ე მუხლით.
ქმედების შემადგენლობა
ქმედების ობიქეტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - ბ-ს ჯანმრთელობა
ქმედება - გამოიხატა მოქმედებაში, კერძოდ იარაღის გასროლით
შედეგი - 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა, ბ-ს ჯანმრთელობა დაუზიანდა.
მიზეზობრივი კავშირი - ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, რადგან მას რომ არ გაესროლა, ბ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას არ მიიღებდა
ობიექტური შერაცხვა - ა-მ ასროლით შექმნა სისხსლის სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე
სუბიექტური შეადგნელობა - ას გასროლის მომენტშ სურდა ბსთვის ჯანმრთეობის დაზიანება.
მართლწინაღმდეგობა - ას ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და რ გაქვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები.
ბრალი - ა-ს ქმედება ბრალელია და არ გვაქვსბრალის გაომრიცხავი გარემოებები

ჰიპოთეზა - შესაძლოა ა დაისაჯოს სსკ-ს 117-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
ქმედების შემადგენლობა
ობიექტური შემადგენლობა
სუბიექტი - ა
ობიექტი - გ-ს ჯანმრთელობა
ქმედება - დანით დაჭრაში
შედეგი - დადგა , გ-ს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა
მიზეზობრივი კავშირი - ა-ს ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ობიექტური შერაცხვა - ა-მ დანის დარტყმით შემქმნა სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხე.
სუბიექტური შემადგენლობა ა დანის დარტყმის მომენტში მოქმედებდა განზრახვით.
მართლწინააღმდეგობა - ას ქმდება არის მართლსაწინააღმდეგო და არ გვაქვს მართლწინააღმდეობის გამომრიცხავი გარემოებები.
ბრალი - ა-ს ქმედება არის ბრალეული ქმდება და არ გვაქვს ბრალის გამომრიხავი გარემოებები.
დასკვნა- ა დაისჯება დანაშაულთა ერთობლიობისთვის, კერძობ-ს მიმართ სსკს 118-ე მუხლით, ხოლო გ-ს მიმართ 117-ე მუხლით.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჩხრეკა ამოღება
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი ინახება გარკვეულ
ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა, გამომძიებელი ატარებს
ჩხრეკას. სასამართლო პრაქტიკა მრავლად იცნობს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების დაკანონებაზე უარის თქმისა და ჩხრეკა-ამოღების ჩასატარებლად განჩინების გაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებს სწორედ დასაბუთებელი ვარაუდის სტანდარტის არარსებობის გამო.ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გამომძიებელი, პირველ რიგში, არკვევს აცხადებს თუ არა მესაკუთრე, მფლობელი ან კომუნიკაციის ერთი მხარე თანხმობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. თანხმობის შემთხვევაში, გამომძიებელი ატარებს
საგამოძიებო მოქმედებას და ადგენს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ის შემთხვევაში, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს მოსამართლის განჩინებით თუ განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება. დადგენილების გამოტანის აუცილებლობა, როგორც უკვე აღინიშნა, შესაბამისი მუხლების კომენტირებისას,
ყველა სახის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ არსებობს. ამოღება და ჩხრეკა
საგამოძიებო მოქმედებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ჩატარებამდეც გამომძიებელმა უნდა გამოიტანოს დადგენილება.ამასთან, გამომძიებელი უფლებამოსილია, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი პირი უარს ამბობს მათ ნებაყოფლობით გაღებაზე.ამოღებისა და ჩხრეკის განჩინებაში (დადგენილებაში) მიეთითება იმ საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის შესახებ, რომლის ამოღებაც
უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გამომძიებელი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ადგილზე ეძებს და იღებს იმ საგანს, დოკუმენტს, ნივთიერებას თუ ინფორმაციის შემცველ
სხვა ობიექტს, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში.არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო. მაგალითად, გამომძიებელი უფლებამოსილია არ დალუქოს სანოტარო ხელშეკრულება, რომელიც
ამოღებულია არა მასზე არსებული ინფორმაციის სიყალბის, არამედ ხელშეკრულების შინაარსის გამო.
ორივე საგამოძიებო მოქმედების მიზანია სისხლის სამართლის საქმისთვის
მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება, თუმცა განსხვავებულია მათი ჩატარების საფუძვლები..
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი ინახება გარკვეულ
ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა, გამომძიებელი ატარებს ჩხრეკას.
ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთის არსებობის და მისი ნებაყოფლობით გაცემა-გაუცემლობის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის.ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში _ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე.
გამომძიებელს უფლება აქვს, საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად შევიდეს საცავში, სადგომში, სათავსში ან სხვა მფლობელობაში.
2ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში _ დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების (დადგენილების) გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.
3. გამომძიებელს უფლება აქვს, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირებს ამოღების ან ჩხრეკის დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა, რაც აღინიშნება ოქმში.
4. განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში _ დადგენილების წარდგენის შემდეგ გამომძიებელი პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, სთავაზობს ამოსაღები საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემას. ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში, ხოლო მის ნებაყოფლობით გადაცემაზე უარის თქმის ან მისი არასრულად გადაცემის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით.
5. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში. ასევე ამოღებულ უნდა იქნეს ინფორმაციის შემცველი ყველა სხვა ობიექტი, რომელსაც შესაძლოა მტკიცებულების მნიშვნელობა ჰქონდეს ამ საქმისათვის ან რომელიც აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულზე, გრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
6. ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.
7. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს, ნებაყოფლობით გააღოს ისინი.
8. დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ასეთი შემთხვევა ითვლებ გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
9. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.
10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარე.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.
1. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე მის ან/და მისი ოჯახის წევრის მიერ დაკავებულ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში ამოღება ან ჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობით ან თხოვნით.
2. ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობის გამოთხოვა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
1. დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.
ძარცვა
+
1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ე) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე
ყაჩაღობა
+
1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
ბ) ჯგუფურად;
გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ბინაში უკანონო შეღწევით;
გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
ქურდობა
1 2
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში უკანონო შეღწევით;
დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის;
დ) მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა აღნიშნული მუხლებითა და ამ კოდექსის 224-ე, 231-ე, 237-ე, 264-ე და 2861 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

გვამის დათვალიერება
გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. ამოუცნობი გვამის დაქტილოსკოპირება და საექსპერტო კვლევისათვის ნიმუშის აღება სავალდებულოა. ამოუცნობი გვამის დამარხვა ან კრემაცია პროკურორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია,გარდა იმ შემთხვევისა,როცა საფრთხე ექმნება ადამიანის სოცოცხლესა და ჯანმრთელობას
შემთხვევისა და სხვა ადგილის დათვალიერება
+
1. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, როდესაც არსებობს მტკიცებულების განადგურების, დაკარგვის ან დაზიანების საშიშროება, შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველმყოფ უფლებამოსილ თანამდებობის პირს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე შეუძლია მტკიცებულების ფიქსაცია ტექნიკური საშუალების გამოყენებით და შენახვა.
2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პრევენცია - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება
პრევენცია - ორი ნაწილისაგან შედგება. 1. ზოგადი, ანუ გენერალური პრევენცია. 2. სპეციალური, ანუ კერძო პრევენცია.
1.ზოგადი ანუ გენერალური პრევენცია, ნიშნავს რომ სასჯელმა ზემოქმედება უნდა მოახდინოს საზოგადოებაზე, ანუ საზოგადოებისკენ არის მიმართული. 2. სპეციალური, ანუ კერძო პრევენციაა , მიმართულია კონკრეტულად მსჯავრდებულისკენ, ანუ ვისაც დაენიშნა სასჯელი, რათა მომავალში მან აღარ ჩაიდინოს დანაშაული.
ზოგადი, ანუ გენერალური პრევენცია, კიდევ იყოფა ორ ნაწილად. 1. პოზიტიური გენერალური პრევენცია 2. ნეგატიური გენერალური პრევენცია. პოზიტიური გენერალური პრევენცია , გულისხმობს იმას რმ საზოგადოების ნაწილი დანაშაულს იმიტომ არ ჩადის, რომ მის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, მას სასჯელი კი არ აკავებს, მას მორალი აკავებს, თუმცა ყველა ადმიანზე მაგას ვერ ვიტყვით და არსებობს ნეგატიური გენერალური პრევენცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა გარკევულ კატეგორიას სასჯელისადმი პატივისცემა კი არ აქვთ, არამედ კანონის ეშინიათ, რომ არა სასჯელი დანაშაულს ჩაიდენდნენ. შესაბამისად ნეგატიური გენერალური პრევენცია, მიმართულია საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულის ჩადენისკენ.
სპეციალური ანუ კერძო პრევენციაც იყოფა ორ ნაწილად. 1.პოზიტიური სპეციალური პრევენცია 2. ნეგატიური სპეციალური პრევენცია. პოზიტიური სპეციალური პრევენცია, გულისხმობს მსჯავრდებულის გამოსწორებას და კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევას, ხოლო ნეგატიური სპეცალური პრევენცია ნიშნავს, მსჯავრდებულის დაშინებას. თუ მან ერთხელ ვერ გაიგო, შემდეგ უნდა დააშინო. ასევ არის საზოგადოებისგან იზოლაცია, ანუ ახდენ მსჯავრდებულის იზოლაციაას საზოგადოებისგან. რადგან მან კიდევ არ მიაყეოს ზიანი სხვა პირებს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას,რომლის სახეს განსაზღვრავს დანაშაულის პრევენციის,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო,დანაშაულის პრევენციის,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. პირმა სად უნდა იმუშაოს,განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40დან 800 საათამდე. დღე-ღამეში 8 საათზე მეტი არ შეიძლება. ამ დროს არანაირი ანაზღაურება არ არსებობს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება:1-ლი და მე-2 ჯგუფის ინვალიდებს,ორსულ ქალს,ქალს,რომელსაც ჰყავს 7-წლამდე შვილი,საპენსიო ასაკის შვილს,გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. კანონიერების პრინციპი ბლოკავს სამართლიანობის პრინციპპს თუ სხვა ალტერნატივა არ არის.
სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები
სისხლის სამართლის კოდექსი ამომწურავად არ განმარტავს დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა მოსამართლე ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს დამამძმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, ოირობითად დანაშაულის მოტივს, მიზანს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას,(იყო თუ არა წარსულში ნასამართლევი)შეურიგდა თუ არა დაზარალებულს. ასევე კოდექსში ჩამოთვლილია დამამძიმებელი გარემოებები, შემამსუბუქებელი არაა და მოსამართლე ინდივიდუალურად განსაზღვრავს თუ რა ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად. თავიდან არც შემამსუბუქებელი და არც დამამძიმებელი იყო ჩამოთვლილი და მოსამართლე თვითონ საზღვრავდა, შემდეგ შევიდა ცვლილება და დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა: რასის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები
სასჯელისგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება
სასჯელისგან პირობით ვადაზე ადრე ანთავისუფლებს ერთ შემთხვევაში, მოსამართლე მეორე შემთხვევაში ადგილობრივი საბჭო. არასაპატიმრო სასჯელის დროს ანთავისუფლებს მოსამართლე, ხოლო საპატიმრო სასჯელის დროს საბჭო, რასაც თავისი ვადები გააჩნია. ნაკლებად მძიმე დანაშაულის დროს, გასული უნდა იყოს სასჯელის ნახევარი, მძიმე დანაშაულის დროს 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს 3/4. განთავისუფლების დროს განიხილება მსჯავრის ხასიათი, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა პირმა, წარსულში იყო თუ არა ნასამართლევი, შეურიგდა თუ არა დაზარალებულს , აანაზღაურა თუ არა ზიანი.
ასევე ვადაზე ადრე განსავისუფლების ნაცვლად შეიძება მოხდეს, სასჯელის შეცვლა, უფრო მსუბუქი სასჯელით. მაგ: შინაპატიმრობით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

დაუმთავრებელი დანაშაულის დროს თანამონაწილეობა
დაუმთავრებელი დანაშაულის 2 დასჯადი სტადია არსებობს. 1. დანაშაულის მომზადება 2. დანაშაულის მცდელობა.
დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაულის ბოლომდე ვერ ქინა მიყვანილი. 2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.
დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხდეველობაში მიიღება ფაქტობრივი მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად. თანამონაწილეობის სამი სახე გვაქვს. 1. ორგანიზატორი. 2. წამქეზებელი. 3.დამხმარე.
თანამონაწილეობის დროს ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ქმედების ნიშნის და პერსონლაური ნიშნის გარკვევა.
ქმედების ნიშანი- გულისხმობს ისეთ ნიშანს, როელიც ახასიათებს დანაშაულს. მაგ:ორსული ქალის მკვლელობა.
პერსონალური ნიშანის - არის ორი სახის. 1. პიროვნებისათვის დამახასიათებლი 2. ბრალისთვის დამახასიათებელი.
პირობითი მსჯავრი
გამოსაცდელი ვადა
1.არასაპატიო სასჯელის გამოყენებისას 1-3 წლამდე
2.თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას 1-6 წლამდე
3.დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს 2-6 წლამდე
4.უვადო თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლების დროს 2-7 წლამდე

ვადის ათვლა
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს 3 მოსაზრება
1)გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განაჩენის
გამოცხადებისთანავე -ზოგჯერ არის ხოლმე,რომ გამოსაცდელი ვადა არის
1 წელი და საქმე იგზავნება 1 წლის შემდეგ,როგორც კი გაიგზავნა საქმე მანაც
დაასრულა გამოსაცდელი ვადა „მაგრამ ეს არის მოსამართლის პრობლემა
და არა მსჯავრდებულის.საქმე უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ და
არა საზიანოდ.ამ შემთხვევაში პირს კიდევ დაემატება 1 წელი ანუ
გაუხანგრძლივდება კიდევ 1 წელი.თუმცა განაჩენის გამოტანისთანავე
უფრო სწორეა რადგან ის არ კარგავს დროს და ვადის ათვლა იწყება
გამოცხადებისთანავე.
2)გამოსაცდელი ვადის ათვლა იწყება პრობაციის ბიუროში განაჩენის
გადაგზავნის მომენტიდან -არის ხოლმე შემთხვევები როცა
მოსამართლეები აგვიანებენ გადაგზავნას და ამ პერიოდში ადამიანს
ეკარგება ეს დრო ანუ გამოდის რომ მას თუ აქვს 1 წელი გამოსაცდელი
ვადა შეიძლება დაემატოს და გამოუვიდეს წელიწადი და 6თვე .
3)გამოსაცდელი ვადის ათვლა იწყება პირობითი მსჯავრდებულის მიმართ
კონტროლის დაწყების მომენტიდან -აქაც ანალოგიურია პირი იმ ვადას
კარგავს და შეიძლება გაუხანგრძლივდეს გამოსაცდელი ვადა .
მაგალითად
ადამიანი თუ იქამდე ჩაიდენს დანაშაულს და პირობითი მსჯავრი თუ
არარის გამოყენებული მაშინ გამოდის რომ ვერც დანაშაულთა
ერთობლიობა ვერ იქნება.

შინაპატიმრობა
შინაპატიმრობა ადრემოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში იყო გათვალისწინებული,როგორც აღკვეთის ღონისძიება. შემდეგ გაუქმდა როგორც აღკვეთის ღონისძიება და 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში იქნა პირველად შემოტანილი როგორც სასჯელის სახე და 2018წლიდან შინაპატიმრობა გვხვდება სისხლის სამართლის კოდექსში. სისხლის სამართლის კოდექსში ადრე გვქონდა სასჯელის სახედ თავისუფლების შეზღუდვა,რომელიც გაუქმდა და ჩაანაცვლა შინაპატიმრობამ. შინაპატიმრობა არის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში მსჯავრდებულისათვის თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრება.
შინაპატიმრობის ფორმები:
1. მკაცრი-პირი 24 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს სახლში. მას არ აქვს გარეთ გასვლის უფლება. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია დატოვოს სახლი.მაგ: ახლობლოს გარდაცვალების დროს,გადაუდებელი საედიცინო დახმარების საჭიროებისას. მკაცრი ფორმის დროს მსჯავრდებულის მუშაობისა და სწავლის უფლება არ აქვს.
2. ნაკლებად მკაცრი-მსჯავრდებულს უფლება აქვს ისწავლოს ან იმუშაოს,მაგრამ როგორც კი დაასრულებს სწავლის ან სამუშაო საათებს,აუცილებელია დაბრუნდეს სახლში.
3. მსუბუქი-მსჯავრდებული მხოლოდ განსაზღვრულ პერიოდში უნდა იყოს სახლში.მაგ: საღამოს 8-დან დილის 10 საათამდე,როგორც წესი,შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმის დროს პირს ღამის საათებში აქვს ვალდებულება,რომ იყვნენ სახლში,რადგან ღამის საათებში დანაშაულის ჩადენის რისკი მატულობს. ღამის საათები კოდექსით არ არის განსაზღვრული და მათი განსაძღვრა მოსამართლეზეა დამოკიდებული.
საქართველოში გავრცელებულია შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმმა,თუმცა ზოგიერთი ფიქრობს,რომ მივეკუთვნებით ნაკლებად მკაცრ ფორმას,მაგრამ ეს ასე არ არის იმიტომ,რომ მაგ:პირს,რომელმაც ლექცია დაამთავრდა 4 საათზე 8 საათამდე შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს. შინაპატიმრობა ენიშნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირებს. შინაპატიმრობა აღსრულდება ელეტქრონული მონიტორინგის გამოყენებით,რომელიც მაგრდება მარცხენა ქვედა კიდურზე. თუ ეს შეუძლებელია,მაშინ შესაძლებელია ხელის კიდრუზეც დამაგრდეს. ეს მოწყობილობა შეერთებულია პრობაციის ბიუროსთან და თუ პირი არ იმყოფება სახლში განსაზღვრულ დროს,მაშინ ავტომატური სიგალი ჩაირთვება პრობაციის ბიუროში.თუ პირმა თავი აარიდა შინაპატიმრობას,მაშინ მას შეეცვლება სასჯელი თავისუფლების აღკვეთით. არსებობს ისეთი ადგილები,სდაც სიხშირის გამო ვერ როციელდება ელექტრონული მონიტორინგი. ასეთ დროს ხდება პრობაციის ბიუროს თანამშრომლის მოულოდნელი ვიზიტი. მაგ: ღამის 3 საათზეც კი შეიძლება დაადგეს თავზე,ამას ახორციელებენ თვეში არანაკლებ 6 ჯერ.
შინაპატიმრობის დადებითი მხარეები:
1.სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება პატიმრის შენახვა,შინაპატიმრობისას კი ეს არ ევალება.
2. პატიმრობის დროს პირს ნასამართლობის სტატუსი აქვს,შინაპატიმრობის დროს არა
3. შინაპატიმრობისას პირს საზოგადოებასთან,ოჯახთან აქვს კავშირი.
4. შინაპატიმრობისას რესოციალიზაცია უფრო მარტივია,ვინაიდან პატიმრობისას უფრო აქვთ კავშირი კრიმინალური მენტალიტეტის ხალხთან.
5. შინაპატიმრობისას პირი მუშაობს,სწავლობს.
შინაპატიმრობის უარყოფითი მხარეები:
1. ელექტორნული სამაჯური შეიძლება შემბოჭველი რმოჩნდეს,შეიძლება პირი აღარ გავიდეს საზოგადოებაში, რადგან სამაჯური ხალხისთვის შესამჩნევია.
2. შემზღუდველია ასევე განსაზღვრული დრო,რომელზეც სახლში უნდა იყო.
3. როცა პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი მოდის ღამის 3 საათზე შესამოწმებლად და შენ გძინავს, ეს პირის პირად ცხოვრებაში შეჭრაა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, შინაპატიმრობა თავისუფლების რკვეთის საუკეთესო ალტერნატივაა.
შინაპატიმრობა ენიშნება:
1. ნასამართლობის არმქონე პირს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით(სრულწლოვანი)
2. 6 თვიდან 1 წლამდე ვადით(არასრულწლოვანი).

პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება ქმედედითი მონანიების გამო

დანაშაული ჩადენილია პირველად - არსებობს ორი მოსაზრება
პირველი -ნიშნავს,რომ პირს თავის ცხოვრებაში დანაშაულის არასდროს ჩაუდენია
მეორე - პირველად დანაშაულის ჩადენაში ასევე იგულისხმება,როდესაც პირს ადრე ჰქონდა ჩადენილი დანაშაული თუმცა სანამართლობა აქვს გაქარწყლებული.ნასამართლობის გაქარწყლებას არ უნდა დაეკარგოს აზრი თუ ადრე ჩადენილ დანაშაულს არ გაითვალისწინებენ.
მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას
მაქსიმალური სასჯელი უნდა იყოს 3 წლამდე.ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივისთვის სასარგებლო შრომით.თუ მუხლი არ ითვალისწინებს თავისულების აღკვეთას,მაშინ პირი მით უფრო უნდა გაათავისუფლო,რადგან 3 წელზე ნაკლებია ან საერთოდ არ ითვლისწინებს.
დანაშაულის ჩამდენი პირი ნებაყოფლობი ცხადდება ბრალის აღიარებით
ნებაყოფლობითი გამოცხადებაში იგულისხმება,როდესაც პირს არაფერი უშლის ხელს.როდესაც პირი ეუბნება,ურჩევს,რომ მივიდეს და აღიაროს თავისი დანაშაული,ეს არ იქნება დაძალება და იქნება ნებაყოფლობითი.როდესაც ეუბნები თუ არ მიხვალ პოლიციაში მაშინ საჩივარს შევიტან ეს იქნება იძულებითი.
ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას
პირმა ხელი უნდა შეუწყოს დანაშაულის გახნას,როდესაც პირი თანამშორმლობს გამოძიებასთან და აწვდის ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ.მაგალითად: სად არის ცივი იარაღი გადანახული
უნდა აანაზღაურაოს ზიანი
თუ ზიანი არ არის პირი ვერ აანაზღაურებს,ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში ზიანს აანაზღაურებს.
ხუთი ნიშნიდან თუ რომელი არ გვაქვს სახეზე,ამ შემთხვევაში პირს ვერ გავათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან .

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. სექსუალური შევიწროების დაცვის მექანიზმები საჯარო და კერძო სივრცეში+
სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს როგორც საჯარო სივრცეში,ისე სამუშაო ადგილას, სერვისის მიწოდების დროს.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენისას სამართლადარღვევათა ოქმებს ადგენენ შ.ს.ს უფლებამოსილი პირები,შემდეგ მასალები იგზავნება საქალაქო/რაიონული სასამაღტლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას,რომელიც 7 დღის ვადაში განიხილავს.საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასრება სავალდებულოა.თუ თავს აარიდებს,იძულებით იქნება მოყვანილი.
სექსუალური შევიწროება სამუშაო/დასაქმების ადგილას-საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისთვის დისკრიმინაციად განიხილება განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
დამსაქმებელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს,თუ მისთვის ცნობილი გახდა შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ფაქტი და მან ამ ფაქტის შესახებ არ შეატყობინა შრომის ინსპექციას ან/და არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების აღსაკვეთათ.
დასაქმების ადგილად ითვლება სამუშაოს შესრულების ძირითადი ადგილი,მივლინება,შესვენება ან სამუშაოსთან შემხებლობაში მყოფი ნებისმიერი კომუნიკაცია.
სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების ორი ძირიტადი სახე არსებობს:1)Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ,რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მიზნად ისახავს ზემოქმედების მოხდენას ადამიანის სამსახურსა და კარიერულ წინსვლაზე. 2)მტრული სამუშაო გარემო,რაც სამუსაო ადგილზე დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი პირობების შექმნას ნიშნავს.
სექსუალური ხაისათის ქცევა არასასურველია თუ მას დაქვემდებარებული სუბიექტი მიიჩნევს არასასურველად.
კერძო სივრცეში (მაგ,სამუშაო ადგილზე ან პროფესიულ ურთიერთობებში) სექსუალური შევიზროებისას რეაგირების სამაღტლებრივი მექანიზმები: სახალხო დამცველი,სასამაღთლო,შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ,რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. მსხვერპლს უფლება აქვს იმაღტოს სასამართლოს სარჩელით მაშინაც,თუ უკვე დასრულებულია შრომითი ურთიერთობა,რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
თუ სექსუალურ შევიწროებას აქვს განგრძობადი ხასიათი,ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იქნეს ბოლო ქმედების განხორციელების მომენტიდან.
სასამაღთლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.ხარვეზის შემთხვევაში მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად აქვს ვადა არანაკლებ 3 დღისა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა სასამაღთლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს უბრუნებს მოსარჩელეს. უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძოსაჩივრით სააპელაციო სასამაღთლოში მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში.თუ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა,სააპელაციო სასამაღთლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.
თუ მოსამართლემ სავარაუდო მსხვერპლის სარჩელი მიიღო წარმოებაში,სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოპასუხეს(შემავიწროებელს) და მას შესაგებლის წარსადგენად აქვს 10 დღე.
,,დისკრიმიცაიის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქ.კან.მე-6 მუხ. პირველი ნაწილის თანახმად დისკრიმინაციის აღმოფცვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის ხანდაზმულობის ვადები განსაზღვრული არ არის.
დისკრიმინაციული,სექსუალური შევიზროების ფაქტის დაგდენის შემთხვევასი სახ.დამ.შემავიწროებელს მიმართავს რეკომენდაციით,რომელიც შეიძლება მოიცავდეს:1)სექსუალური შევიწროების შეწყვეტას ან/და მომავალში სექსუალური შევიზროების თავიდან აცილებას 2)იმ შემტხვევაში,თუ რეკომენდაციის ადრესატია ორგანიზაცია/დაწესებულება-სექსუალური შევიზრობის პრევენციის/რეაგირების შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას.
რეკომენდაციის განხილვიდან 20 დღის ვადაში პირმა სახ.დამ-ს უნდა აცნობოს განხილვის შედეგები წერილობით.თუ მას არ ეცნობა ამის შესახებ სახ.დამ. უფლებამოსილია;1)როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება. 2)როგორც მოსარჩელემ სარჩელით მიმართოს სასამართლოს .ეს შესაძლებლობა არ მოქმედებს მაშინ,როდესაც ამ რეკომენდაციის ადრესატი ფიზიკური პირია.
ასეევე ,მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი და ფაქტზე განცხადებით/საჩივრით მიმართოს მის ორგანიზაციაში/უწყებაში არსებულ შესაბამის ორგანოს/პირს.

საქ.სახ.დამ. აჩერებს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო ა)დავას სასამაღთლო განიხილავს ბ)მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გ)მიმდ.სისხლ.სამ.დევნა.
საქ.სახ.დამ. წყვეტს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:ა)არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ბ)განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა.
2.ოჯახში ძალადობა,ფაზები,მახასიათებლები,ბორბალი.+
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობაა,რომელსაც აქვს განგრობადი და ფარული ხასიათი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მისი მახასიათებლებია:
1.ოჯახში ძალადობა ხდბა სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს-ოჯახის წევრებს-შორის.
2.ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი აქტით, რადგან მას ახასიათებს განმეორებითობა და ზრდის ტენდეცია,
3..ოჯახის ძალადობას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია -ეს ნიშნავს ერთ მხარეს ამშემთხვევაში მოძალადეს აქვს მატერიალური, ფიზიკური ანსხვა უპირატესობა და ამით აიძულებს მეორე მხარებს ანუ მსხვერპლს დაემორჩილოს მას.
4.ოჯახში ძალადობა უაროფით გავლენას ახდენს არამარტო მსხვერპლზე არამედ ოჯახის სხვა წევრზე განსაუთრებით არასრულწლოვანზე
5.ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა არის ქალი,რაც ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით უარყოფიტ გავლენას ახდენს ქალებზე
მოძალადის დამახასიათებელი თვისებებია:
1.მანიპულაცია (ეს იქნება ბავშვით, საცხოვრებელი ადგილით,ფულით)
2.მსხვერპლის დამცირება
3.წარმოჩენა საკუთარი თავის ისე თითქოს იძულებულს ხდიან მიმართოს ძალადობას.

მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებებია:
1.დაბალი თვითშეფასება
2.სოციალური იზოლაცია
3.დეპრესიულობა
4.რწმენა რომ მოძალადე გამოსწორდება
5.საკუთარი თავის დადანაშაულება
როგორია ძალადობის ფაზები ? ძალადობის მახასიათებლები,?
ძალადობის ციკლის თეორია იყოფა სამ ფაზად:
1 ფაზა - გულისხმობს დაძაბულობის ზრდას,რომელიც ხასიათდება პიროვნებებს შორის დაძბულობის გამწვავებით.ამდროს პოტენციური მსხვერპლი ცდილობს პოტენციური მოძალადის დამშვიდებას,რათა თავიდან აიცილოს ინციდენტი,ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.
2.ფაზა- ძალადობის სერიოზული ინციდენტი -რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.ამ ეტაპზე სხვერპლს აღარ შეუძლია ზემომეება მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე ისღა დარჩენია სხვადასხვა მიმართოს დახმარებასა და დაცვის საშვალებებს.
3 ფაზა -თაფლობის თვე ძალოადობის სერიოზული ინციდენტის მერე მოძალადე ითხოვს პატიებას და ცდილობს მსხვერპლთან შერიგებას,ამდროს ხშირად მსხვერპლსაც უჩნდება ილუზია რო მოძალადე შეიცვლება, მომავალში აღარ განმეორდება ძალადობა,მაგრამ დროის გასვლის მერე ძალადობის ინტენსივობა ანუ სიხშირე იზრდება და ხარისხიანი მატულობს,ამიტომაცა ძალადობის ეს მოდელი წრიული ფორმის ვიზუალი არის გამოსახული მას ძალადობის ბორბალს უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს რომ მესამე ფაზის მერე ისევ ტავიდან იწყება ყველა ეტაპის გავლა,დროის გავლასთან ერთად ძალადობის ფორმა უფრო მძიმე ფორმებს იღებს ხოლო ფაზებს შორის პერიოდი სულ უფრო მცირდება.
3.126 პრიმა +
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამაღლის კოდექსის 117,118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში“ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ფიზიკურ ზალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა და მისი ერთჯერადად განხორციელება ვერ მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას.შესაბამისად,ამ შემთხვევაში ტერმინი ,,სისტემატურობა’’ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის(შეურაცხყოფა,სანტაჯი ან დამცირება) მახასიათებელია და კანონი არ უნდა იქნეს იმგავარად გაგებული,რომ სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთეჯარადა განხორციელებულ ქმედებას ისე სისტემატურ ძალადობასაც.ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული თავისი ხასიათისა და საშიშროების (სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განსხვავებით,სსკ-ის 126 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დასჯადია იმ შემტხვევაშიც თუ სისტემატურმა ცემამ ან ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება) გათვალისწინებით უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული,რაც დამატებითი არგუმენტია იმისა რომ სსკ-ის 1261 მუხლში მითითებული ძალადობა არ მოიცავს სისტემატურ ძალადობასაც.
ოჯახური ძალადობის მიზნებისთვის 126-ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი.სსკ-ს 126-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა,რომელმაც დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,მაგრამა არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალისიწნებული შედეგი.ამ შემტხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად კვალიფიკაცია მოხდება 11 პრიმა - 126 1 ‘ 2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ფიზიკური ძალადობა და სისტემატური ფსიქოლოგიური.
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს 11 პრიმა.
4.ბორბალი.+(2)
5.ძალადობის ფორმები.+
1..ფიზიკური ძალადობა - ეს არის ცემა, წამება,ჯამრთელობის დაზიანება,თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას,რომელიც იწვევს მსხვერპლის ჯამრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
2.ფსიქოლოგიური ძალადობა -შეურაცხყოფა,შანტაჟI,დამცირება,მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას,რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ რომ მსხვერპლმა დაკარგოს სკაუთარი თავის რწმენა,დაეჭვდეს საკუტარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში,დაკაროს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში,ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში,მუქარაში,იზოლირებაში,დაშინებაში.მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფა.
3.იძულება - ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არშეასრულოს მოქმედება რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება თავისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
5.სექსუალური ძალადობა-სქესობრივი კავშირი ძალადობით,ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით,აგრეთვე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
5.ეკონომიკური ძალადობა -ქმედება რომელიც იწვევს ,საკვებით,საცხოვრებელი ადგილის,ნორმალური განვითარების,ან სხვა პირობებით უზრუნველყოფით,საკუთრებისა და შრომის განხორციელების ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაკარგვით და კუთვნილი წილის სარგებლობის უფლების შეზღუდვას,
6.არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა -მშობელის ან მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის,ან სხვა პასუხისმგებელის პირის მხრიდან არასრულწლოვანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა,საფრთხისგან დაუცველობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა,დაბადების რეგისტრაციის,სამედიცინო ან სხვა სარგებლობის უფლების შეზღუდვა,

6. .ელექტრონული ზედამხედველობა
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,რომლის მეშვეობითაც მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება,ასევე დააწესოს ელექტრონული ზედამხევდელობა. ელ.ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას,ასევე ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს და ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით,ანუ მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.შესაძლეებლია უფრი ნაკლები ვადითაც.
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში,თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. პოლიციის უფლებამოსიი პირი აღნიშნულს აფასებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კიტხვარის მიხედვით.აღნიშნულის შეფასებისას გასათვალისიწნებელია შემდეგი გარემოებები- მოძალადისადმი წარსულში შემაკავებელი/დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი,მოძალადის მხრიდან ძალადობის ან მუქარის განხორციელების ფაქტი,ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა.
მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობის დაწესების მოტხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს,მისი ოჯახის წევრს,მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინი,იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.არასრულქლოვნის მიმართ ძალადობის შემტხვევაში-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.აუცილებებლია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
ოქმში ელ.ზედამხევდელობასთან დაკავშირებით არის სსულ 7 კიტხვა.აქედან 5 კითხვა არის მაღალი რისკის რომელიც ფასდება 5 ქულით, და ორი საშუალო რისკის შეკითხვა,რომელიც ფასდება 3 ქულით. მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობა სავალდებულოა თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას. თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-15 და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას ასეთ დროს პოლიციელი თავად წყვიტავს.10 ქულაზე ნაკლების შემტხვევაში ელ.ზედ. არ განხორციელდება. ელ.ზედ.გამოცემის შესახებ ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს 24 საათის განმავლობაში. წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ უარის თქმის შემტხვევაში ელ.ზედამხედველობის ღონისძიება უნდა შეწყდეს.
ელ.ზედ. განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ:ა) ოცეულის მეთაური,ატეულის მეთაური,პატრულ ინსპექტორი. ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი,მართლწესრიგის ოფიცერი,დეტექტივ-გამომძიებელი,დექტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი,უფროსი დეტექტივი,დეტექტივი,უფროსი გამომძიებელი,გამომძიებელი.
ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი,მსხვერპლი და მოძალადე,ან მხოლოდ უფლებამოსილი პირი. ელ.ზედ.განხორციელების შესახებ ოქმის ერთი ეგზემპლარი რცება მის გამომცემ ორგანოში,ერთი გამოცემიდან 24 სტსი წარედგინება სასამართლოს.
ოქმის ასლი ეგზავნება: 1)შსს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.2)შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს. 3)112-ს.
სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელ.ზედ.განხორციელების შესახებ შეიძლება აგსაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,დასაბუთბეული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.სააპელალციო სასამართლო საჩიართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელ.სასამ.გადაყწვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ელ.სამაჯური (გადამცემი) ემაგრება მოძალადეს ქვედა კიდურზე ან ობიექტური მიზეზის არსებობისას მაჯაზე. იგი მოძალადეს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მსხვერპლთან მიახლოებას . მიმღები აპარატი მსხვერპლს ატყობინებს მოძალადის მიახლოებას.მოძალადე და მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას მოწყობილობა და მისი გაუმართაობის შემტხვევაში შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს.. არ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია ელ.სამაჯურთან ერთად.უფლებამოსილ ორგანოს უნდა შეატყობინოს საზღვრის დატივების შესახებ არანაკლებ 48 საათიტ ადრე. 12 საათით ადრე უნდა გადასცეს თერიტორიულ ორგანოს აპარატი.
ექსპლუატაციის წესი: შეინარჩუნოს აპარატი დამუხტულ მდგომარეობაში,მუდმივად თან იქონიო აპარატი,არ დაახშოს განზრახ GPSზონა.
ელ.ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას -საგანგაშო ზონა მსხვერპლის ადგილსამყოფელიდან 100 მეტრის რადიუსი. და ბუფერული ზონა საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი. თითოეული იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზონებად. სტატიკური-წინასწარი განსაზღვრულია ადგილმდებარეობები. დინამიკური- ვერ განვსაზღვრავთ,შესაძლოა შემტხვევით აღმოჩნდნენ ერთი და იმავე ტერიტორიაზე. თუმცა მონიტორინგი ატყობინებს ამის შესხებდ ა მოუწოდებს მოძალადეს ტერიტორიის დატოვებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობა.
ელ.ზედამხევდელობა ჩერდება - მსხვერპლის ან მოძალადის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას,მოძალადის ან მსხვერპლის დაკვებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას,აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას,.
ელ.ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეცერებას.
ელ.ზედამხედველობა წყდება:ელ ზედ.ვადის გასვლისას,მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებისას,შემკავაბელი ორდერის გაუქმებისას.
ელ.ზედამხედველობა სასამართოსთVის მიმართVის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს: მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო და თუ მსხვერპლი თავად მიმართავს გაუქმების თაობაზე.
რომელიმე გარემოებისას 24 საატის გნამვალობაში პოლიცია მიმართავს სასამართლოს ელ.ზედ.გაუქმების თხოვნით. სასამაღთლო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას.
7.ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემა და პროცედურა.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: 1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას 2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას. 3.ბავშვზე ძალადობის შემტხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას. 4.საჭიროების შემტხვევაში,ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით აღზრდაში,რომელიც ხელს შეუუწყობს მის უსაფღტხოებასა და რეაბილიტაციას. 5. ძალადობის შემტხვევაზე ზედამხედველობას.
არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათVის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს,სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ ტანამშრომელებს,აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებსა და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
ღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში , ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დააკავშირბეული გადაუდებელი შემტხვევა,მოახდინონ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთვხვევის მართვა.
ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითბედეს ქვემოთ ჩამოთVლილი ერთი ან რამდეიმე გარემოება: ბავშვის სეულზე დაზიანების ნიშნების არსებობა,ბავშვი იქცევა საეჭვოდ(ეშინია,არ უნდა სახლში წასვლა), ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში,ბავშვი მოუცლელია, ბავშვი გამოყენებულია ან ჩაბმულია მისი სასაკისთვის შეუფერებელ სამუშაოში,ბავშვი მუდმივად გადაადგილდება უცხო პირებთან ერთად.
რეფერირების პროცედურებში ჩართული თითოეული სუბიექტი უფლებამოსილია ეჭვის გაჩენის შემტხვევაში ადგილზე გაანალიზოს შემტხვევა და საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.
რეფერირების პროცედურა ერთმანეტისგან განასხვავებს ბავშვზე ძალადობის ეჭვს და საფუძვლიან ეჭვს და შესაბამის უწყებას მხოლოდ მაშინ აკსრებს სააგენტოსა დ აპოლიციაში შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას,როდესაც შემთხვევის შესწავლის პროცესში წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე როომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. საფუძვლიანი ეჭვი შესაძლოა წარმოიშვას თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ბავშვის განცხადება რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა,მოწმის განცხადება რომ იგი შეეესწრო ფაქტს, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური ქცევა.
რეფერირების პროცედურაშუ ჩართული უფლებამოსილი პირები,პოლიციის გარდა,ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას,ვალდებულნი არიან შეავსონ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი,რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით,ფაქსით ან,არსებობის შემტხვევაში,შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით,ხოლო გადაუდებელ შემტხვევაში აღნიშნული უწყების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას,გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებსი ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინონ ცხელი ხაზის მეშვეობით ან/და წერილობითი ფორმით.
ბავშვის მიმართ შესაძლო ძლადობის გამოვლენის შემდეგ მნიშვნელოვანია შემთხვევის სიღრმისეული შესწავლა სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან გასაუბრბეისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების გზით,პროცესში წამყვანი როლი პოლიციასა და სააგენტოს ეკისრება.
პოლიციმიერ სააგენტოსთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა)პოლიციის სახელს გვარს და თანამდებობას ბ)ბავშვის სახელს,გვარს,ასაკს,სქესს,მისამართს,შემტხვევის ადგილს გ)ზალადობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან ძალადობის ფაქტის მოკლე აღწერას დ)პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს.
პოლიციამ საწიროების შემთხვევაში უნდ აგამოიძახოს სასწრაფო. სათანადო საფუძვლების არსებობისას უნდ აგამოწეროს შემაკავებელი ორდერი და აუცილებლობის შემტხვევაში უზრუნველყოოს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა მართო ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
სააგენტო,ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალაოდბის ეჭვის შემთXვევაში,საქმის განხილვას იწყებს სააგენტოში შესული წერილობითი,სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე,როდესაც მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შიდა ინსტურქციის შესაბამისად.
თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დაადგინა,რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემტხვევას,იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორცილეებს საგენტო. ზეამხედველობის პროცესში ერტვებიან რეფერირების პროცედურებში ცართული სუბიექტებიც,მათი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში.
8.შემაკავებელი და დამცავი ორდერების მიზანი,დანიშნულება,სათანადო სუბიექტები და მათი განსხვავება.
შემაკავებელი და დამცავი ორდერები გამოიყენება როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია,დროებითი ღონისძიების სახით,გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
შემაკავებელი და დამცავი ორდერის მეშვეობიტ ხდება ძალადობის რომელიმე ფორმაზე რეაგირება და მოძალადისათვის შესაბამისი ვალდებულებების/სანქციების დაწესება. მისი მიზანია, მსხვერპლისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,მოძალადეს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები,თუ ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ქმედება და საქმის გარემოებები ძალადობის განმეორების ან/და გაზრდის მარალ რისკზე მიუთითებს.შესაძლოა,მოძალადეს შეეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რიგი უფლებები,მათ შორის,პოლიციელი უფლებამოსილია,დამცავი ან შემაკავბებელი ორდერი სშესაბამისად მოძალადე განარიდოს მსხვერპლის საცხოვრბეელ ადგილს იმ შემტხვევაშიც,თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოიყენება ერთი და იმავე მიზნითა და დანიშნულებით.ძირითადად ეს ორი ინსტრმენტი ერთმანეთის მსგავსია თუმცა მათ შორის მაინც არის რამდენიმე განსხვავება. ორივე მექანიზმის შემუშავებით კანონმდებელმა მსხვერპლს მისცა არჩევანის შესაძლებლობა . იმ შემტხვევაში,თუ მას არ სურს,მიმართოს პოლიციას,შეუძლია,შემაკავებელი ორდერის მსგავსი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართოს სასამართლოს და მოიტხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა. აღსანიშნავია,რომ შემაკავებელი ორდერი უფრო ოპერატიული მექანიზმია და დიდი დრო არ სჭირდება მის გამოცემას.განსხვავებით დამცავი ორდერისგან,რომლის გამოცემის საკიტხის გადასაწყვეტად სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს დაწესებული.ზოგიერთ შემტხვევაში მყისიერი საფრთხის არსებობისას,მიზანშეწონილია,მსხვერპლმა დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა,რადგან შესაძლოა,რამდნეიმე წუთით დაგვიანებაც კი ფატალური შედეგით დასრულდეს.
დამცავი ორდერი-1)გამოსცმე სმოსამართლე. 2)გამოიცემა 9 თვემდე ვადით.შესაძლებელია მისი მოქმედების 3 თვემდე ვადით გაგრძელება. 3)საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. 4)დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორინეტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
შემაკავებელი ორდერი-1)გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი 2)გამოიცემა ერთ ტვემდე (30 დღე) ვადით.მისი მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3)საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში,რის შემდეგაც ორდერის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში. 4)შემაკავებებლი ორდერი ოპერატიულად სავალდებულოდ არ მოიტხოვს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქვცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლას.
9.დამცავ და შემაკავებელ ორდერზე რა შეზღუდვები და ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს მოძალადეს.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს შეიძლება დაუწესდეს შემდეგი შეზღუდვები და ვალდებულებები,კერძოდ ,შემაკავებეი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:ა)მოძალადის გარიდებას მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან,მიუხედავად იმისა,მოძალადე სახლის მესაკუთრეა თუ არა.უპირატესობა ენიჭება ადამიანის უსაფრთხოებას და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას,ამ მიზნით შესაძლებელიალეგიტიმურად შეიზღუდოს ადამიანის საკუთრები უფლება. ბ)მსხვერპლისა და მასზზე დმაოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოტავსების საკიტხს.აღსანისშნავია რომ თავშესაფარში შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ მოძალადე არამედ მასზე დამოკიდებული პირი,მიუხედავად იმისა დამოკიდებული პირი უშუალოდ არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი. გ)მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას. დ)მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკიტხს. ე)მსხვერპლთან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილტან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მოძალადის მიახლოების საკიტხს.ეს ადგილი შეიძლება იყოს ყველა ის ტერიტორია,მათ შორის,საცხოვრებელი ადგილი,სადაც მსხვერპლი დროებით ან მუდმივად იმყოფება. ვ)ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს. ზ)მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის შეზღუდვას ან აკრძალვას,იარაღის შეძენის ნებართვის აკრძალვას. ასევე შესაძლოა მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
დამცავი ორდერით მოძალადისათვის შეიძლება დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები/ვალდებულებები,ხოლო მსხვერპლის დაცვის მიზნით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:1)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან დაცვის ზომები. 2)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და მათი თავშესაფარში მოთავსების საკითხები. 3)მოძალადის მსხვერპლის აცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხი. 4)მოძალადის ვალდებულება -არ შეზღუდოს მსხვერპლი , ისარგებლოს პირადი ნივთებით,ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით,რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის. 5)მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა. 6) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების,მასთან შეხვედრისა და ურტიერთობის რეგულირების საკითხი. 7)მოძალადის მსხვერპლტან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მიახლოების აკრძალვა. 8)მოძალადისატვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა. 9)მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის,თავშესაფარში ყოფნის ან სხვა გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკიტხები. 10)მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირბეული სკაითხები. 11)მოძალადის გაფრთხილება დამცავი ორდეერით გატვალისიწნებული მოტხოვნის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 12)სხვა საკიტხები,რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის.
10.შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას
მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით,კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის ინფორმირებას მას შემდეგ,რაც მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.ასეთ დროს პოლიციის უფლებამოსილი ტანამშრომელი აფასებს მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ შესაძლო ძალადობის განმეორების რისკებს და საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად აუცილებელი არ არის ძალადობის ახალი ფაქტის არსებობა და მთავარია იმის შეფასება,რამდენად მაღალია ალბათობა,რომ მოძალადე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ იძალადებს მსხვერპლზე.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოძალადის გათავისუფლების,გაქცევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება შსს-ს. პენიტენციურმა დაწესებულებამ ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა მოახდინოს რამდენიმე კვირით ადრე თუ ამის განსაზღვრა შესაძლებელია. მას შემდეგ რაც შსს მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ ის ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მსხვერპლს,რის თაობაზეც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ოქმს. ოქმში ასახული უნდ აიყოს პოლიციის მიერ მსხვერპლთან გასაუბრების შედეგები,კერძოდ მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება,მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია,რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად. შსს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მირებულ ინფორმაციას.რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.იმ შემტხვევაში თუ მსხვერპლისგან მიღებული ინფორმაცია და მსჯავრდებულის ინდივიდუალური ანგარიშში ასახული ცნობები იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის,რომ მსხვერპლის მიმართ ძალალდობა შეიძლება განმეორდეს,პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული/გამოსული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაყწვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ . შემაკავებებლი ორდერის გამოცემის შემთხვევაში სავალდებულო არ არის მსხვერპლის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობა. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ არსებობს დაკამრისი საფუძველი ვარადუისთVის რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური ან/და სექსუალური ძალადობით.
ფემიციდი- გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა
ფემიციდი არის მკვლელობა,რომლის მსხვერპლიც არის ქალი და რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მოტივით. ფემიციდი არის გენდერული დანაშაული,რომელიც სტრუქტურული უთანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შედეგია. ფემიციდად ითვლება ქალის მკვლელობა იმ მიზეზით,რომ ის ქალია. ფემიციდის,როგორც ტერმინის,საყოველთაო აღიარებული დეფინიცია და განმარტება არ არსებობს,თუმცა ლათინო-ამერიკული ოქმის განმარტებაზე დაყრდნობითა და საქართველოში ჩადენილი ქალთა მკვლელობების ბუნების გათვალისწინებით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფემიციდის შემდეგი დეფინიცია: ,,ფემიციდი-გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა,რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასა და ქალის დაქვემდებარებულ როლთან რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით,ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით,ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით,მისი ქცევის კონტროლით ან გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით,ასევე ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით. ქალის მკვლელობის ფაქტი ავტომატურად არ ნიშნავს იმას ,რომ ჩადენილია ფემიციდი.ფემიციდისგან განსხვავებით, ტერმინი ,,ფემიციდინი’’ აღნიშნავს სახელმწიფოს უმოქმედობას ქალთა მკვლელობებთან მიმართებით,კერძოდ როდესაც სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ნება ,მოახდინოს ამგვარი/მსგავსი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. 2018 წლის 30 ნოემბრის კანონით სსკ-ში ცალკეულ მუხლებში გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული მათ შორის,განზრახ მკვლელობა, განისაზღვრა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანა (მუხლი 115) და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117)
გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავისებურებები
ოჯახში ძალადობის საქმეები,როგორც წესი, გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმწირით, განსაკუთრებით მაშინ,როდესაც დაზარალებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე მოძალადე ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება საკმაოდ რთულია. რასაც ართულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,რომელიც მოწმეს უფლებას აძლებს არ მისცეს ჩვენება,რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე უარის თქმა,შეიძლება აიხსნას ,,სტოკჰოლმის სინდრომი’’ -ით, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია,რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. გამოძიების ეტაპზე სავარაუდო მსხვეპრლის პირველივე გამოკითხვა უნდა იყოს მაქსიმალურად ამომწურავი და სრულყოფილი,რათა საჭირო აღარ გახხდეს მისი ხელახალი გმოკითხვა. იმ შემთხვევაში,თუ სავარაუდო მსხვერპლი მიუთითებს მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე, აუცილიბელია, რომ დაინიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა შეფასდეს დაზიანების ხარისხი,ხოლო სავარაუდო მსხვერპლი ექსპერტიზაზე წარდგენილი უნდა იქნეს დროულად,პირველივე შესაძლებლობისთანავე. სსკ-ის 53-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს,რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის/ოჯახური დანაშაულის საქმეების გამოძიებისას.
ადევნება(სსკ-1511)
ადევნება,თუ არ არსებობს დამამძიმებელი გარემოება,ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან/და თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. დანაშაულის შემადგენლობას ქმნის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ უკანონო თვალთვალი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან ადამიანს უქმნის ძალის გამოყენების,ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ამის გამო,აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან ამ წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროების წინაშე აყენებს.
თვალთვალი-ნიშნავს პირის საქმიანობის, გადაადგილებისათვის თვალ-ყურის დევნას, მისი ქმედებების, მის მიერ მონახულებული ადგილებისა და შეხვედრილი ადამიანების შესახებ ინფომაციის მოპოვებას. ხოლო,თვალთვალი უკანონოა,როდესაც აღნიშნული ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მსხვერპლის სურვილის საწინააღმდეგოდ ან არაუფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
ტელეფონი- წარმოადგენს შორ მანძილზე ხმის მიწვდენის ტექნიკურ საშუალებას, რომლის დანიშნულებაა დისტანციურად ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება
სექსუალური ძალადობა-სექსუალური ძალადობა, გენდერული ნიშნით ძალადობის სხვა ფორმების მსგავსად, ქალებსა და მამაკაცებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების გამოვლინება და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმაა. სექსუალური ძალადობა არის სოციალური მექანიზმი, რომელიც ქალებს ამყოფებს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში და არსებითი თანასწორობის მიღწევისთვის მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობა შეიძლება ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ განხორციელდეს, მისი მსხვერპლები უმეტესწილად ქალები და გოგოები ხდებიან, ან/და იგი მიმართულია ქალისკენ იმის გამო, რომ ქალია. შესაბამისად, ის გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულია.1

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1.როგორ აირჩევა ადვოკატის თანაშემწე?
საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.როგორ აირჩევა სტაჟიორი ადვოკატი?
სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.
3.რა უფლებების აქვს ადვოკატის თანაშემწეს?
ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.
4.ვინ შეიძლება იყოს ადვოკატი ?
ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე,რომელსაც აქვს:
- უმაღლესი განათლება
- გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით
- აქვს იურისტად და ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წელი
5.შეიძლება თუ არა ნოტარიუსის წახალისება და როგორ?
- მადლობის გამოცხადება
- ნოტარიუსისათვის სამახსოვრო საჩუქრის გადაცემა
- ნოტარიუსისათვის სიგელის გადაცემა
- ნოტარიუსისათვის ‘’დამსახურებული ნოტარიუსის’’წოდების მინიჭება
6.შეუძლია თუ არა ადვოკატს მოწინააღმდეგე მხარეს ეკონტაქტოს?
პირადი კომუნიკეციები ირღვევა,მხოლოდ წერილობით აქვს უფლება გამონაკლისი შემთხვევის დროს
7.როგორი უნდა იყოს ნოტარისი?
უნდა იყოს ყურადღებიანი,გულისხმიერი და კორექტული მოქალაქის მიმართ.ასვე ნოტარიუსი უნდა იყოს წინდახედული და უნდა გამოირჩეოდეს წინდახედულობით.
8.რომელი მსჯელობაა სწორი ? - ადვოკატი სამართლიანობას აღადგენს თუ ადვოკატი იცავს კლიენტის უფლებებს?
იცავს კლიენტის უფლებებს

ღია კითხვები
1.მიუკერძოებლობის საფუძველი
- მართმსსაჯულებას ახორციელებს მიკერძოების წინასწარი განწყობის,ფავორიტიზმის გარეშე.
- არ ამყარებს ცალმხრივ კომუნიკაციას მხარეებთან ან სხვა პირებთან
- წინასწარ არ მიუთითებს საქმის შედეგებზე
- იცილებს საქმეს თუ არასებობს აცილების საფუძველ
- არ ერევა საქმეთა გადანაწილებაში
- არ გამოხატავს აზრს წარმოებაში არსებულ საქმეზე
2. რა პრინციპი უკრძალავს მოსამართლის თავისუფალი აზრის გამოხატვისგან
გულისხმიერების პრიცნიპი

3.მოსამართლის წესიებისა,გულისხმიერების და კომპეტენტურობის პრინციპი რას ნიშნავს ?
წესიერების პრინციპი :
1.იცავს მართმსაჯულების პრესტიჟს
2.არ გამოთქვამს დამაცირებელ მოსაზრებას კოლეგებზე
3.არ მაყრებს ინტენსიურ პირად ურთიერთობებს პროცესის მხარეებთან
4.იცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას
არ იყენებს სასამართლო პრესტიჟს საკუთარი/ოჯახის ინტერესებისთვის
5.არ ებმება ბიზნეს ურთიერთობაში ადვოკატებთან,რომლებიც მის წინაშე ხშირად გამოდიან.

გულისხმიიერებს პრინციპი :
1.იცავს კანონით დადგენილ ვადებს
2.რეაგირებსკოლეგებსა და მოხელის მიერ პროფესიული ეთიკის დარღვევაზე
3.პატივს ცეს პერონალს და სხვებს ასევე არ იყენებს შეურაცმყოფელ და დამამცირებელს ისტყვებს
4. არ ასრულებს ისეთ საქმიანობას,რომელიც შეუთავსებელი არის ფუქნციების გულისხმიერად განხორციელებისათვის

კომპეტენტურობის პრინციპი :
იგი პერიოდულად იმაღლებს ცოდნის დონეს და ეცნობა სიახლეებს.

კოდექსიდან დახურული კითხვის პასუხები :

1.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ და იგი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ასოციაციის არანაკლებ 800 წევრისა. კვორუმის არარსებობის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.

3.შეიქმნას ეთიკის საბჭო და ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 16 წევრით

4. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში, ადვოკატისათვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ევალება, გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და აღნიშნული ბარათი გაუგზავნოს ადვოკატს.

6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

7. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.

8. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია თავის სხდომაზე განიხილავს კოლეგიურად, 3 წევრის შემადგენლობით, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ადვოკატისათვის საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ან ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხს ეთიკის კომისია განიხილავს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ეთიკის კომისიის არანაკლებ 8 წევრის ხმა. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი დაერთვის გადაწყვეტილებას.

9. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

10. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს.

11. ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დისციპლინური საქმის განხილვა გადაიდება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადით. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია მიუთითოს საქმის განხილვის მისთვის მისაღები 3 თარიღი, საქმის განხილვისთვის დაწესებული ვადის გათვალისწინებით. ამასთანავე, ადვოკატის არასაპატიო მიზეზით ხელმეორედ გამოუცხადებლობა საქმის განხილვას არ აბრკოლებს.

12. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

13. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
14. ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ ან ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.

15. ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს და გაეგზავნოს მხარეებს მისი საჯაროდ გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

16. ადვოკატს შეუძლია ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს.

17. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი საერთო კრების მოწვევიდან 3 თვის ვადაში ამტკიცებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს.

18. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტმა ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაოს საკანონმდებლო წინადადებები ადვოკატთა დაბეგვრის განსაკუთრებულ რეჟიმთან დაკავშირებით.

19.აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

20. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.

21. სარევიზიო კომისია შედგება ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით არჩეული 5 წევრისაგან.

22. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს თავად კომისია.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რა განსხვავებაა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შორის

„დამოუკიდებლობა” და „მიუკერძოებლობა” ერთმანეთთან ძალზე მჭიდრო კავშირშია და ამის მიუხედავად თითოეული მათგანი მაინც ცალკე და მეორისაგან განსხვავებული ცნებაა. „მიუკერძოებლობა” კავშირშია იმასთან, თუ რა დამოკი დებულება აქვს სასამართლოს კონკრეტული საქმის საკითხებისადმი და ამ საქმის მხარეებისადმი. სიტყვა „მიუკერძოებელი” ნიშნავს წინასწარი განწყობის არმქო ნეს, როგორც სინამდვილეში, ისე გარშემომყოფთა წარმოდგენაში. სიტყვა „დამო უკიდებლობა” გამოხატავს, ანუ მოიცავს ერთერთ ტრადიციულ კონსტიტუციურ თავისუფლებას – დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ეს ცნება ნიშნავს არა მარტო პროფესიული ღირებულებითი შეხედულებების სისტემას სასამართლო ფუნქცი ების განხორციელებისას, არამედ აგრეთვე ხელისუფლების სხვა შტოებთან, გან საკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მიმართებით გარკვეულ სტა ტუსს, რომელიც ობიექტურ პირობებსა თუ გარანტიებზეა დამყარებული.

რა ფაქტორებს ექცევა ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად

იმის დასადგენად, თუ რამდენად „დამოუკიდებლად” შეიძლება ჩაითვა ლოს სასამართლო სისტემა ხელისუფლების სხვა შტოებისაგან, ჩვეულებრივ, ყურადღებას ამახვილებენ მოსამართლის დანიშვნის წესზე, თანამდებობაზე მისი ყოფნის ვადაზე, მუშაობის პირობებზე, გარეშე ზეწოლისაგან დაცვის გარანტიების არსებობასა და იმ საკითხზე, არის თუ არა სასამართლო მართლაც დამოუკიდებელი საზოგადოების თვალში. მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მინიმალურ მოთხოვნათა სამი პირობა არსებობს:
• თანამდებობაზე ყოფნის დროის უზრუნველყოფა – ანუ მოსამართლე, რომელიც დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე სამუდამოდ, პენსი აზე გასვლამდე ან გარკვეული ვადით, უნდა სარგებლობდეს ამ თანამდე ბობაზე ყოფნისა და ნებისმიერი აღმასრულებელი თუ სხვა, მოსამართ ლის დანიშვნაზე პასუხისმგებელი, ორგანოს მხრიდან თვითნებური ჩარე ვისაგან დაცვის გარანტიებით.
• მატერიალური კეთილდღეობა – ანუ ხელფასისა და საპენსიო ანაზღაურე ბის კანონით დადგენილი ოდენობით მიღების უფლება, რაც არ უნდა იქცეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან იმგვარი თვითნებური ჩარევის ობიექტად, რომელიც უარყოფითად აისახება მოსამართლის დამოუკი დებლობაზე. თუმცა ამ მოთხოვნის ფარგლებში მთავრობებს შეუძლიათ, დაიტოვონ სხვადასხვა ტიპის სასამართლოთა მოსამართლეების შრომის ანაზღაურების კონკრეტული სქემების შემუშავების უფლება. ამგვარად, ზემოაღნიშნული პრინციპის დაცვის შემთხვევაში, შრომის ანაზღაურების სხვადასხვა სქემის არსებობა ასევე შეიძლება შეესატყვისებოდეს მოსამარ თლეების მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მოთხოვნას.
• ინსტიტუციური დამოუკიდებლობა – ანუ დამოუკიდებლობა ადმინისტ რაციულ საკითხებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამოსამართლო ფუნქციის შესრულებასთან. არავითარ გარეშე ძალას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერიოს იმ საკითხებში, რომლებიც პირდაპირ და უშუ ალოდ ეხება სამოსამართლო ფუნქციას, მაგალითად: მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილებას, სასამართლო სხდომების განრიგს ან მოსასმენი საქმეების სიების შედგენას. მართალია, სასამართლო და აღ მასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს გარკვეული ინსტიტუციური ურთიერთობა, ამგვარ ურ თიერთობაში გამორიცხული უნდა იყოს სასამართლოს თავისუფლებაში ჩარევა სასამართლო დავების განხილვისა და კონსტიტუციაში ჩადებუ ლი კანონიერებისა თუ ღირებულებების უზრუნველყოფის პროცესში.

• საიდან შეიძლება მომდინარეობდეს სასამართლო დამოუკიდებლობის საფრთხეები ბანგალორის პრინციპების თანახმად.

. სასამართლოზე ზეგავლენის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ სასამართლოს დარბაზით უნდა შემოიფარგლებოდეს და მხოლოდ დავის მხარეებისა და ადვოკატებისაგან უნდა მომდინარეობდეს. არის შემთხვევები, როცა ვიღაც გარედან ცდილობს, გავლენა მოახდინოს მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის თაობაზე გამოსატან გადაწყვეტილებაზე. იმის მიუხედავად, ვისგან მოდის ეს, – მინისტრების, პოლიტიკოსების, მოხელეების, ჟურნალისტების, ოჯახის წევრებისა თუ სხვა პირებისაგან – ყველა ამგვარი მცდელობა გადაჭრით უნდა აღიკვეთოს. ზოგჯერ მოსამართლის დამოუკიდებლობას შეიძლება იმ ადამიანების მხრიდან შეექმნას საფრთხე, რომლებიც ცდილობენ, შეფარვით მოახდინონ გავლენა მოსამართლის დამოკიდებულებაზე კონკრეტული საქმისადმი, ან იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. მოსამართლეზე პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენის ნებისმიერი ასეთი მცდელობა უნდა აღიკვეთოს. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამგვარი მცდელობები დაჟინებით მეორდება, მოსამართლემ ამის თაობაზე შესაბამის ორგანოებს უნდა აცნობოს. მოსამართლემ არ უნდა დაუშვას, რომ ოჯახური, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ურთიერთობები რამენაირად აისახოს სასამართლო გადაწყვეტილებებზე

არის თუ არა საჭირო მოსამართლის იზოლაცია საზოგადოებისგან. რას ემსახურება მოსამართლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა

. რამდენად დამოუკიდებელი უნდა იყოს მოსამართლე საზოგადოები საგან? ერთერთი მოსამართლის აზრით, მოსამართლეობა ისეთივე მოწოდე ბაა, როგორიც მღვდლობა; მეორეს მიაჩნია, რომ „მთავარი მოსამართლეობა მონასტერში წასვლის ტოლფასია და საქმისათვის თავის მთლიანად გაწირვას ნიშნავს”. ამჟამად ასეთი შეზღუდვები გადაჭარბებულად შეიძლება გვეჩ ვენოს, თუმცა ის რეჟიმი, რომელშიც მოსამართლეს უწევს არსებობა, შესაძ ლოა, მართლაც „ბევრად ჰგავდეს მონასტრულს”. მართალია, მოსამართლეს სხვებთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრი და შეზღუდული ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები აქვს, გაუმართლებელი იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ის მთლიანად მოსწყდეს საზოგადოებას და ჩაკეტილად იცხოვროს, მხოლოდ სახლით, ოჯახითა და მეგობრებით შემოიფარგლოს. მოსამართლის იმ საზო გადოებისაგან სრული იზოლაცია, რომელშიც ის ცხოვრობს, შეუძლებელი და არასასურველია.
საზოგადოებასთან კონტაქტები აუცილებელია

. თუ მოსამართლე სამსახურის შემდეგ შინ არ არის გამოკეტილი, ის, რა თქმა უნდა, განიცდის იმ სხვადასხვაგვარი ფაქტორისა და ძალის ზეგავლენას, რომლებიც შეხედულებებს აყალიბებს, გარდა ამისა, მეგობრებთან ურთიერთო ბა, პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმოხილვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით აზრის შექმნას უწყობს ხელს. მართლმსაჯულების ჯეროვანი აღსრულებისათვის საჭიროა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ წარმოდგენა. მოსამართლე არა მარტო იფართოებს თვალსაწიერს რეალურ სამყაროზე ცოდნით, თანამედროვე სამართლის ბუნება მოითხოვს, რომ მოსამართლე „ცოცხლობდეს, სუნთქავდეს, ფიქრობდეს და შეხება ჰქონდეს ამ სამყაროში გავრცელებულ სხვადასხვაგვარ შეხედულებასთან”. ამჟამად მოსა მართლის ფუნქცია სცილდება მხოლოდ დავების გადაწყვეტის ფარგლებს. მო სამართლეებს უფრო მეტად უწევთ იმ საკითხების ფართო სპექტრთან მუშაობა, რომლებიც საზოგადოების ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს ეხება; მათ უწევთ ეთიკისა და მორალის რთული და წინააღმდეგობრივი საკითხების გადაწ ყვეტა, თანაც მზარდი საზოგადოებრივი პლურალიზმის პირობებში; მოსამართ ლე, რომელიც სრულიად მოწყვეტილია საზოგადოებას, ძნელად თუ გაართმევს თავს მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას. მოსამართლის იმ საზოგადოები საგან მეტისმეტად მოწყვეტა, რომელსაც ის ემსახურება, ვერ იქნება გამართ ლებული, ვერც მოსამართლის პროფესიული ზრდის, ვერც საზოგადოებრივი ინტერესების თვალსაზრისით. სამართლებრივი სტანდარტები არცთუ იშვიათად ისეთი კრიტერიუმების გამოყენებას მოითხოვს, როგორიცაა, მაგალითად, გა რეშე დამკვირვებლის თვალსაზრისი. სასამართლო საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასებისათვის, რაც მოსამართლის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, საჭიროა არსებული მტკიცებულებების საღი აზრისა და გამოცდილების მოშველიებით შეფასება. ამიტომ მოსამართლე საზო გადოებრივ ცხოვრებაში იმდენად უნდა იყოს ჩართული, რამდენადაც ეს მის გან საკუთრებულ როლს ესადაგება.

თუ მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე

იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მოსამართლე დისტანცირებული უნდა იყოს ოჯახის წევ რების მოქმედებებისაგან, რათა საზოგადოებას არ მიეცეს საბაბი, ჩათვა ლოს, რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს. თუ მოსა მართლის მეუღლე პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობს, მოსამართლე თან არ უნდა ახლდეს მას. მეტიც, ასეთი შეკრებები მოსამართლის სახლ ში არ უნდა ეწყობოდეს. ხოლო თუ მოსამართლის მეუღლე დაჟინებით მოითხოვს ამგვარი შეკრებების იმ სახლში ჩატარებას, სადაც მოსამარ თლე ცხოვრობს, მოსამართლემ ყველანაირად დისტანცია უნდა დაიჭი როს, არ ეჩვენოს სტუმრებს და, თუ საჭიროა, დატოვოს სახლი, როცა იქ შეკრება ტარდება. პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ყველა შე მოწირულობა და შესატანი მოსამართლის მეუღლემ საკუთარი სახელით და საკუთარი, ცალკე შენახული, სახსრებიდან უნდა განახორციელოს და არა მეუღლეთა საერთო ანგარიშებიდან, რომელთა მესაკუთრე მოსა მართლეც არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქმედებები არ უწყობს ხელს საზოგადოების თვალში სასამართლოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის იმიჯის ამაღლებას; მეორე მხრივ, მოსა მართლის გამოჩენა მეუღლის გვერდით წმინდა ცერემონიული ხასიათის ღონისძიებაზე, მაგალითად პარლამენტის გახსნაზე ან სახელმწიფოს მე თაურის სტუმრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად.

• რაზე უნდა ეფუძნებოდეს სასამართლო ხელისუფლების ურთიერთობა ხელისუფლების სხვა შტოებთან

. სასამართლოს დამოუკიდებლობას საფუძვლად უდევს ხელისუფლების დაყოფის პრინციპი: კერძოდ კი ის, რომ ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების სამი ფუძემდებლური და თანაბარი შემადგენლიდან ერთ-ერთია, ორი დანარჩენისაგან, ანუ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოებისაგან, დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს. ხელისუფლების სამ შტოს შორის ურთიერთობა უნდა აიგოს ურთიერთპატივისცემასა და ყოველი მათგანისაგან ორი დანარჩენის შესაბამისი როლის აღიარებაზე. ეს აუცილებელია, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების ორი დანარჩენი შტოს მიმართ. სასამართლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მთავრობამ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე; რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მიღებული და ძალაში შესული კანონების სათანადო გამოყენება, აგრეთვე მათი შესაბამისობა ეროვნულ კონსტიტუციასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონალურ და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომლებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილია. მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა და დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის უფლებამოსილებების თავისუფალი, შეუზღუდავი განხორციელებისათვის სასამართლო ორგანოებმა უნდა გამორიცხონ ხელისუფლების დანარჩენ შტოებთან არამართლზომიერი ურთიერთობა, ასევე მათი გავლენა. ამგვარად, დამოუკიდებლობა მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის გარანტიაა

რა უნდა ქნას მოსამართლემ როცა მისგან შეხვედრას ითხოვენ

. ქვემოთ მოყვანილ სახელმძღვანელო მითითებებში, რომლებიც საკონ სულტაციო კომიტეტის მიერ იქნა რეკომენდებული მოსამართლეთა ქცევის სა კითხებთან დაკავშირებით იმ იურისდიქციებში, სადაც მოსამართლეებთან შეხ ვედრას ხშირად ითხოვენ გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფების წევრები, დაწვრილებით არის ახსნილი, როგორ უნდა რეაგირებდეს მოსამართლე მასთან შემოსულ ამგვარ თხოვნებზე:
• მოსამართლემ არ უნდა განიხილოს თხოვნები პირადი შეხვედრის თაობა ზე;
• მოსამართლემ უნდა დაადგინოს შეხვედრის მიზანი, ვიდრე გადაწყვეტს,
დააკმაყოფილოს თუ არა ამგვარი თხოვნა;
• მოსამართლეს შეუძლია, აწონდაწონოს შეხვედრაში მონაწილეობის მისა ღებად საპროკურორო ორგანოებისა და დაცვის მოწვევის საკითხი. ხში რად ასეთი შეხვედრა ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი განყოფილების სფეროს გა ნეკუთვნება (მაგალითად, ჯგუფი „Mოტჰერს Aგაინსტ Dრუნკ Dრივინგ” – „დე დები მთვრალი მძღოლების წინააღმდეგ”);
• განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფის თხოვნა წერილობითი სა ხით უნდა იყოს წარმოდგენილი, რათა გამოირიცხოს არასწორი გაგება. მოსამართლე ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს შეხვედრის ჩა ტარების დრო, ასევე ძირითადი ნორმები და პრინციპები, რომლებიც და ცული უნდა იყოს მომავალი შეხვედრის დროს.

• ეხ პარტე კომუნიკაციების აბსოლუტური აკრძალვის პრინციპი კონკრე ტულ საქმეებთან დაკავშირებით უმკაცრესად უნდა იქნეს დაცული, და ეს უნდა ეცნობოს თხოვნის წარმომდგენს შეხვედრის დაწყებამდე.
• მოსამართლეს შეუძლია, აწონდაწონოს შეხვედრაში მონაწილეობის მი საღებად სასამართლო მდივნის მოწვევის საკითხი. ეს იმის არასწორად გაგების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, რაც შეიძლება, შეხვედრისას გაირკვეს. ეს ასევე დაიცავს მოსამართლეს უხერხული ვი თარებისაგან, როცა მის მიერ ნათქვამი არასწორად შეიძლება იქნეს გა გებული.

• როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე თუ მის მაგ. პარლამენტის წევრი წერილით მიმართავს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრი მოსამართლეს წერილით მიმართავს და შეატყობინებს კონკრეტულ ამომრჩეველთან დაკავშირებული განქორწინებისა და მეურვეობის საქმის სწრაფად და სამართლიანად გადაწყვეტით დაინტერესების თაობაზე, მოსამართლეს შეუძლია, თავისი პასუხით, უბრალოდ, ინფორმაცია მიაწოდოს ამ პირს პირადად ან, უმჯობესია, წარმომადგენლის მეშვეობით, რომ მოსამართლეთა ქცევის პრინციპები უკრძალავს მას, მიიღოს, განიხილოს ან უპასუხოს მსგავს შეტყობინებას. აკრძალვა ეხება ასევე საკანონმდებლო ორგანოს წევრის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სტადიაზეა საქმის განხილვა, ან როდის იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება, რადგან ამგვარ შეკითხვაზე პა- სუხი შთაბეჭდილებას შექმნიდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრს შეუძლია, გავლენა მოახდინოს მოსამართლეზე, რათა მან დააჩქაროს გადაწყვეტილების გამოტანა და ამით ერთ-ერთი მოდავე მხარის პრივილეგია უზრუნველყოს.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მისი გადაწყვეტილების მიმართ გამოტანილ კრიტიკას უპასუხოს

. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფუნქცია, ისევე, როგორც მათი უფლება, ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისათვის წარდგენაა, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების კომენტირება, მათ შორის, იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა სასამართლო განხილვაც იგეგმება, ხორციელდება ან დასრულებულია; ამასთან, არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. ინფორმაციის თავისუფლების პრინციპი არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას, გარდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტში გათვალისწინებულისა. იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალე ბები და საზოგადოების დაინტერესებული წევრები სასამართლოს მიერ გამოტა ნილი გადაწყვეტილების კრიტიკით გამოდიან, მოსამართლემ არ უნდა უპასუ ხოს ამგვარ კრიტიკას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი წერილობით
თი სახის მიმართვით ან სასამართლო სხდომის მსვლელობისას კომენტარებით. სასამართლოს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით მოსამართლე მხოლოდ არგუმენტების ენაზე საუბრობს, რომლებზეც დამყარებულია მისი გადაწყვეტი ლება. მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იურიდიული მოტივირების საჯარო დაცვას.

. იმ შემთხვევაში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არაზუსტ ან არასწორ ცნობებს ავრცელებენ სასამართლო პროცესის ან გამოტანილი გა დაწყვეტილების შესახებ, და მოსამართლეს მიზანშეწონილად მიაჩნია შეცდომის გასწორება, სასამართლო მდივანმა შეიძლება გაავრცელოს პრესრელიზი იმისთ ვის, რომ წარმოაჩინოს საქმის ნამდვილი ვითარება, ან სხვა ნაბიჯები გადადგას და შესაბამისი კორექტივები შეიტანოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს ეწეოდეს კერძო იურიდიულ პრაქტიკას

. მოსამართლე არ უნდა ახორციელებდეს იურიდიულ კონსულტაციას. მაგრამ, თუ საუბარია მეგობრებსა და ახლობლებზე, მას შეუძლია, მეგობრული და არაფორმალური სახით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მისცეს რჩევა და იქვე განუმარტოს, რომ ეს რჩევა არ უნდა
განიხილებოდეს როგორც იურისტის საკონსულტაციო დასკვნა, ვინაიდან, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერი კონსულტაცია უნდა განახორციელოს პროფესიონალმა იურისკონსულტმა.

როგორ განისაზღვრება კეთილსინდისიერება (პატიოსნება), აქვს თუ არა მას ხარისხები:

როგორ განისაზღვრება პატიოსნება?
აქვს თუ არა პატიოსნებას ხარისხები?

პატიოსნე ბის შემადგენელია მოსამართლის ალალმართლობა და მორალური პრინციპები. მოსამართლე არა მხოლოდ თავისი ოფიციალური მოვალეობის შესრულებისას, არამედ ყოველთვის ღირსეულად და პატიოსნად იქცევა, როგორც შეეფარება ადამიანს, რომელსაც მოსამართლის თანამდებობა უკავია. ის შორსაა სიცრუისა და თაღლითობისაგან, ღირსება და წესიერება ვლინდება მის ქცევასა და ხასიათ ში. არ არსებობს მეტნაკლები პატიოსნება – ეს აბსოლუტური კატეგორიაა. სა სამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეებისათვის პატიოსნება სათნოება ზე მეტია, – ეს აუცილებლობაა.

რომელი კრიტერიუმები გამოიყენება მოსამართლის ქცევის შესაფერისობის შეფასებისას.

გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:
•საზოგადო თუ პირადი ხასიათისაა მოქმედება და ხომ არ
ეწინააღმდეგე ბა ის მოქმედ კანონს;
• რამდენად ექვემდებარება აღნიშნული ქცევა დაცვას,
როგორც პიროვნე ბის უფლება;
• რამდენად იჩენს მოსამართლე დისკრეციულობას და
წინდახედულებას თავისი მოვალეობების განხორციელებისას;
• ხომ არ მიაყენა განსახილველმა მოქმედებამ ან ქცევამ
მნიშვნელოვანი ზიანი მათ, ვისაც ყველაზე მეტად შეეხო, და ხომ არ იყო
ის შურაცხმყო ფელი სხვებისათვის;
• რამდენად მეტყველებს განსახილველი მოქმედება ან
ქცევა საზოგადო ებისა თუ მისი ცალკეული წევრებისადმი პატივისცემასა
თუ უპატივცემ ლობაზე;
• რამდენად მეტყველებს განსახილველი მოქმედება ან
ქცევა წინასწარი განწყობის, წინასწარი აზრის ან არასათანადო გავლენის
არსებობაზე.

• თუ მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტ. საქმიანობას ეწევა როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე..

იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლის მეუღლე აქტიურ პოლიტიკურ საქ- მიანობას ეწევა, მოსამართლე დისტანცირებული უნდა იყოს ოჯახის წევრების მოქმედებებისაგან, რათა საზოგადოებას არ მიეცეს საბაბი, ჩათვალოს, რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატს უჭერს მხარს. თუ მოსამართლის მეუღლე პოლიტიკურ შეკრებებში მონაწილეობს, მოსამართლე თან არ უნდა ახლდეს მას. მეტიც, ასეთი შეკრებები მოსამართლის სახლში არ უნდა ეწყობოდეს. ხოლო თუ მოსამართლის მეუღლე დაჟინებით მოითხოვს ამგვარი შეკრებების იმ სახლში ჩატარებას, სადაც მოსამართლე ცხოვრობს, მოსამართლემ ყველანაირად დისტანცია უნდა დაიჭიროს, არ ეჩვენოს სტუმრებს და, თუ საჭიროა, დატოვოს სახლი, როცა იქ შეკრება ტარდება. პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ყველა შემოწირულობა და შესატანი მოსამართლის მეუღლემ საკუთარი სახელით და საკუთარი, ცალკე შენახული, სახსრებიდან უნდა განახორციელოს და არა მეუღლეთა საერთო ანგარიშებიდან, რომელთა მესაკუთრე მოსამართლეც არის. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოქმედებები არ უწყობს ხელს საზოგადოების თვალში სასამართლოებისა და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის იმიჯის ამაღლებას; მეორე მხრივ, მოსამართლის გამოჩენა მეუღლის გვერდით წმინდა ცერემონიული ხასიათის ღონისძიებაზე, მაგალითად პარლამენტის გახსნაზე ან სახელმწიფოს მეთაურის სტუმრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად

• შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრმა დააჯილდოოს მოსამართლე სამოსამართლო საქმიანობისთვის.

მოსამართლის დაჯილდოებას სასამართლო საქმიანობისათვის, ამით სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის საქმიანობის დისკრეციული აღიარება, მოსამართლეთა კორპუსის რამდენადმე მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე, იმ პერიოდში, როდესაც მოსამართლე ჯერ კიდევ ასრულებს სამოსამართლო ფუნქციებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ჩრდილს აყენებს; მეორე მხრივ, მოსამართლის დაჯილდოება იმ ორგანოს მიერ, რომელიც მოქმედი მთავრობისაგან დამოუკიდებლადაა შექმნილი, ან ასეთი ორგანოს რეკომენდაციით, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება არ ჩაითვალოს არამართლზომიერად. ხელისუფლების აღმასრულებელ

რას გულისხმობს სასამართლოს რეპუტაციის მოფრთხილების ვალდებულება

მოსამართლე არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ
მიღებულ ნორმებს და არ უნდა ეწეოდეს საქმიანობას, რომელიც აშკარად
ავნებს სასამართლოებისა და სასამართლო სისტემის რეპუტაციას. სათანადო
წონასწორობის შენარჩუნე- ბის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამართლე
მუდმივად უნდა უსვამდეს საკუთარ თავს კითხვას – ხომ არ დააყენებს
ეჭვქვეშ მისი ქცევა, საზოგადოების საღად მოაზროვნე და გათვითცნობიერებული წარმომადგენლის, გარეშე დამკვირვებლის, აზრით, მის პატიოსნებას და ხომ არ შეასუსტებს მისადმი, როგორც მოსამართლისადმი, პატივისცემას. თუ ასეა, ამგვარი ქცევისაგან თავი უნდა შეიკავოს

შეუძლია თუ არა მოსამართლეს თანამდებობა გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი პირადი შეღავათისთვის? მოიყვანეთ ამ აკრძალვის დარღვევის მაგალითები.

როგორც წესი, საზოგადოება მოსამართლეებს განსაკუთრებულ ადამი ანებად თვლის და სასამართლოში, შესაძლოა, მის გარეთაც, მათ გარკვეული პირ მოთნეობით ეპყრობიან. ამიტომ მოსამართლე ნათლად უნდა ავლებდეს ზღვარს თავისი თანამდებობის ავტორიტეტის
სათანადო და არასათანადო გამოყენებას შორის. მოსამართლე არ უნდა იყენებდეს და არ ცდილობდეს გამოიყენოს თავისი მდგომარეობა პირადი გამორჩენისათვის ან რაიმე შეღავათების მისაღებად. მა გალითად, მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს ბლანკები ან სასამართლოს სხვა წარმომადგენლობითი დოკუმენტაცია პირადი საქმეების საწარმოებლად. მან ასევე არ უნდა გამოიყენოს ან არ უნდა ეცადოს, გამოიყენოს თავისი თანამდებო ბა სამართლებრივი ან ბიუროკრატიული თვალსაზრისით დახლართული ვითა რებიდან თავის დასაღწევად. თუ მოსამართლეს გააჩერებენ, სავარაუდოდ, საგ ზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, მან საკუთარი ინიციატივით მაშინვე არ უნდა შეატყობინოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელს თავისი სტატუსის შესახებ.

მოსამართლის სატელეფონო ზარი პროკურორთან იმის გა სარკვევად, „ხომ არ შეიძლება, რამე მოუხერხდეს” ჯარიმის ქვითარს, რომელიც სასამართლო
აღმასრულებელს გამოუწერეს საგზაო მოძრაობის წესების დარღ ვევისათვის,
არამართლზომიერად გამოიყურება მაშინაც კი, თუ მოსამართლე არ აპირებდა,
თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით გავლენა მოეხდინა ამ საქმის გადაწყვეტაზე.

როგორ უნდა უპასუხოს მოსამართლემ ადვოკატს, რომელიც მის პროვოცირებას ცდილობს, შეუძლია თუ არა მოსამართლეს რომ ადვოკატს სიტყვა შეაწყვეტინოს

მოსამართლემ უნდა მოთოკოს გაღიზიანება და რისხვა. იმის მიუხედავად, თუ რა არის განხილვის კონკრეტული საგანი, მოსამართლის რეაქცია მშვიდი და მოზომილი, გაწონასწორებული უნდა იყოს. მაშინაც, თუ ადვოკატის უხეში ქცევა მის პროვოცირებას ისახავს მიზნად, მოსამართლემ სათანადო ზომები უნდა მიიღოს დარბაზზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ადვოკატის მიმართ რაიმე საპასუხო ზომების გარეშე. თუ შენიშვნა აუცილებელია, ზოგჯერ უმჯობესია, ის საქმის განხილვის დროს არ გაკეთდეს. მოსამართლემ არასდროს არ უნდა გააწყვეტინოს ადვოკატს სიტყვა უსაფუძვლოდ და მრავალგზის, არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი ან დამცინავი კომენტარი ადვოკატის მიერ მოყვანილი მოსაზრებების თაობაზე; მეორე მხრივ, არცერთი მოსამართლე არ არის ვალდებული, მოუსმინოს ადვოკატს, რომელიც ბოროტად იყენებს პროცესს, აშკარად უსაფუძვლო და გაუმართლებელი, სუსტი მოსაზრებები მოჰყავს, ან შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლეს, სხვა ადვოკატებს, საქმის მხარეებსა თუ მოწმეებს, და არ შეაწყვეტინოს მას სიტყვა.

ეკრძალება თუ არა მოსამართლეს აზარტული თამაშები?

მოსამართლეებს არ ეკრძალებათ დროდადრო, სამსახურისაგან თავისუფალ დროს, აზარტული თამაშები, თუმცა ამ დროს სიფრთხილე მართებთ და არ უნდა დაავიწყდეთ, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოების წარმომადგენელი გარეშე დამკვირვებელი. ერთია საზღვარგარეთ შვებულებით ყოფნისას ზოგჯერ დოღზე დასწრება, კაზინოში შესვლა, ან მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან ბანქოს თამაში, ხოლო სულ სხვაა ტოტალიზატორის (სადაც, მაგ. დოღის დროს, ფულად ფსონს ჩადიან და ფულად მოგებას იღებენ) ხშირი სტუმრობა და თავგადადებული გატაცებისა თუ აზარტულობის გამომჟღავნება.

შეუძლია თუ არა მოსამართლეს ბარებში და ლუდხანებში სიარული

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ბარებში, სიარული. ამჟამად, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნების უმრავლესობაში, მოსამართლეებს არ ეკრძალებათ ლუდხანებში, ბარებში ან სხვა მსგავს ადგილებში სტუმრობა, თუმცა მათ აუცილებლად სიფრთხილე მართებთ ამ დროს. მოსამართლემ უნდა იფიქროს, როგორ აღიქვამს ამგვარ ადგილას მის ყოფნას საზოგადოების წარმომადგენელი გარეშე დამკვირვებელი იმის გათვალისწინებით, მაგალითად, თუ რა რეპუტაციით სარგებლობს ეს ადგილი, ვინ არის მისი მუდმივი სტუმარი, ან ხომ არ ფუნქციონირებს ის კანონთან არცთუ მთლად შესაბამისად.

მოსამართლეს ესაჭიროება მხოლოდ სამართლებრივი თუ ასევე არასამართლებრივი ცოდნაც

ის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს აქვთ სასამართლო სისტემისადმი, კიდევ უფრო ამაღლდება, თუ მოსამართლეს ექნება ფართო და ღრმა ცოდნა არა მარტო სამართლის სფეროში, არამედ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ სხვა სფეროებშიც; თუ ის გამოამჟღავნებს ისეთ პირად თვისებებსა და ინტელექტს (როგორც სასამართლო სხდომისას, ისე სასამართლოს გარეთ), რომლებიც მას საშუალებას აძლევს, გადაწყვიტოს საქმეები სასამართლო პროცესის ყველა მონაწილის მიმართ სათანადო დამოკიდებულების უზრუნველყოფით. პროფესიულ მომზადებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეების მიერ მათი ფუნქციების ობიექტურად, მიუკერძოებლად და კომპეტენტურად შესრულებისათვის, ისევე როგორც მოსამართლეების დაცვისათვის არასათანადო გავლენისაგან. ასე რომ, ამჟამად თანამდებობაზე დანიშვნისას

მოსამართლემ უნდა გაიაროს სასწავლო კურსები, რომლებიც მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: გენდერული პრობლემატიკის, რასის, ადგილობრივი კულტურების, რელიგიისა და რელიგიური წარმოდგენების, სექსუალური ორიენტაციის, შიდსის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ მგრძნობელობა. ადრე ითვლებოდა, რომ მოსამართლე ასეთ ცოდნას იძენს პრაქტიკის მქონე ადვოკატის საქმიანობის განხორციელებისას, მაგრამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რამდენად საჭიროა ასეთი სწავლება, განსაკუთრებით ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტის პირობებში, რაც, საბოლოოდ, ეხმარება მოსამართლეს, სწორად მიუდგეს ამგვარ საკითხებს, თუ შემდგომში მოსამართლედ მუშაობისას ექნება მათთან შეხება

შეიძლება თუ არა მოსამართლემ მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციაში

. არსებობს სიტუაციები, როცა მოსამართლე, როგორც მორალური პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანი, საკუთარი აზრის გამოთქმას ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევს. მაგალითად, გამოხატვის უფლების განხორციელებისას მოსამართლეს შეუძლია შეუერთდეს -საათიან საპროტესტო დემონსტრაციას, ეჭიროს პლაკატი, ხელი მოაწეროს პეტიციას, იმის დასადასტურებლად, რომ ომი მისთვის მიუღებელია, მხარი დაუჭიროს ენერგიის რაციონალური გამოყენებისაკენ მიმართულ ძალისხმევას და სიღატაკესთან ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. ამით მოსამართლე გამოხატავს შეშფოთებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ან მსოფლიო საზოგადოებრიობას აწუხებს. თუ ამ საკითხთაგან რომელიმე დაისმება სასამართლოში, სადაც ეს მოსამართლე განიხილავს საქმეებს, და მოსამართლის მიუკერძოებლობა შეიძლება ეჭვქვეშ აღმოჩნდეს, მოსამართლე აცხადებს თვითაცილების შესახებ და არ მონაწილეობს იმ საქმეთა განხილვაში, რომლებთან დაკავშირებითაც მის მიერ წარსულში განხორციელებულმა ქმედებებმა შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მის მიუკერძოებლობას, პატიოსნებასა და წესიერებას.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ქუჩაში მიმავალმა ა-მ შეამჩნია უცხო პირი ბ, რომელიც მდინარეში იხრჩობოდა და დახმარებას ითხოვდა. ა-ს შეეძლო მისი ამოყვანა, თუმცა, იფიქრა, ძალიან კარგი, თუ დაიხრჩობაო და არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. ბ დაიღუპა. შეაფასეთ ა-ს ქმედება.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ა შეიპარა ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის ნახატის მოსაპარად, ვინაიდან იცოდა, რომ მერე მას ძვირად გაყიდდა სადმე აუქციონზე, თუმცა, მუზეუმში ბნელოდა და მას შეცდომით სხვა, გუდიაშვილის ნახატი წამოუღია. ეს ნახატი ღირებულებით არ განსხვავდებოდა ფიროსმანის ნამუშევრისგან. ა ამით მაინც უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ შეცდომა გვიან შეამჩნია და მეორეჯერ მუზეუმში შესვლას ვერ მოახერხებდა. ამიტომ, გუდიაშვილის ნახატი დაიტოვა. შეაფასეთ მისი ქმედება.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ა დაემუქრა მის წინ მდგომ ბ-ს დანით, თუ ახლავე გ-ს მანქანას გვერდითა საქარე მინას (მანქანაც იქვე იდგა) არ ჩაუმტვრევ,
აქვე სიცოცხლეს გამოგასალმებო. ბ-ს ამის გაკეთება არ სურდა, თუმცა, არანაირი სხვა გამოსავალი არ ქონდა თავის დასაცავად
და ამიტომ ა-ს მითითება შეასრულა. მანქანას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. შეაფასეთ ორივეს ქმედება 187-ე მუხლის ფარგლებში.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ა-მ მოკვლის განზრახვით ორლულიანი თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა ბ-ს მიმართ, თუმცა ააცდინა. მან მეორეჯერაც გაისროლა, მაგრამ ესეც ააცილა. გაბრაზებულმა თოფი შორს მოისროლა და დანა იშიშვლა. მაგრამ, სანამ ბ-ს ჩაარტყამდა, წამიერად სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მისი მოკვლა გადაიფიქრა. განზრახვის სისრულეში მოყვანა მისთვის არ იქნებოდა პრობლემა. შეაფასეთ ა-ს ქმედება.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/02/28 13:32:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1. ჰიპოთეზა. ა- შეიძლება დაისაჯოს უქმოქმედობით ჩადენილი მკველობისთვის. ქმედების შემადგნელობა. ობიექტური შემადგნელობა. შედეგი - შედეგი დამდგარია, ბ- გარდაიცვალა, უმოქმედპბა - ამ საჭირო დროს არ მიაქცია ყურადება ბ-ს და დატოვა განსაცდელში.. მიზეზობრივი კავშირი - რომ დახმარებოდა არ დაიღუპებოდა. ობიექტური შერაცხვა ა-მ ბ-ს დაუხმარებლად დატოვებთ შექმნა სამართლებრივად გასაკიცხი საქმე, რომელიც შედეგში რეალიზდა. გარანტიის ფუნქცია- იმისათვის, რომ უქმოქმედობით ჩადენილი მკვლელობისათვის პასუხისმგებლობის საკთხი დადგეს, საჭიროა რომ ის პირი , ვინც არ იმოქმედა, მსხვერპლის სამართლებრივი გარანტი იყოს, რაც მასზე ზრუნვის ვალდებულებას გულისხმობს. სუბიქტური შემადგნელობა- პირი განზრახვით მოქმედებდა. მართლწინააღმდეგობა- არ გაქვს სახეზე მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. ბრალი - არ გაქვვს კაზუსში ბრალის გამომრიცხავი გარემოეებები. დასკვნა - ა დასჯება უმოქმედობით ჩადენლი მკველობისთვის. 108-ე მუხლით.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/02/28 13:32:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - ა შეიძოლება დაისაჯოს ბ-ს განზრაც მკველობის მცდელობისთვის. ქმედების შემადგენლობა, ქმედების ობიექტური შემადგნელობა, სუბიექტი ა , ობიექტი ბ-ს სიცოცხლე, ქმედება - განხორციელდა ას მიერ იარაღის გასროლაში. შედეგი- არ დამდგარა, ბ- გადარჩა. დასკვნა. ა - დაისჯება ბ-ს განხზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. 19-108-ე მუხლით.

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/02/28 13:32:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა - ა შეიძლება დაისაჯოს ქურდობისათვის 117ე მუხლზე მიტითებით. ქემდების შემადგნელობა, ქმედების ობიექტური შემადგნელობა, სუბიექტი ა , ობიექტი - მუზემუმი, ქმედება - განხორციელდა მუზეუმიდან ნახატის წამოღებაში, შედეგი - შედეგი დამდგარია, ა-ს ჩანაფიქრი განხორციელდა. მზეზობრივი კავშირი - რომ არა ა-ს ქმედება, მუზეუმს ზიანი არ მიადგებოდა. ქმედების სუბ შემადგენლობა: მართლწინააღმდეგობა- არ არის კაზუსშ მართლწინაღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები. ბრალი - არ არის კაზუსში ბრალის გამომრიცხავი გარემობეა. დასკვნა - ა დასჯება 177ე მუხლით.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით, დავით ტაბატაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დაასაბუთეთ რამდენად სწორად მოიქცა სასამართლო?

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამოცნობის ჩატარების დროს, ამომცნობს წარედგინა 2 ერთმანეთის მსგავსი საგანი, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო დანაშაულის ჩადენის იარაღი. ამომცნობმა ეს იარაღი ამოიცნო, რის შემდეგაც პროკურორმა იგი ნივთმტკიცებად ცნო, დაურთო საქმეს და გამოიყენა, როგორც მტკიცებულება. დაუშვა თუ არა კანონდარღვევა გამომძიებელმა ამოსაცნობი ობიექტის ამოცნობის ჩატარების დროს?

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/02/28 13:32:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუსის ფაბულიდან დგინდება რომ , ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება , კერძოდ ამოცნობა. ამომცნობს, წარედგინა ორი ერთმანეთის მსგავსი საგანი, რომელთაგან ერთერთი შესაძლოა ყოფილიყო , დანაშაულის ჩადენის იარაღი. ამომცნობა შეძლო, რომ ეს იაღარი ამეცცნო. პროკურორმა იგი ნივთმკიცებად ცნო. საქმეს დაურთო, როგორც მტკიცებულება. კაზუსიდან დასტურდება რომ პროკურორის მოქმედება არ არის თანხვედრაში სსკ -ის 131მუხლის მეოთხე ნაწილის მიმართ.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ესმა და ვალერი კურსელები არიან.

ვალერის, მეგობრობის გარდა, გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ, რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის, იგი მაინც ცდილობს, რომ მას თავაზიანად უპასუხოს.

ინტერნეტის გამოყენებით კომუნიკაციის გარდა, ვალერი ცდილობს, რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდეს. ამის გამო, ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას, მიაცილებს აუდიტორიამდე, ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვება გოგონას.

ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი გახდა და ვალერის მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ეს ქმედებები, რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და მასში იწვევდა უარყოფით ემოციებს. ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა, რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა უკან დახევას. ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა.

პირველ ეტაპზე, ესმამ Facebook-ზე დაბლოკა ვალერის პირადი გვერდი, თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც გააგრძელდა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა. უნივერსიტეტის გარდა, იგი სახლშიც აკითხავდა გოგონას და სთხოვდა, რომ მისთვის მოესმინა და დალაპარაკებოდა. ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგუნული, ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.

ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა, რის გამოც მან მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, მათ შორის, პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას, რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.

პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა. ესმა დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება.

შეაფასეთ:

1. როგორ დაკვალიფიცირდება ვალერის ქმედება/ქმედებები;
2. რამდენად სწორად მოიქცა პოლიციის თანამშრომელი შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის ნაწილში.

თითოეული პასუხი დაასაბუთეთ.

mariam charelishvili's picture
mariam charelishvili (999999999)
სხვა
რეგ. თარ: 2023/01/25
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თითქმის ყოველდღე მოუწოდებს, რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალის.

თავიდან ანა მამის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შეწუხება. ემუქრებოდა, რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა, სკოლიდან გამოიყვანდა და სახლში გამოკეტავდა. ასევე, ეუბნებოდა, რომ თუ არ დაქორწინდებოდა მის ოჯახზე ცუდად ილაპარაკებდნენ და „თითით საჩვენებლები" გახდებოდნენ.

ანამ, მასწავლებლის დახმარებით, პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ, რის გამოც ქორწილი ჩაიშალა.

რამდენიმე დღეში, ჯემალიმ, 3 მეგობრის დახმარებით, ქორწინების იძულების მიზნით მოიტაცა თავისივე თანასოფლელი, 15 წლის გურანდა.

შეაფასეთ:

1. როგორ დაკვალიფიცირდება ანას მამის ქმედება/ქმედებები;
2. როგორ დაკვალიფიცირდება ჯემალის ქმედება/ქმედებები.

თითოეული პასუხი დაასაბუთეთ.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დრო რამდენი დაგრჩა?

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუსის თანახმად დგინდება რომ ვალერი ხშირად ამყარებდა ესმასთან კომუნიკაციას ესმასათვის შემაწუხებელი იყო, ამიტომ მან ვალერის სთხოვა მისგან დისტანცია დაეკავებინა თუმცა ვალერი კვლავ განაგრძობდა ესმას ადევნებას და თვალთვალს, ესმა იძულებული გახდა ცხოვრების წესი შეეცვალა რაც გამოიხატა რომ ისაღარ დადიოდა სამსახურში გააუქმა ფეისბუქი, გამომდინარე აქედან მოცემული კაზუსის თანახმად ვალერის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 151-ე პრიმა მუხლის 1-ი ნაწილის საფუძველზე, რაშიც იგულისხმება ადევნება. კერძოდ. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება პოლიციის ქმედება არარის სამართლიანი შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ყველანაირი წინაპირობა არსებობდა იმისათვის რომ შემაკავებებლი ორდერის გამოცემა მომხდარიყო, ვინაიდან სახეზე გვაქვს დანაშაული გენდერული ნიშნოით, გამომდინარე აქედან პოლიციელის ქმედება არარის კანონიერი.

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ეს პირველი კაზუსია

ronaldo1's picture
ronaldo1 (ronaldo1)
სხვა
რეგ. თარ: 2023/11/30
ბოლო შემოს: 2024/02/28 13:32:15
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქ ვარ მეც თუ რამეა :))

messi's picture
messi (koba)
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/03
ბოლო შემოს: 2024/02/28 17:27:23
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოცემული კაზუსის თანახმად დგინდება რომ მამა თავის არასრულწლოვანი შვილის დაქორწინებას ცდილობდა მუქარის მეშვეობით, ეუბნებოდა თავის არასრულწლოვან შვილს, თუარდაქორწინდებოდა იმ კაცზე ვისაც ის ურიგებდა მაშინ ის სახლიდან არგაუშვებდა, სხვები დასცინებდნე, ეს ყოველივე გოგოსთვის დამამცირებელი და შეურაწმყოფელი იყო, აქედან გამომდინარე მამის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ს 144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილსა და 126 პრიმა მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე რაშიც იგულისმება აღნიშნულ მუხლში .აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და იმწუთიერი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
რაც შეეხება ჯემალის ქმედება ესარის ესარის ძალადობრივი ქმედების საშუალებით არასრულწლოვნის მოტაცება რაც გამომდინარეობს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე ვინაიდან ამისთქმის საშუალებას გვაძლევს რომ პოტენციური მსხვერპლის სახითთ წარმოდგენილი გვყავს 15 წლის არასრულწლოვანი, აქედან გამომდინარე მის ქმედება მოითხოვს შეფასდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 დამეორე ნაწილების საფუძველზე.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი:
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ;ჯგუფურად; არაერთგზის, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.